| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 20.07.2020 19:53 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკატერინე,
მოგესალმებით.
მოგახსენებთ, რომ დღეს - ა.წ. 20 ივლისს, დღის მეორე ნახევარში შპს „ავერსი-ფარმასგან“ მივიღეთ წერილი (გიგზავნით ელექტრონულ ასლს), რომელიც სამ პუნქტს შეიცავს. მოკლედ:
1. გვახსენებს, რომ მისთვის არ გადაუხდიათ 2019 წლის არგაფორმებული იჯარის ღირებულება - 428 528 ლარი და ითხოვს გადახდას.
2. ითხოვს გაფორმდეს 2020 წლის იჯარა, რომელზეც თანხმობა რამოდენიმე თვის წინ განაცხადა.
3. გვთხოვს, ვაცნობოთ რა სტადიაზეა ცენტრისთვის შერჩეული შენობის გადმოცემა.
ჩვენი მოსაზრება შემდეგია:
· ბატონი კურტანიძე ხან თანხმდება და ხან უარს ამბობს გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებზე და ძირითადად დათანხმების პირობად ასახელებს იჯარის გაფორმებას.
· თუ ის მიიღებს გარანტიებს, რომ ახალ შენობას ნამდვილად გვაძლევენ, ძალიან დიდი ალბათობით მისი პოზიცია ძალიან შერბილდება და ის ბევრ რამეზე უფრო იოლად დათანხმდება.
· რამდენადაც ვიცით, 2019 წლის იჯარის ღირებულების გადახდა ხელშეკრულების არარსებობის გამო შეუძლებელი იქნება ან ძალიან გაძნელდება და ეს მას გარკვევით უნდა განემარტოს და ეთხოვოს, რომ ამას ძალიან ნუ დაიჟინებს, თორემ შეიძლება 2020 წლის იჯარის თანხაც დაკარგოს.
· 2020 წლის იჯარა რაც შეიძლება ჩქარა უნდა გაფორმდეს - სულ ცოტა დღეიდან ერთი წლის ვადით ან უმჯობესია 2021 წლის დეკემბრის ბოლომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ არალეგიტიმურად დავრჩებით, გადაუდებელ რემონტსაც ვერ გავაკეთებთ. ურემონტოდ კი მუშაობას ვერ გავაგრძელებთ.
· რაც შეეხება ჩვენს ორ შენიშვნას, იჯარის არსებულ ტექსტზე - ჭერგადახდილ შენობაში მუშაობას და იჯარის ვადის დამთავრებისთანავე ტერიტორიის დაუყოვნებლივ და უპირობო დაცლას, მზად ვართ მათზე უარი ვთქვათ, ოღონდ იჯარას ხელი მოეწეროს. მართალია, ეს სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის, მაგრამ გაცილებით ნაკლებს, ვიდრე გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების არგაკეთება, ურომლისოდაც უბრალოდ, საქმიანობას ვერ გავაგრძელებთ.
მართალია, იჯარას სამინისტროსთან ერთად ხელს ჩვენც ვაწერთ, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც სამინისტროს მისაღებია, ვინაიდან იჯარის ფულს სწორედ სამინისტრო იხდის. ჩვენ, ჩვენის მხრივ ყველაფერზე მზად ვართ, მხოლოდ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები გაგვაკეთებინოთ.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე