From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : დევნილების სსიპ-ის წინასწარი თანხმობა
Received On : 19.02.2020 05:32

 წარმოდგენილი განკარგულების პროექტი ეხება სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის N650 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს წინასწარი თანხმობა, სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 20 მაისის N14-19/ო ბრძანებით დამტკიცებული ,,განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ (შემდგომში - საგრანტო პროგრამა) ფარგლებში შეისყიდოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის (შემდგომში - დევნილთა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა - მინი ტრაქტორი 11 ერთეულის ოდენობით (CPV კოდი 16700000) და მოტობლოკი (გუთანითა და ფრეზით) 2 ერთეულის ოდენობით (CPV კოდი 16100000) 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის ამ მიზნით გამოყოფილი (პროგრამული კოდი: 27 06 05) ასიგნებების ფარგლებში.

 

           საქართველოს მთავრობის  2018 წლის 15 თებერვლის N404 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის“ თანახმად, სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2019 წელს დაიწყო „განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ განხორციელება, რომლის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ გათვალისწინებული „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის“ პროცედურის (შემდგომში - სოფლად სახლის პროგრამა)  ბენეფიციარები ინტეგრაციის მიზნით მიიღებენ მხარდაჭერას სასოფლო-სამეურნეო და სურსათის წარმოება/გადამუშავების მიმართულებით. კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით პროგრამის ბენეფიციარი მოთხოვნის შესაბამისად მიიღებს მინი ტრაქტორს 13 500 ლარის ღირებულების ფარგლებში, მოტობლოკს ძირითადი იმპლემენტებით (გუთანი, ფრეზი) 3 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ან მრავალწლიანი კულტურებს 5 000 ლარის ღირებულების ფარგლებში. ასევე, მიიღებენ სურსათის წარმოება/გადამუშავების მიზნით საჭირო ინვენტარს 7 500 ლარის ღირებულების ფარგლებში. განსახლების პროგრამის წარმატებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალ საცხოვრებელ ადგილზე დევნილთა ინტეგრაციის დონეს. ინტეგრაციას კი, ხელს უწყობს სტაბილური შემოსავალი, დასაქმება, საარსებო წყაროებზე წვდომა და სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობა. საგრანტო პროგრამის პროექტის შემუშავებამდე, სააგენტომ განახორციელა „სოფლად სახლის პროგრამის“ ბენეფიციართა საჭიროების კვლევა. შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ კვლევაში მონაწილე დევნილთა 34,4% სოციალურად დაუცველია; გამოკითხულთა 6,3%-ს აქვს შეზღუდული შესაძლებლობები; 6.3% ფლობს სხვა ტიპის სოციალურ სტატუსს. უკიდურესად მოწყვლადი დევნილები არსებული ფსიქო-სოციალური გარემოებების გათვალისწინებით უფრო მეტად საჭიროებენ ხელშეწყობას.  შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ განსახლებულ დევნილებს ესაჭიროებათ ფინანსური მხარდაჭერა, რათა გაიუმჯობესონ საარსებო მდგომარეობა. პრიორიტეტულ მიმართულებებად დასახელდა სოფლის მეურნეობა და სურსათის გადამუშავება. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გამოკითხულ დევნილთა 28% თვლის, რომ ესაჭიროება კულტივატორის/მინი ტრაქტორის შეძენა; 16%-ს დახმარება სჭირდება სურსათის პროდუქტების გადამამუშავებელი ტექნიკის შეძენით; 10%-ს ესაჭიროება მრავალწლიანი კულტურები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგრანტო პროგრამის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს განსახლებული დევნილების ინტეგრაციისა და საარსებო წყაროების გაუმჯობესებისათვის.

 

          აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს გამარჯვებულები გამოვლენილი იქნა სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 20 მაისის N14-19/ო ბრძანების მე-3 პუნქტით შექმნილი საგრანტო კომისიის მიერ. პროგრამის ბიუჯეტის გათვალისწინებით გამოვლენილი იქნა 14 გამარჯვებული, საიდანაც 11 პირმა უნდა მიიღოს მინი ტრაქტორი, 2 პირმა - მოტობლოკი ძირითადი იმპლიმენტებით და 1 პირმა სურსათის გადამუშავება/წარმოებისთვის საჭირო ინვენტარი.

 

         საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის N487 დადგენილების საფუძველზე, შეიქმნა სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, რომელიც განისაზღვრა სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფლებამონაცვლედ. შესაბამისად, საგრანტო პროგრამის ფარგლებში შესყიდვებს უზრუნველყოფს სააგენტო. შესყიდვები განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვისა და ელექტრონული ტენდერის გზით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 11 მინი ტრაქტორისა (CPV 16700000) და 2 მოტობლოკის ძირითადი იმპლიმენტებით (გუთანი, ფრეზი) (CPV კოდი 16100000) ელექტრონული საშუალებით შესაძენად, „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის N650 დადგენილების თანახმად, საჭიროა საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა.

        აღნიშნული შესყიდვის განხორციელების მიზნით ჩატარდა შესაბამისი ბაზრის კვლევის პროცედურები. ბაზრის კლვევის პროცედურაში მონაწილეობა მიიღო და წინადადებები წარმოადგინა თითოეულ CPV კოდზე მხოლოდ სამმა მომწოდებელმა (იხ. დანართი). კერძოდ, მინი ტრაქტორი (CPV 16700000):

  1. შპს „აგოტექნიკა 2016“ -ის მიერ ბაზრის კვლევის პროცედურაში შემოთავაზებული ფასია 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარი.
  2. ი/მ „დავით ჭანტურიძის“ მიერ ბაზრის კვლევის პროცედურაში შემოთავაზებული ფასია 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარი.
  3. შპს „ტექნო გორის“ მიერ ბაზრის კვლევის პროცედურაში შემოთავაზებული ფასია 13 500 (ცამეტი ათას ხუთასი) ლარი.

მოტობლოკი ძირითადი იმპლიმენტებით (გუთანი, ფრეზი) (CPV კოდი 16100000):

  1. შპს „ბაუმას“ მიერ ბაზრის კვლევის პროცედურაში შემოთავაზებული ფასია 2 350 (ორი ათას სამას ორმოცდაათი) ლარი.
  2. შპს „როიალის“ მიერ ბაზრის კვლევის პროცედურაში შემოთავაზებული ფასია 2 470 (ორი ათას ოთხას სამოცდაათი) ლარი.
  3. შპს „დამის“ მიერ ბაზრის კვლევის პროცედურაში შემოთავაზებული ფასია 2 480 (ორი ათას ოთხას ოთხმოცი) ლარი.

        ამასთან, ზემოთ წარმოდგენილი ფასებიდან ერთეულის საუკეთესო ფასების შეჯამებით  11 მინი ტრაქტორისა და 2 მოტობლოკის ძირითადი იმპლიმენტებით შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 153 200 ლარი.




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge