| From : | Nino Vardia <nvardia@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; tmeliqidze@yahoo.com; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; mkimeridze@ssa.gov.ge <'mkimeridze@ssa.gov.ge'>; Nino Ramishvili <ninramishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | მე-15 სხდომის მასალა |
| Cc : | Khatuna Chachava <khchachava@moh.gov.ge> |
| Received On : | 15.04.2020 09:25 |
| Attachments : |
პატივცემულო კომისიის წევრებო!
წარმოგიდგენთ, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331 დადგენილების თანახმად შექმნილი კომისიის 2020 წლის N15 სხდომის მასალას.
თქვენი თანხმობის შემთხვევაში, იგი გაფორმდება N15 სხდომის გადაწყვეტილების სახით.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მოქმედ კომისიაზე განაცხადები განხილულ იქნეს ნაწილ-ნაწილ , მცირე მოცულობით, მხოლოდ სასწრაფო-გადაუდებელი შემთხვევების და არსებული რეგულაციებით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად.
დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილია:
1. ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების დაფინანსებაზე რეკომენდაცია გაეწია 288 პაციენტს, აქედან:
- გულის თანდაყოლილი მანკი -9 პაციენტი -135 615,00 ლარი
- სოც . დაუცველი და 100 000 ქულამდე განაცხადი -123 - 141 804,00 ლარი;
- საზღვრისპირა რეგიონში მცხოვრები -3-13696,00 ლარი.
- ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქე - 1- 500,00ლარი
2. მედიკამენტების მოთხოვნა - 39 განაცხადი- 65926,37 ლარი . აქედან:
- ჰერცეპტინი, პერჯეტა/ჰერცეპტინი -16 განაცხადი -27650,00 ლარი
-სოც . დაუცველი პირის განაცხადი -15-7864,48 ლარი.
გადაწყვეტილებები დაფიქსირებულია, დიაგნოზის, კლინიკური სტატუსის, სერვისის ურგენტულობის, გამოსავლის პროგნოზის გათვალისწინებით. მხედველობაში მიიღება, თუ რამდენჯერ აქვს მიღებული მოქალაქეს დახმარება ჩვენი პროგრამიდან, არის თუ არა ფორმა 100-ში არგუმენტირებული დანიშნულება. მხედველობაში მიიღება ისიც, რომ თბილისელი სოც. დაუცველი მოქალაქეების თხოვნები განიხილება ადგილობრივი გამგეობებისა და თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ.
პატივისცემით,
ნინო ვარდია
მთავარი სპეციალისტი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის: საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზირი 144
e-mail: nvardia@moh.gov.ge
ტელეფონი:
სამსახური: 251 00 41(08-09);
მობილური: 577 27 27 00