| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; be.simonishvili@mra.gov.ge; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge> |
| Subject : | მთავრობის სხდომა და მასალები |
| Cc : | Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge> |
| Received On : | 01.07.2020 09:53 |
| Attachments : |
მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ მთავრობის სხდომა გაიმართება ხუთშაბათს, 2 ივლისს - 11:00 საათზე. გიგზავნით ინფორმაციას ჩვენს საკითხებთან დაკავშირებით:
ა) „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილება (პერინატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებთან საჯარიმო სანქციებზე გამოცხადებული მორატორიუმი 1 დეკემბრამდე; სააგენტოს ბალანსზე რიცხული, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნაშთის სახით არსებული მედიკამენტები გადაეცემათ პროგრამაში მონაწილე, ფარმაცევტულ კომპანიებს);
ბ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის ვადის, სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ტესტირება“).
ა) სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის გაცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (დევნილის მოწმობების ბეჭდვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა);
ბ) სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (302 ცალი სხვადასხვა დასახელების კარტრიჯის სახელმწიფო შესყიდვა);
გ) სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (1200 ცალი წნევის საზომი აპარატის სახელმწიფო შესყიდვა);
დ) ,,2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N674 დადგენილებაში ცვლილებება (ტუბერკულოზის მართვის და აივ-ინფექციის/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამების კომპონენტის ნაწილში).
თუ რაიმე შეიცვლება სხდომის მასალებთან დაკავშირებით, გაცნობებთ დამატებით. ამ ეტაპზე გიგზავნით განმარტებით ბარათებს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე