From : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : Re: Reorganization-Department of Health
Cc : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
Received On : 06.08.2019 21:14
Attachments :

მადლობა ქალბატონო თამარ.
აუცილებლათ გავიაროთ.



Отправлено с iPhone

6 авг. 2019 г., в 22:18, Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> написал(а):

ბატონო ზაზა

მინისტრის 24 ივლისის ბრძანების შესაბამისად წარმოგიდგენთ წინადადებებს ჯანდაცვის დეპარტამენტის რეორგანიზაციის თაობაზე, მისი ფუნქციური ეფექტურობის გაზრდის მიზნით. საჭიროებისამებრ, მოხარული ვიქნები გავაგრძელოთ მსჯელობა სამუშაო რეჟიმში.  

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

Deputy Minister

 

 

From: Tinatin Khardziani
Sent: 6 August, 2019 11:28
To: Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Grigol Giorgadze <grgiorgadze@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Mamuka Tsotniashvili <MTsotniashvili@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>
Cc: Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject: რეორგანიზაციის ვადების შეხსენება

 

მოგესალმებით,

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 ივლისის N01-237/ო ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სისტემური და ეფექტური მმართველობის, ფუნქციონალური მოქნილობის ამაღლებისა და სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესებზე შესაბამისი სამსახურების ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გამოცხადდეს რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს შტატების შემცირება და სტრუქტურული ცვლილებები.

აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტის და მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რეორგანიზაციის პროცესზე პასუხისმგებელ პირებს ბრძანების ძალაში შესვლიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, განგესაზღვრათ წინადადებების წარმოდგენა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირების, შტატების ოპტიმალური რაოდენობისა და მათი გადანაწილების შესახებ.

ვინაიდან ზემოაღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული ვადა იწურება 2019 წლის 7 აგვისტოს გთხოვთ, შესაბამისი წინადადებების წარმოდგენას.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.

 

პატივისცემით,

 

            თინათინ ხარძიანი