| From : | Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | ფსიქიატრია |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 11.02.2020 11:57 |
მოგესალმებით, ქალბატონო ეკატერინე! გისურვებთ მხნეობას!
მოხსენებითი ბარათი, რომელიც ავტვირთე თქვენ სახელზე და ეხება შპს აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ცენტრის მენეჯმენტის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს, გავლილი და შეთანხმებულია ქალბატონ თამარ გაბუნიასთან - ეს მისი საკურაციო სფეროა, მოგეხსენებათ.
დაახლოებით 4-5 თვეა, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული, როგორც ქმედითი ზომების გამტარებელი სტრუქტურული ერთეული, პერსონალსა და მენეჯმენტს შორის დავებში.
ქალბატონი თამარის დავალებით, ვიზრუნეთ და მოვახერხეთ ცენტრის პერსონალის შრომის ანაზღაურების გარკვეულწილად შემცირება, კრედიტორებთან ურთიერთობების დალაგებაში მივეხმარეთ და ა.შ. და გარწმუნებთ, რომ მენეჯმენტის მხრიდან შეიმჩნეოდა, მხოლოდ აბსოლუტური არაადეკვატურობა ამ პროცესებში.
გარდა ამისა, ჩვენ ვიყავით წინააღმდეგნი და ვფრთხილობდით მენეჯმენტის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმისაგან. გასულ შაბათ-კვირას უზრუნველვყავით ტელევიზიების "არგამოძახება" პერსონალის მიერ, თუ არ ვცდები, პარასკევს ამის გამო ვითხოვე მიღება, მაგრამ თქვენ დაკავებული ბრძანდებოდით და დღეს, როცა ეს საკითხები გავიარეთ ქალბატონ თამართან, მისი თანხმობით ავტვირთეთ მოხსენებითი ბარათი.
დღეში, მინიმუმ, 3-4 ზარი შემოდის ჩემთან და ჩემ მოადგილესთან ბედიანიდან, ისმის ბრალდებები, მათ შორის, რომ სამინისტრო მფარველობს დირექტორს და ა.შ.,რაც რა თქმა უნდა, აბსურდული ბრალდებაა და ქალბატონმა თამარმა, ჩვენთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება რადიკალური ნაბიჯების გადადგმისაკენ.
მადლობა. გისურვებთ წარმატებებს.