From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>
Subject : ეკონომიკის ინიციატივა კორონას განკარგულებაში ცვლილებაზე
Received On : 09.03.2020 05:14

ქნ თამუნა, კოლეგებო, 


გიგზავნით ეკონომიკის ინიციატივას (8851) იტალიასთან დაკავშირებით, როგორც მოვილაპარაკეთ იმათმა ატვირთეს ეს ნაწილი: 



‘’საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების  და ახალი კორონავირუსით  გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ‘’საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების  და ახალი კორონავირუსით  გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164  განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება   და განკარგულების დანართის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ,  თავის სისტემაში შემავალი სხვა შესაბამისი სტრუქტურების მეშვეობით, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს:

ა) კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება ტურიზმის  ინდუსტრიაში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის;

ბ) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო  რეისების დროებითი შეწყვეტა;  ირანის  ისლამურ რესპუბლიკასთან  პირდაპირი საერთაშორისო რეისების  დროებით შეწყვეტა 2020 წლის 23 თებერვლიდან; იტალიის რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებით შეწყვეტა 2020 წლის 6 მარტიდან, ადგილობრივი დროით 16:00 საათიდან.  შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ ფრენებზე, რომლის დროსაც აღნიშნული ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა შესაძლებელია, გადახედილ იქნეს ეპიდსიტუაციის რისკის გათვალისწინებით, სამინისტროს მითითების შესაბამისად.“.




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge