მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- თავდაცვა 8586 - ცვლილება შედის იმ თანამდებობის პირთა ნუსხაში, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, პროექტის მიხედვით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში განისაზღვრება იმ თანამდებობათა ჩამონათვალი, რომელთა დაკავების შემთხვევაშიც სამინისტროს მოსამსახურეს ეძლევა უფლება ატაროს სამსახურებრივ - საშტატო იარაღი.
- ეკონომიკა 8454 - შპს „მიწათმოქმედთა ერთობას‘‘ 2014 წელს საკუთრებაში გადაეცა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე 49,9094 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქონების საბაზრო ღირებულება - 86 200 ლარი, კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები ხელშეკრულების დადებიდან 2 წლის ვადაში არანაკლებ 150 მსხვილფეხა საქონელზე გათვლილი მეცხოველეობის ფერმის ან/და ფერმ(ებ)ის კომპლექსის მშენებლობა/აღჭურვა, სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა და ფუნქციონირების დაწყება, არანაკლებ 50 სული მსხვილფეხა საქონლის შეძენა/მოშენება და სხვა ვალდებულებები რომელიც დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის განვითარებასთან.
პროექტი ითვალისწინებს ზემოხსენებული ვალდებულებების შესრულების ვადის გადავადებას 2021 წლის 08 ივლისის ჩათვლით და მათი შესრულების პირობით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიებას. - ფინანსები 8451 - სსიპ შემოსავლების სამსახურში 2020 წლისთვის დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 597 ერთეულით.
- მთავრობა 8447 - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების, ფერადი მულტიფუნქციური პრინტერების, ტელევიზორების, ზეთის გამათბობლებისა და ელექტრო ჩაიდნების, 2 ცალი ყავის აპარატის და 100 ცალი კედლის ტიპის ხელის ელექტრო საშრობის სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- მთავრობა 8440 - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრში ,,საქპატენტში“ დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 28 ერთეულით.
- მთავრობა 8437 - ცვლილება შედის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ დებულებაში, რომლის მიხედვით, ახლებურად ყალიბდება საქპატენტის ფუნქციები და სტრუქტურა.
- რეგიონული 8627 - მტკიცდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 13396.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმა.
- ფინანსები 8595 - სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და 25 გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდება საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლითაც აღნიშნულ გადასახადის გადამხდელებს შეუმცირდებათ საგადასახადო დავალიანების ოდენობა.
1. შპს "ხარფუხი 96" (ს/ნ 203836180)
2. ფ.პ თორნიკე ხარჩილავა (პ/ნ 51001000281)
3. ფ.პ ალექსანდრე კობახიძე (პ/ნ 58001028066)
4. ი/მ "გიგა ლაგვილავა" (ს/ნ 19001003620)
5. ფ.პ ვიტენის რასუტის (პ/ნ 105199687)
6. შპს "ჯიპა" (ს/ნ 406147833)
7. ი/მ "ნათია ბარბაქაძე" (ს/ნ 01030049394)
8. სპს "შალვა ბერეკაშვილი და მურმან კიკვაძე" (ს/ნ 219624280)
9. ი/მ "ნინო მამსირაშვილი" (ს/ნ 01020004851)
10. ფ.პ "გვანცა შალამბერიძე" (ს/ნ 62003015934
11. ფ.პ ლევანი გვასალია (პ/ნ 39001032028)
12. ი/მ "ელენე გოქაძე" (ს/ნ 10001033899)
13. სს "თბილქიმფარმი" (ს/ნ 206025736)
14. ი/მ "არკადი არღვლიანი" (ს/ნ 30001004769)
15. შპს "ევრობილდი" (ს/ნ 419983780)
16. ფ.პ ტრისტან ბარნაბიშვილი (პ/ნ 40001021067)
17. ი/მ "იოსები კობიაშვილი" (ს/ნ 20001017878)
18. ი/მ "ზაზა აფრიამაშვილი" (ს/ნ 47001003666)
19. ი/მ "რევაზ ფევაძე (ს/ნ 42001009964)
20. სს "გომის სპირტის და არყის კომპანია" (ს/ნ 243855958)
21. შპს "აკა ენერჯი" (ს/ნ 231289511)
22. შპს "დ.დ.დ" (ს/ნ 205106561)
23. ი/მ "ხვთისო ოდიშვილი" (ს/ნ 01020005835)
24. შპს "ლასდილი" (ს/ნ 405185099)
25. შპს "ცერერა" (ს/ნ 220355835)
ხელმოსაწერი:
- 8620 - ცვლილება შედის ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესსა და პირობებში, რომლის მიხედვით, საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომი, რომელიც მდებარეობს სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არაუმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე და ჩართულია ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში, უნდა აკმაყოფილებდეს ამ რეგლამენტის №6 დანართით დადგენილ პარამეტრებს.
- 8619 - პროექტის მიხედვით, საქართველოს იმ მოქალაქის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის, რომელზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა განისაზღვრება 20 000 ლარით.
პროექტი შეთანხმდა დევნილთა პოლიტიკის სამმართველოსთან, შენიშვნები არ გააჩნია. - 8580 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქედელის დასახლებაში არსებული 507 კვ.მ., 2164 კვ.მ. და 388 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (წინამდებარე განკარგულების პროექტზე თანდართული კოორდინატების შესაბამისად), რომლებიც შემდგომში სარგებლობის უფლებით გადაეცემა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წმინდა ნინოს წყაროსთან არსებული გზის ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით რეაბილიტაციის მიზნით.
- 8543 - ი/მ ეკატერინე აბრამიას (უფლებამონაცვლე: შპს „გრინპაკი“) 2014 წელს, კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცა: ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში მე-13 კილომეტრზე (ნაკვ. 14/579) არსებული 2587 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1-2 შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 385.09 კვ.მ. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე ქაღალდისა და არამოქსოვილი მასალისაგან შესაფუთი და ერთჯერადი მოხმარების პროდუქციის საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება, ამ მიზნით, არანაკლებ 1 416 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები, კომპანია უზრუნველყოფს საწარმოს წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნებას, ზემოხსენებული ვალდებულებების შესრულების პირობით კომპანია გათავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დასაკისრებელი/დაკისრებული პირგასამტეხლოსგან. - 8536 - განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განისაზღვრა სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მეურვეობისა და მზრუნველობის მიმართულებებით. შესაბამისად, ხდება ცვლილების ასახვა ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფციაზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში.
- 8533 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2018 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
- 8524 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამისთვის“ დამატებითი დაფინანსების მოზიდვის მიზნით.
- 8469 - საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრ ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტის უზბეკეთის რესპუბლიკიდან საქართველოში გადმოსვენების დაგეგმვის მიზნით იქმნება სამთავრობო კომისია.
- 8449 - წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს წინადადება 2020 წლის 1 მაისიდან დავით ჯალაღანიას შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
კანონპროექტი:
- 8513 - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონების ცვლილების პროექტები -
პროექტის მიზანია კანონმდებლობაში არსებული ტერმინები შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან.“ - 8509 - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა
- საკანონმდებლო ინიციატივის ძირითადი არსია საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება კორუფციასთან ბრძოლის სფეროში -ანტიკორუფციული დროებითი კომისიის ჩამოყალიბებით, რომ დროებითი ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია პარიტეტულ საწყისებზე ფორმირდებოდეს და მას არ მართავდეს საპარლამენტო უმრავლესობა, რათა არ იქცეს კიდევ ერთ ფორმალურ სტრუქტურად.
პატივისცემით,
ნათია
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge