| From : | Rurua, Tamar LN (GEO) <tamar.rurua2.ln@mail.mil> |
| To : | mnikoleishvili@moh.gov.ge; tkhardziani@moh.gov.ge; tikhardziani@gmail.com |
| Subject : | ბავშვთა სახლისთვის განკუთვნილი შენობის გადაცემის ცერემონია |
| Received On : | 29.05.2020 12:47 |
| Attachments : |
თიკო, მაია გამარჯობა,
როგორც მაიასთან ოთხშაბათს სატელეფონო საუბარში აღვნიშნე, თბილისის მერიისგან საბოლოოდ მივიღეთ ბავშვთა სახლის შენობაზე (small group home) ნებართვა. ამისათვის უდიდესი მადლობა თქვენ და თქვენს გუნდს, განსაკუთრებით ილია ცინცაძეს, რომელიც მთელი ამ პროცესის განმავლობაში სამშენებლო კომპანიას ეხმარებოდა. იმედს ვიტოვებთ, რომ ასეთივე წარმატებით შევძლებთ მომავალში თანამშრომლობის გაგრძელებას.
რაც შეეხება შენობის ჯანდაცვის სამინისტროსთვის ფორმალურად გადაცემას, საელჩოსთვის და კონკრეტულად კი ჩვენი ოფისისთვის პროექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ვაპირებთ გადაცემის სიმბოლური ცერემონიის ორგანიზებას საქართველოში აშშ-ს ელჩის - ქალბატონი კელი დეგნანის მონაწილეობით მიმდინარე წლის 26 ივნისს. აშშ-ს საელჩოს მხრიდან წარმომადგენლობის დონის გათვალისწინებით, სასურველი იქნება, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, ცერემონიაში ჯანდაცვის მინისტრის - ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძის მონაწილეობაც. ამის შესახებ ასევე ვესაუბრე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელს და იმედს ვიქონიებთ, რომ მათი ჩართულობითა და მათთან კოორდინაციით შევძლებთ ამ ღონისძიების დაგეგმვას.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით,
თამარი
Tamar Rurua
Humanitarian Assistance Program Manager
Office of Defense Cooperation, Bilateral Affairs Office
US Embassy Tbilisi, Georgia
Office: +995 322 91 14 73 (ext. 100)
Cell: +995 595 42 61 63; +995 557 26 75 05