From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : კონფერენცია სახელწოდებით „იმერეთი თავისუფალი C ჰეპატიტისგან“ - 2020 წლის 15-16 თებერვალი
Cc : tgabunia@moh.gov.ge; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>
Received On : 07.02.2020 17:09
Attachments :

ქალბატონო ეკატერინე,

 

როგორც მოგეხსენებათ, C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, საჭიროა ყველა მოზრდილი ადამიანის (2,8 მლნ პირი) ერთხელ მაინც გამოკვლევა C ჰეპატიტზე, ქრონიკული C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის (135 000 ადამიანის) გამოვლენა, მათი 95%-ის (128 250 ადამიანის) მკურნალობა, ნამკურნალებ პირთა 95%-ის (122 000 ადამიანის) განკურნება.

დღეის მდგომარეობით, C ჰეპატიტის სკრინინგის ერთიან ეროვნულ ბაზაში დარეგისტრირებულია 3.6 მლნ სკრინინგის მონაცემი. გამოკვლეულია 1.84 მლნ მოზრდილი უნიკალური პირი (სამიზნე მაჩვენებლის 64,5%), რომელთაგან C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი აღმოჩნდა 147.8 ათასი პირი (სამიზნე მაჩვენებლის 68,7%), გამოვლენილია ქრონიკული ინფექციის მატარებელი 83,5 ათასი პირი (სამიზნე მაჩვენებლის 61,8%), მკურნალობაში ჩართულია 65,2 ათასი პირი (სამიზნე მაჩვენებლის 51%), ხოლო ნამკურნალევ პირთა შორის განკურნების მაჩვენებელი შეადგენს 98.7%-ს. აღნიშნული მაჩვენებლებით, საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე, მსოფლიოში არის ერთ-ერთი უპირობო ლიდერი.

ზემოაღნიშნული შედეგების მიღწევა მნიშვნელოვნად განაპირობა C ჰეპატიტზე მოსახლეობის აქტიურმა გამოკვლევამ, რომლითაც გამოირჩევა აღნიშნული პროექტი. კერძოდ, გამოკვლევა უტარდება ყველა ჰოსპიტალიზებულ პაციენტს, ყველა ორსულს, სისხლის დონორს, წვევამდელს, მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენლებს. ცენტრის გამსვლელი ბრიგადებით მიმდინარეობს ორგანიზებული სკრინინგის აქციები თბილისსა და რეგიონებში, სკრინინგის კუთხეები მოწყობილია იუსტიციის 12 სახლში.

ამასთან, სკრინინგის მასშტაბები განსაკუთრებით გაფართოვდა პირველად ჯანდაცვაში 3 ინფექციაზე სკრინინგის ინტეგრირების შემდგომ. კერძოდ, 2018 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული სკრინინგის მოდელის წარმატებულად პილოტირების შემდგომ, 2019 წელს განხორციელდა მისი გაფართოება საქართველოს უმეტეს რეგიონებში, ხოლო 2020 წლიდან აღნიშნული პროექტის განხორციელება დაგეგმილია მთელ საქართველოში. ეს იყო დაავადებათა ინტეგრირებული მართვის პირველი პრეცენდენტი, რომელშიც წამყვანი და უმნიშვნელოვანისია ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და C ჰეპატიტის სკრინინგის შესაძლებლობების განვითარება პირველადი ჯანდაცვის დონეზე. გლობალური ფონდის მხარდაჭერით შემუშავდა „პირველადი ჯანდაცვის დონეზე C ჰეპატიტზე, აივ/შიდსსა და ტუბერკულოზზე ინტეგრირებული სკრინინგის პროტოკოლი“, გადამზადდა ოჯახის ექიმები და ადგილებზე ხარისხის მართვის ჯგუფები. ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით „C ჰეპატიტის მართვის“ და „აივ-ინფექცია/შიდსის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მათი უზრუნველყოფა სკრინინგისათვის აუცილებელი ტესტებითა და სახარჯი მასალებით,  ანგარიშგების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა ხარისხის კონტროლი და ტექნიკური მხარდაჭერა, ოჯახის ექიმების მიერ რეფერირებული სკრინინგდადებითი ბენეფიცირებისაგან საკვლევი მასალის აღება და კონფირმაცია. ადგილობრივი თვითმმართველობები თავის მხრივ უზრუნველყოფენ პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების, რომლებიც ჩართულები არიან პილოტური პროგრამის ადმინისტრირებასა და მონიტორინგში, დაფინანსებას კაპიტაციური პრინციპით, ყოველ დასკრინულ პირზე 1.75 ლარის ოდენობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მობილიზებული  ფინანსური რესურსების ფარგლებში.

2018 წელს ინტეგრირებული სკრინინგის ფარგლებში ჩატარებული იქნა 88 ათასზე მეტი სკრინინგი და გამოვლენილი იქნა 2,3 ათასამდე C ჰეპატიტზე ანტისხეულდადებითი პირი, 2019 წელს ჩატარდა 384 ათასი სკრინინგი და გამოვლენილი იქნა 4,3 ათასზე მეტი ანტისხეულდადებითი პირი, ხოლო 2020 წელს რეგიონებში (თბილისის გამოკლებით, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით) დაგეგმილია 600 ათასი სკრინინგის ჩატარება.

პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული სკრინინგის პროექტის ფარგლებში მიღწეული წარმატებებისა და გამოწვევების, 2020-2021 წლებში დაგეგმილი ღონისძიებების განსახილველად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით 2020 წლის 15 თებერვალს ქალაქ ქუთაისში დაგეგმილია კონფერენცია სახელწოდებით „იმერეთი თავისუფალი C ჰეპატიტისგან“. მეორე დღეს, 16 თებერვალს  კი დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელებთან C ჰეპატიტის ანტისხეულდადებითი პირების შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და მკურნალობასთან დაკავშირების მიზნით, FIND-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების, არსებული პრობლემებისა და მისი დანარჩენ საქართველოზე განვრცობის სამომავლო გეგმების განხილვის მიზნით. აღნიშნულ კონფერენციაზე გაჟღერდება იმერეთის რეგიონის ახალი ინიციატივა ამ რეგიონში ჰეპატიტის ელიმინაციის მისაღწევად დაგეგმილ დამატებით ღონისძიებებზე და სამმხრივი მემორანდუმის გაფორმებით ამ ვალდებულების აღება.

თქვენი დატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით, მადლობელი ვიქნებით თუ შეძლებთ გამონახოთ დრო და მიესალმოთ კონფერენციის მონაწილეებს, ასევე ნომინირება გაუკეთოთ სამინისტროს ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმილ ღონისძიებაში.

თანდართულ დანართად, წარმოგიდგენთ 2020 წლის 15-16 თებერვლის კონფერენციის დღის წესრიგის წინასწარ პროექტს.

 

პატივისცემით,

ამირან

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

მ. ასათიანის 9, თბილისი 0186

ტელ/ფაქსი: +995 32 2311755

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3