| From : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge> |
| Subject : | Fwd: ელ.მთავრობის საკითხები_30/07/19 |
| Received On : | 30.07.2019 10:40 |
From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: July 30, 2019 at 2:21:34 PM GMT+4
To: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_30/07/19
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ეკონომიკა 30035 – "შპს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ" პროექტი:
პროექტით, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ (ს/კ: 215096367) (შემდგომში - კომპანია) კობი-გუდაურის სასრიალო ტრასების ზვავსაწინააღმდეგო მუდმივი სისტემის მოწყობისა და მისი ექსპლუატაციაში გაშვებისთვის საჭირო და მასთან დაკავშირებული ყველა სახის სამშენებლო, სამონტაჟო სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვა უნდა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;
2. განათლება 30047 - „საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების სამოქმედო გეგმის მოწონების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 მაისის №1031 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტი:
პროექტით იცვლება საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების სამოქმედო გეგმა;
3. შსს 30075 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროთვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეძლევა თანხმობა, ავეჯის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
4. შსს 30076 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ეძლევა თანხმობა, ჰაერის კონდიცირების საშუალებებისა (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 42512000) და საოჯახო ტექნიკის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39700000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
5. შსს 30083 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ეძლევა თანხმობა, „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ავეჯის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
6. შსს 30088 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ეძლევა თანხმობა, სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 42900000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
7. შსს 30091 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ეძლევა თანხმობა, ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 32300000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
8. შსს 30093 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ეძლევა თანხმობა, განახორციელოს ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორებისა (კლასიფიკატორის კოდი: CPV– 31100000) და კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვა;
9. შსს 30095 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეძლევა თანხმობა, ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურისა (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 32300000) და კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
10. ფინანსები 30097 - „ზოგიერთი მეწარმე სუბიექტისთვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეწყვეტის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, შპს „ამბრს“ (ს/ნ 404973150) უწყდება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი;
11. ფინანსები 30121 - „ჰარმონიზაციის ცენტრის „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ 2018 წლის კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის“ მოწონების თაობაზე“ პროექტი:პროექტით, ხდება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ 2018 წლის კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის“ მოწონება;პროექტი გადაგზავნილია შიდა აუდიტში შესათანხმებლად
12. ფინანსები 30122 - „ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის N554 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტი:
პროეტით, ხდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის რესურსის 33 810 ლარით გაზრდა;
13. ფინანსები 30137 - „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N2577 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტი:
პროექტით ხდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის რესურსის 147 259 ლარით შემცირება;
14. ფინანსები 30153 - „საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტი:
პროექტით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტს უხანგრძლივდებათ დროებითი ფინანსური დახმარების სარგებლობის ვადა;
15. განათლება 30156 - „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოხდება სეისმური და გეოდეზიური ქსელის განახლებისთვის საჭირო აპარატურის შესყიდვა;
16. განათლება 30182 - განსახილველად წარმოგიდგენთ "საქართველოს მთავრობასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მოწონების შესახებ" პროექტი:
პროექტით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს ენიჭება უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გასაფორმებელ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტს.
პატივისცემით, ნათია
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge
![]()