| From : | Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | დისტანციური მუსაობა |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 06.05.2020 12:58 |
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
დისტანციური მუშაობის რეჟიმის მონიტორინგის შედეგების თაობაზე
22 აპრილი - 5 მაისი
შიდა აუდიტის დეპარტამენტი აგრძელებს მინისტრის 2020 წლის 17 მარტის N01-105/ო ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრულ, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე მყოფ სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საქმიანობაზე ზედამხედველობას. როგორც მოგეხსენებათ, ზედამხედველობა ხორციელდება თანამშრომელთა ელექტრონულ მისამართებზე შეტყობინებების გაგზავნითა და პასუხის დაბრუნების მოთხოვნით, რომლითაც ფასდება თანამშრომელთა მზაობა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისადმი.
მიღებული შედეგების ანალიზი გვაჩვენებს, რომ გაზრდილია სისტემაში უკუკავშირის მაჩვენებლები და ამ მხრივ ყველაზე ეფექტური კომუნკაცია ხორციელდება სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სსიპ-დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებთან, რომელთაგან მიღებული პასუხების მაჩვენებლები საანგარიშო პერიოდში მერყეობდა 80-92% ფარგლებში.
ასევე, დადებითი დინამიკა ფიქსირდება შემდეგი იურიდიული პირების თანამშრომლებთან მიმართებაშიც:
სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალური აპარატი - 76-80%.
სსიპ- სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო - 77-78%;
სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო - 70-76%.
შედარებით გართულებულია უკუკავშირის დამყარება სსიპ-სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და სსიპ-ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან, რომელთაგან მიღებული საპასუხო მეილების წილი 45-56%-ის ფარგლებში მერყეობს.
ყველაზე ცუდი კომუნიკაცია კი კვლავ ფიქსირდება სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის თანამშრომლებთან, სადაც უკუკავშირი ვერ მყარდება შემთხვევათა 58-61%-ში.
შიდა აუდიტის დეპარტამენტი აგრძელებს მონიტორინგს, რომლის შედეგებსაც პერიოდულად წარმოგიდგენთ.