მედიამონიტორინგი - 9-10 ივლისი
ტელევიზია
10.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - ახალი დღე
Link: 10.07.2020 - I არხი - ახალი დღე
ბიზნესისი მოთხოვნის მიუხედავად მთავრობა ჯიემპის სტანდარტების ამოქმედების გადავადებას არ აპირებს. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით უწყების პოზიცია ცალსახაა და მისი შეცვლა არ იგეგმება. როგორც სამინისტროში განმარტავენ კარგი საწარმოო პარაქტიკის დანერგვა კომპანიებს საინვესტიციო ხარჯებს გაუზრდის თუმცა მიღებული ეკონომიკური სარეგბელი როგორც მწარმოებისთვის ასევე მომხმარებელთათვის მაღალი იქნება.
---
10.07.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
Link: 10.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00
რუსთავში ხანძარს ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა რუსთავის მე-12 მიკრორაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. გარდაცვლილი მამაკაცი ეტლით სარგებლობდა და ის შშმ პირი იყო. ხანძარი მე-8 სართულზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა მალე ჩააქრეს, თუმცა მამაკცის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. საავადმყოფოში გადაიყვანეს გარდაცვლილის დედა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მამაკაცს ფსიქოლოგიური პრიბლემები ჰქონდა, თუმცა განსაკუთრებული საჭიროებების გამო მისი სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა ვერ ხერხდებოდა.
---
საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შესაძლოა კონდიციონერის ჩართვის უფლება მისცენ
09.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 09.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შესაძლოა, კონდიციონერის ჩართვის უფლება მისცენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ღია ფანჯრების პირობებში ზოგიერთი კონდიციონერის გამოყენების რეკომენდაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც უნდა გავრცელდეს. საუბარია იმ ტიპის კონდიციონერებზე, რომლებიც ჰაერს შიგნით არ ატრიალებს და გარეთ გააქვს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ფეისბუქ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, სადაც უწყების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მედიისა და მოქალაქეების კითხვებს პასუხობდა. "ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის უახლესი გაიდლაინი დაიდო, სადაც ასე ვთქვათ ამ ეტაპზე წერტილი დაესვა იმას, რომ თუ კონდიციონერი ჩართულია, რომელიც შიგნით არ ატრიალებს ჰაერს და აქვს ოთახს გარეთ მიმოცვლა, ღია ფანჯრების ფონზე, საშიშროებას არ წარმოადგენს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ იგივე გავრცელდეს ტრანსპორტზე," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის თქმით, კონდიციონერის ფილტრები უნდა იყოს ახლად გამოცვლილი ან სათანადოდ დამუშავებული.
---
09.07.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 09.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
"კოვიდ პასპორტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს"- ეს განმარტება თამარ გაბუნიამ გააკეთა. მისი განცხადებით, კოვიდ ტესტის პასუხი 72 საათის განმავლობაშ არის ვალიდური და უფრლო ადრე ჩატარებულ ტესტს დაცვის არანაირი გარანტია არ გააჩნია. მისი თქმით, უკეთესი დაცვა სიმპტომების მქონე პირების ტესტირება იქნება. 2. გუშნ საკანონმდებლო ორგანოში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ წამლის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ის პოტენციალი არ აქვს, რომ ფარმაცევტულ სფეროში რაიმე გააუარესოს, ან პრობლემები აღმოფხვრას. მისი განცხადებით,ერთიანი კომპლექსური რეფორმა არის სჭირო, რომელზეც მუშაობა მიმდიანრეობს.
---
09.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 10:00
Link: 09.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 10:00
წინასაარჩვენო კამპანია, დისტანციის დაცვით და ღია სივრცეებში უნდა ჩატარდეს - წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს სპეციალისტები სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა რეკომენდაციებზე - თუ როგორ უნდა აწარმოონ კანდიდატებმა საარჩევნო კამპანია, მანამდე კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ყველას ზოგადი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. ამირან გამყრელიძე: "მიიღეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, თვითონ არჩვნების ჩატარებასთან დაკავშირებით და იქ ბევრი კანონქვემდებარე აქტი მუშავდება ამჟამად, როგორც ცესკო-ს ასევე რეკომენდაციებია სხვადასხვა უწყებებისგან".
---
09.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 12:00
Link: 09.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
უმუშევრად დარჩენილი 50 მდე ფოტოგრაფი, ოპერატორი და ანიმატორი ინფექციურ საავდმყოფოსთან ტრადიციული ბრიფინგის მსვლელობისას, მარინა ეზუგბაიათან მივიდნენ. ფოტოგრაფებს ინფექციონისტისგან აინტერესებდათ პასუხი, როდესაც სახვადასხვა ღონისძიებები იმართება ღია ვის ქვეშ თბილისსა და რეგიონებში, რატომ არ შეიძლება ქორწილების და მსაგვის ღონისძიებების გამართვა, რომელიც მათი ერთადერთი შემოსავალია. "თუ შეიძლება 300 კაციანი სამთავრობო შეკრებები რესტორნებში, რატომ არ შეიძლება რეგულაციების დაცვით, 22 მეტრიანი დისტანიის დაცვით, იმავე რესტორანში ვიდეო გადავიღოთ,"-ჰკითხა მარინა აზუგბაიას ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა. "მე გახლავართ ინფექციური პათპლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც იქნება შუამავალი თქვენსა და დაწესებულებს შორის. რეგულაციების შესრულება არის სავალდებულო, ჩემთვის, თქვენთვის და მოქალაქეებისთვის,"- განაცხადა ეზუგბაიამ.
---
09.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 12:00
Link: 09.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა. გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. გარდა ამისა, პრემიერმა ისაუბრა კულტურული ღონისძიებების შესახებაც, რომელიც ჩატარდება მხოლოდ ღია ცის ქვეშ. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით კომპენსაცია 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 000-ზე მეტმა დასაქმებულმა მიიღო. "მოგეხსენებათ, რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველ აგვისტომდე ეს ვადა გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ამ ადამიანებისთვის ვადა გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება, შემდგომშიც გავაგრძელებთ რეგისტრაციის ვადას. დღეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, გარდა ეპიდემიასთან ბრძოლისა, ჩვენს იმ მოქალაქეებს მივეხმაროთ, ვისაც კრიზისის გამო შეუმცირდა შემოსავალი ან შემოსავალი დაკარგა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რიცხვები გაიზარდოს და სწორედ ამას ემსახურება ვადის გადავადება. ამასთან, ფართოვდება თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობა და დღეს დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ადამიანების დახმარებას, მათგანაც დავიწყებთ განაცხადების მიღებას," - განაცხადა გიორგი გახარიამ. "რამოდენიმე ქვეყნის აეროპორტს ამოვიღებთ ნოტამის გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშოროსო ფრენებზე. ეკონომიკის სამინისტრო დავალების შესაბამისად, პირდაპირ მოლაპარაკებებს ახორციელებს ევროპულ ავიკომპანიებთან, რათა პირდაპირი ფრენების აღდგენა მოხდეს მაქსიმალურად სწრაფ დროში." პრემიერმა განმარტა, რომ ევროკავშირთან შეთანხმებით მოხდება პირობების გადახედვა. გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა მევენახეების დახმარების შესახებაც.
---
09.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 09.07.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ტურიზმის გახსნა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, თუმცა საგანგაშო არაფერია და სამედიცინო სექტორი ამას მარტივად გაუმკლავდება. სწორად გატარებული პრევენციული ზომების შემთხვევაში, ამ ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნამ ქვეყანას პრობლემა არ უნდა შეუქმნას. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არ გაიხსნა საზღვრები მხოლოდ ისეთ ქვეყნებთან, რომელთა ნაწილს ისეთივე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა აქვს როგორიც საქართველოს, გარდა გერმანიისა და საფრანგეთისა. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ხუთივე ქვეყანაში ინფექცია მართვადი და კონტროლირებადია. ჩემი პირადი რჩევაა, ყველაზე მთავარი წინასაარჩევნო კამპანიების დროს დისტანციის დაცვა და ღია სივრცეებში წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება, ნაკლებად - დახურულ სივრცეებში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
---
09.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 09.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
კიდევ ერთხელ შეცვლილი პროგნოზები - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი გზითაც ვრცელდებოდეს. დღემდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ COVID-19-ის გავრცელება იმ წვეთებისგან ხდებოდა, რომელსაც ადამიანები დაცემინების ან დახველების დროს გამოყოფდნენ. ორგანიზაციის მტკიცებით, წვეთები ჰაერში არ ჩერდებოდა და ზედაპირებზე ეცემოდა. სწორედ ამიტომ ითვლებოდა პრევენციის მთავარ ზომად ხელების დაბანა. რა შეიცვლება რეკომენდაციებში? და არის, თუ არა ახალი აღმოჩენა უკვე დამტკიცებული? პოზიციები 32 ქვეყნიდან 240-მდე მეცნიერის ღია წერილის შემდეგ შეიცვალა, სადაც წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომ ვირუსს ჰაერში მეტი ხნით დარჩენა და ადამიანების დაინფიცირება შეუძლია. სპეციალისტები, ჯანმოს მორიგი ინფორმაციის შესახებ რომლებიც მრავალი წელია საქართველოში იკვლევენ სხვადასხვა ვირუსის მახასიათებლებს და პანდემიურ COVID-19-ს, დამატებით მტკიცებულებებს ელოდებიან. კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მოსაზრებები შესაძლოა მთლიანად შეიცვალოს. ამას განაპირობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება, რომ ვირუსის გადადება ჰაერიდანაა შესაძლებელი. ეს ცვლის იმ რეგულაციებს, რომელიც აუცილებლად მიგვაჩნდა: მაგალითად ხელთათმანი, მისი არ გამოყენება ხშირ შემთხვევაში უკეთესია ვიდრე ტარება, მცირდება ფიზიკური დისტანციის მანძილიც. ვირუსის გენეტიკური მასალაც, რომელიც აღმოჩნდება ნებისმიერ ზედაპირზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აღარ წარმოადგენს ინფიცირების წყაროს. მაგრამ, ეს მოსაზრება არ ცვლის პირბადის გამოყენების აუცილებლობას ახლო დისტანციის შემთხვევაში, ან შენობაში ყოფნის დროს. საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით იმდენად მცირეა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი, ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ დასკვნა კოვიდის გადაცემა ხდება, თუ არა ჰაერის გზით, უმჯობესია საერთაშორისო ორგანიზაციებმა გააკეთონ. კორონავირუსის მახასიათებლებს მეცნიერები ეტაპობრიბივად სწავლობენ, თუმცა ვირუსის უნარები ბოლომდე ჯერ არ იციან. დამატებითმა კვლევებმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გარდა სასუნთქი გზებისა, ადამიანის სხვადასხვა ორგანოებსაც აზიანებს. მათ შორის სისხლძარღვებს, ტვინის ქსოვილს, გულის კუნთის ქსოვილს. საქართველოში უკვე ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალურ პროგრამაზე მუშაობა დაიწყო. დამატებით მიმდინარეობს მუშაობა იმ გეგმაზეც, რომ COVID-19-ის მეორე და მესამე ტალღის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა მომზადებული შეხვდეს. მზადება მრავალმხრივია, ხდება სამედიცინო პერსონალის მუდმივი გადამზადება, ეპიდემიოლოგების და ლაბორატორიული მუშაკების ტესტირებების გაფართოება.
---
09.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 09.07.2020 - I არხი - მოამბე 21:00
კახეთში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული სატვირთო მანქანის მძღოლის კონტაქტები ბოლომდე მოძიებული არ არის. როგორც ირკვევა, სომხეთიდან შემოსულ სომხეთის მოქალაქეს კორონავირუსი მეოთხედ ჩატარებული „პისიარ“-ტესტით დაუდასტურდა. მანამდე 15-მდე პირთან ჰქონდა კონტაქტი. მძღოლი ერთ-ერთია დღეს გამოვლენილი ხუთი ინფიცირებულიდან. მათ შორის შიდა გავრცელებას არცერთი უკავშირდება. ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების ფონზე იხსნება კიდევ ერთი შეზღუდვა, რაც ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების მოწყობას გულისმხობს. ისევ აკრძალული რჩება რიტუალური ღონისძიებები, რის გამოც დღეს თბილისის ინფექციურ კლინიკასთან მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
---
ინტერნეტი
10.07.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 10.07.2020 - კომერსანტ.ჯი
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიები საქართველოში წარმომადგენლობებს ხურავენ. ამის შესახებ „კომერსანტს“ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი მარგველაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოს ფარმაცევტული ბაზარზე პირდაპირი წარმომადგენლობა დახურა ისეთმა უმსხვილესმა საერთაშორისო კომპანიებმა როგორიცაა Glaxo, Sandoz, astellas pharma. ირაკლი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ფარმაცევტული ბაზარზე რეგულაციებია საჭირო, რათა არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკური ქმედებები გაკონტროლდეს. როგორც მარგველაშვილი აცხადებს, ფარმაცევტული პროდუქტების მიმოქცევის დარგში არაეთიკური გარემოა შექმნილი. „საერთაშორისო კომპანიები საქართველოში წარმომადგენლობებს ხურავენ, ანუ პირდაპირი წარმომადგენლები საქართველოში მცირდება. ამის მიზეზი არის ის, რომ საერთაშორისო კომპანიების საქმიანობა ნაკლებად კონკურენტულია მარკეტინგული კუთხით. დღემდე გამოწვევად რჩება არაეთიკური მარკეტინგი და არაეთიკური დამოკიდებულება ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანიასა და ჯანდაცვის სპეციალისტებს შორის. პრობლემა იწვევს მედიკამენტების არასწორ დანიშვნასა და არაადეკვატურ გამოწერას, შესაბამისად, მნიშვნელოვანად აზარალებს იმ კომპანიებს, რომელიც აწარმოებენ კარგ მედიკამენტებს. საერთაშორისო კომპანიების პროდუქცია ბაზარზე რჩება, თუმცა, პირდაპირი წარმომადგენლობები აღარ აქვთ. როდესაც კომპანია პირდაპირაა წარმოდგენილი იგი მოქმედებს საერთაშორისო წესებით, კომპანიის სტრატეგიით ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს. კომპანია როდესაც ტოვებს ოფიციალურ წარმომადგენლობას ყველაფერი რჩება საქმიანობის მიღმა. საუბრობენ,რომ მარტო ჩვენთან არ ტოვებენ ბაზარს, მაგრამ ხომ არ გვინდა შეგვადარონ ისეთ ქვეყნებს, რომელთაც ანალოგიური პრობლემები აქვთ, გვინდა რომ წინ წავიდეთ. ამიტომ არასწორია შევედაროთ ქვეყნებს. სადაც კომპანია დაიხურა ანალოგიური პრობლემების გამო“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ცივილური ფარმაცევტული ბიზნესის განვითარებას აფერხებს. გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, საერთაშორისო კომპანიები აღარ განიხილავენ საქართველოში საქმიანობის გაგრძელებას, რადგან მათ მინიმალური 5 წლიანი პროგნოზის გაკეთებაც არ შეუძლიათ, შესაბამისად, აღარ ფიქრობენ ქვეყანაში ახალი პროდუქტის შემოტანაზე. მარგველაშვილი „კომერსანტთან“ იმ გზებზე საუბრობს, რომელის მეშვეობითაც შესაძლებელია პრობლემის დარეგულირება. „ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია .აღსანიშნავია, რომ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს სხვადასხვა წინადადებით მივმართეთ, თუმცა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. ჩვენს ასოციაციას აქვს საერთაშორისო გამოცდილებაზე აგებული ეთიკის კოდექსი, რომლის შემუშავებაშიც საერთაშორისო ფედერაცია დაგვეხმარა. ეთიკის კოდექს ვიღაც უერთდება ვიღაც არა. დღეს ეს ნებაყოფლობითია. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ ეს სახელმწიფოს მეშვეობით რეგულაციის დონეზე აგვეყვანა, რათა განგვესაზღვრა რა შეიძლება და რა არა. კიდევ ერთი საკითხი არის ის, რომ მეტად გამჭვირვალე უნდა გახდეს ფარმაცევტული კომპანიების მიერ გაწეული ხარჯები ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის. თუ კომპანია სპეციალისტის განათლებაზე ხარჯავს ფულს და კონგრესზე აგზავნის, აქ დასამალი არაფერია, პირიქით მისასალმებელია, მაგრამ თუ კომპანია სპეციალისტს სულ სხვა მიზნით უხდის თანხას ეს დასასჯელია. შესაბამისად, აქედან გამოსავალი არის ის, რასაც ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ მიმართა - ხარჯების მეტი გამჭვირვალობა.“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, თემაზე მსჯელობა არ არის აქტიური, რადგან მსჯელობის პროცესში იურიდიულ პრობლემები იკვეთება: „ხარჯების გასაჯაროების დროს ჩნდება იურიდიული პრობლემა, თუ რამდენად დაცულია კონფიდენციალურობა. ჩვენ არ ვითხოვდით, რომ ეს ინფორმაცია საჯარო გამხდარიყო, ვამბობდით რომ ჯანდაცვის სამინსიტროს სცოდნოდა როგორ იხარჯება ამ სფეროში ფული. როდესაც საუბარი იყო რეგულაციებზე კონკრეტულ ნაბიჯებამდე ვერ მივედით, ამაზე საუბარი 2007 წლიდან დავიწყეთ, როდესაც ჩვენი ასოციაცია დაარსდა. საუბარს 13 წლიანი ისტორია აქვს და დღემდე კონკრეტული რაიმე პროექტი, რომლის განვითარებაზეც იქნებოდა მზაობა არ ყოფილა. სახელმწიფო ამ საკითხზე არ თანამშრომლობს“,- აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი. ირაკლი მარგველაშვილი განმარტავს, თუ რატომ გაძვირდა მედიკამენტები საგანგებო მდგომარეობის დროს. მისი თქმით, გაძვირება გამოწვეული იყო სატრანსპორტო ღირებულების გაზრდით, რადგან შეზღუდული კომპანიები ახორციელებდნენ სატრანსპორტო მიწოდებებს. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების არსებობის მნიშვნელობა ბაზარზე. „პარალელური იმპორტი საქართველოში ოფიციალურად არის დაშვებული და ამას კანონის ფარგლებში კომპანიები ახორციელებენ, ამის საწინააღმდეგო ჩვენ არაფერი გვაქვს. თუმცა, არის არაკონტროლირებადი პარალელური იმპორტი. მედიკამენტები შემოაქვთ თურქეთიდან, რაც ცალკე განხილვის საკითხია. ყველამ იცის, რომ თურქეთში წამლები არის იაფი და ისმის კითხვა რატომ არ შემოგვაქვს თურქეთიდან? არავინ სვამს კითხვას რატომ არის თურქეთში წამლები იაფი. თურქეთში წამალი იაფი იმიტომაა, რომ პირველი - ეს არის სუბსიდირებული წამლები და ადგილობრივი კომპანიები ახერხებენ ამ წამლების გაყიდვას და მეორე- თურქეთში არის ფიქსირებული გაცვლითი ვალუტის კურსი კვოტირებულ მედიკამენტებზე. ჩვენ როდესაც თურქეთიდან მოგვაქვს მედიკამენტი, იმ ქვეყნის ბიუჯეტს ვაზარალებთ. ამ დროს საქართველოში რა ხდება, ოფიციალური წარმომადგენლობა მედიკამენტის რეალიზებას ვეღარ ახერხებს და მისი კომერციულად არსებობა რეგიონში აღარაა გამართლებული. საგანგებო მდგომარეობის დროს მნიშვნელოვანი რაღაც გამოჩნდა. როდესაც ვსაუბრობთ არარეგულირებულ პარალელურ იმპორტზე, ეს არ არის კონტრაქტის საფუძველზე რეგულარული მოწოდება. ერთხელ ჩამოიტანა, ორჯერ ჩამოიტანა, მაგრამ მესამედ ვერ ჩამოიტანს. ამ შემთხვევაში ვინ ზარალდება? პაციენტი, რადგან წამალი აღარ აქვს, ხოლო ოფიციალური წარმომადგენლობა ქვეყანაში აღარ არის. საგანგებო მდგომარეობის დროს ვერ ხდებოდა მიმოსვლა და მოწოდება ხდებოდა მხოლოდ იმ კომპანიებისგან, რომელებიც კონტრაქტით აწვდიან დისტრიბუტორებს და ცალკეული იმპორტი ვეღარ ხორციელდებოდა“ , - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი. აღნიშნული პრობლემის შესახებ სახელმწიფო უწყებებს ინფორმაცია დიდი ხანია აქვთ, თუმცა პრობლემის მოსაგვარებლად, ქმედით ნაბიჯი ამ დრომდე არ გადადგმულა. ამის მიზეზი მარგველაშვილის განმარტებით, ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. მისი თქმით სახელმწიფო უჭირს აკრძალოს გზები, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას იაფად შემოტანილი მედიკამენტი იყიდოს. თუმცა აცხადებს იმასაც, რომ აუცილებელია შუალედური გამოსავლის პოვნა, რათა არც ბიზნესის დაზარალდეს და არც მოსახლეობა: „როდესაც ონკოლოგიური პაციენტი მიდის და თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტს ნახევარ ფასში ყიდულობს ძნელია აუკრძალო ყიდვა, რადგან სახელმწიფო ვერ სთავაზობს ამ ეტაპზე სხვა გამოსავალს, ქრონიკული დაავადებების პროგრამები იყო. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ბევრი მედიკამენტის მიწოდება ხდებოდა, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მოთხოვნის დასაფარად. მეორეს მხრივ საერთაშორისო კომპანიები როდესაც ქვეყანას ტოვებენ, არც ერთ სფეროში არ არის კარგი. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქართველო გრანტების სახით შემოსავალს იღებს იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ეს კომპანიები არიან. ავიღოთ გერმანია საფრანგეთი, ეს ქვეყნები ჩვენი განვითარებისთვის ხომ ხარჯავენ ფულს? მადლობელი ვართ მათი, მაგრამ როდესაც კომპანია ქვეყნიდან მიდის არც პოლიტიკურად და არც იმიჯისთვის კარგი არ არის. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები GMP სტანდარტების შემოღების კუთხით, რაც ჩემი აზრით მამაცური ნაბიჯია. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, როდესაც იქნება აქტიური კომუნიკაცია ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით პრობლემები მოგვარდება“,- განმარტავს ირაკლი მარგველაშვილი.
---
10.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 10.07.2020 - ინფო9
კიდევ ერთხელ შეცვლილი პროგნოზები - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი გზითაც ვრცელდებოდეს. დღემდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ COVID-19-ის გავრცელება იმ წვეთებისგან ხდებოდა, რომელსაც ადამიანები დაცემინების ან დახველების დროს გამოყოფდნენ. ორგანიზაციის მტკიცებით, წვეთები ჰაერში არ ჩერდებოდა და ზედაპირებზე ეცემოდა. სწორედ ამიტომ ითვლებოდა პრევენციის მთავარ ზომად ხელების დაბანა. რა შეიცვლება რეკომენდაციებში? და არის, თუ არა ახალი აღმოჩენა უკვე დამტკიცებული? პოზიციები 32 ქვეყნიდან 240-მდე მეცნიერის ღია წერილის შემდეგ შეიცვალა, სადაც წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომ ვირუსს ჰაერში მეტი ხნით დარჩენა და ადამიანების დაინფიცირება შეუძლია. სპეციალისტები, ჯანმოს მორიგი ინფორმაციის შესახებ რომლებიც მრავალი წელია საქართველოში იკვლევენ სხვადასხვა ვირუსის მახასიათებლებს და პანდემიურ COVID-19-ს, დამატებით მტკიცებულებებს ელოდებიან. კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მოსაზრებები შესაძლოა მთლიანად შეიცვალოს. ამას განაპირობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება, რომ ვირუსის გადადება ჰაერიდანაა შესაძლებელი. ეს ცვლის იმ რეგულაციებს, რომელიც აუცილებლად მიგვაჩნდა: მაგალითად ხელთათმანი, მისი არ გამოყენება ხშირ შემთხვევაში უკეთესია ვიდრე ტარება, მცირდება ფიზიკური დისტანციის მანძილიც. ვირუსის გენეტიკური მასალაც, რომელიც აღმოჩნდება ნებისმიერ ზედაპირზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აღარ წარმოადგენს ინფიცირების წყაროს. მაგრამ, ეს მოსაზრება არ ცვლის პირბადის გამოყენების აუცილებლობას ახლო დისტანციის შემთხვევაში, ან შენობაში ყოფნის დროს. საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით იმდენად მცირეა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი, ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ დასკვნა კოვიდის გადაცემა ხდება, თუ არა ჰაერის გზით, უმჯობესია საერთაშორისო ორგანიზაციებმა გააკეთონ. კორონავირუსის მახასიათებლებს მეცნიერები ეტაპობრიბივად სწავლობენ, თუმცა ვირუსის უნარები ბოლომდე ჯერ არ იციან. დამატებითმა კვლევებმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გარდა სასუნთქი გზებისა, ადამიანის სხვადასხვა ორგანოებსაც აზიანებს. მათ შორის სისხლძარღვებს, ტვინის ქსოვილს, გულის კუნთის ქსოვილს. საქართველოში უკვე ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალურ პროგრამაზე მუშაობა დაიწყო. დამატებით მიმდინარეობს მუშაობა იმ გეგმაზეც, რომ COVID-19-ის მეორე და მესამე ტალღის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა მომზადებული შეხვდეს. მზადება მრავალმხრივია, ხდება სამედიცინო პერსონალის მუდმივი გადამზადება, ეპიდემიოლოგების და ლაბორატორიული მუშაკების ტესტირებების გაფართოება.
---
10.07.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 10.07.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 10 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov-ზე განახლდა. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსი სულ დაუდასტურდა 973 ადამიანს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 846, ხოლო გარდაცვლილია — 15. კარანტინის რეჟიმში 4 815 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 231. წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
---
09.07.2020
მედია საშუალებები: ამბები.ჯი
Link: 09.07.2020 - ამბები.ჯი
კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილმა ახალმა რეალობამ განსაკუთრებული პრობლემები შშმ პირებს შეუქმნა. შეზღუდვების გამო, დროებით შეჩერდა ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - დაიხურა დღის ცენტრები, სადაც სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარები მომსახურებას იღებდნენ. გიორგი ხიზანიშვილს ზედა კიდურები არ აქვს. AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ პანდემიამ მისი ყოფა გააუარესა, მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგულაციით, მას უფლება აქვს არ ატაროს პირბადე, თუმცა "უფლებას არ აძლევს" საზოგადოება. - ყველაზე მეტად იმას განვიცდი, რომ ჩემთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ჯოჯოხეთს დაემსგავსა. ძალიან მწყდება გული ხალხის დამოკიდებულებაზე. როგორც იცით, კანონით განსაზღვრულია, რომ ჯანმრთელების პრობლემების მქონე პირები, ვისაც პირბადის ტარება უჭირთ, არ არიან ვალდებულნი ატარონ პირბადე, თუმცა, ჩანს, რომ ხალხმა ეს არ იცის. ამასწინათ სამსახურში მივდიოდი, ავტობუსში ავედი ისე, რომ პირბადე არ მეკეთა. ავედი თუ არა, ატეხეს ყვირილი, რატომ არ გიკეთია, სასწრაფოდ გაიკეთეო. მთელი ავტობუსი ჩხუბობდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. კონტროლიორი მოვიდა და საბუთი მომთხოვა, პირბადეს რომ არ ატარებ მაგის უფლება თუ გაქვსო. ამ დროს ერთი გამომესარჩლა - რა საბუთი გინდა, ვერ ხედავ ხელები არ აქვსო?! ძალიან გავმწარდი და ღრიალი დავიწყე. ჩამოვედი ავტობუსიდან და სამსახურამდე ძლივს მივედი ფეხით..." - უყვება AMBEBI.GE-ს გიორგი ხიზანიშვილი.შშმ ქალთა საინიციატივო ჯგუფის „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი ესმა გუმბერიძე შშმ პირების სხვა პრობლემებზეც გვესაუბრა. მისი თქმით, პანდემიას ამ ადამიანების მხარდაჭერის კუთხით, სახელმწიფო მოუმზადებელი შეხვდა:"პანდემიურმა გარემომ ძალიან ბვერი გამოწვევა გააჩინა. პირველ რიგში განათლების მიმართულებით - მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს განათლების მიღება დისტანციურად. წარმოიდგინეთ, ზოგი უსინათლოა, ზოგი ყრუ, ზოგიც აუტისტური სპექტრის. მათ სჭირდებოდათ შესაბამისი ადაპტირებული გარემო, როგორც საგნმანათლებლო დაწესებულებებში, ისე ონლაინ რეჟიმში. დაიხურა დღის ცენტრები და ადრეული ჩარევის პროგრამები. აუტისტური სპექტრის ბავშვები დარჩნენ სახლებში, რაც მათთვის დიდი დარტყმაა. პროგრამები, რომლის ფარგლებშიც სახლში აკითახავდნენ ბენეფიციარებს და ამეცადინებდნენ ფსიქოლოგები თუ ოკუპაციური თერაპევტები, აღარ მოქმედებს. დარჩა მხოლოდ ონლაინ კომპონენტი, მაგრამ ზოგიერთ ბავშვს სჭირდება ქცევის კონტროლი ადგილზე და ფაქტობრივად არ მუშაობს ეს სისტემა. პირბადეების ტარების ვალდებულებამ დიდი პრობლემა შეუქმნათ ყრუ პირებს, რადგან ისინი პირის მოძრაობით აღიქვამენ საუბარს. ბევრმა ქვეყანამ სათანადოდ უპასუხა ამ გამოწვევას. მაგალითად, სხვადასხვა ქვეყნებში გამოიგონეს გამჭირვალე პირბადეები, ჩვენთან ეს ვერაფრით შემოვიდა.სახელმწიფოს არ ჰქონდა იმის ხედვა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ თუ შშმ პირი მოხვდებოდა საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით, რადგან ამ კუთხით მედპერსონალს არ უტარდებოდა ტრენინგები. იყო შემთხვევა, როდესაც ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი დაინფიცირდა და მან თავის მხრივ დააინფიცირა სამედიცინო პერსონალი. ისე მოხდა, რომ ამ პირს დაბრალდა ყველაფერი და მოხდა ფსიქიკური პრობლემების მქონეების სტიგმატიზაცია. საერთო ჯამში სახელმწიფო ამ კუთხით მოუმზადებელი შეხვდა გამოწვევას" - ამბობს ესმა გუმბერიძე. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თათია გვარამაძე AMBEBI.GE-სთან არ უარყოფს, რომ პანდემიამ სახელწიფო შშმ პირების მხარდაჭერის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა:- შშმ პირებთან მიმართებაში პანდემიის პირველივე დღიდან დავდექით გამოწვევების წინაშე. იძულებული გავხდით შეგვეჩერებინა მათთვის განკუთვნილი მთელი რიგი პროგრამები. მუშაობა გააგრძელეს მხოლოდ 24-საათიანმა სერვისებმა, სადაც მთელი დღის განმავლობაში არიან შშმ პირები. თუმცა, აქაც მკაცრი კონტროლი დაწესდა მნახველთა შესვლა-გამოსვლაზე. მას შემდეგ, რაც შეჩერდა მომსახურების ნაწილი, დავდექით ახალი გამოწვევის წინაშე - როგორ შეგევნარჩუნებინა სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები. თუ მათ დავხურავდით, როგორც კი დასრულდება პანდემიური შეზღუდვები და აღდგენა მოგვინდება, ეს მარტივად ვერ მოხერხდებოდა. ამიტომ ჩვენ ორგანიზაციებს შევუნარჩუნეთ დაფინანსება და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დავიწყეთ პროგრამების მოდიფიცირება, დისტანციურ რეჟიმზე მორგება. ძალიან დიდ ნაწილმა შეძლო პროგრამაში ჩართვა. მაგრამ, მაგალითად აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის ძნელი აღმოჩნდა. მათ შემთხვევაში ამ მოდელს, პრაქტიკულად აზრი არ ჰქონდა. ამიტომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს განხილვა, რამდენად გამართლებულია დისტანციური სერვისი ამ კონტინგეტისთვის და იგეგმება კვლევა ამ კუთხით. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი რასაც ვერ განვაახლებთ ეს არის დღის ცენტრები, რადგან იქ ბევრი ადამიანის კონცენტრირება ხდება და საკმაოდ რთულია რეკომენდაციების დაცვა. ახლა ვგეგმავთ, რომ დაველოდოთ დისტანციური პროგრამის შედეგებს, რა გამოიკვეთეება, რამდენად გამართლებულია მისი მუშაობა და შემდეგ ვისმჯელებთ ჰიბრიდულ პროგრამაზე, რა ნაწილი შეიძლება იყოს დისტანციური და რა უშუალო კონტაქტით" - ამბობს გვარამაძე.
---
09.07.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 09.07.2020 - კომერსანტ.ჯი
საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ ბიზნესი ახლა შრომის ინსპექციის შემოწმებას ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირდა „World Class Georgia“. სპორტული დარბაზის მარკეტინგის დირექტორი ნინი ხუროძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც „World Class“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისგან დადებით პასუხს მიიღებს ფიტნეს ცენტრს მეორე დღესვე გახსნიან. ამ ეტაპზე ხუროძისთვის უცნობია როდის სახელმწიფო სტრუქტურა როდის შეამოწმებს სპორტული დარბაზს. „World Class“ მარკეტინგის დირექტორი „კომერსანტთან“კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრობს. „რეგულაციები რომელიც ჯანდაცვის სამინისტომ დაგვიწესა შესრულებადია, თუმცა ხარჯი იზრდება, წარმოიდგინეთ სადეზინფექციო სამუშაოები საათში ერთხელ უნდა ჩატარდეს. ყოველდღიურად უნდა ვესაუბროთ ჩვენი კლუბის წევრებს, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან. იგივე დისტანცირება, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება და ა.შ. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს კონტროლს გავუწევთ და მექანიზმებიც შევიმუშავეთ, მაგრამ მომხმარებელზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული. მთავრობის გადაწყვეტილებით 6 კვ.მ-ზე მოხდება თითო ადამიანის დაშვება, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი დარბაზი რაოდენობრივად არ არის გათვლილი ბევრ ადამიანზე გადაწყვეტილება ნორმალურია. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან ვენტილაციის კუთხით არანაირი პრობლემა არაა, დამონტაჟებულია ერთ-ერთი საუკეთესო სავენტილაციო სისტემა, რომელიც ყოველ 7 წუთში ერთხელ უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას“, - აცხადებს ნინი ხუროძე. „World Class“- ში საფასო პოლიტიკის გადახედვას ჯერჯერობით არ აპირებენ. ნინი ხუროძე აცხადებს, რომ ახლა სატესტო რეჟიმში არიან, რა დროსაც დააკვირდებიან თუ რა დატვირთვა ექნება ფიტნეს ცენტრს, აღსანიშნავია, რომ მოლოდინი პოზიტიური აქვთ. თუმცა, პოზიტიური მოლოდინისგან გასხვავებით ძალიან მძიმეა ის რეალობა, რომელშიც პანდემიის გამო ბიზნესი აღმოჩნდა, ზარალს რომელიც კომპანიას მიადგა ამ დრომდე ითვლიან. „ზარალის ოდენობის დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ძალიან ბევრი მიმდინარე დავალიანება გვაქვს, ახლა მომწოდებლებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ეს დავალიანებები მოგვიხსნან. იქედან გამომდინარე, რომ ბევრი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი ვართ, ბევრი დამატებით ხარჯი გვაქვს და უცხოურ ვალუტაში ვიხდით ამ თანხას. პარალელურად ფილარმონიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება იჯარასთან დაკავშირებით. ახლა მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ხარჯი ძალიან დიდია“, - განმარტავს ნინი ხუროძე. თითქმის ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ „World Class“ კლუბის წევრებს სიახლეებით ხვდება. ნინი ხუროძე აცხადებს, რომ სიახლეები ჯგუფურ ვარჯიშებს შეეხება, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილება დამუშავების ეტაპზე ჯერჯერობით კონკრეტულ დეტალებზე ვერ საუბრობს. „World Class“ მარკეტინგის დირექტორი აცხადებს, რომ შესაძლებელია, ფიტნეს ცენტრმა საწევროები დაამატოს, რასაც მისი თქმით მომხმარებელი ყოველთვის ითხოვდა.
---
09.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 09.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. “მეწარმე დევნილები და ეკომიგრანტები მათი საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად 4000-7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ჯამში, გრანტს 20 მეწარმე მიიღებს, რომლებიც საკუთარ საწარმოებში მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ. პროგრამაში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას მარნეულის, თეთრიწყაროს, ვანის, ზესტაფონის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ეწევიან. „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამა“ სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „Action Against Hunger“ მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ბიზნეს გეგმების მიღება 6 ივლისიდან დაიწყო და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ბიზნეს გეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიიღება: თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა; რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27. ბიზნეს გეგმისა და თანდართული დოკუმენტაციის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე - infoidp@moh.gov.ge . პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/ca96b “, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 09.07.2020 - კომერსანტ.ჯი
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 09.07.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
---
09.07.2020
მედია საშუალებები: ონ.ჯი
Link: 09.07.2020 - ონ.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი იმიტომ დაწესდა, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილოს დიდი რაოდენობით ადამიანის მოზღვავება. თქვა ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ 8 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ტაბულას კითხვის პასუხად. ტაბულამ NCDC-ს ხელმძღვანელს ჰკითხა, რატომ უნდა გაიარონ გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ბალტიის ქვეყნებიდან დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქეებმა სავალდებულო კარანტინი, როდესაც ამ ქვეყნების მოქალაქეებსა, თუ რეზიდენტებს ამას არ ვთხოვთ. "საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სამოგზაუროდ ან სხვა მიზნით წაბრძანდებიან ამ ხუთ ქვეყანაში, დაბრუნებისას, დიახ, მათ ამ ეტაპზე, ჯერჯერობით მოუწევთ კარანტინში გადასვლა იმიტომ, რომ თავიდან იქნეს აცილებული დიდი რაოდენობით ადამიანის მოზღვავება. ყველაფერი ეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. გარკვეულ ნაბიჯზე, ალბათ, შემდგომ უკვე მოხდება და იქნება განხილვის საგანი [მოხსნა]". – ამბობს ამირან გამყრელიძე. NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, ამ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს აქვთ უფლება, რომ ყოველგვარი დამატებითი გამოკვლევის გარეშე გადმოკვეთონ საქართველოს საზღვარი. "გარდა იმისა, რომ მათ უნდა შეავსონ გარკვეული ფორმა და თუ თერმოსკრინინგის დროს აღმოაჩნდებათ ტემპერატურა, მაშინ აეღებათ PCR-ზე ნაცხის ანალიზი იქვე აეროპორტში. შემდეგ წავლენ, ყოველგვარი დაცდის გარეშე, დანიშნულების ადგილზე. თუ ნაცხის პასუხი იქნება დადებითი [ახალ კორონავირუსზე], ჩატარდება შემდგომი მოქმედებები. ამ ადამიანებზე არავითარი სხვა დამატებითი პირობა არ ვრცელდება და ეს არის ორმხრივი შეთანხმების ნაწილი. ანუ ეს ქვეყნები ცნობენ საქართველოს უსაფრთხოდ, და ჩვენც შესაბამისად მათ გავუხსენით კარი". – თქვა ამირან გამყრელიძემ. ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 8 ივლისიდან, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, უპირობოდ ხსნის საზღვრებს ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის: გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთისთვის. ამ ხუთი ქვეყნიდან შემოსულ ადამიანებს საქართველოში კარანტინის გავლა არ დასჭირდებათ. საზღვრები იხსნება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. როგორც ტაბულას მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, საქართველოს მოქალაქეებს ასევე 8 ივლისიდან შეუძლიათ იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა იქიდან დაბრუნებულებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა დასჭირდებათ. კარანტინის გავლა მათ ზემოთ ჩამოთვლილი ევროკავშირის ხუთი ქვეყნიდან დაბრუნების შემდეგაც მოუწევთ.
---
09.07.2020
მედია საშუალებები: პრესა.ჯი
Link: 09.07.2020 - პრესა.ჯი
რუსთავის მეტალურგიურ ქარხანაში მუშა დაშავდა. 25 წლამდე მამაკაცს ბარძაყის არეში ცხელი ლითონი მოხვდა, რის გამოც დამწვრობა მიიღო. დაშავებულს პირველადი დახმარება ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი პაციენტი თბილისის სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
---
09.07.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 09.07.2020 - ბიემ.ჯი
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ქვეყანაში შრომის ინსპექციას აღსრულების ადეკვატური მექანიზმი არ გააჩნია, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ჯეროვნად გამოიძიოს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშის დაშავების საკითხი. „რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშას ბარძაყის არეში გავარვარებული არმატურა მოხვდა, რის შედეგადაც მან ძლიერი დამწვრობა მიიღო. 2011 წლიდან დღემდე შრომის დროს 400-ზე მეტი დასაქმებული დაიღუპა, 1100-ზე მეტი კი დაშავდა. ამის მიუხედავად, შრომის ინსპექციას ჯერ კიდევ არ გააჩნია აღსრულების ადეკვატური მექანიზმები. შედეგად, რუსთავის არაერთ საწარმოში, მუშებს დღემდე უწევთ გაუსაძლის და დაუცველ პირობებში შრომა. მუშები, რომელთა მხრებზეც დგას არსებული წარმოება, დღეს დოვლათს საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ქმნიან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საჯარო ჯანდაცვის ნორმებს,“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, "ლელო საქართველოსთვის", ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე ასორმოცდაათ დღეში, გაატარებს შრომის ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს, ქვეყანაში შრომა ერთხელ და სამუდამოდ იყოს დაცული და ღირსეული. ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს საქმის განვითარებას. აღნიშნულ კომენტარს „"ლელო საქართველოსთვის" ავრცელებს.
მედია საშუალებები: დრონი.ჯი
Link: 09.07.2020 - დრონი.ჯი
---
09.07.2020
მედია საშუალებები: ბათუმელები.ჯი
Link: 09.07.2020 - ბათუმელები.ჯი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა და სოციალურ დახმარებას საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულებიც მიიღებენ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 9 ივლისს, განაცხადა. გახარიას განცხადებით, სახელმწიფოსგან დახმარება უკვე მიიღო 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 000-ზე მეტმა დასაქმებულმა, რომელმაც სამსახური დაკარგა. „მოგეხსენებათ, დარგობრივი დახმარებების გარდა ჩვენ გვქონდა მთელი რიგი სოციალური დახმარებების პაკეტი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან იყვნენ თვითდასაქმებულები და ოჯახში შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვადა პირველ აგვისტომდე გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო ელემენტარულად საჭირო საბუთების მოძიება, ამ ადამიანებისთვის ვადა პირველ აგვისტომდე გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება, ამ ვადას შემდგომაც გავაგრძელებთ, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, გარდა ეპიდემიასთან ბრძოლისა არის ის, რომ მივეხმაროთ ჩვენს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებსაც კრიზისის გამო შემოსავალი შეუმცირდათ ან ის საერთოდ დაკარგეს“, – განაცხადა პრემიერმა. თვითდასაქმებულებზე კომეპნსაცია გაიცემა ერთჯერადად, 300 ლარის ოდენობით.
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 09.07.2020 - ფორ.ჯი
---
09.07.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 09.07.2020 - პუბლიკა.ჯი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ თვითდასაქმებულებისთვის დახმარების მიზნობრიობა ფართოვდება. „თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობას ვაფართოებთ და დღეს დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანების დახმარებას. ჩვენ მათგანაც დავიწყებთ განაცხადების მიღებას რეგისტრაციისთვის და ის ადამიანებიც მიიღებენ სახელმწიფოსგან ამ სოციალურ დახმარებას, რომლებიც სეზონურად მუშაობდნენ საზღვარგარეთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ. დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში მიზნობრივი სოციალური დახმარების მისაღებად თვითდასაქმებულებისა და შემოსავალდაკარგული ადამიანების რეგისტრაციის ვადა 1 აგვისტომდე გაგრძელდება.
09.07.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 09.07.2020 - ბიემ.ჯი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტი დეპუტატებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარუდგინა და ის ცვლილებები გააცნო, რომელიც პირველი, საკმაოდ ხმაურიანი მოსმენის შემდგომ სამინისტრომ დათმო და ინიცირებულ კანონპროექტში ჩაწერა. კანონში ცვლილებები ეხება საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების რეჟიმის, წესისა და პირობების შეცვლას მათი დახვეწის მიზნით. კომიტეტის წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს ცვლილებები, რომლებიც სააგენტოს მიერ ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის ვადებს ზრდის, ამცირებს კონკურენციას ფარმაცევტულ ბაზარზე და მიმართულია ფასების ზრდისკენ. მისი თქმით, ეს გაზრდის მსხვილი იმპორტიორების გავლენას ფარმაცევტულ ბაზარზე და კომიტეტმა მას მხარი არ უნდა დაუჭიროს. მომხსენებლის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ კონკრეტულ ცვლილებას წამლის ფასის მატების პოტენციალი არ გააჩნია. „არ არის ეს იმდენად ძლიერმოქმედი და დრამატული ცვლილება, რომ შეარყიოს ბაზარზე ფასების ტენდენციები, მაგრამ აქვს გარკვეული პოტენციალი იმისთვის, რომ გააუმჯობესოს საქმისწარმოების პროცესი მარეგულირებელში და შექმნას მეტი გარანტია, სრულ გარანტიას ვერ შექმნის, მეტი გარანტია იმისთვის, რომ დოკუმენტური განხილვა ჩატარდეს მეტად ხარისხიანად. სერიოზული ცვლილებებისთვის ხარისხობრივ ნაწილში საჭიროა კომპლექსური ცვლილებები წამლის კანონმდებლობაში და ამ საკითხს სამინისტრო აუცილებლად დაუბრუნდება მომავალში“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, უმთავრესად ფასზე კეთდება აქცენტი, მაგრამ მხოლოდ ფასი არ განაპირობებს შედეგს, აქ აუცილებელია ხარისხზე ვიზრუნოთ. „ის, რომ ეს ინიციატივა ყველაფერს დაარეგულირებს ბაზარზე, ამის მოლოდინი არც არის, და ამას არც ავტორი აცხადებს. პარლამენტში მუშავდება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც იქნება რეფორმის დონის, იმიტომ, რომ 2009 წლის კანონმა თავისი დრო მოჭამა. მას ჰქონდა თავისი პოზიტიური გავლენა იმ დროისათვის, როცა ფინანსური ხელმისაწვდომობა გაიზარდა, მაგრამ ხარისხით დიდად ვერ დავიკვეხნით ვერც მაშინ და ვერც დღეს. ეს კანონი ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ იყოს როგორც ხელმისაწვდომობა ფინანსური, ასევე მისი ხარისხი. კონკურენციაზე ვსაუბრობთ და გამოჩნდა, რომ მოქმედი კანონი ვერც მაინცდამაინც ჯანსაღ კონკურენციას არეგულირებს, სულ რამდენიმე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ოპერირებს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ჯერ ანალიზი გაგვეკეთებინა მოქმედი კანონის, შემდეგ კი ექსპერტებთან, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით ახალ კანონპროექტს წარვადგენთ, რომელიც ძალიან ბევრ კითხვაზე მოხსნის პასუხს“, - განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ. კერძოდ, თამარ გაბუნიას გაბუნიას ინფორმაციით, კანონპროექტის პირველი განხილვის შემდეგ გათვალისწინებულია შენიშვნები და ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: ა) სააგენტო დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ ექსპერტიზას ახორციელებს და ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ ინფორმაციას უწყებრივ რეესტრში გაატარებს 15 სამუშაო დღის ვადაში, ნაცვლად 30 სამუშაო დღისა. ბ) სააგენტო ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში უწყებრივ რეესტრში დაამატოს ინფორმაცია განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით, საქართველოს ბაზარზე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ, ნაცვლად პირვანდელი ვერსიით შემოთავაზებული 20 დღისა. გ) სააგენტო სარეგისტრაციო პროცედურის დროს სამი თვის ვადაში ფარმაცევტული პროდუქტის ხელახალი რეგისტრაციისას და პირველი რიგის A ტიპის მედიკამენტების რეგისტრაციას მოახდენს 20 დღის ვადაში, ხოლო პირველი რიგის B ტიპის რეგისტრაციისას 40 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის შესახებ თანხმობის ან უარის შემთხვევაში. პირვანდელ შემთხვევაში ნაცვლად 20 კალენდარული დღისა, შემოთავაზებული იყო 30 კალენდარული დღე, ხოლო ნაცვლად 40 დღისა, შემოთავაზებული იყო 45 დღე. კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა, ხოლო ლევან კობერიძემ წინააღმდეგ მისცა ხმა.
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 09.07.2020 - კომერსანტ.ჯი
---
პრესა
ჯანმოს სენსაციური აღიარება: “ვლინდება მტკიცებულებები,“ რომ კორონავირუსის ჰაერიდან გადადება შესაძლებელია” ამირან გამყრელიძე: "მას (კოვიდ-19) აქვს ასევე ე.წ. პოლიორგანული ტროპიზმი, ანუ სხვადასხვა ორგანოს აზიანებს"
10.07.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 10.07.2020 - რეზონანსი
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მეცნიერებმა ახლი აღმოჩენა გააკეთეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს, რომ „ვლინდება მტკიცებულებები,“ ახალი კორონავირუსის ჰაერიდან - აეროზოლური გავრცელებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ კვირის დასაწყისში მეცნიერთა ჯგუფმა ორგანიზაციას ღია წერილი გაუგზავნა და რეკომენდაციების განახლების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ განცხადება მარია ვან კარხოვმა გააკეთა, რომელიც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ჯანმოს ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელია. გლობალური ჯანდაცვის ორგანიზაცია აქამდე აცხადებდა, რომ კოვიდ-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსი, ძირითადად, აირწვეთოვანი გზით ვრცელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადების გადადება დაინფიცირებული ადამიანის მიერ დახველების, დაცემინების ან საუბრის დროს გამოყოფილი მცირე ზომის წვეთებით ხდებოდა, რომლებიც შედარებით მძიმეა და ძირს სწრაფად ვარდება. ორშაბათს კლინიკური ინფექციური დაავადებების ჟურნალში გამოქვეყნებულ ღია წერილში, რომელსაც 32 ქვეყნიდან 239 მეცნიერი აწერდა ხელს, წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომ ვირუსს ჰაერში მეტი ხნით დარჩენა და ადამიანების დაინფიცირება შეუძლია. ჯანმო აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები ვლინდება, ვირუსის ჰაერიდან გადადება ბოლომდე დადასტურებული არ არის. თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რისკის გადაფასება მოახდინა, აქამდე გამოცემული ზოგიერთი რეკომენდაცია შესაცვლელი იქნება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი ფიზიკური დისტანციის 2 მეტრიანი მანძილის განახლება იქნება. ჯანმოს მიერ რეკომენდაციის შეცვლის შემთხვევაში, ქვეყნებს, რომლებიც ორგანიზაციის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, საკუთარი პროტოკოლების შეცვლაც მოუწევთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით კი რიგი კვლევები ადასტურებს, რომ კორონავირუსი გარდა სასუნთქი გზებისა, ადამიანის სხვადასხვა ორგანოებსაც აზიანებს. გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც კორონავირუსისგან განკურნებული პაცენტების ხანგრძლივი ჯანმრთელობის მონიტორინგი განხორციელდება. „დიახ, გამოჩნდა რიგი კვლევები, სადაც უკვე დადასტურებულია, რომ მას აქვს ასევე ე.წ. პოლიორგანული ტროპიზმი, ანუ ის სხვადასხვა ორგანოებს აზიანებს. მათ შორის სისხლძარღვებს, ვთქვათ იგივე ტვინის ქსოვილს, იგივე გულის კუნთის ქსოვილს და ა.შ. რამდენადაც მე ინფორმაცია მაქვს მნიშვნელოვანი გართულებები ჩვენთან არ ყოფილა, მაგრამ ერთ-ერთი რეკომენდაცია გახლავთ და ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რათა შემუშავდეს სპეციალური პროგრამა სწორედ გამოჯანმრთელებული ადამიანების ხანგრძლივი ჯანმრთელობის მონიტორინგის, რომელიც ალბათ განხორციელდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
10.07.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 10.07.2020 - რეზონანსი
ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელთა ასოციაციის აღამსრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკთხთა კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეეტილეებას აფასებს, რომლის მიხედვითაც, მედიკამენტების აღიარებითი რეჟიმი, 30 დღის ნაცვლად, 15 დღით განისაზღვრა. წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციის ვადა 30 დღემდე იზრდებოდა. „ახლა საუბარია, რომ 7 დღე 15 დღით შეიცვლება, შესაძლებელია, რომ ამ გადაწყვეტილებამ ფასზე გარკვეულად იმოქმედოს. ციფრებში თქმა გამიჭირდება იქედან გამომდინარე, რომ ვადა არის არარეგულარული ხარჯი. ჯანდაცვის სამინისტროს ამ ცვლილების მიღება იმიტომ გადაწყვიტა, რომ აღნიშნული საკითხის სწრაფად მოგვარებისთვის რესურსი არ ჰყოფნის და თვლის, რომ 7 დღე ცოტაა. როგორც ამბობენ, დადგენილი 15 დღე არის მაქსიმუმი და არ არის საჭირო პროცედურის შესასრულებლად მაქსიმალური ვადა დასჭირდეთ. პრაქტიკაში გამოჩნდება შეიქმნება თუ არა პრობლემები, თუ სამინისტროს თანამშრომლები რეგულარულად გამოიყენებენ მაქსიმალურ ვადებს, ჩვენი მხრიდან კვლავ შეიძლება გაჩნდეს შენიშვნები“, - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ კანონპროექტი პროცედურულ ვადებს ეხებოდა და არ იყო განხილული ფუნდამენტური საკითხები. მისი თქმით, სხვა ცვლილებებს რომელსაც მნიშვნლოვანი გავლენა ექნებოდა მედიკამენტის ფასზე კანონპროექტი არ ითვალისწინებს.
---