From : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
To : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Subject : FW: ელ.მთავრობის საკითხები_07/08/19
Received On : 07.08.2019 07:23

თიკო სალამი. ამ ელექტრონულ მთავრობაზე 1,2,3 არის ის პროფილი რაზეც სჯობს არ დავავიზოთ. ხელმოსაწერებში არის 3 რომელიც ჯერ ჯერობით შესათანხმებელია.

 

From: Natia Khmaladze
Sent: Wednesday, August 7, 2019 11:18 AM
To: Giorgi Tsotskolauri
Subject:
ელ.მთავრობის საკითხები_07/08/19

 

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 31340 - შპსურეკი რეზიდენსსსაკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში მდებარე 3066.00 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შპსურეკი რეზიდენსისსაკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში მდებარე 3067.00 კვ.. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის  უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირ(ებ)ის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ იმ პირობით, რომ შპსურეკი რეზიდენსი“  უარს განაცხადებს უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის, 96  ლარის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
  2. ეკონომიკა 31337 - რკგურულ ნობათსსაკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საკრებულოების გარე სავარგულებში მდებარე 15505.00 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, რაც ხელს შეუწყობს მესაქონლეობის ფერმის (მერძეული-მეხორცული), მეღორეობის ფერმის, საკვები პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნას და ამ მიზნით 369 920 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.
  3. ეკონომიკა 31332 - ცვლილება შედის იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების ეკონომიკის სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესსა და პირობებში, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს, ცვლილების მიხედვით ინვესტორის მიერ წარმოსადგენი სამშენებლო გარანტია 100 000 აშშ დოლარიდან (ეკვივალენტი ევროში) შემცირდება 10 000 აშშ დოლარამდე (ეკვივალენტი ევროში).
  4. განათლება 31311 - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების  სახელმწიფო შესყიდვას.
  5. გარემო 31279 - პროექტი მიხედვით, კარწახის ტბის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა, კარწახის ტბაში, 2020 წლის პირველ იანვრამდე, შეუფერხებლად მოიპოვოს კიბორჩხალები. ასევე მოიხსნება შეზღუდვები პალიასტომის ტბაში კეფალისებრთა სახეობების მოპოვების ვადებზე და მოსახლეობას მიეცემა უფლება, პალიასტომზე, მთელი წლის განმავლობაში ითევზაოს კეფალისებრთა სახეობებზე.
  6. ეკონომიკა 31241 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში მდებარე 7444 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განხორციელდება პროფესიულ - საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის მშენებლობა.
  7. თავდაცვა 31217 - თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს 2 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვებს ელექტრონული შესყიდვის საშუალებით.
  8. ეკონომიკა 31205 - შპსენგურის ქვის სიმძლავრეზე‘‘ გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალი აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ენგურზე, „ენგური I“-ის საბადოს ქვიშა - ხრეშის 498 930 3-ის ოდენობის  მოპოვების უფლებით, 5 წლის ვადით.

    პროექტის მიხედვით, იცვლება ლიცენზიის გამცემის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობი (მიწისა და სამთო მინაკუთვნის) სხვა ფართობით, სადაც იმავე ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობებით შესაძლებელი იქნება იდენტური სახეობისა და ოდენობის სასარგებლო წიაღისეულის (ქვა-ხრეში) მოპოვება.
  9. ფინანსები 31200 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 1 ცალი (ASPOSE Total for .NET) პროგრამული ბიბლიოთეკის მხარდაჭერის ლიცენზიის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
  10. გარემო 31163 - სსაკურა“, 2019 წლის რთვლისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

ხელმოსაწერი:

1.     31356 - საქართველოს პარლამენტის აპარატი პლენარული სხდომების დარბაზის აკუსტიკის გაუმჯობესებისა და აუდიოაპარატურის გამართვის, აგრეთვე პრეზიდიუმის იერსახისა და დარბაზში სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით შესაბამის სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2.     31287 - პროექტი მიხედვით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ,,მტკიცე მხარდაჭერის მისიის" (RSM) შტაბში (. ქაბული), საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული ვადით, წარგზავნილი იქნებიან:

) DCOS-ის მოადგილის (Deputy DCOS Security Assistance, Deputy Commanding General for TAA, on “share-position” basis – GEO/US) თანამდებობაზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე ბრიგადის-გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა;

) DCOS-ის მოადგილის (Deputy DCOS Security Assistance, Deputy Commanding General for TAA, on “share-position” basis – GEO/US) თანაშემწის თანამდებობაზე, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი კობა ოშხერელი.

3.     31283 - სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა მიმართ  სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ აღებული ვალდებულების შესრულების მიზნით, 412 დევნილ ოჯახს გადაეცემა 472 უძრავი ნივთი.

პროექტი შესათანხმებლად გაგზავნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

4.     31250 - თიანეთის მუნიციპალიტეტს მიეცემა თანხმობა, მიიღოს გრანტი არაუმეტეს 132 000 ლარის ოდენობით, სოფელ გორანის სათანადო ხარისხის სუფთა წყლის მიწოდების მიზნით.

5.     31249 -  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ()იპთბილისის განვითარების ფონდს მიეცემა უფლება, ქალაქ თბილისში ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალის სრული რეაბილიტაციის მიზნით საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 37 448 763 ლარის ფარგლებში, 2018-2019  წლების ბიუჯეტებით ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

6.     31240 - მცხეთის მუნიციპალიტეტს მიეცემა თანხმობა, სოფელ კოტორაანთკარში სათანადო ხარისხის სუფთა წყლის მიწოდების მიზნით, მიიღოს გრანტი 120 000 ლარის ოდენობით.

 

პატივისცემით,  

ნათია