From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : სამი მნიშვნელოვანი საკითხი
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>
Received On : 05.03.2020 06:16
Attachments :

ქალბატონო ეკატერინე მოგესალმებით,

 

როგორც გუშინ ტელეფონით საუბრისას მოგახსენეთ, დღევანდელ საკოორდინაციო შეხვედრაზე ბატონ პრემიერთან განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია იტალიის საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

საქართველოში ინფექციის გავრცელების რისკისა და ეპიდემიური ხასიათის მიღების თვალსაზრისით იტალია  დღეს წარმოადგენს ყველაზე მომატებულ საფრთხეს სხვა მაღალდასენიანებულ ქვეყნებთან შედარებით. ამიტომ ჩვენი გადასახედიდან მიზანშეწონილია:

 

1.      საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტრომ და ტურიზმის დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ ინფრომაცია ქვეყნებსა და ტუროპერატორებს, რომ საქართველოში იტალიიდან, ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან შემოსული ტურისტები ექვემდებარებიან სავალდებულო კარანტინს და თვითიზოლაციას. ეს სია შეიძლება თანდათან გაფართოვდეს რადგან ეპიდსიტუაცია ჩინეთს გარეთ უარესდება. ვფიქრობთ ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ტურისტების შემოდინების მნიშვნელოვნად შემცირებას.

 

2.      საუკეთესო ვარიანტია, თუ იქნება საშუალება (ინფრასტრუქტურული) იტალიიდან (იტალიაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ბოლო ორ კვირაში) შემოსული ყველა მგზავრი მოთავსდეს კარანტინში, ვისაც ექნება შესაძლებლობა თვითიზოლაციის სწრაფად იქნეს შესწავლილი პირობები საზ.ჯანდაცვის ცენტებისა და პატრულის მიერ და მერე გადაყვანილი თვითიზოლაციაში. ამ ეტაპზე ამ ტიპის ლოჯისტიკის აწყობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და აქ შსს და თავდაცვის დახმარება იქნება აუცილებელი.

 

 

3.      თვითიზოლაციის მონიტორნინგს მარტო ჯანდაცვა (საზ.ჯანდაცვის სამსახურები და საგანგებო) ვერ აუვა თუ არ იქნა სერიოზული მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა შსს შესაბამისი სამსახურების.

 

  დღეისთვის ეს მიგვაჩნია ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად და, გთხოვთ , თუ ჩათვლით მიზანშეწონილად განხილულ იქნეს და მიღებული იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

 

პატივისცემით,

 

ამირანი

 

 

Amiran Gamkrelidze, MD, PhD, Professor

National Center for Disease Control and Public Health

Director General

 

Tbilisi 0198, Kakheti Hwy. #99

Phone: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

Description: NCDC logo3