From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 22-23 ივლისი მედია მონიტორინგი
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; tatasturuaa@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 23.07.2020 09:39
Attachments :

მედია მონიტორინგი

22 ივლისი

ტელევიზია

მარინა ეზუგბაიას ბრიფინგი

22.07.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი

Link:    22.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი

მარინა ეზუგბაია: "დაგვემატა 24 ახალი შემთხვევა და გვყავს 1073 დადასტურებული შემთხვევა, მხოლოდ 4 გამოჯანმრთელდა და გვყავს 907. ამ მონაცემებით, ამ პერიოდისთვის კოვიდ ცენტრებში მკურნალობას აგრძელებს 188 პაციენტი. ამ 24 პაციენტის კონფიგურაცია ასეთი გახლავთ - 5 არის შემოტანილი შემთხვევა, ანუ იმპორტირებული. ისინი არიან სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, 5 შემთხვევა გახლავთ დაავადებულებთან კონტაქტები, 10 შემთხვევა გახლავთ გარდაბნის რაიონის კვლევისას გამოვლენილი პირებში დადასტურებული შემთხვევა და ორის წყარო ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ხდება კონტაქტირებულების კვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

22.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    22.07.2020 - I არხი - მოამბე 12:00

კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა – ორი დაუდგენელი წყარო. თითქმის სამი თვის შემდეგ, დღეს ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. არის თუ არა გაზრდილი სტატისტიკა განგაშის საფუძველი და რომელ კლასტერებთან არიან დაკავშირებული ინფიცირებულები. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან, შვიდი შემოტანილია, კიდევ ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება, ათი შემთხვევა გარდაბნის რაიონში ჩატარებული გაფართოებული კვლევისას გამოვლინდა, ხოლო ორის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

ეკატერინე ტიკარაძემ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები დაათვალიერა

22.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    22.07.2020 - I არხი - მოამბე 12:00

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის – „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან ერთად, გურიის რეგიონში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები დაათვალიერა. ეკატერინე ტიკარაძე ეკომიგრანტებს ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ესტუმრა.

კორონავირუსი

22.07.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    22.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 073 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 497 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. „აქ არის 10 კონტაქტი, რომელიც აღმოჩენილია წინა კოვიდინფიცირებულებისგან, რომელიც ჩვენ წინა დღეებში გვყავდა. 7 შემთხვევა არის იმპორტირებული. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ 24 ინფიცირებულში არის 5 მძღოლი და მხოლოდ ორი შემთხვევაა, რომელიც საჭიროებს დამატებით კვლევას, თუ ვინ არიან ინფიცირებულების კონტაქტები, რაც მიმდინარეობს ამ ეტაპზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის ავტოპარკი სრულად განახლდა

22.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - იმედის დილა

Link:    22.07.2020 - იმედი - იმედის დილა

სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის ავტოპარკი სრულად განახლდა და ავტოპარკს 60 ახალი გადაუდებელი ავტომობილი დაემატა. მანქანებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი სასუნთქი აპარატებიც შეიძინა.

ყალბი ახალი ამბები

22.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - იმედის დღე

Link:    22.07.2020 - იმედი - იმედის დღე

ყალბი ახალი ამბის გარეშე, არც გასულ კვირას ჩაუვლია. ვებ-გვერდი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სახელით მოქალაქეებს პარაზიტების საწინააღმდეგო პარაზიტებს სთავაზობს ყალბია. სტატია მხოლოდ იმისთვის მოიგონეს, რომ წამალი შევისყიდოთ.

კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

22.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 14:00

Link:    22.07.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა – ორი დაუდგენელი წყარო. თითქმის სამი თვის შემდეგ, დღეს ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. არის თუ არა გაზრდილი სტატისტიკა განგაშის საფუძველი და რომელ კლასტერებთან არიან დაკავშირებული ინფიცირებულები. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან, შვიდი შემოტანილია, კიდევ ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება, ათი შემთხვევა გარდაბნის რაიონში ჩატარებული გაფართოებული კვლევისას გამოვლინდა, ხოლო ორის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

ეკატერინე ტიკარაძემ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები დაათვალიერა

22.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 14:00

Link:    22.07.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის – „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან ერთად, გურიის რეგიონში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები დაათვალიერა. ეკატერინე ტიკარაძე ეკომიგრანტებს ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ესტუმრა.

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

22.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 15:00

Link:    22.07.2020 - I არხი - მოამბე 15:00

გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ერთ დღეში ინფიცირებულთა მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებელი. 24 ახალი შემთხვევა და ორი დაუდგენელი წყარო. გვექნება თუ არა ქვეყენაში კიდევ ერთი მკაცრი საკარანტინო ზონა. ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლის გამკაცრების და ჯარიმების დაწესების შემდეგ. სერიოზულად მკაცრდება მეთვალყურეობა ბაზრობებზე, რომ შესაბამისი პირობები ყველგან დაცული იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, დაწესდება სერიოზული მეთვალყურეობა და დარღვევებზე ჯარიმებიც იქნება გათვალისწინებული. „შესვლისას თერმოსკრინინგი; ყველა პირებადეებით; ყველა მაღაზიაში, თუ დახლთან პირბადეებით მუშაობა; სოციალური დისტანცირება; ერთმანეთთან ახლოს არყოფნა და ხელების ხშირი დამუშავება სანიტაიზერებით – ეს აუცილებელია და ამაზე იქნება ძალიან სერიოზული მეთვალყურეობა, შესაბამისი ჯარიმებიც, შესაბამისი აღსრულებითი ღონისძიებები და ასე შემდეგ.

გარდაბნის სამი სოფელი შესაძლოა იზოლაციაში მოექცეს

22.07.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 15:00

Link:    22.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

გარდაბნის სამი სოფელი შესაძლოა იზოლაციაში მოექცეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ეპიდემიოლოგებთან არ თანამშრომლობს და სპეციალისტებს ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე უარს ეუბნებიან. 2. ეპიდსიტუაცია მართვადია, თუმცა ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ საზოგადოების ყურადღება მოდუნდა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია.

კორონავირუსი

22.07.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 15:00

Link:    22.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 073 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 497 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. „აქ არის 10 კონტაქტი, რომელიც აღმოჩენილია წინა კოვიდინფიცირებულებისგან, რომელიც ჩვენ წინა დღეებში გვყავდა. 7 შემთხვევა არის იმპორტირებული. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ 24 ინფიცირებულში არის 5 მძღოლი და მხოლოდ ორი შემთხვევაა, რომელიც საჭიროებს დამატებით კვლევას, თუ ვინ არიან ინფიცირებულების კონტაქტები, რაც მიმდინარეობს ამ ეტაპზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კორონავირუსის სტატისტიკა

22.07.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 15:00

Link:    22.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00

არ არის გამორიცხული კორონა ვირუსის გამო, გარდაბნის რაიონის 3 სოფელი ჩაიკეტოს. რეგიონში მცირე ეპიდ. აფეთქებაა. 3 სოფელში უკვე 34 ინფიცირებულია. ადგილზე უკვე, მეორე დღეა ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა და მოსახლოების ტესტირება მიმდინარეობს. ინფიცირებულებთან შემხებლობაში მყოფები ლილოსა და დინამოს ბაზრობაზე მუშაობენ. "სამწუხაროდ მოსახლეობისგან შემხვედრი ნაბიჯები არ იყო გუშინ. მიუხედავად იმისა, რომ 6 ბრიგადა მუშაობდა, 350 ნიმუშზე მეტი ვერ ავიღეთ, როცა 6 ბრიგადის საშუალო სიმძლავრე არის 700-1000 ნიმუშამდე. 10 იყო დადებითი, ანუ იქ ინფექცია სერიოზულად ტრიალებს და მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ იყოს მეტი თანამშრომლობა სამედიცინო პერსონალთან.

ადიგენის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი კომატოზურ მდგომარეობაში, ჯერარსის კლინიკაშია გადაყვანილი.

22.07.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

Link:    22.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

ადიგენის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი კომატოზურ მდგომარეობაში, თემქაში ჯერარსის კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, ბექა გოგრიჭიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში მეუღლემ დაჭრილი იპოვა, მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის საქმის დამატებითი დეტალები უცნობია. ექიმები აცხადებენ, რომ მდგომარეობა კრიტიკულია, მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

ჯანდაცვის მინისტრი გურიაშია

22.07.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 15:00

Link:    22.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00

ჯანდაცვის მინისტრი გურიაშია - "1 თვე სამინისტროსთან ერთად " კამპანიის ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძე ლანჩხუთში, სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახს შეხვდა, რომელსაც სამინისტრომ სახლი უყიდა. მიგრანტმა ასევე მოინახულა ჩოხატაურსა და ოზურგეთში ეკომიგრანტების ოჯახები. ეკა ტიკარაძე:,,ჩვენ მოვახდინეთ 176 ოჯახის განსახლება, ვგეგმავთ ასევე 180 ოჯახის განცხადებას წლის ბოლომდე."

მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შესაძენად იაპონიის მთავრობა გრანტს გამოუყოფს

22.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 17:00

Link:    22.07.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შესაძენად იაპონიის მთავრობა საქართველოს 2 800 000 ამერიკულ დოლარს გამოუყოფს. დღეს საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში შეთანხმება გაფორმდა. შესაბამის ნოტებსა და თანდართულ დოკუმენტაციას ხელი ფინანსთა მინისტრმა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მოაწერეს. არასაპროექტო გრანტი გამოყენებულ იქნება ჯანდაცვის სამინისტროს საჭიროებისათვის. „იაპონიის მთავრობამ საქართველოს გამოუყო 2.8 მლნ დოლარის გრანტი, რომელიც გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს. აპონია წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს.

24 დადასტურებული შემთხვევა და გარდაბნის ახალი კლასტერი

22.07.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

Link:    22.07.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

კორონავირსი ქვეყანასა და მსოფლიოში არ დამარცხებულა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძემ გაჩანის 3 სოფელს, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ე.წ. წითელი ზონა უწოდა. მან ამ ზონაში მცხობრებთ სამედიცინო სამსახურთან თანამშრომლობისკენ და ტესტირებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. 2. 24 დადასტურებული შემთხვევა და გარდაბნის ახალი კლასტერი-ასეთია ვითარება ქვეყანაში ბოლო მონაცემებით.

გარდაბნის სამი სოფელი შესაძლოა იზოლაციაში მოექცეს

22.07.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 17:00

Link:    22.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

გარდაბნის სამი სოფელი შესაძლოა იზოლაციაში მოექცეს. იმ შემთხვევაში თუყ მოსახლეობის დამოკიდებულება არ შეიცვლება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ეპიდემიოლოგებთან არ თანამშრომლობს და სპეციალისტებს ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე უარს ეუბნებიან. 2. ეპიდსიტუაცია მართვადია, თუმცა ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ საზოგადოების ყურადღება მოდუნდა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია.

მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შესაძენად იაპონიის მთავრობამ საქართველოს 300 მილიონი იაპონური იენი გამოუყო

22.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - ბიზნესპარტნიორი

Link:    22.07.2020 - I არხი - ბიზნესპარტნიორი

მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შესაძენად იაპონიის მთავრობამ საქართველოს 300 მილიონი იაპონური იენი გამოუყო. თანხის გამოყოფაზე შეთანხმება დღეს გაფორმდა, მიღებული დაფინანსება კოვიდ 19-თან ბრძოლისთვის კლინიკებისა და სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების გაძლიერებისთვის იქნება მიმართული. იაპონია საქართველოს მნიშვნელოვან საგრანტო დახმარებას უწევს, ეს უკვე მერვე საგრანტო დახმარებაა. ვანო მაჭავარიანი " გრანტი, რომელიც გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს და მოხმარდება თანამედროვე სამედიცინო აპარატურისა და მოწყობილობების შეძენას, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს იაპონელ პარტნიორებს."

იაპონიის დახმარება

22.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    22.07.2020 - I არხი - მოამბე 18:00

მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შესაძენად იაპონიის მთავრობა საქართველოს, გრანტის სახით ორ მილიონ 800 ათას დოლარს გამოუყოფს. შესაბამის დოკუმენტაციას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ტადაჰარუ უეჰარამ მოაწერეს ხელი. ვანო მაჭავარიანი: იაპონიის მთავრობამ საქართველოს გამოუყო 2.8 მლნ დოლარის გრანტი, რომელიც გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს და მოხმარდება თანამედროვე სამედიცინო აპარატურისა და მოწყობილობების შეძენას.

იაპონიის მთავრობა საქართველოს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურის შესაძენად 2 მილიონ 800 ათას დოლარს გამოუყოფს

22.07.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 18:00

Link:    22.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შესაძენად, იაპონიის მთავრობა საქართველოს, 2 მილიონ 800 ათას დოლარს გამოუყოფს. ორი ქვეყნის მთავრობებს შორის შეთანხმება გაფორმდა. "გრანტი გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს, რომლითაც მოხდება თანამედროვე აპარატურის შეძენა. ეს ძალიან დროული და ადეკვატური დახმარებაა. იაპონია წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს,"- განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. არასაპროექტო გრანტს სხვადასხვა ტიპის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შესაძენად გამოიყენებენ.

კორონავირუსი

22.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    22.07.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

1. საყურადღებო, თუმცა არასაგანგაშო-ასე ახასიათებს ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას. ქვეყანაში მხოლ;ოდ დღეს კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შემთხვევებიდან 7 შემოტანილია და ინფიცირებულები სატვირტო ავტომობილების მძღოლები არიან. ეკატერინე ტიკარაძე:" გარდაბნის მოსახლეობას მინდა მივმართო თხოვნით, ითანამშრომლონ ჩვენს ეპიდემიოლოგებთან". 2. როდის აღდგება საერთაშორისო რეგულარული ფრენები-სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, შეზღუდვები 1 სექტემბრამდე კვლავ გაგრძელდება, თუმცა არსებობს გამონაკლისები.

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

22.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    22.07.2020 - I არხი - მოამბე 21:00

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. „კოვიდ-19“-ი დღეს 24 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლოს ასეთი მაჩვენებელი 31 მაისს გამოვლინდა. კიდევ ორით გაიზარდა დაუდგენელი წყაროს რაოდენობა და სულ ჯამში შვიდი ინფიცირებულია, რომლებმაც არ იციან, ვინ გადასდო ვირუსული ინფექცია. ყველაზე მაღალი რისკის ზონა გარდაბნის რაიონის სამი სოფელია, რომლებსაც დღევანდელი 24 ფაქტიდან 10 შემთხვევა უკავშირდება. თუ ადგილობრივი მოსახლეობა მასობრივ ტესტირებაზე უარს იტყვის, სამივე სოფელი ჩაიკეტება. რაიონში ეპიდემიოლოგების ექვსი ჯგუფი მუშაობს, თუმცა ადგილობრივთა დიდი ნაწილი „პისიარ“-ტესტირებაზე უარს ამბობს. "დღევანდელი რიცხვი არის საყურადღებო მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი არის გაკონტროლებული ჩვენი მხრიდან", - ეკატერინე ტიკარაძე.

ერთი თვე სამინისტროსთან ერთად

22.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    22.07.2020 - I არხი - მოამბე 21:00

ერთი თვე სამინისტროსთან ერთად, კამპანიის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრი ეკომიგრანტებს ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ესტუმრა. ეკატერინე ტიკარაძემ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა. ბოლო ერთი წლის გნამავლობაშ განსახლებულია 176 ოჯახი.

23 ივლისი

ტელევიზია

კორონავირუსი

23.07.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    23.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

მეშვიდე თვეა ამ თემით ვიწყებთ, რადგან ამ თემამ სრულად შეცვალა რეალობა და ვინც ამაში შეიცნო, ისწავლა, კარგად მიხვდა, თუ რას გულისხმობენ ჩვენი ექიმები და ეპიდემიოლოგები, ან კარგად შეისწავლა ამირან გამყრელიძის ტონი, მიხვდებოდა, რომ მზარდი რიცხვი ინფიცირებულებისა, რაზეც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საუბრობდა გუშინ და გუშინწინ არ იყო მხოლოდ გუშინწინდელ ფაქტებზე დაყრდნობით, ეხებოდა ზოგადად, ვითარებას.

კორონავირუსი

23.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    23.07.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

საქართველოში კორონავირუსის 1073 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანრთელებულია 907. გარდაიცვალა 19 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია 5 724 ადამიანი. 2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება კვლავ გრძელდება. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი დავით ბეგაშვილის განცხადებით, აღებული 350 ნიმუშიდნ 60 ტესტის პასუხს ელოდებიან. 3. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი მოსახლეობას მოუწოდებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში გამოკვლევა ჩაიტარონ - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ "ღია ეთერში" განაცხადა. 4. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ სიფრთხილისა და ჰიგიენური წესების დაცვისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, როდესაც მთელ მსოფლიოში ეპიდემია მძვირვალებს და შემთხვევები ყველგან იმატებს, საქართველოში შედარებით კარგი ვითარებაა და მოსახლეობამ ყურადღება არ უნდა მოადუნოს.

კორონავირუსი

23.07.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    23.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება კვლავ გრძელდება. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი დავით ბეგაშვილის განცხადებით, აღებული 350 ნიმუშიდნ 60 ტესტის პასუხს ელოდებიან. 2. 29 კოვიდინფიცირებულ პირს მკურნალობენ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. სამედიცინო დაწესებულებაში ერთი შესაძლო ახალი შემთხვევა იყო, თუმცა ვირუსზე ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. 3. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ სიფრთხილისა და ჰიგიენური წესების დაცვისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, როდესაც მთელ მსოფლიოში ეპიდემია მძვირვალებს და შემთხვევები ყველგან იმატებს, საქართველოში შედარებით კარგი ვითარებაა და მოსახლეობამ ყურადღება არ უნდა მოადუნოს.

მთავრობის სხდომა

23.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    23.07.2020 - I არხი - მოამბე 12:00

გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და დამატებითი კონტროლი. კორონავირუსით ინფიცირებულთა მკვეთრ ზრდაზე საუბრით დაიწყო დღევანელი მთავრობის სხდომა პრემიერ- მინისტრმა. მისი თქმით, აუცილებელია სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვა. გიორგი გახარიამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება, რისთვისაც 40 მილიონი ლარი გამოიყოფა. მთავრობის მეთაურმა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და სამართალდამცავ უწყებებს საქმის დროული გამოძიება და მოქალაქეთა პროაქტიური ინფორმირება დაავალა.

მარინა ეზუგბა

23.07.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    23.07.2020 - I არხი - მოამბე 12:00

მარინა ეზუგბა

კორონავირუსი

23.07.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    23.07.2020 - იმედი - ქრონიკა 11:00

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღეს 12-ით გაიზარდა. სულ საქართველოში კორონავირუსის 1073 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანრთელებულია 907. გარდაიცვალა 19 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია 5 724 ადამიანი. 2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება კვლავ გრძელდება. დღეს გახდება ცნობილი აღებული 350 ნიმუშიდნ კიდევ რამდენ ადამიანს დაუდასტურდება კოვიდ 19-ი.

22 ივლისი

ინტერნეტ სააგენტო

კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია

22.07.2020

მედია საშუალებები:    პროგრესნიუს.ჯი

Link:    22.07.2020 - პროგრესნიუს.ჯი

კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისი თქმით, ახალი შემთხვევებიდან 5 შემოტანილია და სატვირთოს მძღოლები არიან, 5 შემთხვევა დაავადებულებთან კონტაქია, ხოლო 10 შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევევის შედეგად გამოვლინდა. ეზუგბაიამ ასევე განაცხადა, რომ კოვიდ ცენტრებში ამჟამად მკურნალობას 188 პაციენტი აგრძელებს. საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 073 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კოვიდინფექციის დღევანდელი რიცხვი საყურადღებოა, თუმცა პროცესი კონტროლდება – ეკატერინე ტიკარაძე

22.07.2020

მედია საშუალებები:    პროგრესნიუს.ჯი

Link:    22.07.2020 - პროგრესნიუს.ჯი

კოვიდინფექციის დღევანდელი რიცხვი არის საყურადღებო, თუმცა უნდა აღიშნოს, რომ ჩვენი მხრიდან ეს პროცესი არის გაკონტროლებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 24 შემთხვევიდან მხოლოდ ორი მათგანი საჭიროებს დამატებით კვლევას. „აქ არის 10 კონტაქტი, რომელიც აღმოჩენილია წინა კოვიდინფიცირებულებისგან, რომელიც ჩვენ წინა დღეებში გვყავდა. 7 შემთხვევა არის იმპორტირებული. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ 24 ინფიცირებულში არის 5 მძღოლი და მხოლოდ ორი შემთხვევაა, რომელიც საჭიროებს დამატებით კვლევას, თუ ვინ არიან ინფიცირებულების კონტაქტები, რაც მიმდინარეობს ამ ეტაპზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კოვიდინფექციის დღევანდელი რიცხვი საყურადღებოა, თუმცა ჩვენი მხრიდან პროცესი კონტროლდება

22.07.2020

მედია საშუალებები:    ნიუს.ჯი

Link:    22.07.2020 - ნიუს.ჯი

კოვიდინფექციის დღევანდელი რიცხვი არის საყურადღებო, თუმცა უნდა აღიშნოს, რომ ჩვენი მხრიდან ეს პროცესი არის გაკონტროლებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 24 შემთხვევიდან მხოლოდ ორი მათგანი საჭიროებს დამატებით კვლევას. „აქ არის 10 კონტაქტი, რომელიც აღმოჩენილია წინა კოვიდინფიცირებულებისგან, რომელიც ჩვენ წინა დღეებში გვყავდა. 7 შემთხვევა არის იმპორტირებული. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ 24 ინფიცირებულში არის 5 მძღოლი და მხოლოდ ორი შემთხვევაა, რომელიც საჭიროებს დამატებით კვლევას, თუ ვინ არიან ინფიცირებულების კონტაქტები, რაც მიმდინარეობს ამ ეტაპზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

24 შემთხვევა პანიკის საფუძველს არ გვაძლევს, ეს პროგნოზირებადი იყო — გამყრელიძე

22.07.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    22.07.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით,დღეს დაფიქსირებული 24 შემთხვევა პანიკის საფუძველს არ იძლევა. ამის შესახებ მან COVID-19-ის ეპიდსიტუაციის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს სიტუაცია, გარკვეულწილად, პროგნოზირებადი იყო, რადგან ნებისმიერი შემსუბუქების პოლიტიკას, შესაძლოა, შემთხვევათა რაოდენობის მატება მოჰყვეს. "ყველა ქვეყანაში ასე გახლდათ, შემსუბუქების პროცესში მოსალოდნელია, რომ შემთხვევათა რაოდენობამ იმატოს. მთავარია, რომ ეს მატება იყოს კონტროლირებადი და მართვადი. ჩვენს ქვეყანაში ეს პროცესი არის სრულიად მართვადი.

მეშახტეების ტესტირებისთვის ალგორითმი მუშავდება - ამირან გამყრელიძე

22.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    22.07.2020 - ბიემ.ჯი

მეშახტეების ტესტირებისთვის ალგორითმი მუშავდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „დღესდღეობით, ტესტირებას ექვემდებარება ყველა საეჭვო შემთხვევა, ინფიცირებულთა კონტაქტში მყოფი ყველა პირი, კარანტინში მყოფი ყველა პირი მე-13 და მე-14 დღეს, ყველა ცხელებიანი ადამიანი და პნევმონიის მქონე ნებისმიერ საავადმყოფოში. ტესტირებას ექვემდებარებa მოხუცთა და ბავშვთა სახლში მყოფი ყველა ადამიანი, ყველა მედიკოსი, სატვირთო ავტომობილების მძღოლები და ახლა მუშაავდება მეშახტეების ტესტირების ალგორითმი. თვითიზოლაციიდან გამოსვლის დროს ადამიანები ექვემდებარებიან ტესტირებას“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ. რაც შეეხება ამჟამინდელ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, 7-მდე ადამიანის ინფიცირების წყარო კვლავ დაუდგენელია.

ეკატერინე ტიკარაძე - კოვიდინფექციის დღევანდელი რიცხვი საყურადღებოა, თუმცა ჩვენი მხრიდან პროცესი კონტროლდება

22.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    22.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

კოვიდინფექციის დღევანდელი რიცხვი არის საყურადღებო, თუმცა უნდა აღიშნოს, რომ ჩვენი მხრიდან ეს პროცესი არის გაკონტროლებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 24 შემთხვევიდან მხოლოდ ორი მათგანი საჭიროებს დამატებით კვლევას. „აქ არის 10 კონტაქტი, რომელიც აღმოჩენილია წინა კოვიდინფიცირებულებისგან, რომელიც ჩვენ წინა დღეებში გვყავდა. 7 შემთხვევა არის იმპორტირებული. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ 24 ინფიცირებულში არის 5 მძღოლი და მხოლოდ ორი შემთხვევაა, რომელიც საჭიროებს დამატებით კვლევას, თუ ვინ არიან ინფიცირებულების კონტაქტები, რაც მიმდინარეობს ამ ეტაპზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი - რა მიდგომა იქნება ბაზრობებსა და იმ რეგიონთან დაკავშირებით, სადაც ეპიდსიტუაცია საყურადღებოა, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ

22.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    22.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ბაზრობაზე დასაქმებული პირებისთვის კორონავირუსზე შერჩევითი ტესტირება დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს გაიმართება შეხვედრა, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა მიდგომა იქნება ბაზრობებთან და იმ რეგიონებთან დაკავშირებით, რომლებშიც ეპიდსიტუაცია საყურადღებოა. „ბაზრობებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვიწყებთ შერჩევით ტესტირებას ბაზრობაზე დასაქმებული პირების. ასევე, საღამოს გაიმართება დამატებითი შეხვედრა, სადაც ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა მიდგომა იქნება ბაზრობასთან მიმართებით და ასევე იმ რეგიონთან მიმართებით, სადაც ეპიდსიტუაცია დღესდღეობით მნიშვნელოვნად საყურადღებოა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი

22.07.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    22.07.2020 - ინფო9

საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1073-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 907-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5692 მოქალაქე იმყოფება.

ბაზრობებზე დასაქმებულ პირებს ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსზე ტესტირებას ჩაუტარებს

22.07.2020

მედია საშუალებები:    2020ნიუს.ჯი

Link:    22.07.2020 - 2020ნიუს.ჯი

ჯანდაცვის სამინისტო ბაზრობაზე დასაქმებული პირებისთვის კორონავირუსზე შერჩევით ტესტირებას დაიწყებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ბაზრობებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვიწყებთ შერჩევით ტესტირებას ბაზრობაზე დასაქმებული პირების. ასევე, ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა მიდგომა იქნება ბაზრობასთან მიმართებით და ასევე იმ რეგიონთან მიმართებით, სადაც ეპიდსიტუაცია დღესდღეობით მნიშვნელოვნად საყურადღებოა“, - განაცხადა ტიკარაძემ. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს ასევე გაიმართება შეხვედრა, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა მიდგომა იქნება ბაზრობებთან და იმ რეგიონებთან დაკავშირებით, რომლებშიც ეპიდსიტუაცია საყურადღებოა. მსგავსი თემები

ჯანდაცვის მინისტრი - გარდაბნის მოსახლეობას მინდა მივმართო თხოვნით, ითანამშრომლონ ჩვენს ეპიდემიოლოგებთან

22.07.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    22.07.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გარდაბნის მოსახლეობას მიმართა თხოვნით, რომ ეპიდემიოლოგებთან ითანამშრომლონ. მანვე აღნიშნა, რომ მოსახლეობის აქტიური ჩართულობა განაპირობებს კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან იარაღს. „გარდაბნის მოსახლეობას კი მინდა მივმართო თხოვნით, ითანამშრომლონ ჩვენს ეპიდემიოლოგებთან, რომლებიც ამ მომენტისათვის იმყოფებიან გარდაბანში და ატარებენ აქტიურ თერმოსკრინინგს და ასევე მიზნობრივ ტესტირებას, ვინაიდან ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმ დაცულობას, რომ მთავრობას არ დასჭირდეს კიდევ ერთხელ მიმართოს უკიდურეს ზომებს, მოსახლეობის აქტიური ჩართულობა განაპირობებს კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან და კარგ იარაღს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს წარმატებას ამ ვირუსთან ბრძოლაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე - კოვიდ19-ის 24 შემთხვევა საყურადღებოა, თუმცა ეს არ არის საგანგაშო

22.07.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    22.07.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

„24 შემთხვევა ეს არის საყურადღებო, თუმცა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ ეს არ არის საგანგაშო“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ღონისძიება, რომელიც არის მოწოდებული მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციისგან, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან ზედმიწევნით იყოს დაცული. „24 შემთხვევა ეს არის საყურადღებო, თუმცა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ ეს არ არის საგანგაშო. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ღონისძიება, რომელიც არის მოწოდებული მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციისგან, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან უნდა იქნეს ზედმიწევნით დაცული და მე კვლავ მივმართავ მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ სოციალური პასსუხისმგებლობა, დაიცვან სოციალური დისტანცირება, გამოიყენონ პირბადე და მიმართონ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც არის 1 თებერვლიდან მოწოდებული", - აღნიშნა მინისტრმა.

"სიტუაცია არის საყურადღებო, მაგრამ არა საგანგაშო"

22.07.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    22.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი

სიტუაცია არის საყურადღებო, მაგრამ არა საგანგაშო, – ასე აფასებს საქართველოში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მისი თქმით, დღეს გამოვლენილი 24 ახალი შემთხვევიდან ორთან მიმართებაში არის დასადგენი კონტაქტები: „რა თქმა უნდა, სიტუაცია არის საყურადღებო, მაგრამ ეს პროცესი კონტროლდება ჩვენი მხრიდან. 24 ახალი შემთხვევიდან ათი იმ ათ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები არიან, რომელთაც ამ დღეებში დაუდასტურდათ ვირუსი.

ეკატერინე ტიკარაძემ გურიის რეგიონში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები დაათვალიერა

22.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    22.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში, მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, გურიის რეგიონში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები დაათვალიერა, ეკომიგრანტებს პროგრამის შედეგები გააცნო და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ეკატერინე ტიკარაძემ გურიის რეგიონში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა

22.07.2020

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    22.07.2020 - ექსპრესნიუს.ჯი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან და გურიის გუბერნატორ ზურაბ ნასარაიასთან ერთად, გურიის რეგიონში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა, ეკომიგრანტებს პროგრამის შედეგები გააცნო და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ეკატერინე ტიკარაძე: საღამოს დაგეგმილ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ბაზრობებთან და იმ რეგიონთან დაკავშირებით, სადაც ეპიდსიტუაცია საყურადღებოა

22.07.2020

მედია საშუალებები:    ფორ.ჯი

Link:    22.07.2020 - ფორ.ჯი

სიტუაცია არის საყურადღებო, მაგრამ არა საგანგაშო, – ასე აფასებს საქართველოში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მისი თქმით, დღეს გამოვლენილი 24 ახალი შემთხვევიდან ორთან მიმართებაში არის დასადგენი კონტაქტები. „რა თქმა უნდა, სიტუაცია არის საყურადღებო, მაგრამ ეს პროცესი კონტროლდება ჩვენი მხრიდან. 24 ახალი შემთხვევიდან ათი იმ ათ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები არიან, რომელთაც ამ დღეებში დაუდასტურდათ ვირუსი.

22 ივლისი: კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

22.07.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    22.07.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი. მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1079 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 907, გარდაიცვალა 16 პაციენტი. ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება ფიქსირებდა, ძირითადად, გარდაბნის რაიონში. გუშინ, 21 ივლისს, NCDC-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში გამოვლენილი 63 ახალი შემთხვევიდან 24 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფიქსირდა.

ეკატერინე ტიკარაძე გარდაბნის მოსახლეობას თხოვნით მიმართავს

22.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    22.07.2020 - ბიემ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს. როგორც სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტიკარაძის შეფასებით, ინფიცირების დღეს დადასტურებული შემთხვევა საგანგაშო არაა. "24 შემთხვევა ეს არის საყურადღებო, თუმცა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ ეს არ არის საგანგაშო.

სამედიცინო აპარატურის შესაძენად იაპონია საქართველოს $2.8 მილიონს გამოუყოფს

22.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    22.07.2020 - ბიემ.ჯი

დღეს, საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში, გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც იაპონიის მთავრობა საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფს 300,000,000 იაპონური იენის ოდენობის (დაახლოებით 2.8 მლნ აშშ დოლარი) არასაპროექტო საგრანტო დახმარებას. ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შესაბამის ნოტებსა და თანდართულ დოკუმენტაციას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ.

იაპონიის მთავრობა საქართველოს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურის შესაძენად 2.8 მლნ აშშ დოლარამდე თანხას გამოუყოფს

22.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    22.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც იაპონიის მთავრობა საქართველოს მთავრობისთვის 300,000,000 იაპონური იენის ოდენობის (დაახლოებით, 2.8 მლნ აშშ დოლარი) არასაპროექტო საგრანტო დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

ტიკარაძე: კოვიდინფიცირების 24 ახალი შემთხვევა საგანგაშო არ არის

22.07.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    22.07.2020 - პია.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა საყურადღებოა, თუმცა საგანგაშო არ არის. „მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ღონისძიება, რომელიც არის მოწოდებული მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციისგან, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან უნდა იქნეს ზედმიწევნით დაცული და მე კვლავ მივმართავ მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ სოციალური პასსუხისმგებლობა, დაიცვან სოციალური დისტანცირება, გამოიყენონ პირბადე და მიმართონ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც არის 1 თებერვლიდან მოწოდებული“,- აღნიშნა ტიკარაძემ. ჯანდაცვის მინისტრმა გარდაბნის მოსახლეობას თხოვნით მიმართა, ეპიდემიოლოგებთან ითანამშრომლონ, რომლებიც გარდაბანში იმყოფებიან, ატარებენ თერმოსკრინინგს და მიზნობრივ ტესტირებას.

საღამოს მივიღებთ გადაწვეტილებას, რა მიდგომა იქნება ბაზრობასთან მიმართებაში - ეკატერინე ტიკარაძე

22.07.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    22.07.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

ასევე საღამოს გაიმართება დამატებითი შეხვედრა, სადაც მივიღებთ უკვე კონკრეტულ გადაწვეტილებას იმის შესახებ, თუ რა მიდგომა იქნება ბაზრობასთან მიმართებაში , - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. არ არის გამორიცხული, კორონავირუსის გამო გარდაბნის რაიონის 3 სოფელი ჩაიკეტოს. რეგიონში მცირე ეპიდაფეთქებაა. 3 სოფელში უკვე 34 ინფიცირებულია.

გამყრელიძე: გარდაბანში ტესტირებაზე ცუდი დამყოლობაა, 350 ნიმუშზე მეტი ვერ ავიღეთ

22.07.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    22.07.2020 - ნიუპოსტს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ გარდაბნის სოფლებში მოსახლეობის დამყოლობა არ იქნება, შესაძლოა, სოფლები ჩაიკეტოს. მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების განსაკუთრებულად ცხელი წერტილი გარდაბნის მუნიციპალიტეტი ე.წ გაჩიანის დასახლებაა, რომელშიც სამი სოფელი: ყარაჯალარი, ახთაკლია და ყარათაკლია შედის. "იქ ტარდება სერიოზული ღონისძიებები ყველა შესასვლელში და გამოსასვლელში თერმოსკრინინგი, მაგრამ, სამწუხაროდ, არის ცუდი დამყოლობა მოსახლეობაში. იქ ცხოვრობს დაახლოებით 7000 მოსახლე და მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა 350 ნიმუშზე მეტი ვერ ავიღეთ, როცა 6 ბრიგადის საშუალო სიმძლავრე არის სადღაც 700 დან 1000 ნიმუშამდე". – ამბობს გამყრელიძე.

ეკატერინე ტიკარაძე: ვფიქრობთ, რომ ლანჩხუთში 140 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები დავუკანონოთ

22.07.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    22.07.2020 - კვირა.ჯი

კამპანია „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გურიაში ეკომიგრანტი ოჯახები მოინახულა. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ 140 ოჯახისთვის დავაკანონოთ ბინები და სახლები, სადაც ისინი დღესდღეობით ცხოვრობენ. ჩვენ გავაცანით ეკომიგრანტებს ის შესაძლებლობები, რაც მათ გააჩნიათ. ეს არის მათი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა.

იკეტება თუ არა ლილოს ბაზრობა

22.07.2020

მედია საშუალებები:    ინფორუსთავი.ჯი

Link:    22.07.2020 - ინფორუსთავი.ჯი

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრები ლილოს ბაზრობაში მაღაზიას ფლობდნენ და მათ, სავარაუდოდ, ბაზრობაზეც კონტაქტები ჰქონდათ. რის გამო საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბოლო დღეებში კითხვით "დაიკეტება თუ არა ლილოს ბაზრობა" ხშირად უკავშირდებიან. ამ თემის გასარკვევად ლილოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი ჩომახიძეს დავუკავშირდით. მისი განცხადებით, ბაზრობის ჩაკეტვის საშიშროება ამ დროისთვის არ არსებობს. "დიდი ხანია ის ოჯახი უკვე გადაყვანილია იზოლაციაში. დაახლოებით იქნება 2 კვირაა. ისინი მაღაზიის მფლობელები არიან. გაკეთდა იმ ადგილების დეზინფექცია, დამუშავდა ყველაფერი. თუ რამე კონტაქტები იყო, ეგ თავად ჯანდაცვის სამინისტრო ამოწმებს",- განუცხადა ინფო რუსთავს გიორგი ჩომახიძემ. მისი განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე უკვე გამკაცრდა მეთვალყურეობა, რადგან ბოლო პერიოდში ხალხი მოდუნდა და ჯადაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს აღარ იცავდნენ.

ახალი ავტომანქანები სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის

22.07.2020

მედია საშუალებები:    ინფორუსთავი.ჯი

Link:    22.07.2020 - ინფორუსთავი.ჯი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების ფარგლებში, რუსთავის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს, სამედიცინო დახმარების სამი ავტომანქანა გადმოეცა. რუსთავის ცენტრის განახლებული ავტოპარკი, დღეს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, მერის მოადგილე გოჩა ლორიამ და რუსთავის საკრებულოს წევრმა დავით იშხნელმა დაათვალიერეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საგანგებო სიტუაციების მართვის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამოცი მანქანა გადასცა. მათგან ორმოცდახუთი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილია, თხუთმეტი, კი მაღალი გამავლობის რეანომობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში გადანაწილდება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა, მაგრამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლირებადია

22.07.2020

მედია საშუალებები:    რეგიონ.ჯი

Link:    22.07.2020 - რეგიონ.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა, თუმცა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლირებადია. მისივე თქმით, დღეს დადასტურებული კოვიდინფექციის 24 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია და კონტაქტების დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. "კორონავირუსის ბოლოდროინდელ შემთხვევათა რაოდენობა საყურადღებოა, თუმცა პროცესი ჩვენი მხრიდან გაკონტროლებულია. მნიშვნელოვანია, რომ ახალი დაინფიცირებულებიდან შვიდი კონტაქტი იმპორტირებულია, მნიშვნელოვანია ისიც, რომ 24 ახალი შემთხვევიდან ხუთი სატვირთო ამვტომანქანის მძღოლია, მხოლოდ ორი შემთხვევა საჭიროებს დამატებით კვლევას, რათა ინფიცირებულების კონტაქტები დადგინდეს",-განაცხადა ტიკარაძემ.

კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება

22.07.2020

მედია საშუალებები:    რეგიონ.ჯი

Link:    22.07.2020 - რეგიონ.ჯი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან, გურიის სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გურიის რეგიონში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა, ეკომიგრანტებს პროგრამის შედეგები გააცნო და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა- ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მიმართავს

22.07.2020

მედია საშუალებები:    გურიანიუს.ქომ

Link:    22.07.2020 - გურიანიუს.ქომ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ბოლო დღეებში კოვიდინფიცირების გაზრდილ შემთხვევებს გამოეხმაურა. "24 შემთხვევა ეს არის საყურადღებო, თუმცა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ ეს არ არის საგანგაშო. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ღონისძიება, რომელიც არის მოწოდებული მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციისგან, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან უნდა იქნეს ზედმიწევნით დაცული და მე კვლავ მივმართავ მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა, დაიცვან სოციალური დისტანცირება, გამოიყენონ პირბადე და მიმართონ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც არის 1 თებერვლიდან მოწოდებული“,_ განაცხადა ტიკარაძემ.

თამარ გაბუნიას თქმით, თუ მოსახლეობა მოქმედ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, მთავრობას ზომების გამკაცრება მოუწევს

22.07.2020

მედია საშუალებები:    რეგიონ.ჯი

Link:    22.07.2020 - რეგიონ.ჯი

თამარ გაბუნიამ მოსახლეობას დაწესებული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე თუ საზოგადოება შეზღუდვებს არ დაემორჩილება, შესაძლოა ზომების გამკაცრება გახდეს საჭირო. „თუ ეს წესები დაცული არ იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა მოგვიწევს მეტად მკაცრი ზომებისა და მობილობის შეზღუდვის ღონისძიებების გამოყენება, ისე როგორც ამას აკეთებს ბევრი ქვეყანა, იმისთვის რომ კონტროლი შეინარჩუნოს და ვირუსის გავრცელება არ გახდეს უკონტროლო“, - განმარტავს გაბუნია.

თენგიზ ცერცვაძე - მთელი გარდაბნის დაკეტვის საფუძველი ჯერ არაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ხელი უდევს პულსზე

22.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    22.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის საფუძველი არ არსებობს. როგორც მან ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, თუ ხვალ და ზეგ ინფიცირების ტენდენცია მატებისკენ შეიცვალა, გარდაბანი ამ შემთხვევაში დაიკეტება. „რისკი რა თქმა უნდა არის, მაგრამ ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური, ამირან გამყრელიძის ხელმძღვანელობით და ჩვენი მთავრობა, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უკვე მეხუთე თვეა რისკებს ადეკვატურად აფასებს. გარდაბნის კლასტერთან დაკავშირებით, იგნორირება რომ გავაკეთოთ ეს არ შეიძლება, მაშინ მართლა შეიძლება, იქიდან გავრცელდეს. მეორე მხრივ, ამ გარდაბნის კლასტერის გამო გადაჭარბებული რეაგირება რომ მოხდეს და მთელი გარდაბანი დაიკეტოს, როგორიც იყო მარნეული, ბოლნისი, ლენტეხი, ჯერ ამის საფუძველი არაა. მთავრობას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს ხელი უდევს პულსზე“, - განაცხადა ცერცვაძემ.

შრომის ინსპექციამ „ლილო მოლი“ შეამოწმა - რა უნდა გაითვალისწინოს ადმინისტრაციამ

22.07.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    22.07.2020 - ბიემ.ჯი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრები „ლილო მოლში“ ვაჭრობდნენ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საკოორდინაციო საბჭომ ბაზრობებზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. BM.GE დაინტერესდა, რა მიმართულებით გამკაცრდება მოთხოვნები და რისი შესრულება მოუწევთ ბაზრობის ადმინისტრაციებს, რისთვისაც „ლილო მოლის“ შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ტიტე ჯიჭონაიას დაუკავშირდა. ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ მე-16 გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებს ბაზრობაზე 2 ჯიხური აქვთ, მაგრამ მისი თქმით, მათ გარდაცვალებამდე 1 კვირით ადრე ჯიხურები დახურეს და სამუშაო ადგილებზე არ გამოცხადებულან.

ჯანდაცვის უწყების კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება

22.07.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    22.07.2020 - პია.ჯი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კამპანიის ფარგლებში მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან, გურიის სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გურიის რეგიონში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა, ეკომიგრანტებს პროგრამის შედეგები გააცნო და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ეკატერინე ტიკარაძემ გურიის რეგიონში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები დაათვალიერა

22.07.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    22.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში, მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, გურიის რეგიონში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები დაათვალიერა, ეკომიგრანტებს პროგრამის შედეგები გააცნო და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ტიკარაძე გარდაბნის მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, ითანამშრომლონ ეპიდემიოლოგებთან

22.07.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    22.07.2020 - ონ.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გარდაბნის მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, რომ ითანამშრომლონ ეპიდემიოლოგებთან, რომლების ამ მომენტისთვის იმყოფებიან გარდაბანში, ატარებენ აქტიურ თერმოსკრინინგს და მიზნობრივ ტესტირებას. მისი თქმით, ეს ყველაფერი უზრუნველყობს დაცულობას, რათა მთავრობას არ დასჭირდეს კიდევ ერთხელ მიმართოს უკიდურეს ზომებს. მინისტრი აღნიშნავს, რომ ახალი 24 შემთხვევა საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო და მნიშვნელოვანია, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოწოდებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან, ზედმიწევნით იყოს დაცული.

თამარ გაბუნიას თქმით, თუ მოსახლეობა მოქმედ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, მთავრობას ზომების გამკაცრება მოუწევს

22.07.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    22.07.2020 - კომერსანტ.ჯი

თამარ გაბუნიამ მოსახლეობას დაწესებული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე თუ საზოგადოება შეზღუდვებს არ დაემორჩილება, შესაძლოა ზომების გამკაცრება გახდეს საჭირო. „თუ ეს წესები დაცული არ იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა მოგვიწევს მეტად მკაცრი ზომებისა და მობილობის შეზღუდვის ღონისძიებების გამოყენება, ისე როგორც ამას აკეთებს ბევრი ქვეყანა, იმისთვის რომ კონტროლი შეინარჩუნოს და ვირუსის გავრცელება არ გახდეს უკონტროლო“, - განმარტავს გაბუნია.

თამარ გაბუნიას თქმით, თუ მოსახლეობა მოქმედ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, მთავრობას ზომების გამკაცრება მოუწევს

22.07.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    22.07.2020 - ინფო9

თამარ გაბუნიამ მოსახლეობას დაწესებული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე თუ საზოგადოება შეზღუდვებს არ დაემორჩილება, შესაძლოა ზომების გამკაცრება გახდეს საჭირო. „თუ ეს წესები დაცული არ იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა მოგვიწევს მეტად მკაცრი ზომებისა და მობილობის შეზღუდვის ღონისძიებების გამოყენება, ისე როგორც ამას აკეთებს ბევრი ქვეყანა, იმისთვის რომ კონტროლი შეინარჩუნოს და ვირუსის გავრცელება არ გახდეს უკონტროლო“, - განმარტავს გაბუნია. მისივე თქმით, ლოკალიზებული კარანტინის გამოცხადება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოსგან კომპენსაცია უკვე 347 276-მა ადამიანმა მიიღო

22.07.2020

მედია საშუალებები:    აქცენტნიუს.ჯი

Link:    22.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 218 791 თვითდასაქმებული. მათგან 300 ლარიანი კომპენსაცია121 520-მა მიიღო. სულ გადაირიცხა 36 456 000 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 225 756 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 45 151 200 ლარს, აქედან მაისის კომპენსაცია – 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის კომპენსაცია – 30 725 000 ლარი 153 629 პირზე.

დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოსგან კომპენსაცია უკვე 347 276-მა ადამიანმა მიიღო

22.07.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    22.07.2020 - რეპორტიორი.ჯი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 218 791 თვითდასაქმებული. მათგან 300 ლარიანი კომპენსაცია121 520-მა მიიღო. სულ გადაირიცხა 36 456 000 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 225 756 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 45 151 200 ლარს, აქედან მაისის კომპენსაცია – 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის კომპენსაცია – 30 725 000 ლარი 153 629 პირზე.

დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოსგან კომპენსაცია უკვე 347 276-მა ადამიანმა მიიღო

22.07.2020

მედია საშუალებები:    ფორ.ჯი

Link:    22.07.2020 - ფორ.ჯი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 218 791 თვითდასაქმებული. მათგან 300 ლარიანი კომპენსაცია121 520-მა მიიღო. სულ გადაირიცხა 36 456 000 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 225 756 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 45 151 200 ლარს, აქედან მაისის კომპენსაცია – 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის კომპენსაცია – 30 725 000 ლარი 153 629 პირზე.

ეკატერინე ტიკარაძე: მივმართავ თხოვნით გარდაბნის მოსახლეობას – ითანამშრომლეთ ჩვენს ეპიდემიოლოგებთან

22.07.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    22.07.2020 - აიპრეს.ჯი

„24 შემთხვევა ეს არის საყურადღებო, თუმცა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ ეს არ არის საგანგაშო”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე.მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ღონისძიება, რომელიც არის მოწოდებული მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციისგან, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან უნდა იქნეს ზედმიწევნით დაცული და მე კვლავ მივმართავ მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ სოციალური პასსუხისმგებლობა, დაიცვან სოციალური დისტანცირება, გამოიყენონ პირბადე და მიმართონ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც არის 1 თებერვლიდან მოწოდებული.

ეკატერინე ტიკარაძემ გურიის რეგიონში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა

22.07.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    22.07.2020 - აიპრეს.ჯი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია – „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება.კამპანიის ფარგლებში მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან და გურიის გუბერნატორ ზურაბ ნასარაიასთან ერთად, გურიის რეგიონში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა, ეკომიგრანტებს პროგრამის შედეგები გააცნო და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

23 ივლისი

ინტერნეტ სააგენტო

გამყრელიძე: COVID 19-ის ვაქცინა მიდის იმ კონდიციამდე, რომ წლის ბოლოს, ან 2021 წლის დასაწყისში ხელმისაწვდომი იქნება

23.07.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    23.07.2020 - ტაბულა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე იმ კონდიციამდე მიდის, რომ 2020 წლის ბოლოს, ან 2021 წლის დასაწყისში უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ გამყრელიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი დროა საჭირო იმისთვის, რომ ვაქცინა უსაფრთხო იყოს. "სერიოზული თანხები იდება ამ საკითხში. დღეს შექმნილია 100-მდე ვაქცინა, მაგრამ კლინიკურ გამოცდას და ეტაპებს, 10-მდე ვაქცინა გავიდა.

სახელმწიფოსგან კომპენსაცია უკვე 347 276-მა ადამიანმა მიიღო

23.07.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    23.07.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 218 791 თვითდასაქმებული. მათგან 300 ლარიანი კომპენსაცია121 520-მა მიიღო. სულ გადაირიცხა 36 456 000 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 225 756 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 45 151 200 ლარს, აქედან მაისის კომპენსაცია – 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის კომპენსაცია – 30 725 000 ლარი 153 629 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

გამყრელიძე: „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებაზე რატომ არ უნდა მივსულიყავი?

23.07.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    23.07.2020 - პია.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, რატომ მივიდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებაზე, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ პოლიტიკა არ აინტერესებს და მისი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. რაც შეეხება მმართველი პარტიის საარჩევნო ღონისძიებას, იქ დაპატიჟეს, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. გამყრელიძე ფიქრობს, რომ იქ მისვლით არაფერი „გაუფუჭებია“.

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა

23.07.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    23.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 1085-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 911-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5724 მოქალაქე იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა

23.07.2020

მედია საშუალებები:    მედიანიუს.ჯი

Link:    23.07.2020 - მედიანიუს.ჯი

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 1085-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 911-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5724 მოქალაქე იმყოფება.

ინფექციური საავადმყოფო 40 მლნ-ს მიიღებს

23.07.2020

მედია საშუალებები:    ჯიბისი.ჯი

Link:    23.07.2020 - ჯიბისი.ჯი

თბილისი (GBC) - მთავრობის გადაწყვეტილებით, ინფექციურ საავადმყოფოს 40 მილიონ ლარამდე გამოეყოფა, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება, ან შეძენა რა თქმა უნდა, ეპიდემიის გავრცელების და რისკების დღევანდელი გადმოსახედიდან, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის, დღეს, ჩვენ მთავრობაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ მიზნით, ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება, ან შენობის შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს პრობლემა მთავრობამ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტოს. „თბილისის ინფექციური კლინიკა უკვე ათწლეულებია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს.

კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი — StopCov

23.07.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    23.07.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 StopCov-ის სტატისტიკით, 23 ივლისისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდა ამისა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 12 ახალი ინიფიცირებულიდან: 5 შემთხვევა დაავადებულებთან კონტაქტებია, 2 ახალი შემთხვევა დადასტურებულია გაჩიანის წყაროდა, 2 არის იმპორტირებული შემთხვევა და 3 წყაროს მოძიება გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1085 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 911 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5 724 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 247. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ 41 ადამიანი გადმოიყვანეს. წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:

გიორგი გახარია: მთავრობის გადაწყვეტილებით, ინფექციურ საავადმყოფოს 40 მილიონ ლარამდე გამოეყოფა, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება ან შეძენა

23.07.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    23.07.2020 - კვირა.ჯი

“რა თქმა უნდა, ეპიდემიის გავრცელებისა და რისკების დღევანდელი გადმოსახედიდან უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის, დღეს ჩვენ მთავრობაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ მიზნით, ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თანხის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება ან შენობის შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პრობლემა მთავრობამ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტოს.

მთავრობა ინფექციურ საავადმყოფოს 40 მილიონ ლარამდე გამოუყოფს

23.07.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    23.07.2020 - ბიპიენ.ჯი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი შენობა ექნება, რისთვისაც მთავრობა 40 მილიონ ლარამდე თანხას გამოყოფს. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ინფექციურ საავადმყოფოს ახალ შენობას ან აუშენებენ, ან უყიდიან. „თბილისის ინფექციური კლინიკა ათწლეულებია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. ჩემი თვალით ვნახე ეს, როცა იქ ვიმყოფებოდი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის დაახლოებით 40 მილიონი ლარი გამოიყოფა

23.07.2020

მედია საშუალებები:    ფორ.ჯი

Link:    23.07.2020 - ფორ.ჯი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის შეძენის ან აშენების მიზნით, დაახლოებით, 40 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა განმარტა, მნიშვნელოვანია, რომ ინფექციურ კლინიკას თანამედროვე შენობა ჰქონდეს. „თბილისის ინფექციური კლინიკა უკვე წლებია, ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან ეს აქტიური განხილვის საგანი იყო. ვცდილობდით, გვეპოვა სწრაფი გამოსავალი.

COVID-19 და სასურსათო მაღაზიები საქართველოში

23.07.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    23.07.2020 - პია.ჯი

საქართველოში რითეილ ასოციაცია შეიქმნა, რომელიც საცალო სექტორის განვითარებისთვის იმუშავებს და რომლის მიზანია, მისი წევრების საერთო ინტერესების დაცვა როგორც საკანონმდებლო ორგანოებთან, ასევე, სხვადასხვა ინსტიტუციებთან, - ინფორმაციას ამის შესახებ რითეილ ასოციაცია ავრცელებს. 2 მეტრიანი დისტანცია, პირბადეები, პირფარები, სადეზინფექციო ხსნარები - რამდენიმე თვის წინ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ყველა დახურული საჯარო სივრცე სწორედ ასეთი პირობებით მუშაობაზე გადაეწყო. კარანტინის პერიოდში კი საქართველოში ამ ყველაფერს ჩაკეტილი ქალაქები, კომენდანტის საათი, აკრძალული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მთელი რიგი სხვა შეზღუდვები დაემატა.

პრესა

"ბაზრობაზე დასაქმებულები კორონავირუსზე შემოწმდებიან" - ეკატერინე ტიკარაძე

23.07.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    23.07.2020 - რეზონანსი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ბოლო დღეებში კოვიდინფიცირების გაზრდილ სტატისტიკას გამოეხმაურა. „ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩაშლა და კონკრეტიკა, საიდან და რისგან შედგება ეს ციფრები. აქედან გამომდინარე მდგომარეობა არის საყურადღებო, თუმცა არა საგანგაშო", - აღნიშნა ტიკარაძემ. „რა თქმა უნდა, დღევანდელი რიცხვი საყურადღებოა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ ეს პროცესი კონტროლირებადია ჩვენი მხრიდან. აქ არის 10 კონტაქტი, რომელიც აღმოჩენილია უკვე იმ წინა კოვიფინფიცირებულებისგან რომლებიც ამ დღეებში გვყავდა. მნიშვნელოვანია, რომ 7 კონტაქტი არის იმპორტირებული კოვიდინფექცია. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ამ 24 ინფიცირებულიდან 5 მძღოლია, რომელიც არის დაფიქსირებული ინფექციით. მხოლოდ ორ შემთხვევაში საჭიროებს კიდევ დამატებით კვლევას, თუ ვინ არიან ამ ინფიცირებულების კონტაქტები, რაც ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს", - აღნიშნა ტიკარაძემ. მინისტრმა განმარტება ბაზრობებზე შექმნილ ვითარებაზეც გააკეთა. „ბაზრობასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია, ის რომ ჩვენ ვიწყებთ უკვე შერჩევით ტესტირებას ბაზრობაზე დასაქმებული პირების, ასევე საღამოს გაიმართება დამატებითი შეხვედრა, სადაც ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, იმის შესახებ, თუ რა მიდგომა იქნება ბაზრობასთან მიმართებაში და ასევე იმ რეგიონთან მიმართებაში სადაც ეპიდსიტუაცია არის მნიშვნელოვნად საყურადღებო", - აღნიშნა ტიკარაძემ.

COVID 19 - ზე მეშახტეების ტესტირების ალგორითმი მუშავდება

23.07.2020

მედია საშუალებები:    საქართველოს რესპუბლიკა

Link:    23.07.2020 - საქართველოს რესპუბლიკა

ვისაც ექნება მომატებული ტემპერატურა, მიმართონ შესაბამის ცხელების ცენტრებსა და ამბულატორიულ დაწესებულებებს. ასეთი რამდენიმე ათეულია ქვეყანაში და იქ ჩაიტარონ ტესტი. ეს ტესტი არის უფასო და სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი”. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამირან გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ სატვირთო ავტომობილების მძღოლების შემდეგ მუშავდება COVID-19-ზე მეშახტეების ტესტირების ალგორითმი. „სატვირთო ავტომობილების მძღოლებს კორონავრუსზე ვამოწმებთ. ახლა მუშავდება მეშახტეების ტესტირების ალგორითმი“, – თქვა ამირან გამყრელიძემ და განმარტა რომელი ჯგუფები ექვემდებერებიან კოვიდტესტირებას. „დღეს ტესტირებას ექვემდებარება ყველა ე.წ. შესაძლო ანუ საეჭვო შემთხვევა. ყველა კონტაქტირებული ინფიცირებული. ყველა კარანტინში მყოფი მე-13 და მე-14 დღეს. ყველა პნევმონიით დაავადებული ნებისმიერ საავადმყოფოში. "ესტირებას ექვემდებარებიან ყველა მოხუცთა და ბავშვთა სახლში მყოფი ადამიანები. სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს კოვიდცენტრებში, რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ასევე თვითზოლაციიდან გამოსული პირები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

​