| From : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Subject : | Fwd: ხელმოსაწერი საკითხები |
| Received On : | 27.08.2019 06:32 |
From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: August 26, 2019 at 4:56:58 PM GMT+4
To: "tikhardziani@gmail.com" <tikhardziani@gmail.com>, Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>, Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Cc: "te.kankia@gmail.com" <te.kankia@gmail.com>
Subject: ხელმოსაწერი საკითხები
კოლეგებო,
ხელახლა აიტვირთა ხელმოსაწერში ეს საკითხები და ითხოვენ მხარდაჭერას.
ხელმოსაწერი:
- 33670 - ხელი ეწერება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს.
- 33675 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მთავრობის ადმინისტრაციას უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას (ავტომანქანა). პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 33674 - სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 1 ცალი, (Telerik DevCraft Complete) პროგრამული ბიბლიოთეკის მხარდაჭერის ლიცენზიის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 33673 - ცვლილება შედის იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესში, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან, პროექტით კონკრეტდება ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესოპერატორი, იმისათვის, რომ სსიპ-სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს ბიზნესოპერატორის აღიარება.
- 33672 - ცვლილება შედის „პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესში, პროექტი დაარეგულირებს პესტიციდებით ვაჭრობას სპეციალიზებულ ობიექტებში და ასევე დაადგენს პესტიციდების რეალიზატორის (გამყიდველის) შესაბამისი კვალიფიკაციის ან სპეციალური მომზადების აუცილებლობას იმ მიზნით, რომ მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება, მიიღოს ინფორმაცია პესტიციდების უსაფრთხო და ეფექტური გამოყენების შესახებ. ასევე აღნიშნული ცვლილებები შეეხება მკაცრად შეზღუდული პესტიციდების რეალიზატორის მხოლოდ შესაბამისი სპეციალობის და კვალიფიკაციის ქონის აუცილებლობას. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 33671 - პროექტის მიხედვით, პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელი სახელმწიფოს გადაფარვა განხორციელდება ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოდან.პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 33655 - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გათვალისწინებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დამატების აუცილებლობიდან, ახლებურად ყალიბდება ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის შემადგენლობა, სადაც წევრის სტატუსით ასევე, შედის თამილა ბარკალაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
- 33654 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას (ავტომანქანა). პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 33653 - სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო განახორციელებს ტელევიზორების, დისკების, კაბელების და სხვა შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.
- 33652 - ცვლილება შედის „მომავლის ბანაკის“ პროგრამაში, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი ბანაკში დამატებითი ბენეფიციარების რაოდენობა, მათი მონაწილეობის პერიოდი, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციები.
- 33650 - შპს ,,კავკაზ ცემენტ ჯორჯიას“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში, სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის ვადა გაუგრძელდება 2038 წლის 11 აგვისტომდე და შესაბამისად, მიეცემა შესაძლებლობა, შეუფერხებლად განაგრძოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.
- 33649 - შპს „ენგურის ქვის სიმძლავრეზე‘‘ გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალი აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ენგურზე, „ენგური I“-ის საბადოს ქვიშა - ხრეშის 498 930 მ3-ის ოდენობის მოპოვების უფლებით, 5 წლის ვადით.
პროექტის მიხედვით, იცვლება ლიცენზიის გამცემის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობი (მიწისა და სამთო მინაკუთვნის) სხვა ფართობით, სადაც იმავე ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობებით შესაძლებელი იქნება იდენტური სახეობისა და ოდენობის სასარგებლო წიაღისეულის (ქვა-ხრეში) მოპოვება. პირველ ეტაპზე დავიზებულია- 33648 - 2017 წელს საქართველოს მთავრობასა და შპს „პ.კ ინვესტს“ შორის დაიდო ურთიერთგაგების მემორანდუმი „ბოყვა ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლისა და მისი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ.
გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მემორანდუმით გათვალისწინებული კვლევები და წინადადება პროექტის განხორციელების თაობაზე, პროექტის მიხედვით შეწყდება საქართველოს მთავრობასა და შპს „პ.კ ინვესტს“ შორის 2017 წლის 21 თებერვალს „ბოყვა ჰესის“ შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი და დადგება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები.- 33647 - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება (ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზა), რომელიც გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.პირველ ეტაპზე დავიზებულია
პატივისცემით,
ნათია
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge
![]()