| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| Subject : | მთავრობის სხდომა და მასალები |
| Received On : | 03.06.2020 05:51 |
| Attachments : |
მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება ხუთშაბათს, 4 ივნისს - 11:00 საათზე. გიგზავნით ინფორმაციას საკითხებთან დაკავშირებით:
ამ წუთის მონაცემებით, დღის წესრიგში შესაძლოა შეტანილ იქნეს მხოლოდ კანონპროექტები:
ა) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება;
გ) „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება.
შენიშვნა:
კანონპროექტების ძირითადი არსი წარმოდგენილია თანდართულ ფაილში, განმარტებითი ბარათების სახით. თუმცა ჯერ დადასტურებულად არ ვიცით მოხვდება თუ არა ზემოხსენებული საკითხები დღის წესრიგში. ინფორმაციის დაზუსტებისთანავე შეგატყობინებთ დამატებით.
ა) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილება (ანალიტიკის ფუნქციის გადმოტანა ადმინისტრაციაში).
ბ) „ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებაში ცვლილება;
გ) სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობა (300 მობილურის შეძენა);
დ) სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობა (პერსონალური კომპიუტერები);
ე) „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილება (სტომატოლოგიური საქმიანობის/მომსახურების შემთხვევაში დამატებით მოხდება ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციის კონტროლის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი რეკომენდაციების და მოთხოვნების შესაბამისად).
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე