From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : აშშ-ის ელჩის ვიზიტის პროგრამა, 17 ივლისი
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 14.07.2020 10:31
Attachments :

 

 

ქალბატონო ეკა,

 

გიზიარებთ აშშ-ის ელჩის 17 ივლისის ვიზიტის პროგრამას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კამპუსში, რომელიც შემოგვთავაზა და დაადასტურა საელჩომ.

 

 

09:10                     ელჩი დეგნანის (საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, ვიანობა და რაოდენობა დგინდება) შემოსვლა ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში

 

09:15                 ელჩის შეხვედრა WRAIR - ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელობასთან (მე-5 სართული)

 

10:00                 ელჩის შეხვედრა  ჯანმრთელობის მინისტრთან და ცენტრის გენერალურ დირექტორთან (მე-7 სართულის სათათბირო ოთახი), ასევე სამინისტროსა და ცენტრის წარმომადგენლებთან.  დირექტორი წარადგენს მოკლე პრეზენტაციას ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარების შესახებ და აშშ-ს როლს ამ პროცესში.    

 

10:30                 გადახედვა მე-7 სართულის ტერასიდან; ელჩის დელეგაცია და დკსჯეცის ხელმძღვანელობა ჩავა მე-3 სართულზე EOC (Emergency Operational Center) დასათვალიერებლად; შემდეგ პირველ სართულზე დიდ საკონფერენციო დარბაზში (WRAIR-ის ღონისძიებაზე დასასწრებად)

 

10:35                 ცერემონიის დაწყება

 

11:20                 პრესასთან კომენტარები (ელჩი, მინისტრი, დირექტორი)

 

11:40                ლუგარის ცენტრში გადასვლა უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვით

 

11:50                ლუგარის ცენტრში ტური (შესაძლოა მოკლე პრეზენტაცია გაიმართოს)

12:50               ლუგარის ცენტრიდან სტუმრების გასვლა

 

დღის წესრიგში დროში ± 5 – 7 წუთიანი გადაცდენა დასაშვებია.

 

აქვე ვურთავ WRAIR-ის ღონისძიების მოკლე მონახაზს: 17 ივლისს გაიმართება სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის 2 ქართველი სტუდენტის სტაჟირების დამამთავრებელი ცერემონია, რომელსაც ორგანიზებას უკეთებეს უოლტერ რიდის ინსტიტუტი.

WRAIR უკვე მესამე წელია წარმატებით მხარს უჭერს და ახორციელებს ზემოაღნიშნული უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა სტაჟირებას ლუგარის ცენტრის ბაზაზე. მემორანდუმის თანახმად,  უოლტერ რიდის ისტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის ბაკალავრიატის (ბიოქიმიის) სტუდენტებს სთვაზობს 3 კვირიანი სტაჟირების პროგრამას კლინიკური მიკრობიოლოგიური კვლევების მიმართულებით. სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ და შეისწავლონ თანამედროვე მიდგომები და მეთოდები. აღნიშნული 3 კვირის განმავლობაში, უოლტერ რიდის ინსტიტუტის გამოცდილი მეცნიერების მეთავალყურეობის ქვეშ სტუდენტები მუშაობენ კონკრეტულ პროექტზე/კვლევაზე და სტაჟირების ბოლოს მართავენ პრეზენტაციას, რომელშიც წარადგენენ კვლევის შედეგებს.   

 

 

 

პატივისცემით,

 

ამირანი

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198

ტელ.: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3