From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : თიკო აბა ნახე
Received On : 16.06.2020 17:41

 

ქალბატონო ეკატერინე,

 

მოგახსენებთ, რომ  „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1113 მუხლის  (თ) ქვეპუნქტის თანახმად „ფარმაცევტული პროდუქტი საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით შეიძლება შემოტანილ იქნეს არაკომერციული მიზნით განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივად დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება) ჰუმანიტარული მიზნით, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისას, სამინისტროს თანხმობით“.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შესყიდული/უსასყიდლოდ მიღებული კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტსისტემებისა და რეაგენტების საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით  შემოტანის საკითხი შეთანხმდეს სამინისტროსთან წერილობითი ფორმით, შემოსავლების სამსახურთან შუამდგომლობის მიზნით.

 

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაავალოთ სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1113 მუხლის  (თ) ქვეპუნქტის შესაბამისად კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტების მიღებასთან დაკავშირებით შესაბამისი ქმედების განხორციელება და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ტესტების მიღების მიზნით შემოსავლების სამსახურში წარდგენილი შუამდგომლობის წერილების სამინისტროსთვის მოწოდება.

 

პატივისცემით,