From : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
To : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Subject : Fwd: ელ.მთავრობის საკითხები
Received On : 16.09.2019 10:43



Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: September 16, 2019 at 11:51:03 AM GMT+4
To: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.      ფინანსები 35979 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გენდერული თანასწორობისა და ქალთა დასაქმებისათვის (UN-Women) შორის გაფორმებული საგრანტო დოკუმენტში  ცვლილების შესახებ – „ხელშეკრულების სტანდარტული წერილი“ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გენდერული თანასწორობისა და ქალთა დასაქმებისათვის და ფინანსთა სამინისტროს აკადემიას შორის მომსახურების გაწევის თაობაზე „ქალთა მეწარმეობის უნარ-ჩვევების გაძლიერების“ და საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ბიუჯეტის გაწერის“ პროექტისთვის.

ჩატარდება სასწავლო კურსები, რაც  უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული ქალთა ჯგუფების გადამზადებას შესაბამისი ცოდნის მიწოდებითა და უნარების გაძლიერებით.

2.    შსს 35943 - შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელე და რადიო სიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურისა და ელექტროძრავების, გენერატორების და ტრანსფორმატორების შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3.    შსს 35942 - სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო  რადიოტელეფონის, რადიოსატელეგრაფო, რადიო და ტელემაუწყებლობის აპარატურისა და ქსელების შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

4.    შსს 35941 - სსიპ - „112“-ს კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

5.    ფინანსები 35880 - სსიპ - საფინანსო - ანალიტიკურ სამსახური  4 ცალი არსებული ბლეიდ სერვერული ინფრასტრუქტურის გაფართოების თანმდევი მომსახურებით (მონტაჟით/ინსტალაციით) შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

6.      35626 - ეკონომიკა 35626 - ცვლილება შედის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებში, ცვლილებით ხდება ნორმის შინაარსობრივი დაზუსტება, კერძოდ, ცვლილება ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ჰიდროელექტროსადგურების მშენებებლობისა და ექსპლოატაციის პროცესში, კანონმდებლობით დადგენილი წესით ხდება ინერტული მასალის ამოღება და შეზღუდვის ზონაში დასაწყობება. დასაწყობებული მასალა წარმოადგენს ტექნოგენურ დანაგროვს, რომელიც შესაძლებელია განიკარგოს სასარგებლო წიაღისეულის ტექნოგენური საბადოებისთვის დადგენილი წესით.

 

ხელმოსაწერი:

  1. 35926 - მუნიციპალიტეტებს მიეცემათ უფლება, მათთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილი ეკონომია მიმართონ სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად.
  2. 35923 - გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავში მდებარე 81795 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული  შენობა-ნაგებობა N2  - სახელოსნო და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი 3 წლის ვადით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაეცემა ა(ა)იპ „კოლეჯ განთიადს“, რაც ხელს შეუწყობს შიდა ქართლის რეგიონში პროფესიული განათლების მიღებას.
  3. ეკონომიკა 35922 - ამბროლაურის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება,  რომელიც გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული საქმიანობის განსახორციელებლად. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  4. ეკონომიკა  35921 - სენაკის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც  გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  5. 35920 – მტკიცდება „საქონლის წარმო­შო­ბის ქვეყნის განსა­ზღვრის კრი­ტერიუმების, წარმოშო­ბის დამა­დასტურებელი სერ­ტი­ფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გა­ცემის წესი“ პირველ ეტაპზე დავიზებულია
  6. 35919 მტკიცდება „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემა“;

    „სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი“  „საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო პორ­ტების, აეროპორტების, სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელების – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ნუსხა, სადაც ხორციელდება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი“

    პროექტი შეთანხმებულია ჯანდაცვის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნია.
  7. 35918 - მტკიცდება „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქცია“
    პროექტი შეთანხმებულია ჯანდაცვის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნია.
  8. 35917 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2 056 220.94 ლარად საკუთრებაში გადაეცემა შპს „თელავგაზს‘‘, ხელს შეუწყობს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გაზიფიცირების შეუფერხებლად წარმოებას. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  9. 35914 - მტკიცდება აბასთუმნის მინერალური (თერმული) წყლის საბადოს სანიტარიული დაცვის ზონების პროექტი, რომლის მიხედვით, განისაზღვრება სანიტარიული დაცვის ზონები და ის ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების/საბადოების სანიტარიული ნორმების დაცვას.  პირველ ეტაპზე დავიზებულია
  10. 35903 - ჩოხატაური მუნიციპალიტეტს საკუთრებაში, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება (პარკი) რომელიც გამოყენებული იქნება დასვენების ადგილად. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  11. 35901 - მთავრობასთან თანხმდება  „Chevron Phillips Chemicals International N.V.“-სა და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი, რომლის ფარგლებშიც, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”, როგორც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი, მოახდენს ოდორანტის (Scentinel A) შესყიდვას.
  12. 35898 - „საქართველოსა (წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ) და საკონსულტაციო ფირმა BLUBERRIES GmbH-ის შორის გაფორმდება  საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულების  შეთანხმება, რომლის საფუძველზეც უზრუნველყოფილი იქნება „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის“ პროგრამის განხორციელება. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  13. 35896 - ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის შემუშავებასთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისას სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურების შესაბამისად.
  14. 35877 - სს „ნენსკრა ჰიდრო“-ს მიეცემა თანხმობა, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე ნენსკრას ხეობაში,  ნენსკრა ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიზნით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები  და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ჰიდროელექტროსადგურების  მშენებლობა.  პირველ ეტაპზე დავიზებულია
  15. 35834 - მთავრობასთან თანხმდება, სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის ბიუჯეტი,  საშტატო  ნუსხა და სახელფასო ფონდი. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  16. 35804 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება „2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“.
  17. 35803 - ძალაში შესვლის მიზნით, მტკიცდება, 2019 წლის 10 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე“ ოქმი.
    პროექტი შეთანხმებულია სამინისტროსთან, შენიშვნები არ გააჩნია.
  18. 35801 - ძალაში შესვლის მიზნით, მტკიცდება, 2019 წლის 10 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
    პროექტი შეთანხმებულია სამინისტროსთან, შენიშვნები არ გააჩნია.
  19. 35800 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და მალდივების რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის  მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
  20. 35797 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
    პროექტი შეთანხმებულია სამინისტროსთან, შენიშვნები არ გააჩნია.

 

კანონპროექტიები:

  1. 35666 - „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ “ ცვ. პროექტი

 

პროექტის მიზანია: სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2012 წელს შექმნილი ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, რომლის მიერ ხორციელდება „ერთიანი აგროპროექტები“, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამას, ასევე, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2013 წელს შექმნილი სსიპ-სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, რომელიც ახორციელებს სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებს და ორივეს საბოლოო მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისად ორი დაწესებულების ფუნქციათა შერწყმა და ერთიანი მართვის ქვეშ მოქცევა, რაც გაზრდის სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობას.



პატივისცემით,  

ნათია