| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | იაპონიის საგრანტო დახმარების შეთანხმების ხელმოწერა_22 ივლისი, 12:00 |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Nato Kvernadze <nkvernadze@moh.gov.ge> |
| Received On : | 20.07.2020 10:43 |
| Attachments : |
ქალბატონო თამარ,
ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გაცნობებთ, რომ 22 ივლისს, 12 საათზე დაგეგმილია საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის ნოტების გაცვლის გზით დასადები შეთანხმების გაფორმება.
აღნიშნულ შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელს აწერს ფინანსთა მინისტრი ნათია თურნავა, ხოლო იაპონიის მხრიდან - ელჩი უეჰარა ტადაჰარუ.
არასაპროექტო საგრანტო დახმარება ითვალისწინებს საქართველოსთვის 300,000,000 იაპონური იენის ღირებულების (დაახლოებით 2.8 მლნ აშშ დოლარი) სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შეძენას.
აღნიშნული საგრანტო დახმარება იაპონიის არასაპროექტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში არის რიგით მერვე. იაპონიის მთავრობის მიერ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2006-2015 წლებში საქართველოსთვის გამოყოფილი იქნა დაახლოებით 3,8 მილიარდი იაპონური იენი მათ შორის სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტრანსპორტის სექტორისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხარდასაჭერის მიზნით.
ფინანსთა სამინისტროს თხოვნაა, აღნიშნულ ღონისძიებას დაესწროს მინისტრის მოადგილე.
გთხოვთ, გვაცნობოთ თქვენს გადაწყვეტილებას შეხვედრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
მაიკო
From: Lasha Mghebrishvili
Sent: Monday, July 20, 2020 2:11 PM
To: Maia Nikoleishvili
Cc: Nino Javakhishvili
Subject: საგრანტო ნოტების გაცვლა ფინანსთა სამინისტრო
მოგესალმებით,
მიმდინარე წლის 22 ივლისს 12 საათზე ფინანსთა სამინისტროში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის ნოტების გაცვლის გზით დასადები შეთანხმების გაფორმება.
აღნიშნული გრანტის მიმღები იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო, ხოლო ნოტების მოწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შესაბამისად გთხოვთ თქვენი უწყებებიდან შესაბამისი წარმომადგენელი დაესწროს აღნიშნულ ცერემონიას.
Lasha Mghebrishvili
Acting head of the Protocol and Bilateral International
Relations Division of Ministry of Finance of Georgia
Mob: +995 591 087040
Tel: +99532 2261382
Email: L.Mghebrishvili@mof.ge