From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : MICS წყალი
Cc : tgabunia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Received On : 09.10.2019 13:31
Attachments :

 

 

ქალბატონო ეკატერინე, 

 

დღავანდელი შეთანხმებისამებრ გიგზავნით ინფორმაციას MICS-ის კვლევის წყლის კომპონენტთან დაკავშირებით:

 

მიმდინარე წლის 4 სექტემბერს საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდში-UNICEF გაიმართა სამუშაო შეხვედრა 2018 წელს საქართველოში ჩატარებული „მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა MICS“-ს ფარგლებში სასმელი წყლის ხარისხის კვლევის შედეგების წინასწარი განხილვის მიზნით, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ქალბატონი  მზია გიორგობიანი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი გოგიტა თოდრაძე,  გაეროს ბავშვთა ფონდის-UNICEF წარმომადგენელი საქართველოში დოქტორ ღასან ხალილი, ცენტრის გენერალური დირეტორი ამირან გამყრელიძე, არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა, გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი ნანა გაბრიაძე, ზემოაღნიშნული უწყებების პასუხისმგებელი პირები.  

 

MICS-ი კვლევა განხორციელდა საქართველოში 2018 წლის სექტემბერ-დეკემბერში გაეროს ბავშვთა ფონდის-UNICEF, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ. კვლევის ტყვიის კომპონენტის შედეგების წარდგენა მოხდა ა.წ. აპრილში. როგორც მოგეხსენებთ შედეგები ტყვიის კონცენტრაციისა 2-7 წლის ბავშვებში არასახარბიელოა და ამიტომაც სახელმწიფომ დაგეგმა და უკვე ხორციელდება მნიშვნელოვანი პროგრამა/ღონისძიებები ამ სერიოზული პრობლემის მოსაგვარებლად.

 

სექტემბრის შეხვედრის დროს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა გოგიტა თოდრაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია სასმელი წყლის ხარისხის კვლევის შედეგების შესახებ.

 წყლის ხარისხის ტესტირება ჩაატარა MICS-ის კვლევითმა ჯგუფებმა, რომლებიც უზრუნველყოფილნი იყვნენ პორტატული ტესტირების აღჭურვილობით. ჯანმრთელობის მსოფლიო როგანიზაციის-WHO EURO მხარდაჭერით და NCDC-ის თანამშრომლების ჩართულობით, მომზადდა MICS-ის კვლევის გუნდები და ჩაუტარდა წინასწარი ლაბორატორიული ვალიდაცია  საველე პირობებში გამოყენებულ აპარატურას და დადასტურდა შესაბამისობა და გამართულობა. სასმელი წყლის ხარისხის შეფასების მიზნით სასმელი წყლის ხარისხი შეფასდა წინასწარ შერჩეულ ფარგლებში საველე პირობებში და შეივსო კითხვარები.

 

კვლევის შედეგად გამოკითხული შინამეურნეობები შეადგენს- 14 000.

შერჩევის სპეციფიკა: წყლის ხარისხის შემოწმება ყოველ მეოთხე ოჯახში (25%).

გამოპასუხება: შემოწმება განხორციელდა 2699 შინამეურნეობაში.

წყლის ტესტირების სპეციფიკა: სასმელი წყლის ხარისხის შემოწმება განხორციელდა ნაწლავის ჩხირის (E. coli) არსებობაზე[1]:

•           შინამეურმეობის წყალი (ჭიქით მიწოდებული).

•           წყაროდან აღებული წყალი.

     კვლევის შედეგებიდან გამომდინარე სასმელი წყალი შემოწმების მომენტში აღმოჩნდა დაბინძურებული, კერძოდ მოსახლეობის წილი, რომელიც სასმელად იყენებს დაბინძურებულ წყალს შეადგენს 24,9%-ს, აქედან ქალაქად 5,6%-ი ხოლო სოფლად 53,1%-ი. არსებული მონაცემები საჭიროებს შემდგომ განხილვას ყველა დაინტერესებული უწყების ჩართულობით, რათა მოხდეს მოსახლეობის სათანადო და ადექვატურ ინფორმირება, ასევე საკომუნიკაციო აქტივობების განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგების მიხედვით   შინამეურნეობაში გამოყენებული სასმელად „ჭიქის“ წყლის ნიმუშები წყლის მიკრობიოლოგიური ხარისხის მიხედვით გაუარესდა, რაც დამატებით მოითხოვს განმარტებების მიცემას მოსახლეობისათვის დაბინძურების მიზეზის იდენტიფიცირებისა  და ღონისძიებების გატარების შესახებ წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

 

ეროვნული ცენტრისათვის MICS-ის კვლევის შედეგები არ იყო მოულოდნელი, რადგანაც 2011-2013 წლებში ჯანმრთელობის  მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის ოფისის WHO ECEH და გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს-UBA ხელშეწყობით განხოციელებული პროექტის “მცირემასშტაბიანი  წყალმომარაგების სისტემების არსებული მდგომარეობის შეფასების დუშეთის და მარნეულის რაიონებში“   შედეგებიც ანალოგიურია, აღებული სასმელი წყლის სინჯების 60.0%-დან (დუშეთის რაიონი)  68.5% -მდე (მარნეულის რაიონი) დაბინძურებულია E.coli მიკრობებით, რაც თავისთავად სერიოზულ რისკს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით; წინა მოწვევის პარლამენტს რამოდენიმეჯერ ეთხოვა საკითხის მაღალ დონეზე განხილვა, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი ვერ დადგა. ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტმა ერთხელ განიხილა გარემოს ჯანმრთელობის საკითხები და ასევე მოგეხსენებათ საქართველოს თავრობამ 2018 წლის დეკემბერში დაამტკიცა გარემოსა და ჯანმრთელობის მრავალუწყებრივი ხუთწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა.

 

  MICS-ის  სასმელი წყლის ხარისხის კვლევის შედეგების საბოლოო ვერსიის წარდგენას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და გაეროს ბავშვთა ფონდი გეგმავს ოქტომბრის თვის ბოლოსკენ.

 

გაეროს ბავშვთა ფონდში განხილვის დროს  ჩვენს მიერ მიერ შეთავაზებული იქნა  მოსახლეობისათვის წყლის ხარისხის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდების  ანალოგიური მიდგომა, როგორც მოხდა MICS-ს კვლევის ფარგლებში  2-7 წლამდე ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ და რომლის შესახებაც მოგახსენეთ წინა კვირაში ჩვენი შეხვედრისას.

კერძოდ, წინასწარ დაიგეგმა შეხვედრა/განხილვა საკითხის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე „გარემოს და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის საკოორდინაციო საბჭო“-ს შეხვედრის ფარგლებში პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით (26 მარტს), გაიცა მითითებები და დავალებები შესაბამის უწყებებზე, ხოლო საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამოიცა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 აპრილის N869 განკარგულება „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების გატარების შესახებ“. აღნიშნული აქტივობების დაგეგმვის შემდეგ მოხდა ბავშვთა სისხლში ტყვიის კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს ბავშვთა ფორნდის მიერ, რის გამოც მეტად მომზადებული და ინფორმირებული შეხვდა მოსახლეობა აღნიშნულ პრობლემას.

 

როგორც  თქვენთან პირადი შეხვედრის დროს განვიხილეთ, საკითხის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე,  ჩვენი წინადადებაა  ანალოგიურად დაიგეგმოს საქართველოს პრემიერ მინისტრთან, ან ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით „გარემოს და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის საკოორდინაციო საბჭო“-ს ფორმატში შეხვედრა, სადაც განხილული იქნება MICS-ის  სასმელი წყლის ხარისხის კვლევის შედეგები, გაიცემა შესაბამისი მითითებები და დავალებები პასუხისმგებელ უწყებებზე მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის,  განხილული იქნება მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ხოლო მოსახლეობას ინფორმაცია მიეწოდება ოქტომბრის ბოლოს  MICS-ის სრულ ანგარიშთან ერთად - სასმელი წყლის ხარისხის კვლევის შედეგების შესახებ.

   ვითვალისწინებთ რა საკითხის სენსიტიურობას და მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს მიზანშეწონილად მიგვაჩნია წინასწარი კონსულტაციები და შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან,  ქალბატონ მაია ცქიტიშვილთან.

 

გთხოვთ თქვენს შემდგომ მითითებებს.

 

პატივისცემით,

 

ამირან

 

 

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198

ტელ.: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3