From : Rurua, Tamar LN (GEO) <tamar.rurua2.ln@mail.mil>
To : tkhardziani@moh.gov.ge
Subject : სამშენებლო კომპანიისთვის მინდობილობის დოკუმენტის გაცემის შესახებ
Received On : 22.06.2020 13:39
Attachments :
smime.p7m

თიკო საღამო მშვიდობის,

 

როგორც დაგპირდით, გიგზავნით ჯანდაცვის სამინისტროსა და ATIP Fund-ის მიერ გაცემული მინდობილობების ძველ ვერსიებს. ერთი გაცემულია ATIP Fund-ის თანამშრომელზე - გეგა სადუნიშვილზე, ხოლო მეორე - ჯანდაცვის სამინისტროს შტატგარეშე თანამშრომელზე - ანა გოგბერაშვილზე. ჩვენი სურვილია ამ ტიპის დოკუმენტის გაცემა კონტრაქტორ სამშენებლო კომპანიაზე. უბრალოდ, როგორც გითხარით, ვფიქრობთ საუკეთესო გამოსავალი იქნება თუ ზოგადი სახის მინდობილობა გაკეთდება. იმის ნაცვლად, რომ მინდობილობა გაიცეს კონკრეტულ უწყებებთან საურთიერთოდ (როგორც საჯარო, ისე კერძო) ვფიქრობთ კარგი იქნება თუ აღინიშნება, რომ სამშენებლო კომპანიას შეუძლია შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება ქ. თბილისში, ქერჩის ქუჩა #4-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებლობის საწარმოებლად და მასზე ბავშვთა სახლის განსათავსებლად აუცილებელი პროცედურების განსახორციელებლად. ცხადია, თქვენი იურისტები უკეთ განსაზღვრავენ როგორ ჯობია გაიწეროს, უბრალოდ ჩვენ გვინდა შესაბამისი პროცედურების მოგვარება მაქსიმალურად შეძლოს სამშენებლო კომპანიამ და არ დაგვჭირდეს მთელს ამ პროცესში სამინისტროს ჩართვა მშენებლობის და ნებართვების გაცემის სულ ბოლო ეტაპამდე მაინც.

 

ვინაიდან სამშენებლო კომპანიასთან კონტრაქტის დეტალები საბოლოოდ გარკვეული არაა, ამ ეტაპზე კონკრეტული დეტალების თქმა ჩვენ არ შეგვიძლია და შესაბამისად, გთავაზობთ დასაწყისისთვის ზოგადი შინაარსის მინდობილობის პროექტის გაკეთებას. თუკი თქვენთან ან/და თქვენს იურისტებთან ჩვენი ოფისის შეხვედრა იქნება აუცილებელი, გთხოვთ, რომ შეხვედრა ამ კვირაში დავგეგმოთ, ვინაიდან მაიორი დოლის როტაცია 26-ში სრულდება და ჩვენი სურვილია ეს საკითხი მის წასვლამდე გადაწყდეს. სხვა შემთხვევაში, მე ვიქნები თქვენთან კავშირზე ამ საკითხებთან დაკავშირებით და მას შემდეგ, რაც სამშენებლო კომპანიასთან განახლებული კონტრაქტი გვექნება, უკვე შეგვეძლება კონკრეტულ ტექნიკურ დეტალებზე მსჯელობა ინჟინერთა კორპუსისა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების ჩართულობით.

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და დაველოდებით თქვენგან პასუხს.

 

საუკეთესო სურვილებით,

თამარი

 

თამარ რურუა

ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერი

თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური

აშშ- საელჩო საქართველოში

ოფისი: +995 322 91 14 73 (ext. 100)

მობ.: +995 595 42 61 63; +995 557 26 75 05