From : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : FW: ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის თაობაზე
Cc : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Received On : 18.01.2020 19:26



От: Tengiz Tsertsvadze
Отправлено: 18 января 2020 г. 23:08
Кому: Zaza Bokhua
Копия: Tengiz Tsertsvadze
Тема: ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის თაობაზე
 

ბატონო ზაზა, 

 

მოგესალმებით.

 

გუშინ გამოგიგზავნეთ შპს „ავერსი-ფარმას“ მინისტრის სახელზე გაგზავნილი წერილის ასლი, რომელშიც „ქვეტექსებით“ იკითხება მათი მზადყოფნა თანამშრომლობისთვის. ბოლო შვიდი თვის მანძილზე მათი მხრიდან ეს პირველი ამ ტიპის გზავნილია. კარგი იქნება, თუ სამინისტრო თავის მხრივ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, რომ ეს შეთანხმება შედგეს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბ-ნ კურტანიძესთან შეთანხმება პირობითად შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ:

 

გადაუდებელი  (რაც ნაწილობრივ გაკეთებულია)

 

·         შეწყვიტოს ცენტრის მიერ დაკავებული შენობების დემონტაჟი,

·         შენობებში ცენტრის თანაშრომლების არშეშვება

·         შენობების, მათ შორის რეანიმაციის დაუყოვნებლივ დაცლის მოთხოვნა

·         ეზოში მანქანების ფასიანი შემოშვების ამოქმედებისას (რაც უახლოეს დღეებში მოხდება) ცენტრის სამსახურებრივ მანქანებისთვის და თანამშრომლების პირადი მანქანებისთვის ეზოში შემოსვლა იყოს უფასო (საშვების საშუალებით), ისევე როგორც თვით „ავერსი-ფარმას“ თანამშრომლებისთვის იქნება

   

გრძელვადიანი  (ახალ შენობაში გადასვლამდე): 

 

გაფორმდეს საიჯარო ხელშეკრულება და შესაბამისად, ახალ შენობაში გადასვლამდე მოგვეცეს სრულფასოვანი ფუნქციონირების შესაძლებლობა, კერძოდ, ჩვენივე სადღეისოდ დაკავებული ფართის ფარგლებში:

 

·         ავამოქმედოთ „ემერჯენსი“ (რომელიც უკვე გარემონტებულია და მზადაა გასახსნელად)

·         დავდგათ კომპიუტერული ტომოგრაფი (რომელიც უკვე ნაყიდია და დასაწყობებულია)

·         მოვაწყოთ გასტროსკოპიის, კოლონოსკოპიის და ბრონქოსკოპიის კაბინეტები (ეს აპარატურაც უკვე ნაყიდია და დასაწყობებულია)

·         ჩავატაროთ ბოქსირებული კორპუსის რემონტი

·         ჩავატაროთ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები

·         დანგრეული სამრეცხაოს ნაცვლად გამოგვიყოს სამაგიერო ფართი - დაახლოებით 30 კვ.მ. (ამის შესაძლებლობა მათ აქვთ, მაგ. აფთიაქის შენობის პირველ სართულზე, სადაც საკმაოდ დიდი გამოუყენებელი ფართია)

 

ცენტრის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია შეთანხმება ორივე ნაწილში, რადგან მეორე ნაწილის გარეშე ცენტრი ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებს.

 

თქვენი მოთხოვნისამებრ უახლოეს დღეებში მოგაწვდით მოკლე ინფორმაციას განვლილ პერიოდში შპს „ავერსი-ფარმასთან“ ჩვენი ცენტრის ურთიერთობის თაობაზე. 

 

პატივისცემით,

 

თენგიზ ცერცვაძე