| From : | Nino Vardia <nvardia@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; tmeliqidze@yahoo.com; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; mkimeridze@ssa.gov.ge <'mkimeridze@ssa.gov.ge'>; Nino Ramishvili <ninramishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | სოფიკო ბაბილოძის შესახებ |
| Cc : | Khatuna Chachava <khchachava@moh.gov.ge> |
| Received On : | 02.07.2020 08:28 |
პატივცემულო კომისიის წევრებო!
მოქალაქე სოფიკო ბაბილოძე (პ/ნ 3300105475; 39 წლის, სოციალურად დაუცველი, სარეტინგო ქულა-37000, დიაგნოზი: ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზია, პირველადი ჰიპოთირეოზი (მძიმე ფორმა). საჭიროებს მუდმივ ჩანაცვლებით თერაპიას, თუმცა, ლევოთიროქსინის ორალური პრეპარატების მალაბსორბციის სინდრომის გამო, საჭიროებს პრეპარატის ინტრავენურ ფორმას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაფიქსირებულია აღნიშნული დიაგნოზის და საჭიროების მქონე ერთდაერთი პაციენტი (მსოფლიოში-2). სხვა პრეპარატის შერჩევის მიზნით, პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევები გერმანიაში. სამწუხაროდ - უშედეგოდ. მკურნალობის ერთადერთ პრეპარატად კვლავ რჩება ინტრავენური ლ-თიროქსინი, რომელიც აღნიშნული პაციენტისთვის სპეციალური შეკვეთით მზადდება გერმანიაში. ამჟამად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა ს. ბაბილოძის მედიკამენტ ინტრავენური ლ-თიროქსინით უზრუნველყოფის საკითხი აისახოს მომდევნო წლის ჯანდაცვის პროგრამებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო ასიგნებებში. ს. ბაბილოძის დაფინანსების საკითხი ,,რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში განხილულია არაერთგზის. მიმდინარე წელს, კომისიის მიერ იგი უკვე დაფინანსებულია 10 000,00 (ათი ათასი) ლარით. ამჟამად პაციენტს ამოწურული აქვს მედიკამენტის მარაგი, რის გამოც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ექმნება რეალური საფრთხე . იგი საჭიროებს დამატებით 9842 ლარის ღირებულების მედიკამენტს, რაც საკმარისი იქნება წლის ბოლომდე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებად.
საკითხის არაორდინარულობიდან გამომდინარე, პაციენტის დიაგნოზის, სოციალური სტატუსის და განსაკუთრებული საჭიროების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ს. ბაბილოძის თხოვნის დაკმაყოფილება სრულად, მოთხოვნილი თანხით.
გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას.
პატივისცემით,
ნინო ვარდია
მთავარი სპეციალისტი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის: საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზირი 144
e-mail: nvardia@moh.gov.ge
ტელეფონი:
სამსახური: 251 00 41(08-09);
მობილური: 577 27 27 00