From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : Global Fund-Formal Submission Required
Cc : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>
Received On : 13.08.2019 10:55
Attachments :

ქალბატონო ეკა,


მოგახსენებთ, რომ აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ფონდში წარდგენილი „ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მდგრადობის უზრუნველყოფის“ პროგრამის 2020-2022 წლებში გაგრძელების განაცხადის განხილვის საფუძველზე
, გლობალური ფონდის სამდივნომ მიიღო საქართველოს პროგრამისთვის „საგრანტო მოლაპარაკების“ ეტაპზე გადასვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული ეტაპი გულისხმობს შერჩეული დოკუმენტების წარდგენას, რათა გლობალური ფონდის საბჭოს მიერ მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება

წარსადგენი დოკუმენტების ნუსხაში შედის სახელმწიფოს მიერ თანა-დაფინანსების მზადყოფნის დამადასტურებელი წერილი, რაც გლობალური ფონდის მოთხოვნის შესაბამისად, გულისხმობს ზოგადად ჯანდაცვის სექტორის და მათ შორის, ტუბერკულოზის პროგრამის ეტაპობრივად მზარდ დაფინანსებას, რათა 2022 წლის ბოლომდე სახელმწიფომ სრულად ჩაანაცვლოს გლობალური ფონდის დაფინანსება.

იმეილს თან ერთვის თანა-დაფინანსების დამადასტურებელ წერილი, რომელიც შედგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020-2023 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 1 ივლისის N01-217/ო ბრძანება).

ასევე გლობალური ფონდის მოთხოვნით, წერილი მოიცავს ინფორმაციას როგორც ზოგადად ჯანდაცვის სექტორის, ასევე აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების 2019-2022 წლების პრიორიტეტების შესახებ, რაც განსაზღვრულია აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ასახულია აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის განახლებულ სტრატეგიულ გეგმებში, ისევე როგორც გლობალური ფონდის ქვეყნიდან გასვლის პერიოდისთვის მოსამზადებელ გარდამავალ გეგმაში.

წერილი ატვირთულია ელექტრონულ სისტემაში განხილვისა და შემდგომი მსვლელობისთვის.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0