| From : | Natela Zurabishvili <nzurabishvili@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Subject : | ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მიერ შესრულებული მუშაობის ანგარიში |
| Cc : | Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge> |
| Received On : | 30.05.2020 07:38 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
ქალბატონო თინათინ,
წარმოგიდგენთ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის დასრულებიდან, 2019 წლის 22 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 მაისის ჩათვლით პერიოდში, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მიერ შესრულებული მუშაობის ანგარიშს:
კერძოდ,
სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე, ცენტრალური აპარატიდან გათავისუფლდა 51 პროფესიული საჯარო მოხელე, რომლებიც ჩაიცხულ იქნენ 2 წლის ვადით მოხელეთა რეზერვში, ხოლო დაინიშნა/გადაყვანილ იქნა თანამდებობაზე 120 პროფესიული საჯარო მოხელე. აღნიშნული ინფორმაცია გაეგზავნა საჯარო სამსახურის ბიუროს.
საანგარიშო პერიოდში სამმართველოში მომზადდა:
ა) სხვადასხვა ხასიათის 1075 ბრძანება;
ბ) შრომითი ხელშეკრულება/შეთანხმება - 386.
გ) განხორციელდა 125 პროფესიულ საჯარო მოხელეთა თვითშეფასება და საბოლოო შეფასება;
განხორციელდა და მომზადდა 130 პროფესიული საჯარო მოხელის 2020 წლის შეფასების შეთანხმება.
დ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სამინისტროს სისტემაში (სსიპ-ების ხელმძღვანელები) გამოცხადდა 19 კონკურსი, აქედან:
დახურული კონკურსი - 4;
ღია კონკურსი - 9;
გამარტივებული კონკურსი - 6.
სულ შემოვიდა 583 განაცხადი, მათ შორის:
დახურული კონკურსზე - 40;
ღია კონკურსზე - 301;
გამარტივებულ კონკურსზე -242.
კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა 42 კონკურსანტი, აქედან
დახურული კონკურსზე - 6;
ღია კონკურსზე - 20;
გამარტივებულ კონკურსზე -16.
აღნიშნული კონკურსებიდან დასანიშნად წარდგენილ იქნა და დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე 15 პირი.
ასევე, შეწყვეტილ იქნა 1 გამარტივებული კონკურსი, ხოლო ჩაშლილად გამოცხადდა 3 დახურული კონკურსი.
ე) მომზადდა სამინისტროს სისტემაში თანამშრომელთა დანიშვნა/გათავისუფლების 203 შეთანხმება;
ვ) მომზადდა და გაიცა 44 საჯარო ინფორმაცია;
ზ) მომზადდა სამსახურებრივი მდგომარეობის შესახებ (დეტალურად) - 43 ცნობა;
საუკეთესო სურვილებით,
ნათელა ზურაბიშვილი
ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: + 995 577 987 117