From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : ბატონი ვოლსკის წერილზე პასუხი
Cc : Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 09.03.2020 10:40

მოგესალმებით, ქალბატონო ეკატერინე!

ცნობილია თქვენი დაკავებულობის ამბები კორონავირუსთან დაკავშირებით და ვცდილობთ ნაკლებად შეგაწუხოთ, მაგრამ არის საკითხები, რომლებსაც დროულად უნდა გაეცეს პასუხები. ამ შემთხვევაში, ჩვენ მიერ ატვირთულია მოხსენებითი ბარათი, რომელიც შეეხება ბატონი გია ვოლსკის მიერ გამოგზავნილ წერილს.

საკითხი შესწავლილია ბოლომდე. რეკომენდაციებზე, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, როდესაც ვწერთ, რომ უზრუნველვყოფთ ბატონი ვოლსკის ინფორმირებასო, ვგულისხმობთ გასაგზავნი წერილის მომზადებას, მაგრამ რამდენადაც წერილის ადრესატი ბრძანდებოდით თქვენ, გვაქვს ორი შესაძლო ვარიანტი - ან თქვენი ხელმოწერით, ან ქალბატონი თამარ გაბუნიას ხელმოწერით უნდა გაიგზავნოს საპასუხო წერილი. ჩვენი ხელმოწერით იერარქია არ იქნება დაცული.

გთხოვთ, თქვენ მითითებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მადლობა


ატივისცემით, კახაბერ ძიმისტარიშვილი
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი
ტელ. 2510036 (09 00)