| From : | Eter Khabelashvili <ekhabelashvili@mfa.gov.ge> |
| To : | tkhardziani@moh.gov.ge |
| Subject : | თურქეთში მკურნალობის მსურველი ქართველი პაციენტები |
| Cc : | Giorgi Janjghava <gjanjghava@mfa.gov.ge>; Diana Malazonia <d.malazonia@mfa.gov.ge>; khchachava@moh.gov.ge |
| Received On : | 10.06.2020 08:49 |
მოგესალმებით ქალბატონო თინათინ,
მოგმართავთ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ბატონ გიორგი ჯანჯღავას დავალებით.
გაცნობებთ, რომ ქართველი პაციენტების თურქეთში მკურნალობის საკითხთან დაკავშირებით, მუდმივ კონტაქტზე ვართ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს „საერთაშორისო სამედიცინო
მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ)
წარმომადგენლებთან, რომელთა ინფორმაციით, მ/წლის 22 ივნისს, იგეგმება „თურქეთის ავიახაზების“ ჩარტერული რეისის განხორციელება საქართველოს მიმართულებით, პაციენტების თურქეთში ჩამოყვანის მიზნით. მიმდინარე
კვირის ბოლომდე, USHAŞ-ის წარმომადგენლები მოგვაწვდიან ინფორმაციას ავიარეისის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით, რის შესახებაც, ოპერატიულ
რეჟიმში გეცნობებათ.
ამ ეტაპისთვის, თურქული მხარე თავად უზრუნველყოფს ქართველი პაციენტების მოძიებას თურქეთის სხვადასხვა კლინიკების დახმარებით, თუმცა, მათ, ასევე შემოგვთავაზეს,
რომ ჩვენი მხრიდანაც მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ქართველი პაციენტების შესახებ, რომელთაც სურთ ჩარტერული რეისით თურქეთში გამომგზავრება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხში დეტალურად გარკვევის მიზნით, გთხოვთ, გვაცნობოთ, ამ ეტაპზე, თქვენს ხელთ არსებული სტატისტიკა ქართველ პაციენტებზე, რომელთაც
სურთ მკურნალობის მიზნით თურქეთში გამომგზავრება და ასევე, მათი მოსაზრებები 22 ივნისს, ჩარტერული რეისით თურქეთში შემოსვლასთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
ეთერ ხაბელაშვილი.
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი.
0539 551 53 66.