From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : Collaboration with Austria
Cc : Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Received On : 30.09.2019 07:56
Attachments :

ქალბატონო ეკატერინე

 

ექიმთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით ავსტრიასთან თანამშრომლობის ჩამოყალიბების კუთხით, როგორც მოგეხსენებათ ინტერესი და მზაობა, როგორც ავსტრიის საელჩოს ასევე პროფესიული ჯგუფების მხრიდან მაღალია.

ამ ეტაპზე ავსტრიის ელჩი საქართველოში ელოდება ოფიციალურ მიმართვას სამინისტროსგან, სადაც მივუთითებთ თანამშრომლობის ინტერესს და შესაძლო მოდელებს. მაგ. (1) ავსტრიელი ექიმების ჩამოყვანა საქართველოში რამდენიმე თვით, ადგილებზე ქართველი ექიმების პრაქტიკული ტრეინინგის მიზნით (2) ასევე ავსტრიის სამედიცინო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა გაცვლითი ვიზიტების გზით (3) საგანმანათლებლო პროგრამები და მიმდინარე კონსულტაციები კლინიკური გადაწყვეტილების ხარისხის უზრუნველყოფისთვის ტელემედიცინის შესაძლებლობების გამოყენების გზით. შეგვიძლია დავამატოთ ავსტრიის კლინიკებში აუცილებელ შემთხვევებში პაციენტების რეფერალის და მკურნალობის შესაძლებლობების განხილვა.

თქვენი თანხმობით მოვამზადებთ წერილს საქართველოში ავსტრიის ელჩთან ამ თანამშრომლობის ინიცირების მოთხოვნით.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0