From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Besarion Simonishvili <be.simonishvili@idp.gov.ge>
Subject : სხვა სამთავრობო საკითხები, რომლებიც გადის უწყებების ვიზირების პროცესს
Received On : 03.06.2020 06:26

კოლეგებო,


დამატებით გიგზავნით ინფორმაციას სხვა სამთავრობო საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, უწყებებთან შეთანხმების კუთხით, მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენამდე:


მასალის N185498 ვიზა აკლია (ფინანსები) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის N37 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა იზრდება 100 ერთეულით)

 

მასალის N19203 7 ვიზა აკლია (ეკონომიკა და ფინანსები) -  იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №257 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და  „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის –  დევნილთათვის და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახებისათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“.

 

მასალის N19559 8 ვიზა აკლია იუსტიცია - „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების  პროექტს (მოსახლეობის დაცვა ახალი კორონავირუსული დაავადების გავრცელებისაგან, საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების გზით.) 

და მისგან გამომდინარე, განკარგულების პროექტს - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის  განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 იანვრის N82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ" (დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა (პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი (PIU)) რიცხოვნობა განსაზღვრება არა უმეტეს 6 ერთეულით.)

 

მასალის N19657 - 6 ვიზა - აკლია იუსტიცია- ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქაფრთველოს მღავრობის განკარგულების პროექტი (სამინისტრო განახორციელებს ელექტრონული სერვერების უტყუარობისა და სანდოობის დამოწმების უზრუნველმყოფი, კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების wildcard ტიპის (SSL) სერტიფიკატის სახელმწიფო შესყიდვას)


მასალის N19667 - 5 ვიზა - აკლია ფინანსები და იუსტიცია - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 იანვრის N123 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობო იზრდება 8 ერთეულით)


მასალის N19688  - 5 ვიზა - აკლია იუსტიცია და ფინანსები - „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილება (საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ვადასთან დაკავშირებით)



შენიშვნა: შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში საკითხის წარდგენა ხორციელდება იმ შემთხვევაში,  თუ მას ექნება არანაკლებ სხვა უწყებების 8 თანხმობა. ამასთან, იუსტიციის, ფინანსების და ეკონომიკის თანხმობები სავალდებულოა.



პატივისცემით,

ნათია ხმალაძე