From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები
Received On : 12.03.2020 07:34

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ფინანსები 9546 - სამინისტროს მიმდინარე წლის 11 მარტის  N01/3093 წერილის საფუძველზე. პროექტი ითვალისწინებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის N169 განკარგულებაში ცვლილების შეტანას და სამინისტროსათვის დამატებით 3.0 მლნ ლარის გამოყოფას. აღნიშნული თანხა მიმართული იქნება კორონავირუსის დაავადების წინააღმდეგ სახელმწიფოს მზადყოფნისა და პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად.
  2. ეკონომიკა 9537 - ფ/პ გიორგი თათილაშვილს მყიდველს 100 000 ლარად, საკუთრებაში გადაეცა თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარდისუბანში მდებარე 18 895 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებები, 20 ნომრის მქონე სასტუმროს რესტორანს/რესტორნებს, სასტუმროს ეზოს გამწვანებას, განათებას, არანაკლებ 20 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს) შექმნა, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
    იცვლება სახელშეკრულებო პირობები 20 ნომრის მქონე სასტუმროს აშენების ნაცვლად მყიდველმა იკისრა 48 ნომრიანი სასტუმროს აშენება, და 2 500 000  ლარის ინვესტიციის განხორციელება.
  3. ეკონომიკა 9522 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
  4. განათლება 9455 - ცვლილება შედის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, პროექტი ითვალისწინებს სქემით გათვალისწინებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას კრედიტქულების დაგროვების საკითხის დარეგულირებას.
  5. განათლება 9448 - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოს გელათის მეცნიერებათა აკადემიის ფინანსური დახმარების (475,550.00 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
  6. ფინანსები 9361 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უსასყიდლოდ გადაცემს ქონებას (21.100.00 ლარის მობილური ტელეფონები).
  7. თავდაცვა 9355 - თავდაცვის სამინისტრო 2020 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების ჩატარების მიზნით, მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  8. საგარეო 9325 - საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით გაიხსნება   ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულება ქ. რუსთავში საკონსულო ოლქით - ქვემო ქართლის და მცხეთა მთიანეთის ტერიტორია.
  9. ფინანსები 9323 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის 2013 წლის 20 აგვისტოს ხელმოწერილი ფინანსური ხელშეკრულებით „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II“-ის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
  10. ფინანსები 9322 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  სსიპ  -  შემოსავლების  სამსახურსა  და  S&P  Global  Platts-ს  შორის,  მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტების მომსახურების მიზნით, გასაფორმებელი აბონენტის გენერალური შეთანხმება.
  11. ფინანსები 9320 - 4 მეწარმე სუბიექტს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, რის საფუძველზეც ისინი გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით.        

     

     

    ხელმოსაწერი:
  1. 9427 - ხელი ეწერება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 აგვისტოს №401 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘ და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘ საქართველოს მთავრობის დადგენილების  პროექტებს.
    გრანტის გამცემად განისაზღვრება დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
  2. 9422 - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე'' საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს.
    გრანტის გამცემად განისაზღვრება დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, შესაბამისი ცვლილებები შედის დებულებაში
  3. 9545 - პროექტის მიხედვით, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიისათვის“ სარგებლობაში გადაცემული 13 ერთეული მიწის ნაკვეთის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლების მოქმდების ვადა გაიზრდება 49 წლამდე, რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების (SCPX) პროექტის განხორციელებას.  
  4. 9544 - ცვლილება შედის მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებში, რომლის მიხედვით თუ შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ მას აღმოაჩნდება სტრუქტურული ხარვეზები, აღნიშნულზე პასუხსიმგებლობა შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე დაეკისრება არქიტექტორს (არქიტექტურულ კომპანიას), კონსტრუქტორს, მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს, სამშენებლო კომპანიას ან შენობის ექსპლუატაციაში მიმღებ შესაბამის ორგანოს.
  5. 9543 - შპს „მიწათმოქმედთა ერთობას‘‘ 2014 წელს საკუთრებაში გადაეცა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე 49,9094 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქონების საბაზრო ღირებულება -  86 200 ლარი, კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები ხელშეკრულების დადებიდან 2 წლის ვადაში  არანაკლებ 150 მსხვილფეხა საქონელზე გათვლილი მეცხოველეობის ფერმის ან/და ფერმ(ებ)ის კომპლექსის მშენებლობა/აღჭურვა, სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა და ფუნქციონირების დაწყება, არანაკლებ 50 სული მსხვილფეხა საქონლის შეძენა/მოშენება და სხვა ვალდებულებები რომელიც დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის განვითარებასთან.
    პროექტი ითვალისწინებს ზემოხსენებული ვალდებულებების შესრულების ვადის გადავადებას 2021 წლის 08 ივლისის ჩათვლით და მათი შესრულების პირობით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიებას.
  6. 9535 - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  7. 9512 - შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  8. 9509 - ოზურგეთის მუნიციპალიტეტს მიეცემა შესაძლებლობა საქართველოში იაპონიის საელჩოსგან მიიღოს გრანტი (57 329 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), რომლის მეშვეობით მოხდება ნარჩენების სეპარირების პროცესის საპილოტე სამუშაოების დაწყება შავიზღვისპირა კურორტებზე და ქალაქ ოზურგეთში.
  9. 9488 - მტკიცდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმა.
  10. 9464 - მტკიცდება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 4591.00 კვ.მ. გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა.
  11. 9462 - მტკიცდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 13396.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმა.
  12. 9458 - საჩხერის მუნიციპალიტეტს გადაეცემა საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 7 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
  13. 9456 - საქართველოს  ფინანსთა  სამინისტრო  განახორციელებს კომპიუტერებისთვის სკანერების სახელმწიფო შესყიდვას.
  14. 9454 - სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში 2020 წელს დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე  პირთა  რაოდენობა განისაზღვრება 378 ერთეულით.
  15. 9451 - სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცემა თანხმობა თავის სარგებლობაში  არსებული უძრავი ქონება (მისამართი: ქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქ. N1)  მდებარე სამი ოთახი: N7ა სასწავლო აუდიტორია (41,89 კვ. მ); N16 სასწავლო აუდიტორია (61,227 კვ.მ); N20 ადმინისტრაციული ოთახი (39,694 კვ.მ.), დროებით, უსასყიდლო სარგებლობაში, თხოვების ფორმით  გადასცეს ა(ა)იპ - კოლეჯ „პრესტიჟს“ 2020 წლის პირველი მარტიდან 2020 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
  16. 9439 - სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო, განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.
  17. 9438 - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების, ფერადი მულტიფუნქციური პრინტერების, ტელევიზორების, ზეთის გამათბობლებისა და ელექტრო ჩაიდნების, 2 ცალი ყავის აპარატის  და 100 ცალი კედლის ტიპის ხელის ელექტრო საშრობის სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  18. 9436 - მტკიცდება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 2242.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა თანდართული სახით.
  19. 9434 - სსიპ - შემოსავლების სამსახური განახორციელებს სხვადასხვა ტიპის ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.
  20. 9433 - შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 47650 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რაც უზრუნველყოფს „ლახამი 1“ და „ლახამი 2“ ჰიდროელექტროსადგურების აშენებასა და ექსპლუატაციაში მიღებას.
  21. 9432 - ცვლილება შედის, სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებით წესში, რომლის მიხედვით, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირები, 2020 წლის 1 ოქტომბრის ნაცვლად, 2022 წლის 1 ოქტომბრამდე შეძლებენ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებას და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებას.
  22. 9431 - სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვებს.
  23. 9430 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) „საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - A“ და „საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - B“ დაკავშირებით ფინანსური ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადის 2023 წლის 31 დეკემბრამდე და სამუშაოების დასრულების ვადის 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევასთან  დაკავშირებით
  24. 9428 - პროექტი ითვალისწინებს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიერ 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული მიმდინარე ვალდებულების დაფინანსებას.
  25. 9425 - სიღნაღის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სოფელ ვაქირში ხუთმილა წყალთან სანიაღვრე არხის მოწყობა - რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელებას.
  26. 9424 - სიღნაღის მუნიციპალიტეტი განახორციელებს სოფელ ანაგაში „მთავარანგელოზის“ ხევის ნაპირსამაგრი, დამატებითი სამუშაოების (მეორე ეტაპი) დაფინანსებას.
  27. 9421 - შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge