| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Subject : | ინფო მსოფლიო ბანკის სესხის ფარგლებში დაგეგმილ შესყიდვებზე |
| Received On : | 12.05.2020 07:51 |
თიკო,
გიგზავნი ინფორმაციას მსოფლიო ბანკის სესხის ფარგლებში გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით.
მსოფლიო ბანკიდან მიღებული 180 მლნ დოლარის სესხიდან 40 პროცენტი (72 მლნ) განკუთვნილია ქეისების (კარანტინი, კოვიდით მკურნალობა) მართვის, რეტროაქტიული კონტრაქტების ღირებულების ანაზღაურებისა და სამედიცინო აღჭურვილობის, აპარატურის, ტესტებისა და პირადი დაცვის საშუალებების შესყიდვისთვის.
სესხის ფარგლებში შესყიდვის პროცედურები ექვემდებარება მსოფლიო ბანკის რეგულაციებს, რომელიც ითვალისწინებს როგორც ტენდერის გზით, ისე პირდაპირი წესით შესყიდვას.
გადაუდებელი აუცილებლობიდან და მომწოდებლების მხრიდან მიღებული კონკურენტუნარიანი ფასისა და მოწოდების ვადების გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ პირველ ეტაპზე მოთხოვნილ იქნა პირდაპირი წესით შემდეგი სამედიცინო აღჭურვილობის/საჭიროებების შესყიდვა:
1. Mindray-ის მიერ წარმოებული 30 ცალი სტაციონარული სუნთქვის აპარატი;
2. Hamilton-ის მიერ წარმოებულ 20 ცალი პორტატული სუნთქვის აპარატი;
3. Green lab-ის მიერ რეგისტრირებული კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ანტისხეულის 30 000 ცალი სწრაფი ტესტი;
4. PCR ტესტების ჩასატარებელი ლაბორატორიული დანადგარი Cobas 6800, რომელიც გამოირჩევა მაღალი ავტომატიზაციისა და წარმადობის მაჩვენებლით.
პირდაპირი წესით შესყიდვის მიუხედავად, შესყიდვის პროცედურა ითვალისწინებს მსოფლიო ბანკის მხრიდან ბაზრის კვლევას, ფასების ანალიზს, შესაბამისი პირობების კონტრაქტის გაფორმებას მომწოდებელსა და შემსყიდველს შორის. წინასწარი ანგარიშსწორება შესაძლებელია საქონლის საერთო ღირებულების მაქსიმუმ 40 პროცენტის ოდენობით, მიმწოდებლის მხრიდან ამავე ღირებულების გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, რომელთა შესყიდვაც მოხდება ეტაპობრივად, ხოლო მიმწოდებლების შერჩევა მიმდინარეობს მსოფლიო ბანკისა და გაეროს კონტრაქტორი კომპანიების სიიდან, სანდოობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით.