From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : სავარჯიშოს დროს წამოწეული საკითხი
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Received On : 19.02.2020 12:55
Attachments :

ქალბატონო ეკატერინე,

 

თქვენი სიტყვიერი დავალების თანახმად, (14 თებერვლის შეხვედრა, სამაგიდო სავარჯიშოს მიმდინარეობისას) წარმოშობილ COVID-19-ის შემთხვევის განსაზღვრებასთან დაკავშირებული საკითხის  არსებითი განხილვის შემდგომ მოგახსენებთ:

 

COVID-19-ის შემთხვევის განსაზღვრება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიაზაციამ დღემდე შეიმუშავა ორჯერ. პირველი ვერსია -15 იანვარს და მე-2 ვერსია, ამჟამად მოქმედი, 31 იანვარს. ცენტრის მიერ ორივე მათგანი ითარგმნა შემდგომი სარგებლობისთვის. ამასთან, შემთხვევის განსხვავებული განსაზღვრებით სარგებლობს ჩინეთი, როგორც დაზარალების ეპიცენტრი და მათთვის შემთხვევის განსაზღვრების კრიტერიუმები განსხვავებულია, დაავადების გავრცელების თავისებურებათა გათვალისწინებით.

 

საქართველო, როგორც ჯანმოს ევროპის რეგიონის ქვეყანა, სადაც დაავადების გავრცელების რისკი არის დაბალი, მთლიანად ეყრდნობა ჯანმოს მიერ რეკომენდებულ შემთხვევის განსაზღვრებას. ცენტრის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში მოხდა განსაზღვრების ადაპტირება და იქ, სადაც ჯანმო მიუთითებს მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციას (მმრი, SARI), გაკეთდა დამატებითი განსაზღვრება ამ დგომარეობის შეფასებისთვის, ისევ ჯანმოს რეკომენდაციების გათვალისწინებით. SARI-ის განსაზღვრებას თავის მხრივ ჯანმო და საქართველო იყენებს საყრდენი ბაზებით გრიპზე ზედამხეველობის მიზნით და შესაბამისად, გამოყენებაშია მხოლოდ საყრდენი ბაზების მიერ, მხოლოდ გრიპზე ეპიდზედამხედველობის მიზნებისთვის, შესაბამისად საჭიროდ ჩავთვალეთ ამ განსაზღვრების დამატება შენიშვნის სახით.

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, შემთხვევის განსაზღვრებები, გამოიყენება რა ეპიდზედამხედველობის მიზნებისთვის, არის სამუშაო ჩარჩო და დამტკიცებულია მხოლოდ ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანებით. სწორედ ამავე წესითაა დამტკიცებული COVID-19 შემთხვევის განსაზღვრება და მითითებულია რომ დოკუმნტი არის დროებითი.

ჩვენ ვაცნობიერბთ, რომ სამკურნალო ქსელის მიერ შემთხვევის განსაზღვრებით სარგებლობის ვალდებულება არ შეიძლება იყოს მანდატორული და კლინიკური გადაწყვეტილება (მ.შ. დიაგნოზი) უნდა ემყარებოდეს მრავალ გონივრულ ვარაუდსა და ფაქტების შეჯერებას.  COVID-19-ზე საეჭვო შემთხვევების ჰოსპიტალიზაციისა და მათი იზოლაციის საჭიროების თემა ცდება მხოლოდ ეპიდემიოლოგიური მტკიცებულებების სფეროს და მიგვაჩნია რომ უფრო ხშირადაა გამოსაყენებელი სამედიცინო (კლინიკური)  განსჯა და ალტერნატიული დიაგნოზების კვლევისთვის საჭირო დრო და შესაძლებლობები. არ შეიძლება უკუგდებულ იქნეს საზოგადოებისა და მასმედიის არაპროპორციული წნეხი და პანიკის კუპირების საჭიროებაც.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, COVID-19-ის საეჭვო შემთხვევა კლინიცისტის მიერ შეიძლება განისაზღვროს ჯანმოს სტანდარტული განსაზღვრების გარკვეული ინტერპრეტაციით და პაციენტების იზოლაცია/ჰოსპიტალიზაციის საჭიროება სამინისტროს მიერ განისაზღვროს ექიმი კლინიცისტის მიერ დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე. ამასთან, ცენტრი მუდმივად მზადა ჩაერთოს შემთხვევის ეპიდემიოლოგიური ან ლაბორატორიული დადასტურების ეტაპზე და განსაზღვროს SARS-CoV-2-ზე შემთხვევის ტესტირების საჭიროება.

პატივისცემით,

 

ამირანი

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198

ტელ.: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3