| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | შეხვედრასთან დაკავშირებით |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 03.07.2020 19:38 |
ქალბატონო ეკატერინე,
მოგესალმებით.
როგორც მოგეხსენებათ, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს მუშაობა კვლავ უწევს ძალიან მძიმე პირობებში, რომელიც სულ უფრო უარესდება. ეს სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის COVID-19-თან და სხვა მძიმე ინფექციებთან მუშაობაში. გარდა ამისა, კვლავ გადაუჭრელია ქვეყანაში აივ/შიდსის მართვასთან დაკავშირებული ზოგიერთი სერიოზული საკითხი, რომლის თაობაზეც ადრე არაერთგზის მივმართეთ სამინისტროს ხელმძღვანელობას.
გთხოვთ, გამონახოთ შესაძლებლობა, შეგხვდეთ შესაძლოდ მოკლე დროში. საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე კარგი იქნება, თუ შეხვედრას დაესწრებიან ქ-ნ თამარ გაბუნია და ბ-ნი გიორგი წოწკოლაური.
წინასწარ გიხდით მადლობას.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე