From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მონიტორინგი
Cc : Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 22.04.2020 07:42

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

დისტანციური მუშაობის რეჟიმის მონიტორინგის შედეგების თაობაზე

6-21 აპრილი

შიდა აუდიტის დეპარტამენტი აგრძელებს მინისტრის 2020 წლის 17 მარტის N01-105/ო ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრულ, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე მყოფ სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საქმიანობაზე ზედამხედველობას.

ამასთან, 23 მარტი - 03 პრილის პარიოდში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, გაანალიზებისა და კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად საჭირო ღონისძიებების თაობაზე წინადადებების წარმოდგენის მიზნით, გადაეგზავნა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებს. საპასუხოდ, მათ მიერ წარმოდგენილია თანამშრომლებთან დაზუსტებული საკონტაქტო ინფორმაცია, რაც ჩვენს მიერ გათვალისწინებულია შემდგომი მონიტორინგის დროს.

წარმოდგენილის საფუძველზე, უნდა აღინიშნოს, რომ გაუმჯობესებულია სისტემაში უკუკავშირის მაჩვენებლები. ასე, მაგალითად: მისულ შეტყობინებებზე პირველი 10 წუთის განმავლობაში გამოგზავნილი პასუხების %-ული მაჩვენებელი 9-38%-დან გაიზარდა 27-60%-მდე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევების წილი, რომლებთანაც ვერ ხერხდება უკუკავშირის დამყარება ელექტრონულ წერილზე პასუხის არგამოგზავნის გამო, მართალია, გაუმჯობესდა და მაქსიმალური 58%-დან შემცირდა 43%-მდე, თუმცა, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მაჩვენებლები მაინც მაღალია. კერძოდ:

სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 12-19%

სსიპ-დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო - 8-16%;

სსიპ-ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი -   -  33-43%;

სსიპ-სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო - 36-47%;

სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო - 29.2%;

სსიპ- სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო - 16-40%;

სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალური აპარატი - 14-22%.

 

ყველაზე ცუდი კომუნიკაცია კი კვლავ გამოვლინდა სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის თანამშრომლებთან, სადაც უკუკავშირი ვერ მყარდება შემთხვევათა 55-60%-ში.

შიდა აუდიტის დეპარტამენტი აგრძელებს მონიტორინგს, რომლის შედეგებსაც პერიოდულად წარმოგიდგენთ.

 



ატივისცემით, კახაბერ ძიმისტარიშვილი
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი
ტელ. 2510036 (09 00)