From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : Chronic Disease Management Program
Cc : Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Received On : 10.08.2019 16:34
Attachments :

ქ-ნო ეკა

მოგესალმებით! ქრონიკული მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში უახლესმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა მედიკამანტებზე, არა მხოლოდ ახალი ბენეფიციარების ჩართვის ხარჯზე, არამედ უკვე რეგისტრირებული პენსიონერების ხარჯზეც, ვინც აქტიურად დაიწყო 3 თვის მარაგის მოთხოვნა. მაღალი მოთხოვნის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მედიკამენტებით უზრუნველყოფის მექანიზმის დახვეწა, რათა თავიდან ავიცილოთ შეფერხებები შესყიდვის, დისტრიბუციის და საცალო აფთიაქის დონეზე მარაგების მართვის პროცესში. საყურადღებოა ასევე ქრონიკული მედიკამანტების პროგრამის სინქრონიზაციის საჭიროება უნივერსალური ხელმისაწვდომობის პროგრამაში ჩართული მედიკამენტების ნუსხასთან.

მინდა გთხოვოთ კონსულტაცია ამ საკითხზე თქვენთვის მოსახერხებელ დროს, რათა შევჯერდეთ ძირითად მიდგომებზე 2020 წლის პროგრამების შესაფერისად დაგეგმვისთვის.

წერილს თან ერთვის საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვა ამ საკითხზე.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0