From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები
Received On : 18.02.2020 07:25

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.    განათლება 5976 - მტკიცდება მუნიციპალიტეტის მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესი და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალი.

პროექტი შეთანხმდა სოციალურ სფეროს მიკუთვნებულ პოლიტიკის განმსაზღვრელ კომპეტენტურ სამსახურთან, შენიშვნები არ გააჩნია.

შეთანხმების პროცედურის რამდენჯერმე გაუვლელობის გამო, ინიციატორი უწყების მიერ პროექტი იტვირთება განმეორებით.

2.    ეკონომიკა 5947 - ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში მდებარე 6 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა და ქალაქ თბილისში, სოფელ ზემო ლისში მდებარე 21 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით,  3 696 ლარად საკუთრებაში გადაეცემა სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“, აღნიშნული ქონება, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება ელექტრომომარაგების სისტემის სრულყოფის მიზნით.          

3.    მთავრობა 5946 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდი.

4.    ეკონომიკა 5945 - შპს „ჩორდულა ჰესს“ აღნაგობის უფლებით, 49 წლის ვადით, გადაეცემა, 11 ერთეული, 38547 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რაც, სავარაუდოდ, უზრუნველყოფს ჰიდროელექტროსადგური „ჩორდულა ჰესის“ მშენებლობას და ექსპლუატაციაში მიღებას.

5.    ეკონომიკა 5942 - გაფორმდება უძრავი ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულება და შედეგად სს „ბანკი ქართუს“ საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონება, სს „ბანკი ქართუს“ საკუთრებაში არსებული, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, „დიდველზე“ მდებარე 3445.00 კვ.მ. არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1-ის (მშენებარე), სასარგებლო ფართით 1758 კვ.მ. უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.

6.    განათლება 5932 - ცვლილება შედის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულებაში, რომლის მიხედვით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის, შიდა აუდიტის დეპარტამენტის ერთ-ერთ კომპეტენციად განისაზღვრება “შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.

7.    ეკონომიკა 5929 - მტკიცდება შპს „თბილავიამშენისა“ და მისი შვილობილი საწარმოების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.  

8.    გარემო 5925 - ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო რებრედინგის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. 

9.    გარემო 5924 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, და GFA საკონსულტაციო ჯგუფი GmbH-ს შორის ,,ეკორეგიონალური კონსერვაციის პროგრამა - სამხრეთ კავკასიის რეგიონში: კავკასიაში დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა - საქართველოს“ პროექტის ფარგლებში 2014 წლის 2 აპრილს დადებული საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილება.

10. გარემო 5914 - სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს 6 ერთეული სატვირთო ავტომანქანის სახელმწიფო შესყიდვა.

11. რეგიონული 5913 - საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებაში ჩართულ მუნიციპალიტეტებს, მიეცემათ თანხმობა, ამავე პროგრამის ფარგლებში შესასყიდი სამშენებლო მასალების, სამუშაოებისა და ამ სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა, განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

12. განათლება 5884 - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოს გელათის მეცნიერებათა აკადემიის ფინანსური დახმარების (475,550.00 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.

13. ეკონომიკა 5874 - ქალაქ თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირი N49ა-ში მდებარე  შენობა-ნაგებობა: N1 - საერთო ფართით 2324 კვ.მ, N2 - საერთო ფართით 1657 კვ.მ 25 წლის ვადით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაეცემა „ა(ა)იპ საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას“, რაც სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს ჭიდაობის მიმართულებით სპორტის განვითარებას.

14. განათლება 5855 - პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრას, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილებას.

2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ მაგისტრანტებს, მიეცემათ შესაძლებლობა სწავლის დასაფინანსებლად მოიპოვონ სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი.

15. განათლება 5847 - ცვლილება შედის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, პროექტი ითვალისწინებს სქემით გათვალისწინებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას კრედიტქულების დაგროვების საკითხის დარეგულირებას.

16. გარემო 5991 - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიეცემა თანხმობა, დამხმარე და არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს 75 ერთეულით.


ხელმოსაწერი:

  1. 5966 - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - „ქართული მრავალხმიანობა“  განესაზღვრება ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
  2. 5965 - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურა (ქართული სუფრა)“  განესაზღვრება ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
  3. 5960 -2020 წლის 17-19 მარტს ქ. თბილისში გასამართი საერთაშორისო ღონისძიების ,,OECD Eurasia Week“ სათანადო დონეზე ორგანიზების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  4. 5886 - 2020 წლის 1 მარტიდან საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინება დავით დონდუას კანდიდატურა.
  5. 5842 - მტკიცდება „საქართველოს აეროპორტების სამთავრობო დარბაზებსა და გასასვლელებში ოფიციალური დელეგაციების, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და საპატიო  სტუმრების მომსახურების წესი“.

     

    კანონპროექტი:
  1. ფინანსები 5978 - „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი და მისგან გამომდინარე პაკეტი
    პროექტი არეგულირებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთა რაოდენობას, დაემატა დებულება რომელიც აწესრიგებს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს ზედამხედველობის მიმართულებით. პროექტის მიზანია ეროვნულ ბანკს მიეცეს შესაძლებლობა ეფექტურად და შეუფერხებლად განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და კიდევ უფრო ქმედითად და მოქნილად იმოქმედოს საფინანსო სექტორის, სესხის გამცემი სუბიექტის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, კაპიტალის ბაზრის ზედამხედველობის/რეგულირების და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიმართულებით.
  2. ეკონომიკა 5957 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ  „სატელეკომუნიკაციო  ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების თაობაზე“ კანონის პროექტზე და მისგან გამომდინარე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge