| From : | Tamar Shalamberidze <tshalamberidze@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge> |
| Subject : | ამბულატორიების აღჭურვის თაობაზე – ტელემედიცინა, სამედიცინო ინვენტარი, საოფისე ავეჯი, |
| Cc : | Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge> |
| Received On : | 27.07.2020 16:24 |
მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ „სოფლის ექიმის“ კომპონენტით განსაზღვრული ამბულატორიული მომსახურების უზრუნველსაყოფად, დაგვევალა (სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 24 ივლისის N12/2291 წერილი) რიგი დასახელების სამედიცინო აპარატურის, მათ შორის ტელემედიცინის შესაბამისი ინვენტარის, საოფისე ავეჯის და სამედცინო დანიშნულების საგნების შესყიდვა.
ვინაიდან, შესყიდვის პროცედურების დაწყებამდე მნიშვნელოვანია ბაზრის კვლევის პროცედურების განხორციელება, შესყიდვების სამმართველოს მიერ, დამუშავდა ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და წარმოდგენილი ტექნიკური დავალებისა და ოდენობების შესაბამისად დაიწყო ბაზრის კვლევის პროცედურები. შეთავაზება დაეგზავნა ჯამში 56 ორგანიზაციას და წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადად განესაზღვრათ 2020 წლის 6 აგვისტო.
შესყიდვის პროცედურების დაწყებამდე, ცენტრის მიერ დასაზუტებელია რამდენიმე პოზიციის ტექნიკური დავალება. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა ცენტრის ხელმძღვანელობას და ეთხოვა დაზუტებული დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბაზრის კვლევის ანგარიშს და შემდგომ პროცესებზე ინფორმაციას მოგაწვდით დამატებით.
ღრმა პატივისცემით,
თამარ შალამბერიძე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
შესყიდვების სამმართველო