| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | t.janjalia@mfa.gov.ge |
| Subject : | ინფორმაცია ჩინეთიდან ტვირთის ტრანსპორტირების თაობაზე |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; akalandia@mfa.gov.ge; Alexander Khvtisiashvili <a.khvtisiashvili@mfa.gov.ge> |
| Received On : | 15.04.2020 14:08 |
| Attachments : |
ბატონო თეიმურაზ, მოგესალმებით,
ჩინეთიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად წარმოგიდგენთ იმ პროდუქციის ჩამონათვალს, რომელიც მზად იქნება 23 აპრილისთვის. ჩვენთვის ყველზე მეტად პრიორიტეტულია სადიაგნოსტიკო ტესტები და სამედიცინო ხალათები.
1. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეკვეთილი ტვირთი (დანართი 1). აქედან პრიორიტეტულია სამედიცინო ხალათები, თუმცა სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია რა რაოდენობის ხალათების დამზადებას შეძლებენ პირველი ჩარტერისთვის. აღნიშნული დაზუსტდება ხვალისთვის.
2. 30 000 PCR ტესტი (დანართი 2) (ტემპერატურული რეჟიმი +2 +8 გრადუსი)
3. ჩინეთის მთავრობის საჩუქარი - ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ტესტები (დანართი 3 )
ამას გარდა, ჩვენი პარტნიორები ჩინეთში ითხოვენ, დამხვედრი ჩინური სააგენტოს საკონტაქტო ინფორმაციას, ტვირთების მიტანის კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით. გთხოვთ, დაგვეხმაროთ ამ საკითხის დაზუსტებაში.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისა და დახმარებისთვის.
პატივისცემით,
მაია ნიკოლეიშვილი
ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსის მ.შ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო
ტელ.: +995 32 2510034 (0802)
მობ.: +995 577 272713
ელ. ფოსტა: mnikoleishvili@moh.gov.ge
From: Simpex Solutions
Sent: Wednesday, April 15, 2020 4:50 PM
To: Maia Nikoleishvili
Subject: INFORMATION UPDATE
გამარჯობა
დღევანდელი მონაცემებით 23 აპრილისათვის მზად ექნებათ ჩინელებს შემდეგი პოზიციები სრულებით:
MEDICAL PROTECTIVE GOGGLES 100%
SHOE COVERS FOR PROTECTIVE SUITS 100%
DISPOSABLE MEDICAL LATEX GLOVES (WITH POWDER) 100%
DIGITAL THERMOMETERS 100%
MEDICAL PROTECTIVE COVERALL 70 000 ცალი 100%.... დანარჩენ 30 000 ცალზე მიდის აქტიური მუშაობა რომ ეგეც მოესწროს 23მდე
SURGICAL GOWNS ყველაზე პრობლემურია ხალათები. ჩინური მხარის ინფორმაციით 27 აპრილამდე სრულებით დაასრულებენ წარმოებას მაგრამ 23 აპრილამდე რამდენის ჩაბარებას შეძლებენ ხვალ ან ზეგ იქნება უფრო კონკრეტულად ცნობილი.
ჩინურმა მხარემ მთხოვა გადმომეცა რომ ოფიციალურად მოიწეროთ პირბადეების ხალათებით ჩანაცვლების სურვილის შესახებ. და ესენი ოფიციალურად გვიპასუხებენ.
მაგრამ არაოფიციალურ დონეზე უკვე მთელი კონცეტრაცია გადართეს ხალათების წარმოებაზე.
ასევე გთხოვთ წინასწარ მოგვაწოდოთ პეკინში თქვენი ჩარტერის დამხვედრი ჩინური სააგენტოს საკონტაქტო ინფორმაცია რომ წინასწარ შევძლო ტვირთების მიტანის კოორდინაცია.
მალდობა
ლევან თავაძე