From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : etikaradze@yahoo.de
Subject : Oni Data
Cc : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Received On : 07.10.2019 08:45
Attachments :

ონში სამშობიაროს შენარჩუნების საკითხი:

I დონის კლინიკები აწვდიან საბაზისო პერინატალურ სერვისს და სასურველია არსებობდეს მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში რთული  მეტეოროლოგიურ პირობებში   სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისთვის.

მცირე რაოდენობის მშობიარობებისას ქვეითდება სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია და სერვისი ხდება ხიფათის შემცველი. ამასთანავე, სერვისის განვითარება და შენარჩუნება მოითხოვს დიდ ფინანსურ დანახარჯს და ეკონომიურადაც გაუმართლებელია.

შესაბამისად, პერინატალური რეგიონალიზაციის პროექტის ფარგლებში, ვხელმძღვანელობდით აღნიშნული პრინციპებით.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი იყო პილოტური რეგიონი და შესაბამისად შეფასება მოხდა  2015 წელს.

თითოეული დაწესებულების შემთხვევაში შესწავლილ იქნა არა მარტო ადგილზე ნამშობიარები მშობიარობების რაოდენობა, არამედ ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ქალთა მშობიარობების რაოდენობაც, რათა გათვლილიყო სერვისის გაუმჯობესების პირობებში, პაციენტების სრული მობილიზაციისას (თუნდაც თეორიული შანსი) რამდენი  მშობიარობამდე იქნებოდა შესაძლებელი რაოდენობის გაზრდა, რომ არ დაგვეკარგა მუნიციპალიტეტისთვის სერვისის შენარჩუნების შანსი.

იმდენად მცირე იყო მშობიარობათა რაოდენობა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში(ონში 2014-1; 2015-4), რომ ოთხივე მუნიციპალიტეტში  სერვისის  შენარჩუნება რისკის შემცველი იქნებოდა, ამიტომ  ექსპერტებთან, მუნიციპალიტეტის და გუბერნიის ხელმძღვანელებთან კონსულტაციით იქნა მიღებული გადაწყვეტილება სერვისი შენარჩუნებულიყო ამბროლაურში და ცაგერში, რადგან რეგიონი უღელტეხილითაა გაყოფილი ორ ნაწილად - ცაგერი-ლენტეხი და ამბროლაური-ონი, ცაგერსა და ამბროლაურში არის მულტიპროფილური კლინიკები, ამავდროულად ამბროლაური არის რეგიონის ცენტრიც. ცაგერი ლენტეხს დაშორებულია 17 კილომეტრით, გამართული კარგი გზით და ამ მანძილის დაფარვა შესაძლებელია 17-20 წუთში, ანალოგირად ონის საავადმყოფოდან ამბროლაურის კლინიკამდე 20-25 წუთის სავალი გზაა. ამავდროულად ონში არის მხოლოდ ერთი ადგილობრივი მეან-გინეკოლოგი, არ არის ნეონატოლოგი, იმ დროისათვის არ იყო ანესთეზიოლოგი, ბაზა იყო გაუმართავი არა მარტო სამეანო-გინეკოლოგიური სერვისის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად და პროექტის ფარგლებში ქალისთვის სერვისი რომ არ შეფერხბულიყო ონის კლინიკასთან მუდმივად იდგა რეანიმობილი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში  ორსული უნდა გადაეყვანა ამბროლაურში. ლენტეხში ანალოგიური საჭიროდ არ ჩაითვალა, რადგან შევხვდი პირადად ლენტეხის სოფლის ექიმებს და 2015 წლის მონაცემებით წერილობით მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ რეპროდუქციული ასაკის მხოლოდ ერთი ოჯახი რჩებაო ზამთარში რაიონში(69 სოფლის ინფორმაციით) და მათაც 7 წელი შვილი არ უჩნდებათო.

მას შემდეგ რაც 2016 წლიდან დაბადების რეგისტრის და იუსტიციის სამინისტროს დაბადება-გარდაცვალების ბაზის ანალიზი საშუალებას იძლევა დეტალურად ჩავშალოთ რამდენი მშოვბიარობაა ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ორსულები სად მშობიარობენდღეის მონაცემებით, სურათი მოცემულია ექსელის ბაზაში. სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ  ონში რეგისტრირებულთა მშობიარობა იყო

•             ამბროლაურში - 2016-5;  2017-5 ;  2018-6; 

•             ქუთაისში  -  2016-7;  2017-2 ;  2018-8;

სულ საქართველოს მასშტაბით ონში რეგისტრირებულთა მშობიარობა არ სცილდება 65-70 მშობიარობას წლის განმავლობაში. ძირითადად მათი დეფაქტო საცხოვრებელი დიდი ქალაქებია, შესაბამისად აქ სერვისის არსებობის აუცილებლობა დღესაც არ დგას და ხიფათის შემცველი იქნება არსებობის შემთხვევაში.

 

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0