From : nino abramishvili <nabramishvili@moh.gov.ge>
To : Irma Aladashvili <ialadashvili@moh.gov.ge>; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge>; chadunelizviad@gmail.com; salome.namitcheishvili@tsu.ge; tkhardziani@moh.gov.ge; zurabtat@gmail.com; nutsubidzenino@yahoo.com; elene.martashvili@yahoo.com
Subject : სოციალური მუშაკების კონკურსის შესახებ
Cc : Meri Maghlaperidze <meromag@gmail.com>; Lasha Jinjikhadze <atipfund@gmail.com>
Received On : 13.05.2020 22:31
Attachments :

პატივცემულო კომისიის წევრებო მოგესალმებით, განსახილველად წარმოგიდგენთ კონკურსთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს. 1. დანართის სახით გიგზავნით კანდიდატის შეფასების ფორმას, შეფასების ფორმა მტკიცდება კომისიის მიერ, შესაბამისად გთხოვთ გადახედოთ და თუ რამე შენიშვნები გაქვთ ან წინადადებები მზად ვარ გავიაროთ, ხოლო თუ ამ ფორმით მისაღებია დამიდასტუროთ. შეფასება ხდება 2 ეტაპად: I - ზეპირი დავალების შეფასება და I I-გასაუბრების შეფასება. კომისიის თითოეული წევრი კონკურსანტს შეაფასებს დამოუკიდებლად და მას მიანიჭებს შესაბამის ქულას (1-დან 4-მდე) შეფასების ფორმით გაწერილი კრიტერიუმებით. საბოლოოდ ყველა კომისიის ქულები ჯამდება და ვაკანტურ პოზიციაზე შერჩეულად ჩაითვლება პირი, ვინც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა. 2. საკითხი ეხება კონკურსანტების პირველი ეტაპიდან მოხსნას, კერძოდ: საკონკურსო მოთხოვნებიდან ერთ-ერთ აუცილებელ მოთხოვნად მითითებული გვქონდა სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან საქართველოს კანონით „სოციალური მუშაობის შესახებ“ გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი („სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლი და 64-მუხლის მე-9 პუნქტი). ზოგიერთ კონკურსანტს წარმოდგენილი ქონდა GASW-ის და UNICF-ის მიერ გაცემული სერთიფიკატი - ბაზისური ტრენინგი სოციალურ მუშაობაში (ნიმუშის სახით გიგზავნით ერთერთ სერთიფიკატს). კონკურსანტს ეს სერთიფიკატი არ ჩავუთვალეთ მოთხოვნებთან შესაბამის დოკუმენტად, ვინაიდან ვფიქრობ რომ კანონი სოციალური მუშაკის სერტიფიკატთან არ ათანაბრებს ამ სერტიფიკატს. მოთხოვნებთან შესაბამისად მივიჩნიეთ მხოლოდ ის სერთიფიკატები რომელიც 2006−2013 წლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ იყო გაცემული და რომელიც ადასტურებდა სოციალური მუშაობის 60-კრედიტიანი სასწავლო კურსის წარმატებით გავლას. გთხოვთ, თქვენს მოსაზრებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ სოციალური მუშაკების ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად კონკურსის მე-2 ეტაპი კონკურსანტებთან ჩატარდება დისტანციუტად 2020 წლის 18-19-20 მაისს, 11 საათიდან - 5 საათამდე; შესვენება 14 საათიდან - 15 საათამდე. დღეში მოგვიწევს დაახლოებით 15-16 კანდიდატთან გასაუბრება (მეორე ეტაპზე გადასულია 50 პირი, თითეულ მათგანს განაცხადი შემოტანილი აქვს ერთზე მეტ ვაკანსიაზე). დეტალური ინფორმაცია შემოსული განაცხადების რაოდენობასთან დაკავშირებით იხილეთ თანდართულ დანართში. დამატებით კითხვებზე მზად ვარ გიპასუხოთ. საუკეთესო სურვილებით და პატივისცემით, ნინო აბრამიშვილი ტელ: 577 93 10 07