From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : Fwd: ელ. მთავრობის საკითხები 24.02.20
Received On : 24.02.2020 09:22

   მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.     განათლება 6813 - პროექტის მიხედვით, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა, პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.

2.     ეკონომიკა 6781 - სსიპსაქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს საქართველოში, კერძოდ ანაკლიაში 2020 წლის 20-23 აგვისტოს გასამართი ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების „ANAKLIA ECHOWAVES“-ს  განხორციელებას პროექტ „Check in Georgia“-ს ფარგლებში.

უქმდება სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვალდებულება წინანდლის ფესტივალის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

3.       ეკონომიკა 6779 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2020 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მისთვის გამოყოფილი 2020 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

4.     ეკონომიკა 6778 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და შპს „ბიჯი თრეიდს“ შორის „შევაბური“ ჰესის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დასადები ხელშეკრულების პროექტი.

5.     ეკონომიკა 6773 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კონფერენციის ჩასატარებლად საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

6.     რეგიონული 6737 - მტკიცდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმა თანდართული სახით.

7.     განათლება 6719 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

8.     რეგიონული 6713 - მტკიცდება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 2242.00 კვ. გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა თანდართული სახით.

9.     გარემო 6700 - ცვლილება შედის „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამაში, პროგრამას დაემატა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი.

10.   ეკონომიკა 6674 - შპს „ივერია პალასს“ 2018 წელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით, მყიდველს საკუთრებაში გადაეცა: ქ. წყალტუბოში, 26 მაისის ქ. №1-ში მდებარე 21770.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობები, კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: არაუგვიანეს 2018 წლის 5 ივლისისა, საპრივატიზებო თანხის 500 000 ლარის;  არაუგვიანეს 2021 წლის 7 ივნისისა, ქონებაზე ან მის ნაწილზე პირადად ან მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, უზრუნველყოს არანაკლებ 130 - ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის სამორინეს, საკონფერენციო დარბაზ(ებ)ს, რესტორანს/რესტორნებს) მშენებლობა, რეკონსტრუქცია, ექსპლუატაციაში მიღება, აღჭურვა, ფუნქციონირების დაწყება, სასტუმროს ეზოს კეთილმოწყობა.

იცვლება სახელშეკრულებო პირობები, კეძოდ სასტუმრო კომპლექსის შექმნის ვალდებულების შესრულებისთვის განსაზღვრული 36 თვიანი ვადა იზრდება, 2023 წლის 1 აგვისტომდე.  იზრდება ინვესტიციის მოცულობის 20 000 000 ლარამდე.

11.   ეკონომიკა 6650 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის 2011 წლის 23 დეკემბერს გაფორმებულ მემორანდუმსა და „ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ“ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის 2011 წლის 23 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გასაფორმებელი N14 კომპლექსური შეთანხმება.

12.   შსს 6614 -  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს სხვადასხვა სახის ავეჯისა და სეიფების სახელმწიფო შესყიდვას.

13.   განათლება 6612 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ა(ა)იპ - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება (სპორტის სფეროს თაობაზე), აგრეთვე თანხმობა უნდა იქნეს გაცემული თავად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გრანტის მიმღებებზე (უკვე მხოლოდ სპორტის სფეროს ბენეფიციარ ფიზიკურ პირებზე) თანხების გაცემის შესახებ.

14.  შსს 6581 - ინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების, ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

15.  ფინანსები 6570 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო წმინდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ქონებას (3,958.00 ლარის ღირებულების წიწვოვანი ხე-მასალას).

16.  ფინანსები 6495 - შპს „გამას“მიენიჭება ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი, რის საფუძველზეც იგი გათავისუფლდება დღგ-ის გადასახადისაგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

17.  ეკონომიკა 6487 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

18.  მთავრობა 6484 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენები პირების დანიშას.

19.  რეგიონული 6482 - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი განახორციელებს მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციის, სახიდე გადასასვლელების მოწყობის და სახიდე გადასასვლელების სათავისების სარეაბილიტაციო  სამუშაოების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვას.

20.   ფინანსები 6447 - „საჯარო ადმინისტრირების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” პროექტის ფარგლებში გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში (UNDP) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტი/ხელშეკრულება.

21.  განათლება 6434 - სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრსა და ა(ა)იპ - საქართველოს სამბოს ეროვნულ ფედერაციას შორის გაფორმდება შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულება პროექტით გათვალისწინებული უძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე.

22.  რეგიონული 6384 - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი განახორციელებს მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციის, სახიდე გადასასვლელების მოწყობის და სახიდე გადასასვლელების სათავისების სარეაბილიტაციო  სამუშაოების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვას.

23.  რეგიონული 6381 - ლენტეხის მუნიციპალიტეტი განახორციელებს  2019 წელს, სტიქიის შედეგად დაზიანებული სოფელ დურაშის  ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას.

24.  გარემო 6367 - სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე გამოეყოფა მიჩენილი უბანი და მიეცემა შესაძლებლობა, განახორციელოს შესაბამისი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც მნიშვნელოვანად გააუმჯობესებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ინტეგრირებულ მართვას.

25.  რეგიონული  6364 - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა - რეაბილიტაციისათვის საჭირო ასფალტისა და ბეტონის საფარის, ასევე, ქვაფენილის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

26.  იუსტიცია 6350 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული 6 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდების შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან.

27.   ფინანსები 6295 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს ჩინურ მხარეს ა(ა)იპ მედიაკადემია-ს საჭირო ტექნიკით აღჭურვისთვის დაფინანსების მიზნით.

28.   გარემო 6294 - ზესტაფონის მუნიციპალიტეტს გადაეცემა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 7 და ტურის 10 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.

29.   სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 6263 - მთავრობასთან თანხმდება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ა(ა)იპ - მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის  შორის  დასადები საგრანტო ხელშეკრულება.

30.   რეგიონული 6244 - მტკიცდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 13396.00 კვ. გეგმარებითი არეალის კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმა.

31.  განათლება 6208 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიეცემა თანხმობა, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნება გაზარდოს  212 460 ლარის ოდენობით მის მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს მოწესრიგების მიზნით.

32.  რეგიონული 6196 - ონის მუნიციპალიტეტი განახორციელებს ქ. ონში, არსებული სპორტული კომპლექსის ექსპლუატაციისათვის საჭირო დამატებით სამუშაოებს.

33.  მთავრობა 6185 - ცვლილება შედის სსიპ -  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დასაქმებული, საექსპერტო კვლევაში მონაწილე ცალკეული პირების შრომის ანაზღაურების გაანგარიშების წესში.

34.  მთავრობა 6183 - სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს  მიეცემა თანხმობა, დაადგინოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ცალკეული პირების თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების საგამონაკლისო წესი.

35.  გარემო 6137 - მთავრობასთან თანხმდება, დაცული ტერიტორიების  სააგენტოს 2020  წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

 

 

ხელმოსაწერი:

1.       6685 -

სსიპ − შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე  სსიპ − კულტურის ეროვნული ფონდის შექმნისათვის საჭირო  კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ვადა ნაცვლად 2019 წლის 1 აგვისტოდან  2019  წლის  1 ოქტომბრამდე, განისაზღვრება  2019 წლის 1 აგვისტოდან  2020 წლის  1 მარტამდე

2.     6682 - ცვლილება შედის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულებაშ, რომლის თანახმად, კულტურის ეროვნული ფონდი 2020 წლის 1 მარტიდან აისახება სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირად.

3.       6665 - 2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატობის მსურველებისთვის განაცხადების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2020 წლის 6 მარტი.

4.       6663 - გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (განვითარების პოლიტიკის ღონისძიება ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობისთვის)“ ტექსტის მიღების მიზნით.

5.       6654 - მთავრობის ცნობად, საქართველოს მთავრობას, შპს „ნიუ ტექნოლოჯი 2014“-სა და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის „ხრამი ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე 2018 წლის 6 ივნისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, საინვესტიციო დანახარჯის განსაზღვრის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარსადგენი აუდიტორული დასკვნის მოსამზადებლად აუდიტორული ფირმის შერჩევა მოხდება წარდგენილი სიიდან.

 

პატივისცემით,  

ნათია