| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Eka Sharadze <esharadze@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის აკრედიტაციის აუდიტი |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 18.10.2019 17:01 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკა
დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის. საკითხი შევათანხმე ქალბატონ მინისტრთან. შეიძლება მიეცეს მსვლელობა.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister
From: Eka Sharadze
Sent: Friday, October 18, 2019 3:49 PM
To: Tamar Gabunia
Subject: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის აკრედიტაციის აუდიტი
მოგესალმებით, ქალბატონო თამარ,
ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის აკრედიტაციის აუდიტთან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს:
ლუგარის ცენტრის, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლობის ოფიციალურ ცენტრად ჩამოყალიბებისათვის, აუცილებელია საერთაშორისო აკრედიტაცია, რომელიც ხორციელდება აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. აკრედიტაციისთვის აუცილებელი პირობაა აკრედიტაციის აუდიტის ჩატარება, რომელსაც ახორციელებს იგივე აკრედიტაციის ორგანო.
2017 წელს დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით ამერიკული აკრედიტაციის ორგანოს ANAB მიერ განხორციელდა ლუგარის ლაბორატორიის აკრედიტაციის აუდიტი, რის ფარგლებშიც შეფასდა ლაბორატორიის კომპეტენტურობა და კლინიკური ლაბორატორიული სტანდარტის - ISO 15189-ის მოთხოვნებთან შესაბამისობა. 2018 წლის 5 იანვრიდან ლუგარის ს/ჯ კვლევითი ცენტრის სეროლოგიისა და ზოგადი ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიებმა, აუდიტის შეფასების საფუძველზე, მიიღეს ISO 15189 აკრედიტაცია, რომლის მოქმედება განისაზღვრა 2020 წლის 5 იანვრამდე. აკრედიტაციის შენარჩუნებისათვის აუცილებელი პირობაა იმავე მიმწოდებლის მიერ რეაკრედიტაციის აუდიტის ჩატარება 5 იანვრამდე, ან ახალი აკრედიტაციის მოპოვება ალტერნატიული საერთაშორისო ორგანიზაციისგან. ამასთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის შერჩევა დამატებით ფინანსურ და დროით ხარჯებთან არის დაკავშირებული. 2020 წლის 5 იანვრამდე აუდიტის განუხორციელებლობის შემთხვევაში ცენტრს შეუჩერდება არსებული აკრედიტაცია ახლის მიღებამდე, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებს ქვეყანაში ლაბორატორიების რეფერენს სტატუსს და შესაბამისად, C ჰეპატიტის ელიმინაციის, სხვა სახელმწიფო პროგრამებისა და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების ფარგლებში რეფერენს ფუნქციის შესრულებას.
პატივისცემით,
ეკა შარაძე