მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ეკონომიკა 8371 -
ფ/პ ლაშა პაპაშვილს (უფლებამონაცვლე: შპს „აღობილი“) 2009 წლის 23 დეკემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მყიდველს, საპრივატიზებო საფასურის, 1 000 ლარის, გადახდისა და ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შესრულების პირობით,
საკუთრებაში გადაეცა ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში, აღობილის დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: არაუგვიანეს 2020 წლის 29 მაისისა არანაკლებ 100 ნომრიანი დასასვენებელი
ტიპის სასტუმროს კომპლექსის მშენებლობის დასრულების, ექსპლუატაციაში მიღებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა 7 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.
პროექტის მიხედვით, სასტუმროს კომპლექსის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების საპრივატიზებო პირობა იცვლება სასტუმროს კომპლექსის შენობა-ნაგებობ(ებ)ის ე.წ. შავი კარკასის მშენებლობის დასრულებით და აღნიშნულისთვის განისაზღვრა ვადა
არაუგვიანეს 2020 წლის 31 ივლისისა;
განისაზღვრა კომპანიის მიერ არანაკლებ 7 000 000 ლარის ნაცვლად, არანაკლებ 20 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება;
განისაზღვრა შპს „აღობილის“ ვალდებულება, არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა უზრუნველყოს სასტუმროს კომპლექსის მშენებლობის დასრულება, აღჭურვა და ექსპლუატაციაში მიღება.
2. საგარეო 8379 -
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განხორციელებული საკადრო ცვლილების გათვალისწინებით, ახალი შემადგენლობით მტკიცდება
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია.
3. ეკონომიკა 8354 -
ცვლილება შედის, სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებით წესში, რომლის მიხედვით, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირები, 2020 წლის 1 ოქტომბრის ნაცვლად, 2022 წლის 1 ოქტომბრამდე შეძლებენ სანებართვო
დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებას და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებას.
4. ეკონომიკა 8352 -
ცვლილება შედის მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებში, რომლის მიხედვით თუ შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ მას აღმოაჩნდება სტრუქტურული ხარვეზები, აღნიშნულზე პასუხსიმგებლობა შესაბამისი საექსპერტო დასკვნის
საფუძველზე დაეკისრება არქიტექტორს (არქიტექტურულ კომპანიას), კონსტრუქტორს, მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს, სამშენებლო კომპანიას ან შენობის ექსპლუატაციაში მიმღებ შესაბამის ორგანოს.
5. გარემო 8306 - ნარჩენების მართვის კოდექსიდან გამომდინარე მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებები:
„ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“;
„ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
,,ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“;
„საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.
პროექტები შეთანხმებული იყო ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოსთან შენიშვნები არ გააჩნია.
6. გარემო 8305 - საჩხერის მუნიციპალიტეტს გადაეცემა საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 7 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
7. რეგიონული 8298
- სიღნაღის მუნიციპალიტეტი განახორციელებს სოფელ ანაგაში „მთავარანგელოზის“ ხევის ნაპირსამაგრი, დამატებითი სამუშაოების (მეორე ეტაპი) დაფინანსებას.
8. რეგიონული 8296 -
ოზურგეთის მუნიციპალიტეტს მიეცემა შესაძლებლობა საქართველოში იაპონიის საელჩოსგან მიიღოს გრანტი (57 329 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში), რომლის მეშვეობით მოხდება ნარჩენების სეპარირების პროცესის საპილოტე სამუშაოების დაწყება შავიზღვისპირა კურორტებზე და ქალაქ ოზურგეთში.
9. რეგიონული 8277 -
ლენტეხის მუნიციპალიტეტი განახორციელებს 2019 წელს, სტიქიის შედეგად დაზიანებული სოფელ დურაშის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას.
10. განათლება 8220 -
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე
მომხსენებლად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის - ლევან ხარატიშვილის დანიშვნას.
11. განათლება 8219 -
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო
და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის - ლევან ხარატიშვილის დანიშვნას.
12. განათლება 8216 -
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „ზოგადი განათლების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ
სხდომებზე მომხსენებლად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის - ლევან ხარატიშვილის დანიშვნას.
13. მთავრობა 8179 -
მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების წესისგან განსხვავებული წესი.
ხელმოსაწერი:
- 8389 -
საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების მიზნით, იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი,
პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ჩვენი საკითხია
- 8388 -
ხელი ეწერება სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) შორის გასაფორმებელ საგრანტო დოკუმენტს
– „საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის რეგისტრის შექმნა“ (Cervical Cancer Screening Register Development)..
ჩვენი საკითხია
- 8403 - მტკიცდება „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესი და პირობები, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადა და მისი ლეგალიზების წესი და პირობები“.
- 8402 - საერთაშორისო გამოფენა - „Expo 2020 Dubai“-ში საქართველოს მონაწილეობის მიზნით შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ხელს შეუწყობს ხსენებულ გამოფენაში ქვეყნის მონაწილეობის მაღალ დონეზე ორგანიზებას და ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო
მასშტაბით.
- 8400 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით
ვანის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადაცემს ქონებას (13 500 ლარის ღირებულების ავტომანქანა).
- 8399 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას უსასყიდლოდ გადაცემს ქონებას (22 000 ლარის ღირებულების ავტომანქანა).
- 8398 - საქართველოს სახელმწიფოს წარმოდგენილს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სახით, და შპს Vectra Investment Private Limited-ს შორის 2011 წლის 10 ნოემბერს VIIB ბლოკთან - სახელშეკრულებო ფართობთან დაკავშირებით გაფორმებული პროდუქციის
წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დამატება N3-ის პროექტი.
- 8397 - მთავრობასთან თანხმდება საქართველოს სახელმწიფოს წარმოდგენილს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სახით და Straight Oil and Gas (Adjara) LTd-ს შორის 2011 წლის 9 ნოემბერს VIII ბლოკთან - სახელშეკრულებო ფართობთან დაკავშირებით
გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დამატება N5-ის პროექტი.
- 8396 - სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრსა და ა(ა)იპ - საქართველოს სამბოს ეროვნულ ფედერაციას შორის გაფორმდება შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულება პროექტით გათვალისწინებული უძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე.
- 8395 - პროექტის მიხედვით, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა, პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების
საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.
- 8394 - მთავრობის ცნობად ინფორმაცია შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტის“ მიერ „საქართველოს მთავრობას, შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“,
სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის „ლახამი 1“ და „ლახამი 2“ ჰიდროელექტროსადგურების შესახებ 2016 წლის 19 ოქტომბერს დადებულ მემორანდუმში ცვლილებების და შესწორებების შეტანის შესახებ“ 2019 წლის 3 დეკემბრის შეთანხმების
4.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განახლებული სამშენებლო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულების დაგვიანებით შესრულების თაობაზე.
- 8393 - სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს - 115 ერთეულით.
- 8392 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით
გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას უსასყიდლოდ გადაცემს ქონებას (6 000 ლარის ღირებულების ავტომანქანა).
- 8390 - შპს "ჯორჯტრანსისთვის" სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის საჭირო მიწის სამუშაოების განხორციელების ვადა განესაზღვრება 3 წლით.
- 8387 - სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“ უზრუნველყოფს ენგურის კაშხალზე გადმოსახედი მე–3 ბაქანის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას.
- 8386 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
- 8384 - სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს ვიდეოსათვალთვალო აპარატურის (10 ცალი 16-არხიანი ვიდეო ip ჩამწერი, 90 ცალი კამერა და 10 ცალი მყარი დისკი) სახელმწიფო შესყიდვა.
- 8383 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემასა და ამორტიზებული მოძრავი ქონების ჩამოწერას.
- 8381 - პროექტის მიხედვით ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი მისთვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში გაწეული ხარჯებისა და მათი მიზნობრიობის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.
- 8380 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, განახორციელებს ამწის და გადასაზიდი მოწყობილობების და მათი ნაწილების სახელმწიფო შესყიდვას.
- 8295 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით
სიღნაღის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადაცემს ქონებას (11 500 ლარის ღირებულების ავტომანქანა).
- 8293 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით
გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას უსასყიდლოდ გადაცემს ქონებას (14 000 ლარის ღირებულების ავტომანქანა).
- 8292 - სსიპ - საფინანსო - ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 2 ცალი პრეციზიული კონდიციონერის თანმდევი მომსახურებით (დემონტაჟი/მონტაჟი/ინსტალაცია/ ექსპლუატაციაში გაშვება) სახელმწიფო შესყიდვას.
- 8289 - პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ განხორციელდება თანამშრომლებისათვის სატრენინგო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
- 8283 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 210 ერთეულით.
- 8279 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ა(ა)იპ - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიისთვის ფინანსური დახმარების (220 000 ლარით) გაწევის
მიზნით განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
- 8276 - მარტვილის მუნიციპალიტეტი მისთვის საბიუჯეტო სახსრებიდან გამოყოფილი რესურსიდან დარჩენილ ეკონომიას, ჯამში 104 630 ლარს მიმართავს 2020 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.
კანონპროექტი:
- განათლება 8313 - ,,ზოგადი განათლების შესახებ" "უმაღლესი განათლების შესახებ"
ცვლილების მიზანია, სტუდენტმა ბაკალავრის ძირითადი საგნობრივი მიმართულებით, საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების პროცესის პარალელურად შეძლოს მასწავლებლის მომზადების 1 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის გავლა, რაც უფლებას მისცემს მას, ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის
წარმატებით დასრულების შემთხვევაში, უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში - დიპლომში მიეთითოს მასწავლებლის მომზადების 1 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი საგნის სწავლების უფლების შესახებ. მაგ: ქიმიკოსი, ქიმიის მასწავლებელი. ეს იმას
ნიშნავს, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ასეთ პირებს დასჭირდებათ მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება, რადგან პროფესიული სწავლების უნარები 1 წლიანი მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უკვე დადასტურებული ექნებათ.
პროექტი მიზნად ისახავს: დაზუსტდეს სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები და აქ გათვალისწინებული იქნეს მეტი შესაძლო კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელსაც შესაძლებლობა ექნება გახდეს სპეციალური მასწავლებელი; ასევე საშუალება მისცეს მოქმედ სპეციალურ
მასწავლებლებს, სპეციალურ განათლებაში კომპეტენციები დაადასტურონ 2022 წლის 1 იანვრამდე; აგრეთვე საშუალება მისცეს 2018 წლის 10 აგვისტომდე დასაქმებულ სპეციალურ პედაგოგს/სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, აღიარებული იქნას სპეციალურ მასწავლებლად.
(ატვირთულია განმეორებით)
პატივისცემით,
ნათია
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge