From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 9-10 ივნისი მედია მონიტორინგი
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; tatasturuaa@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 10.06.2020 09:59
Attachments :

მედია მონიტორინგი

9 ივნისი

ტელევიზია

რა პროტოკოლის დაცვით ჩააბარებს გამოცდებს ათასობით აბიტურიენტი

09.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    09.06.2020 - I არხი - მოამბე 21:00

„კოვიდ-19“-ის გამო შეცვლილი რეალობა აბიტურიენტებისთვის. თარიღის გადაწევა საჭირო არ გახდა, თუმცა ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისში ახალი რეგულაციებით ჩატარდება. პროტოკოლი საგამოცდო ოთახების ახლებურად მოწყობას და გამოსაცდელთა რაოდენობის მკაცრ კონტროლს გულისხმობს. გამოცდაზე შესვლამდე აბიტურიენტებს მთელი რიგი პროცედურების გავლა მოუწევთ, ინფექციისგან თავდაცვა კი თერმოსკრინინგით, ნიღბებით, საგამოცდო მაგიდებს შორის დისტანციის დაცვით და მაგიდებთან აღმართული გამჭვირვალე ბარიერებით მოხდება.

ანტიკრიზისული ბიუჯეტი

09.06.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    09.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

საბიუჯეტო წლის ამოწურვამდე 6 თვით ადრე პანდემიამ ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი შეცვალა. განახლებული პარამეტრები ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტში ჩაიწერა. COVID -19-ის გამო 14 ნახევარი მილიარდის ნაცვლად, წელს თითქმის 16 მილიარდი დაიხარჯება. პანდემიამ ეკონომიკის ზრდის ტემპსაც დაარტყა. პროექტის მიხედვით 2020 მინუს 4 პროცენტიანი ეკონომიკის ზრდით დასრულდება. 6 პროცენტზე მეტით პროგნოზირებენ ექსპორტის შემცირებას. 2,5 დან 8, 5 პროცენტამდე გაიზრდება ბიუჯეტის დეფიციტი.

კოვიდთან ბრძოლის დროს დაუფასებელი შრომა - თავგანწირვის ჯეროვნად დაფასების ნაცვლად ექთნებს კაპიკები გადაუხადეს.

09.06.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

Link:    09.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00

კოვიდთან ბრძოლის დროს დაუფასებელი შრომა - თავგანწირვის ჯეროვნად დაფასების ნაცვლად ექთნებს კაპიკები გადაუხადეს. საქარათველოში ბევრი კლინიკის თანამშრომელს წლებია კუთვნილი ანაზღაურება არ აუღია და ეს მხოლოდ პანდემიის დროს მათ მუშაობას არ უკავშირდება. წლების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისიტროს კლინიკებისთვის 350 მილიონამდე ლარი გადასახდელი აქვს, მაგრამ 560 დადგენილებამ მედპერსონალი კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ცვლილებებს დაფინანსების შემცირება მოჰყავა, ახლა კი ამ ფაქტს პანდემიის კრიზისიც დაემატა.

კორონავირუსი

09.06.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    09.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

8 ახალი ინფიცირებულთან 3 მედპერსონალია. ვირუსი ბოჭორიშვილის კლინიკის ექთანს და სანიტარს, ამავე კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტისგან გადაედო. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა პრემიერმა დღეს ეპიდვითარებაზე საუბრით დაიწყო. გიორგი გახარიას ინფორმაციით, 8 ახალი ინფიცირებულიდან 2 შემთხვევაში ვერ ხერხდება იმის დადგენა, საიდან გადაედო ვირუსი პაციენტს.

ვის არ დაუშვებენ ეროვნულ გამოცდებზე

09.06.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    09.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

COVID - 19-ის პანდემიის პირობებში ეროვნული გამოცდების განრიგი და წესები შეიცვალა. გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6-დან 25 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. 25 ივლისს გაიმართება საგრანტო კონკურსი. 1-დან 4 აგვისტოს ჩათვლით კი სამაგისტრო გამოცდები. გამოსაცდელებმა გამოცდაზე უნდა იქონიონ ე.წ. ტუშის კალმებთან ერთად, სამედიცინო პირბადეებიც. თუმცა ეს ნივთები ადგილზეც დაურიგდებათ. რეგისტრაციისას ასევე უნდა ჰქონდეთ საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. გამოცდაზე შესვლამდე ყველა გაივლის თერმოსკრინინგს.

დაინფიცირებული ექიმები

09.06.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 22:00

Link:    09.06.2020 - ტვ პირველი - პირველები 22:00

ბოჭორიშვილის კლინიკის სამი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირების წყარო კლინიკაში მყოფი ფსიქიკური პრობლემები მქონე პაციენტები იყვნენ. მედ-პერსონალმა რამდენჯერმე დახმარებისთვის პატრულს მიმართა. პატრულმა დახმარებაზე უარი თქვა. მათ მედ-პერსონალს უპასუხეს, რომ დაინფიცირების ეშინიათ და დაწესებულებაში ამ მიზნით არ შევიდოდნენ. ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა რთულად სამართავი პაციენტების წინაშე ექიმების მარტო მიტოვებაში ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს დასდო.

კორონავირუსი და განათლება

09.06.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - ღამის მთავარი

Link:    09.06.2020 - მთავარი არხი - ღამის მთავარი

სასწავლო წელი დასასრულს მიუახლოვდა, შევაჯამებთ ონლაი სწავლების შედეგებს და განვიხილავთ პრობლემებს. ასევე ვისაუბრებთ იმ წესებზე, რომლის დაცვითაც უნდა ჩატარდეს წლევანდელი ეროვნული გამოცდები. ბიძინა კულუმბეგოვი:" თერმოსკრინინგი არ აჩვენებს ზუსტ სურათს, ინფიცირებულია თუ არა კონკრეტული ადამიანი. გამოცდების პერიოდში დიდია სტრესი და ამ ფონზე შესაძლებელი და ბუნებრივია, რომ ადამიანს ქონდეს მაღალი ტემპერატურა, შესაბამისად გამოცდების დროს ეს იქნება პრობლემა.

კორონავირუსი და საქართველო

09.06.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    09.06.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

მარნეულის გარდა ახალი ინფიცირებულები ბოლნისის კლასტერიდანაც არიან და ბოჭორიშვილის კლინიკიდან. დღეს საქართველოში 8 ახალი ინფიცირებული და 3 გამოჯანმრთელებული დაფიქსირდა. საერთო ჯამში 818 შემთხვევაა აღრიცხული , თუმცა 119 აქტიური ქეისი მხოლოდ დარჩენილი. დღეს გიორგი გახარიამ თავად აღნიშნა , რომ სამწუხაროდ 2 ახალი ინფიცირებულის წყარო გაურკვეველი იყო.

კორონავირუსი

09.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    09.06.2020 - I არხი - მოამბე 21:00

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ პირველად ინფექციამ ბოჭორიშვილის კლინიკის სამედიცინო პერსონალამდე მიაღწია. დაინფიცირდნენ ორი მედდა და სანიტარი, რომლებსაც „კოვიდ-19“ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტისგან გადაედოთ. ასეთი შემთხვევა ერთხელ უკვე მოხდა ბათუმში. საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილის კარანტინში გაშვება მოუხდა, რადგან როგორც ირკვევა, სამუშაო ცვლის დასრულებამდე ინფიცირებულები მუშაობას განაგრძობდნენ.

10 ივნისი

ტელევიზია

კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი დღეიდან კომიტეტებში ინაცვლებს

10.06.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 09:00

Link:    10.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00

კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი დღეიდან კომიტეტებში ინაცვლებს. კოვიდ 19-ის გამო მასში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი. უმრავლესობისგან განსხვავებით, პროექტი ოპოზიციისთვის მიუღებელია. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ შესწორებები მექანიკური და გაუაზრებელია და მოსახლეობის საჭიროებას არ პასუხობს. დეპუტატები დოკუმენტების განხილვის დასრულებას თვის ბოლოსთვის ვარაუდობენ. ზურაბ ჭიაბერაშვილი: " "ქართული ოცნების" არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო ჩვენ ამ კრიზისამდეც არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა გვქონდა ბიუჯეტიდან იმ უყაირათო ფლანგვით, რასაც აკეთებდა "ქართული ოცნება."

ანტიკრიზისული ბიუჯეტი

10.06.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    10.06.2020 - იმედი - ქრონიკა 09:00

გიორგი გახარიას ხელმოწერით, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის განხილვას დღეიდან თავდაცვის კომიტეტი დაიწყებს. 248 გვერდიან დოკუმენტში, დეტალურად არის გაწერილი ის ხარჯი, რომლითაც მთავრობა 2020 წელს სხვადასხვა სექტორის დაფინანსებას გეგმავს. კორექტირებული ბიუჯეტი 15 მლრდ 923 მლნ. მთავრობა 2020 წლის განმავლობაში საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზრაურების სახელფასო ფონდს 57 მლნ ლარით შეამცირებს. რომან გოცირიძე: "ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო 80 % ეკონომიკურ ვარდნაზე, შემოტანიდან ერთ საათში გახდა გადასაგდები, რადგან მსოფლიო ბანკმა საქართველსათვის პროგნოზი 4.8 დასწია".

აქცია ფოთში - ტრაილერის მძღოლები COVID 19-ზე სწრაფი ტესტის შეღავათიან ფასში გაკეთებას ითხოვენ

10.06.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

Link:    10.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

რაილერის მძღოლების აქცია ფოთში - ადამიანები, რომლებიც გადაზიდვებზე მუშაობენ, კორონავირუსზე განმეორებითი სწრაფი ტესტის შეღავათიან ფასად გაკეთებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ტესტის ჩასატარებლად 350 ლარს ვერ იხდიან და 14-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ. ამის გამო კი ვერ ასრულებენ საერთაშორისო რეისებს, რაც მათთვის ზარალის მომტანია. აქციის მონაწილეების თქმით, საზღვარზე შემოსვლის დროს პირველ ტესტს მათ უფასოდ უკეთებენ, 72 საათში კი განმეორებითი ტესტისთვის საფასური თავად უნდა გადაიხადონ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გადაკეტვით იმუქრებიან. "გადავკეტავთ ხვალიდან ყველაფერს და არცერთ მანქანას არ გავატარებთ გზაზე. ვითხოვთ კარანტინის გაუქმებას და ტექსტი აგვიღონ და დაგვანებონ თავი. 400 ლარი ხელფასი მაქვს, რა მივიტანო სახლში, - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

#BMGONLINE - სასტუმროების მთავარი გამოწვევები

10.06.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    10.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

პროექტი ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით. 8 ივნისიდან საქართველოს მასშტაბით სასტუმროებმა, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციების დაკმაყოფილება შეძლეს მუშაობა ოფიციალურად განაახლეს. ამასთან, სასტუმროები ემზადებიან 15 ივნისისთვისაც, როცა შიდა ტურიზმი გაიხსნება და მზადებაა 1 ივლისისთვის, ამ დროიდან საქართველო კონკრეტული ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორების მასპინძლობას შეძლებს. რა გამოწვევების წინაშე დგანან ის სასტუმროები, რომლებიც რეგიონებში ოპერირებენ, რა სჭირდებათ დღეს ყველაზე მეტად მათ და რამდენად ეხმიანებოდა მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები მათ საჭიროებებს? მამუკა ღლონტი - სასტუმრო “სესილი”, დამფუძნებელი ელენე ზამთარაძე - სასტუმრო “შავი პომიდორი”, დამფუძნებელი ქეთევან ლოლაძე - სასტუმრო “ბორჯომი ლიკანი”, მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში სამუშაო ადგილზე სამი ადამიანი დაიღუპა

10.06.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

Link:    10.06.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში სამუშაო ადგილზე სამი ადამიანი დაიღუპა. ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ხელისუფლებას უსაფრთხო შრომის პირობების შექმნისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რიგ სფეროებში დასაქმებულთა შრომა უკიდურესად სახიფათოა. იურისტები ყურადღებას გამოძიების არაეფექტურობაზეც ამახვილებენ. მათი განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც კომპანიებში ბოლო 6 თვეში მეორე გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება. "მიუხედავად შრომის ინსპექციისა და მექანიზმის გაუმჯობესებისა, ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია და ზრდადი ყოველწლიურად.

სახემწიფო ვერ ახერხებს სამშენებლო ობიექტზე დასაქმებულთათვის უსაფრთხო პირობების შექმნას-EMC

10.06.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 10:00

Link:    10.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 10:00

სახელმწიფო ვერ ახერხებს სამშენებლო ობიექტზე დასაქმებულთათვის უსაფრთხო პირობების შექმნას ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი საუბრობს. სამუშაო ადგილებზე გარდაცვალების არაერთი ფაქტი არსებობს, თუმცა ამ დრომდე ყველა გამოუძიებელია. მესამე სექტორი შრომის ინსპექციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმსა და მარნეულში ბოლო დღეებში მომხდარი შემთხვევების გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების დადგენას სთხოვს. "სახელმწიფომ ყველა დონეზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ გაძლიერდეს ინსტიტური მექანიზმი დამაქსიმალურად პრევენციული მექანიზმები იქნას მიღებული. რეგიონების დონეზე უნდა არსებობდეს შრომითი ინსპექციის წარმომადგენლობითი ორგანოები, რომელიც შეძლებს მყისიერ რეაგირებას ასეთ შემთხვევებზე,"-განაცხადა ლელა გვიშიანმა.

10.06.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    10.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

ანტიკრიზისული ბიუჯეტი

 

 

 

 

9 ივნისი

ინტერნეტ სააგენტო

 

რა ცვლილებები განხორციელდა ანტიკრიზისულ ბიუჯეტში?

09.06.2020

მედია საშუალებები:    2020ნიუს.ჯი

Link:    09.06.2020 - 2020ნიუს.ჯი

2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები მომზადებულია COVID-19-ის გლობალური პანდემიით გამოწვეული საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. დოკუმენტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. ანტიკრიზისული ბიუჯეტი მომზადებულია COVID-19-ის გლობალური პანდემიით გამოწვეული საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოცდაზე არ მოხვდეს ინფიცირებული“

09.06.2020

მედია საშუალებები:    პროგრესნიუს.ჯი

Link:    09.06.2020 - პროგრესნიუს.ჯი

ველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე შემთხვევით არ მოხვდეს ინფიცირებული აბიტურიენტი – კორონავირუსის სიმპტომებით ადამიანი უნდა იყოს წინასწარ დიაგნოსტირებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აბიტურიენტებისთვის, რომელთაც ჩვეულებრივ 37 გრადუსი ტემპერატურა აქვთ ან სიმპტომები სხვა დაავადების გამო აღენიშნებათ, ეს გამოცდაზე არდაშვების საფუძველი არ უნდა გახდეს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები - წელს თითო სექტორში 10 აბიტურიენტზე მეტი არ დაიშვება

09.06.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    09.06.2020 - ტაბულა.ჯი

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. რაც შეეხება სამაგისტრო გამოცდებს, ის 1-4 აგვისტოს ჩატარდება. მინისტრის მოადგილე ნინუ მიცკევიჩმა თქვა, რომ განათლების სამინისტრო უკვე მზადაა, გამოცხადოს ზუსტი თარიღები. მისივე ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 25 ივლისს ჩატარდება.

თუ პირბადეს ორჯერ მოიხსნით ან დისტანციას დაარღვევთ, ეროვნული გამოცდებიდან მოგხსნიან

09.06.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    09.06.2020 - ტაბულა.ჯი

განათლების სამინისტროს ცნობით, ერთიან ეროვნულ/სამაგისტრო გამოცდებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე) აბიტურიენტი მიიღებს შენიშვნას, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი, მოიხსნება გამოცდიდან. ამასთან, გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერი გამორთული იქნება.

გამყრელიძე: თუ აბიტურიენტს გამოცდამდე სიმპტომები ექნება, PCR ტესტი უნდა ჩაიტაროს

09.06.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    09.06.2020 - ტაბულა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აბიტურიენტს კორონავირუსის სიმპტომები ექნება, მას PCR ტესტირება უნდა ჩაუტარდეს.

ეროვნული გამოცდების პერიოდში კონდიციონერები არ იმუშავებენ

09.06.2020

მედია საშუალებები:    ნიუპოსტს.ჯი

Link:    09.06.2020 - ნიუპოსტს.ჯი

პაატა იმნაძის თქმით, ეროვნული გამოცდების მსვლელობის დროს ოთახებში მხოლოდ ფანჯრები იქნება გაღებული და კონდიციონერები ვერ იმუშავებს. „ძირითადი რაც დისკომფორტს შეუქმნის ჩვენს აბიტურიენტებს ალბათ იქნება განიავების პრობლემები. მოგეხსენებათ რომ ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერი, რომლებიც არ არის აწყობილი ისე, როგორც სისტემები გარედან ჰაერის შემოტანაზე და შესაბამისად შემდეგ ოთახიდან ჰაერის გატანაზე, ასეთი კონდიციონერების მოხმარება ამ პერიოდში, ისეთი თავშეყრის ადგილებში, როგორიც არის საჯარო სივრცეები არ არის ნება დართული.

მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, აბიტურიენტებს PCR ტესტი უფასოდ ჩაუტარდებათ

09.06.2020

მედია საშუალებები:    2020ნიუს.ჯი

Link:    09.06.2020 - 2020ნიუს.ჯი

აბიტურიენტებს გამოცდის წინა დღეს ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, PCR ტესტის გაკეთება და საგამოცდო ცენტრში ცნობის წარდგენა მოუწევთ. აღნიშნული რეკომენდაცია ერთ-ერთია, რომელსაც საგამოცდო ცენტრებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აძლევს. რეკომენდაციების თანახმად, ტემპერატურის 37.50С -ზე მეტის შემთხვევაში, თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე არაუმეტეს 2-3 დღით ადრე ჩატარებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ის მოიხსნება გამოცდიდან.

აბიტურიენტი, რომელსაც კოვიდ-19-ის სიმპტომები აღენიშნება და PCR-ტესტით ვირუსი არ ექნება დადასტურებული, გამოცდას იზოლირებულ ოთახში ჩააბარებს

09.06.2020

მედია საშუალებები:    ფორ.ჯი

Link:    09.06.2020 - ფორ.ჯი

აბიტურიენტს, რომელსაც კოვიდ-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება და მას ჩატარებული PCR-ტესტით ვირუსი არ ექნება დადასტურებული, ამ შემთხვევაში გამოცდის ჩაბარებას სპეციალურ პირობებში შეძლებს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.როგორც მან განმარტა, ამ შემთხვევაში აბიტურიენტს იზოლირებულ ოთახში, შესაბამისი ბარიერებით მოუწევს გამოცდის ჩაბარება, რომ ყველა მოულოდნელობა გამოირიცხოს.

ამირან გამყრელიძე - გავითავისოთ, რომ კორონავირუსი არ დამარცხებულა - ნუ გავთამამდებით

09.06.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    09.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ბევრად მომატებული რისკია ის, რაც „ფაბრიკაში“ და ღვინის აღმართზე ხდებოდა, ვიდრე ერთიანი ეროვნული გამოცდები, იმიტომ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიდიან ჯანმრთელი ბავშვები და იქ, შესაძლებელია, დიდი ალბათობით მოხვდეს ინფიცირებული ადამიანი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იმნაძე: კონდიციონერი გამოცდის დაწყებამდე იმუშავებს, გამოცდის პერიოდში ფანჯრები იქნება ღია

09.06.2020

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    09.06.2020 - ტაბულა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას ცენტრებში კონდიციონერი გამოცდის დაწყებამდე იმუშავებს, გამოცდის პერიოდში კი ფანჯარა იქნება ღია. "ძირითადი, რაც დისკომფორტს შეუქმნის ჩვენს აბიტურიენტებს, ალბათ იქნება განიავების პრობლემები. ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც არ არიან აწყობილი ისე, როგორც სისტემები გარედან ჰაერის შემოტანასა და ოთახიდან ჰაერის გატანაზე, ამ პერიოდში ჯერჯერობით თავშეყრის ადგილებში არ არის ნებადართული.

პირბადის ტარებაზე უარის თქმის გამო, აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნება - რა წესები იმოქმედებს ეროვნულ გამოცდებზე

09.06.2020

მედია საშუალებები:    2020ნიუს.ჯი

Link:    09.06.2020 - 2020ნიუს.ჯი

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, აბიტურიენტებს ერიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, პირბადეებით, სოციალური დისტანციითა და ჯანდაცვის სამინისტროს სხვა რეკომენდაციების გათვალისწინებით მოუწევთ. განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების წესების თანახმად, წესების დარღვევის დროს, მათ შორის, ნიღბის მოხსნის, სოციალური დისტანციის დარღვევისა და ხელების დამუშავებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აბიტურიენტი შენიშვნას მიიღებს, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი გამოცდიდან მოიხსნება.

თერმოსკრინინგი, პირბადე, დისტანცია - რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს გამოცდებზე?

09.06.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    09.06.2020 - ბიემ.ჯი

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50 %-ზე. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება.

მარნეულში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

09.06.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    09.06.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

უბედური შმთხვევა - მარნეულში მშენებარე კორუსის მე-9 სართულიდან მუშა ჩამოვარდა. წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ მამაკაცს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია და მომხდარს უსაფრთხოების ზომების დარღვევას უკავშირებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერიტორია, სადაც ინციდენტი მოხდა, "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის, ნოდარ მთვარელიძის მფლობელობაშია. მთარელიძემ "მთავართან" კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა.

ტემპერატურისა და სხვა სიმპტომების დროს, აბიტურიენტი გამოცდას იზოლირებულად დაწერს — გამყრელიძე

09.06.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    09.06.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აბიტურიენტს, რომელსაც ტემპერატურასთან ერთად სახვა სიმპტომებიც აღმოაჩნდა, გამოცდას იზოლირებულ ოთახში დაწერს. "გამოცდაზე თერმოსკრინინგი აუციელებლი პროცედურა იქნება და თუ მას აღენიშნება ტემპერატურა და აქვს წინასწარ გაკეთებული COVID-ზე პასუხი და ის უარყოფითია, მაშინ არის შესაბამისი პროტოკოლი — ანუ ის დაიშვება გამოცდაზე. მაგრამ თუ ტემპერატურასთან ერთად სხვა სიმპტომებიც არის, დაიშვება გამოცდაზე, მაგრამ იზოლირებულ ოთახში და შესაბამისი ბარიერებით, რომ გამოირიცხოს ყველა მოულოდნელობა", — თქვა ამირან გამყრელიძემ.

როგორ ცვლის COVID-19 კავკასიის საინფორმაციო სივრცეს

09.06.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    09.06.2020 - ონ.ჯი

შექმნილი კრიზისის გასააზრებლად და რისკებთან მომზადებული შესახვედრად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს სანდო, გადამოწმებულ და ზუსტ ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ყალბი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება, რაც, თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს მთლიან პროცესზე, აზიანებს საზოგადოების გამძლეობას, ხოლო ეფექტიან მიდგომას პანდემიის მიმართ ხელს უშლის.

ამირან გამყრელიძე - გავითავისოთ, რომ კორონავირუსი არ დამარცხებულა - ნუ გავთამამდებით

09.06.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    09.06.2020 - ბიპიენ.ჯი

ბევრად მომატებული რისკია ის, რაც „ფაბრიკაში“ და ღვინის აღმართზე ხდებოდა, ვიდრე ერთიანი ეროვნული გამოცდები, იმიტომ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიდიან ჯანმრთელი ბავშვები და იქ, შესაძლებელია, დიდი ალბათობით მოხვდეს ინფიცირებული ადამიანი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აბიტურიენტი, რომელსაც კოვიდ 19-ის სიმპტომები აღენიშნება და PCR ტესტით ვირუსი არ ექნება დადასტურებული, გამოცდას იზოლირებულ ოთახში ჩააბარებს

09.06.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    09.06.2020 - ინფო9

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აბიტურიენტს, რომელსაც კოვიდ 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება და მას ჩატარებული PCR ტესტით ვირუსი არ ექნება დადასტურებული, ამ შემთხვევაში გამოცდის ჩაბარებას სპეციალურ პირობებში შეძლებს. როგორც მან განმარტა, ამ შემთხვევაში აბიტურიენტს იზოლირებულ ოთახში, შესაბამისი ბარიერებით მოუწევს გამოცდის ჩაბარება, რომ ყველა მოულოდნელობა გამოირიცხოს.

ამირან გამყრელიძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოცდაზე არ მოხვდეს ინფიცირებული - თუ აბიტურიენტს აქვს ალერგია, ჩვეულებრივი გაციება, სურდო ან ნორმალური ტემპერატურა 37 გრადუსი აქვს, არ უნდა დაიჩაგროს

09.06.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    09.06.2020 - ინფო9

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე შემთხვევით არ მოხვდეს ინფიცირებული აბიტურიენტი - კორონავირუსის სიმპტომებით ადამიანი უნდა იყოს წინასწარ დიაგნოსტირებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძესა და ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

09.06.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    09.06.2020 - პია.ჯი

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორ ჰანს კლუგეს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰანს კლუგემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ გატარებული კორონავირუსის საპასუხო ღონისძიებები და გამოყო ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა გაძლიერებაში ჯანმო მზადაა დაეხმაროს საქართვლოს.

უსაფრთხო გარემო დევნილებისთვის (R)

09.06.2020

მედია საშუალებები:    ქუთაისიპოსტ.ჯი

Link:    09.06.2020 - ქუთაისიპოსტ.ჯი

ქუთაისში, კომპაქტურად დასახლებულ დევნილთა ოჯახებში, სადაც პანდემიამ კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური კვალი დატოვა, ისეთი ელემენტარული ჰიგიენური საშუალებების შეძენა უჭირთ, როგორიცაა მაგალითად, საპონი. ,,კორონავირუსის შემდეგ, ყველანაირად გაგვირთულდა ცხოვრება. ახლა, მთავარი პრიორიტეტი გამოკვებაა. არც გვრჩება ფული ჰიგიენური საშუალებების საყიდლად. მით უმეტეს, როცა ფასებმა ასე მოიმატა". ლინდა ერთ–ერთი მათგანია, ვინც დანარჩენ დევნილ ოჯახებთან ერთად, ქუთაისში, ლეჟავას ქუჩაზე, ამორტიზებულ შენობაშია შესახლებული.

კახეთში 32 პირიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

09.06.2020

მედია საშუალებები:    ქეინიუს.ჯი

Link:    09.06.2020 - ქეინიუს.ჯი

კახეთი მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ამ დროისთვის კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და ამ დრომდე კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ნელი ხიზანიშვილის თქმითვე, თვითიზოლაციაში იმყოფება 1 პირი, ხოლო 4 ლოკაციაზე კარანტინში 122 მოქალაქე. ,,ბიოლოგიური ნიმუშების აღება გრძელდება როგორც კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.

„YES Hackathon Contain COVID-19“-ის გამარჯვებული ახალგაზრდა წყვილის ინოვაციური ვებ-აპლიკაცია კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის დიაგნოსტირებისთვის

09.06.2020

მედია საშუალებები:    ბიეფემ.ჯი

Link:    09.06.2020 - ბიეფემ.ჯი

მარტში ფონდმა „კრისტალმა“, „USAID YES Georgia“-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ჩაატარა ონლაინ ჰაკათონი „YES Hackathon Contain COVID-19“-ი, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებული ქართველი წყვილი გახდა: ანრი და ნატა. ჰაკათონის მიზანი იყო სამეწარმეო იდეების მხარდაჭერა რომლებიც Covid19-ის გავრცელებას ებრძვიან და ვირუსის გავრცელებით გამოწვეულ ნეგატიური შედეგების და რისკების შემცირებას ემსახურებიან.

კარანტინმა ითამაშა სერიოზული როლი ინფექციის არგავრცელებაში. 140-მდე ინფიცირებული კარანტინიდან აღმოვაჩინეთ - გამყრელიძე

09.06.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    09.06.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

კარანტინმა ითამაშა სერიოზული როლი. დაახლოებით 140-მდე ინფიცირებული ადამიანი კარანტინიდან აღმოვაჩინეთ, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „TV პირველის“ ეთერში, „რეაქციასთან“ საუბრისას. „ქვეყანა ძალიან სერიოზულად აკონტროლებს საზღვრებს. ძირითადად, ახლა საქართველოში შემოდიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები, სომხეთისა და საქართველოს, ან რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებიც პირდაპირ კარანტინში გადადიან.

თავისუფლად შეგვიძლია, სომხეთს დღეში 1 000 ტესტის გამოკვლევაში მივეხმაროთ – გამყრელიძე

09.06.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    09.06.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

„ერევნიდან თბილისამდე 4 საათის სავალი გზაა. თავისუფლად შეგვიძლია, 24 საათში 1000 ტესტზე, 1000 გამოკვლევაზე მივეხმაროთ“, – ამის შესხებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. „სომხეთი ჩვენი მოძმე, ჩვენი მეზობელი ქვეყანაა. მე ვიცი, რომ იყო საუბრები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, იყო შეთავაზება პირადად ჩვენგან სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის, წერილობითაც, სიტყვიერადაც გამოვხატეთ დახმარების მზაობა.

ეკატერინე ტიკარაძესა და ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

09.06.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    09.06.2020 - აიპრეს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორ ჰანს კლუგეს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ჰანს კლუგემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ გატარებული კორონავირუსის საპასუხო ღონისძიებები და გამოყო ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა გაძლიერებაში ჯანმო მზადაა დაეხმაროს საქართვლოს. მათ შორისაა არაგადამდები დაავადებებისა და კიბოს მართვა, უნივერსალური ხელმისაწვდომობის პროგრამის, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების და ჰოსპიტლების დაფინანსების მოდელის სრულყოფის კუთხით დახმარება.

ამირან გამყრელიძე: თუ ინფექციის გავრცელება ამ ტემპით გაგრძელდება, არც არჩევნებს და არც ადამიანების დასვენებას საფრთხე არ შეექმნება

09.06.2020

მედია საშუალებები:    ფორ.ჯი

Link:    09.06.2020 - ფორ.ჯი

თუ ინფექციის გავრცელება ამ ტემპით გაგრძელდება, არც არჩევნებს და არც ადამიანების დასვენებას საფრთხე არ შეექმნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „TV პირველის“ ეთერში, „რეაქციასთან“ საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, არჩევნების ჩატარებას საფრთხე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეექმნება, თუ ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად მოიმატებს. „ჩვენი სტრუქტურა საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი შემადგენელია.

COVID-19 – ყველა სიახლე: დადასტურებული შემთხვევები 8-ით გაიზარდა, კიდევ 3 გამოჯანმრთელდა

09.06.2020

მედია საშუალებები:    სივილ.ჯი

Link:    09.06.2020 - სივილ.ჯი

9 ივნისი, სამშაბათი 14:15 – მთავრობამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა მთავრობამ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი მოამზადა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის შედეგების აღმოსაფხვრელად საბიუჯეტო ხარჯების ზრდას გეგმავს.

როგორ უზრუნველყოფს ჯანდაცვა გამოცდებზე ინფექციურ კონტროლსა და უსაფრთხოებას – მინისტრის მოადგილე

09.06.2020

მედია საშუალებები:    პუბლიკა.ჯი

Link:    09.06.2020 - პუბლიკა.ჯი

ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამართვის თარიღებისა და წესის განსაზღვრის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გამოცდებზე ინფექციური კონტროლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ ისაუბრა.

უხელფასოდ დარჩენილი ექიმები - ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკების 350 მილიონიანი დავალიანება აქვს

09.06.2020

მედია საშუალებები:    პრესა.ჯი

Link:    09.06.2020 - პრესა.ჯი

კოვიდთან ბრძოლის დროს დაუფასებელი შრომა - თავგანწირვის ჯეროვნად დაფასების ნაცვლად ექთნებს კაპიკები გადაუხადეს. საქართველოში ბევრი კლინიკის თანამშრომელს წლებია კუთვნილი ანაზღაურება არ აუღია და ეს მხოლოდ პანდემიის დროს მათ მუშაობას არ უკავშირდება. წლების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისიტროს კლინიკებისთვის 350 მილიონამდე ლარი გადასახდელი აქვს, მაგრამ 560-ე დადგენილებამ მედპერსონალი კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.

ექიმების გაწვევა ივანიშვილის ლაშქარში – ლევან რატიანი, ნაბიჯით იარ!

09.06.2020

მედია საშუალებები:    ოდიშინიუს.ჯი

Link:    09.06.2020 - ოდიშინიუს.ჯი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება, თუმცა ცნობილი რეანიმატოლოგი ამას თავად არ ადასტურებსინფრმაციას ამის შესახებ .„პრაიმტაიმი“აქვეყნებს. თუმცა კითხვაზე, იქნება თუ არა საარჩევნოდ პარტიის სახე ლევან რატიანი აღნიშნავს: „ექიმი ვარ და აპოლიტიკური ვარ!“ „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ეს ლევან რატიანისთვის პირველი პოლიტიკური შეთავაზება არ არის.

COVID-19 – ყველა სიახლე: დადასტურებული შემთხვევები 8-ით გაიზარდა, კიდევ 3 გამოჯანმრთელდა

09.06.2020

მედია საშუალებები:    სივილ.ჯი

Link:    09.06.2020 - სივილ.ჯი

9 ივნისი, სამშაბათი 14:15 – მთავრობამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა მთავრობამ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი მოამზადა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის შედეგების აღმოსაფხვრელად საბიუჯეტო ხარჯების ზრდას გეგმავს.

ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 184 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთში არ დადასტურდა

09.06.2020

მედია საშუალებები:    მარშალპრეს.ჯი

Link:    09.06.2020 - მარშალპრეს.ჯი

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 184 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და კორონავირუსი არც ერთ პირთან არ დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგაძის განცხადებით, კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და გეგმურად მედპერსონალს ჩაუტარდა და „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა. საკარანტინო სივრცეს მხოლოდ ერთ პირი დაემატა და ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით კარანტინში 317 პირი იმყოფებ

მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

09.06.2020

მედია საშუალებები:    ინფორუსთავი.ჯი

Link:    09.06.2020 - ინფორუსთავი.ჯი

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 51 წლის მამაკაცი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ცხოვრობდა. მისი ოჯახის წევრები ყვებიან, რომ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები არ ქონია და მშენებლობაზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

COVID-19-ის სიმპტომიანი აბიტურიენტი PCR ტესტის გარეშე გამოცდაზე არ დაიშვება – გამყრელიძე

09.06.2020

მედია საშუალებები:    ნეტგაზეთი.ჯი

Link:    09.06.2020 - ნეტგაზეთი.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, აბიტურიენტი, რომელსაც COVID-19-ის სიმპტომები გამოუვლინდება და წინასწარ ტესტი არ ექნება გაკეთებული, გამოცდაზე არ დაიშვება. ამის შესახებ გამყრელიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებით დღეს, 9 ივნისს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განმარტა.

ეკატერინე ტიკარაძესა და ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

09.06.2020

მედია საშუალებები:    მარშალპრეს.ჯი

Link:    09.06.2020 - მარშალპრეს.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორ ჰანს კლუგეს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ჰანს კლუგემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ გატარებული კორონავირუსის საპასუხო ღონისძიებები და გამოყო ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა გაძლიერებაში ჯანმო მზადაა საქართვლოს დაეხმაროს.

თუ აბიტურიენტს ტემპერატურასთან ერთად სხვა სიმპტომებიც აქვს, დაიშვება გამოცდაზე, მაგრამ იზოლირებულ ოთახში, შესაბამისი ბარიერებით – ამირან გამყრელიძე

09.06.2020

მედია საშუალებები:    მარშალპრეს.ჯი

Link:    09.06.2020 - მარშალპრეს.ჯი

მთელი სამყარო დღეს ვცხოვრობთ პანდემიის პირობებში და ამან ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ალბათ უნდა შეიცვალოს მიდგომა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების პროცესთან დაკავშირებით, რადგან ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს ყველაზე დიდი რაოდენობა ადამიანებისა და იყრის თავს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

10 ივნისი

ინტერნეტ სააგენტო

 

გამყრელიძემ განმარტა, უქმნის თუ არა ეპიდსიტუაციას საფრთხეს 20 ივნისს დაგეგმილი აქცია

10.06.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    10.06.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 20 ივნისს დაგეგმილი აქციის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, თუ დაცული იქნება ძირითადი რეკომენდაციები ყველაფერი შესაძლებელი იქნება. „სამედიცინო თვალსაზრისით, ნებისმიერი დიდი თავყრილობა რისკის შემცველია, მაგრამ თუ დაცულია პირობები – 2-მეტრიანი დისტანცია, პირბადეების ტარება და სხვა ჩვენი რეკომენდაციები, რასაც ვიძლევით, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენ მივდივართ აქციებზე, ერთმანეთს ვკოცნით, ვეხვევით და ა.შ. ეს ყველაფერი დაუშვებელია.

ბექა ლილუაშვილი - სამშენებლო სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 120 000 ადამიანი და მათ უკან დგას 120 000 ოჯახი, ჩვენი მიზანია, ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან

10.06.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    10.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჩვენი მიზანი არის ის, რომ ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როდესაც საქართველოში დაფიქსირებული პირველი შემთხვევიდან მთავრობამ დაიწყო მუშაობა პანდემიის მართვის მიმართულებით, ასევე დაიწყო მუშაობა ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით და იმ გეგმის მიმართულებით, რომელსაც ახორციელებს, როგორც ანტიკრიზისული გეგმის პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში, ასევე სექტორულ ჭრილში.

რეგულაციების გათვალისწინებით, სპორტული კომპლექსები გაიხსნება

10.06.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    10.06.2020 - კვირა.ჯი

“სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან გახსნისთვის საჭირო რეგულაციებზე ვიმსჯელეთ, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებზე ბიზნესთან სექტორული შეხვედრის ფარგლებში განაცხადა. დღეს მიხეილ დაუშვილმა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა – ბექა ფერაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ – შალვა გოგოლაძემ ქსელური სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან დარგისთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესამუშავებელი რეკომენდაციები განიხილეს. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან კოორდინაციით შემუშავდება დარგის სპეციფიკაზე მორგებული რეკომენდაციები.

ამირან გამყრელიძე: ჩვენ არ ვიცით ამ ვირუსის ქცევა - მეორე ტალღა როგორი სიძლიერის იქნება. დიდი უმრავლესობა მეცნიერების ეყრდნობა, რომ შემოდგომაზე, ოქტომბერ-ნოემბერში

10.06.2020

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    10.06.2020 - პია.ჯი

დღეს როგორი პანდემიაც არის ბრაზილიაში, ბრაზილიაში თქვენ არჩევნებს ჩაატარებთ? ვერა. ჩვენ არ ვიცით ამ ვირუსის ქცევა. მეორე ტალღა როგორი სიძლიერის იქნება, რა დაზიანების იქნება, თუ იქნა საერთოდ, მაგრამ დიდი უმრავლესობა მეცნიერების ეყრდნობა, რომ შემოდგომაზე, ოქტომბერ-ნოემბერში, იმისდა მიხედვით, სხვადასხვა სარტყელში სხვადასხვანაირია ხოლმე რესპირაციული ინფექციების დაწყების ეტაპები, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

​