From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>
Subject : Building Assessment-AIDS Center
Cc : etikaradze@yahoo.de; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>
Received On : 07.01.2020 16:28
Attachments :

ბატონო ზაალ

 

მოგესალმებით და გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

როგორც მოგეხსენებათ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი (მდებარე ალექსანდერ ყაზბეგი 16) უკვე რამდენიმე წელია შენობის ცვლილების მოლოდინშია. ამჟამად მთავრობის მიერ განიხილება დიღომში (ზუსტ მისამართს დამატებით მოგაწვდით) მდებარე „სამედიცინო ინოვაციების ცენტრის“ შენობის გამოსყიდვა და შიდსის ცენტრის მიზნებისთვის მისი გამოყენება, ნაცვლად ახალი შენობის აშენებისა.

ამ ეტაპზე საჭიროა სამედიცინო ინოვაციების ცენტრის შენობის შეფასება, როგორც ზოგადად ჰოსპიტალური სერვისის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენის, ასევე მაღალი რისკის  (ინფექციური დაავადებები და შიდსი) ჰოსპიტალური და ამბულატორიული სერვისებისთვის დაწესებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის კუთხით.  

ასევე, მნიშვნელოვანია შემფასებლების ჯგუფმა წარმოადგინონ რეკომენდაციები იმის თაობაზე თუ შეუსაბამობის შემთხვევაში, რა სახის კორექტირება იქნება საჭირო, რათა შიდსის ცენტრმა ზემოაღნიშნულ შენობაში განაგრძოს ფუნქციონირება.

გთხოვთ უახლოეს დღეებში უზრუნველყოთ თქვენდამი დაქვემდებარებული სააგენტოს შესაბამისი ჯგუფის მიერ „სამედიცინო ინოვაციების ცენტრში“ ვიზიტის ორგანიზება.

წინასწარ დიდი მადლობა საკითხის მაღალი პრიორიტეტულობის გაზიარებისა და სწრაფი რეაგირებისთვის.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0