მედიამონიტორინგი 9 ივლისი
ტელევიზია
ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტები შეიძინა
08.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 12:00
Link: 08.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00
ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში სწრაფი ტესტები შეიძინა. საუბარია კორეული კომპანიისგან შეძენილ ანტიგენის 50 ათას და ანტისხეულების 67 ათას ტესტზე. სწრაფი ტესტები საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლის მიზნებისთვის გამოიყენება. ტესტები ასევე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადანაწილდება. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინსიტროს დამატებით, საჩუქრად 5 ათას ტესტის გადაეცა. "აღნიშნული ტესტები წარმატებით გამოიყენება საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მძღოლების, ეპიდემიოლოგიური კვლევის მიზნებისთვის. ასევე, გადანაწილდება სამედიცინო დაწესებულებებში პროტოკოლით გაწერილი კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფების გატესტვის მიზნით," - განაცხადა თინათინ ხარძიანმა.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 14:00
Link: 08.07.2020 - იმედი - ქრონიკა 14:00
თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო. კომისიის სხდომა ჯანდაცვის სამინისტროში დღეს ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა 853 ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს. მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. „გავეცანით იმ დეტალებს, თუ რა კრიტერიუმებით და როგორ იმუშავებს კომისია. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი კონტროლზე იქნება აყვანილი. მნიშვნელოვანია, ჩვენი დევნილი მოსახლეობისათვის ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. ის განცდა, რომელიც მათ ჰქონდათ, რომ თითქოს კომისიაში იყო გარკვეული გადაცდომები, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ამ ეტაპზე დედაქალაქში 212 სამოთახიანი და 40 ერთოთახიანი ბინა უნდა გაანაწილონ. „კომისიაზე 853 ოჯახის განაცხადი გადის. გასანაწილებელი ბინა 252-ია, მათგან 40 ერთოთახიანია. ერთოთახიანი ბინის მონიტორინგი ექვსი ქულიდან განხორციელდა, ხოლო სამოთახიანი ბინის მონიტორინგი - სამი ქულიდან. დევნილთა მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას მონიტორინგის სამსახური შეაფასებს“, - განაცხადა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 15:00
Link: 08.07.2020 - I არხი - მოამბე 15:00
თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო. კომისიის სხდომა ჯანდაცვის სამინისტროში დღეს ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა 853 ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს. მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. „გავეცანით იმ დეტალებს, თუ რა კრიტერიუმებით და როგორ იმუშავებს კომისია. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი კონტროლზე იქნება აყვანილი. მნიშვნელოვანია, ჩვენი დევნილი მოსახლეობისათვის ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. ის განცდა, რომელიც მათ ჰქონდათ, რომ თითქოს კომისიაში იყო გარკვეული გადაცდომები, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ამ ეტაპზე დედაქალაქში 212 სამოთახიანი და 40 ერთოთახიანი ბინა უნდა გაანაწილონ. „კომისიაზე 853 ოჯახის განაცხადი გადის. გასანაწილებელი ბინა 252-ია, მათგან 40 ერთოთახიანია. ერთოთახიანი ბინის მონიტორინგი ექვსი ქულიდან განხორციელდა, ხოლო სამოთახიანი ბინის მონიტორინგი - სამი ქულიდან. დევნილთა მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას მონიტორინგის სამსახური შეაფასებს“, - განაცხადა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
Link: 08.07.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი საქართველოს პარლამენტს შრომკითი რეფორმების მიღებისკენ მოუწოდებს. რეფორმა სხვადასხვა კანონონმდებლობაში შესატან ცვლილებათა კანონპროექტს მოიცავს. ორგანიზაცაში ამბობენ, რომ საკვანძო საკითხი შრომის ინსპექციაა, რაც დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების მონიტორინგს გულისხმობს. მათივე თქმიტ, ამ უფლებათა აღსრულება ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების პირდაპირი მოთხოვნაა. გიორგი ლანჩავას აზრით, შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდა და მათ მიერ სამუშაო ადგილების შემოწმება არის უმნიშვნელოვანესი. "შრომითი ინსპექციის მანდატის გაზრდა, რომ მან უზრუნველყოს სამუშაო ადგილზე შრომითი უფლებების დაცვა, სამუშაო დროსთან, ზეგანაკვეთურ მუშაობასა თუ ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითზებზე, ეს არის უმნიშვნელოვანესი. მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ არ დაუშვას კომპრომისი ბიზნესთან და დაიცვას მინიმალური ბაზისური უფლებები,"-განაცხადა კოტე ერისთავმა.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 15:00
Link: 08.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 15:00
მუნიციპალურ პოლიკლინიკებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე. კახი კალაძის განმარტებით იმ მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზება მოხდება, რომელთა შენობები რეაბილიტაციას საჭიროებს. როგორც კალაძემ განაცხადა, პოლიკლინიკების გასხვისება ისე უნდა მოხდეს, რომ მათ სტატუსი არ დაკარგონ და არც თანამშრომლები დარჩნენ შემოსავლის გარეშე. კახი კალაძე საბაგირო ტრანსპორტის განვითარების საკითხსაც შეეხო. მან სამგორ-ვაზისუბნის საბაგირო პროექტის დაანონსა. "ამ პრობლემის გადაწყვეტის ორი გზა არსებობს. ერთი - თავად მუნიციპალიტეტმა გააკეთოს ეს ყველაფერი და აიღოს ვალდებულება, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამ პროექტს მუნიციპალიტეტი ვერ განახორციელებს. მეორე შესაძლებლობაა ის, რომ ამ შენობების პრივატიზაცია განვახორციელოთ. " - კახი კალაძე
---
08.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 17:00
Link: 08.07.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00
თბილისში დევნილი ოჯახებისათვის ბინების გადანაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე დედაქალაქში 212 სამ ოთახიანი და 40 ერთ ოთახიანი ბინა უნდა გაანაწილონ. დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა 854 ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს, მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. სხდომა დღეს ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. „გავეცანით იმ დეტალებს, თუ რა კრიტერიუმებით და როგორ იმუშავებს კომისია. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი კონტროლზე იქნება აყვანილი. მნიშვნელოვანია, ჩვენი დევნილი მოსახლეობისათვის ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. ის განცდა, რომელიც მათ ჰქონდათ, რომ თითქოს კომისიაში იყო გარკვეული გადაცდომები, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - პირველები 17:00
Link: 08.07.2020 - ტვ პირველი - პირველები 17:00
რამ გამოიწვია 15-მდე ადამიანის სასმელი წყლით მოწამვლა ? ინტოქსიკაციის მიზეზი ლაბორატორიული კვლევით დადგინდება, თუმცა ადგილობრივებს ეჭვი აქვთ რომ ეს სწორედ დაბინძურებულმა სასმელმა წყალმა გამოიწვია. თბილისის ზღვის მიმდებარედ დევნილების დასახლებაშ ცოტა ხნის წინ ჯივიპის წარმოამდგენელბი მივიდნენ. მათ სასმელი წყლის სინჯი აიღეს და გამოკვლევების შემდეგ დაადგენენ გახდა თუ არა 15-მდე პირის მოწამვლის მიზეზი სასმელი წყალი. მოსახლეობამ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით უკვე მიმართა დევნილთა სამინისტროს. ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ეს კორპუსი არის კერძო და შესაბამისად ეს პობლემა მის უწყება არ ეხება. სასმელი წყლის ნაცვლად კანალიზაციის წყალი. თბილისის ზღვის დევნილთა დასახლებაში ადამიანების მოწამვლის მიზეზი სავარაუდოდ სასმელი წყალი გახდა.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - ბიზნესპარტნიორი
Link: 08.07.2020 - I არხი - ბიზნესპარტნიორი
მედიკამენტების რეგისტრაციის ვადები გაოთხმაგების ნაცვლად გაორმაგდება.- ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტი პროცედურის შვიდიდან 30 დღემდე გახაგრძლივებას ითვალისწინებდა. თუმცა პირველი მოსმენის შემდეგ უწყებამ ბიზნესის შენიშვნების ნაწილი გაითვალისწინა, მეორე მოსმენაზე კანონპროექტის შესწორებული სახით გავიდა. დაგეგმილი ცვლილებების შედეგად დეპუტატების ნაწილი მედიკამენტებზე ფასების ზრდას და ბაზრიდან მცირე ზომის კომპანიების გასვლას ელოდება.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 18:00
Link: 08.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებული 252 ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. კომისიის სხდომა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. ამ ეტაპზე 212 სამოთახიანი და 40 ერთოთახიანი ბინა ნაწილდება. დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა 853 ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლა, მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. "კომისიაზე განაცხადები მონიტორინგის მიერ არის წარმოდგენილი. მონიტორინგის სამსახური სპეციალური კრიტერიუმებით აფასებს დევნილის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას. ინფორმაციის გადაფასების შემდეგ წარედგინება კომისიას. კომისიას, რომელიც არის გამჭვირვალე და არის უწყებათაშორისო, კომისიის შემადგენლობაში შედიან სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჯანდაცვის სამინისტრო, დევნილთა სააგენტო, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი, სადაც კომისიური წესით ხმათა უმრავლესობით ხდება კონკრეტული საქმის განხილვა და მასზე გადაწყვეტილების მიღება," - განაცხადა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: იმედი - ქრონიკა 20:00
Link: 08.07.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00
საერთაშორისო ექსპერტები საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს იწონებენ. საუბარია კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში მოქალაქეების და ბიზნესის დასახმარებლად გატარებულ ღონისძიებებზე. ეს შეფასებები სმფოლიოს იმწამყავნი ეკონომისტებისგან გაჟღერდა, რომელლებიც ხელისუფლებას პოსტ კრიზისული გეგმის ფორმირებაში ეხმარებიან. კიდევ 5 ახალი ინფიცირებული საქართველოში. ქვეყნაში საერთო ჯამში თებერვლის ბოლოდან დღემდე 963 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 861 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 3903 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 202. მსოფლიო მეორე ტალღის მოლოდინშია, საქართველო კი ამ ფონზე კვლავ მწვანე ზონად რჩება. ქვეყანაში შიდა გადაცემის შემტხვევები ფაქტობრივად არ არის, რაც მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგია. ქვეყანაში იფნცირებულთა დაბალი მაჩვენებელია, თუმცა ეს მუდმივი საფუძველი არ უნდა გახდეს.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 08.07.2020 - I არხი - მოამბე 21:00
გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი – ოთხთვიანი შეზღუდვების შემდეგ საქართველო ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან საზღვრებს უპირობოდ ხსნის. ამ ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის არ იმოქმედებს კარანტინის, ან „კოვიდ“-პასპორტის წარდგენის ვალდებულება. მათ შორის, არც საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ხუთიდან რომელიმე ქვეყნის რეზიდენტები არიან. ევროკავშირის უსაფრთო ქვეყნების სიაში მოხვედრის შემდეგ საქართველოსთან სასაზღვრო შეზღუდვები ჩამოთვლილი ხუთეულის გარდა უპირობოდ ევროპის სხვა რამდენიმე ქვეყანამაც გააუქმა, თუმცა მათთან ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისგან ქართული მხარე ჯერ თავს იკავებს. პარალელურად, საქართველო მთელი მსოფლიოდან მიიღებს საქმიანი ვიზიტებით ჩამოსულ სტუმრებს, თუმცა გარკვეული პირობით. საქმიანი ვიზიტით შემოსულ პირებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ „კოვიდ-19“-ზე „პისიარ“-ტესტირება, ან ასევე საკუთარი სახსრებით გაიარონ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი. ეს პირობა არ ვრცელდება დღეს გაცხადებულ ხუთ ევროპულ ქვეყანაზე. დაიწყება რეგულარული ავიამიმოსვლაც. უკვე ცნობილია, რომ ავიაკომპანია „ლუფთანზა“ აგვისტოდან კვირაში ორ რეისს შეასრულებს, ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ ორ საერთაშორისო ავიაკომპანიასთან. გამგზავრებამდე უნდა გაიაროთ თერმოსკრინინგი და დეზინფექცირება. სავალდებულოა 2 კვირიანი კარანტინიც. გადაწყვეტილებას შეფასებები მოყვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან. გერმანიის საელჩო მიესალმება გადაწყვეტილებას. მიუხედავა 5 სახელმწიფოსთან გახსნილი საზღვრებისა ავიამიმოსვლა ჯერ არ აღმდგარა. საქარტველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ივლისში რამდენიმე სოციალური რეისი იგეგმება, რომელსაც ვიზეარი და მაივეი ეარლაინსი გნახორციელებენ.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 08.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი - ეს ის ხუთი ქვეყანაა, რომლებთანაც საქართველომ ფრენები უპირობოდ აღადგინა. საუბარია მხოლოდ ამ 5 ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებზე. ისინი საქართველოში ჩამოსვლის დროს სავალდებულო კარანტინს არ გაივლიან, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, ელექტრონული ანკეტის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. საქართველოში ვიზიტის მსურველი უცხოელებისგან განსხვავებით, 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ამ 5 ქვეყნიდან ჩამოვა. 5 ქვეყნის გარდა საზღვრები ამ დრომდე არ იხსნება ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებთან - ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი - ამ ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლა ისევ ჩაკეტილია. ეპიდსიტუაციის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, გადაიხედება თუ არა მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება. გერმანიის შემთხვევაში 2 აგვისტო ყველაზე ბოლო თარიღია, როცა პირდაპირი რეისები უნდა განახლდეს. 5 ქვეყანასთან ფრენების აღდგენას დაგვიანებულს უწოდებენ ოპოზიციაში. კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებითაც, სხვა, შედარებით უსაფრთხო ქვეყნებთან რატომ არ გაიხსნა საჰაერო მომოსვლა. მმართველ პარტიაში ოპონენტების კრიტიკა უპასუხისმგებლო განცხადებებად შეაფასეს. საჰაერო მიმოსვლის აღდგენას ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანს უწოდებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში და ამბობენ, რომ საკურორტო ზონები სტუმრების უსაფრთხოდ მისაღებად მზად არიან. საქართველოს ცა ავიამიმოსვლებისთვის ეტაპობრივად ჩაიკეტა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის დროს საჰაერო მიმოსვლა სრულად შეწყდა. გამონაკლისი მხოლოდ ის ფრენები იყო, რომლითაც სამშობლოში საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სპეც რეისებით აბრუნებდნენ. ეკატერინე ტიკარაძე:"ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნებთან,იქნება განხილული თავიდან თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები,აქდან გამომდინარე იქნება შეტანილი ცვლილებები." ნათია თურნავა:" ყველაზე გვიან 2 აგვისტოს დაიწყება ფრენები მიუნხენსა და თბილისს შორის.." მარიამ ქვრივიშვილი:"ჩვენივე კერძო სექტორისთვის ეს არის აბსოლიტურად ახალი მიმართულება ტურიზმში."
---
08.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 21:00
Link: 08.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00
ცხელება, სუნთქვის გართულებული ფორმები და პნევმონია, მარტო COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ არის. ასეთი გამოვლინება შეძლება ჰქონდეს "შავ ჭირსაც", რომელმაც კორონავირუსის პარალელურად, ჩინეთში იჩინა თავი. ინფიცირებულია 2 ადამიანი. პაციენტს ბაქტერია მღრღნელისგან გადადო. ქვეყანაში გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები და მესამე დონის განგაში გამოაცხადეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანა კორონავირუსის შემდეგ, ახალი გამოწვევის წინაშე დადგა "შავი ჭირი" კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელ ინფექციად ითვლება. იგი ბაქტერიით განპირობებული დაავადებაა, რომელიც ადამიანებს ინფიცირებული ცხოველებისგან გადაეცემათ. სპეციალისტების ამბობენ, რომ ბაქტერია ადამიანიდან ადამიანზე მარტივად არ გადადის და სამედიცინო მსოფლიომ უკვე იცის დაავადების წინააღმდე ბრძოლის იარაღი. "შავი ჭირის" შემთხვევაში COVID-19-ისგან განსხვავებით მკურნალობის პროტოკოლი არსებობს და მასზე ანტიბიოტიკებიც მოქმედებს, მაგრამ თუ ადამიანს COVID-თან ერთად შავი ჭირი დაემართება, ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყოს. შავი ჭირის ენდემური ორი კერა საქართველოში დღემდე არსებობს. ერთ-ერთი უფრო აქტიურია, მეორე კი - ნაკლებად. "შავი ჭირის" შემთხვევა, საქართველოში ბოლოს, დაახლოებით 1922 წელს, მეოცე საუკუნის დასაწყისში დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების მიერ ადგილზე ვითარება მუდმივად კონტროლდება. COVID-19-ის პარალელურად, დამატებით, სხვადახვა ვირუსის თუ ბაქტერიების გააქტიურება დამატებით შიშს იწვევს საზოგადოებაში. პანდემიით შეშინებული სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ. საქართველოც დამატებით რეკომენდაციებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ელოდება. "შავი ჭირის" ენდემური კერები არსებობს ამერიკაში, სომხეთში, რუსეთის ფედერაციაში, თურქეთში, საბერძნეთში და თითქმის ყველა ქვეყანაში. მე-14 საუკუნეში შავმა ჭირმა 25 მილიონ ადამიანზე მეტი იმსხვერპლა. ინფექციისგან ყოველწლიურად 2000-მდე ადამიანი კვდება. გასულ წელს "შავი ჭირი" მონღოლეთში დაფიქსირდა და მისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა. ეკატერინე ტიკარაძე:"მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაგზავნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმყოფება ჩინეთში და სწავლობენ იქ არსებულ ვითარებას, ჩვენ აუციელბლად მივიღებთ მათაგნ რეკოემნდაციებს."
---
08.07.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1
Link: 08.07.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1
თბილისის ზღვის დევნილთა დასახლებაში მცოვრელბლების მოწამვლის მიზეზი, სავარაუდოდო, დაბინძურებული წყალი გახდა, რომელიც მათ ონკანებში მოედინება. ადგილობრივების ინფორმაციით, დასახლებაში 15 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. დევნილთა დასახლებაში ამბობენ, რომ დიდი ხანია დასახლებაში წყალს არასასურველი სუნი და ცუდი გემო ჰქონდა. ადამიანების მოწამვლის შემდეგ ადგილზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წარმომადგენლები მივიდნენ და წყლის სინჯები აიღეს, თუმცა უცნობია, რატომ არ იყო შემოწმებული.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 08.07.2020 - I არხი - მოამბე 21:00
ჯანდაცვის კომიტეტმა წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. კსხდომაზე დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა კანონპროექტის იმ ნაწილს მოყვა რომელიც მედიკამეტების რეგისტრაციის ვადების გაზრდას ეხება. დამოუკიედებელი დეპუტატები მიიჩნევენ რომ ეს ფაქტი ბაზარზე კონკურენციას შეაიცმირებს და წამლებზე ფასების ზრდას გამოიწვევს.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 21:00
Link: 08.07.2020 - I არხი - მოამბე 21:00
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებული 252 ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. სხდომა კატერინე ტიკარაძემ გახსნა. ამ ეტაპზე თბილისში 212 3 ოთახიანი და 40 1 ოთახიანი ბინა ნაწილდება
---
08.07.2020
მედია საშუალებები: მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
Link: 08.07.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00
საქართველოს საჰაერო სივრცე ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაიხსნება, თუმცა, როდის ეს არავინ იცის. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, გერმანიასთან, საფრანგეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან საზღვრები უპირობოდ იხსნება და პირდაპირი ფრენები აღდგება, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს არ გაუჟღერებიათ კონკრეტული თარიღი, როდიდან შეძლებენ უცხო ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთთან საჰაერო მიმოსვლას. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მიერ კოვიდ უსაფრთხო ქვეყნად აღიარებული ხუთი სახელმწიფოდან მოქალაქეები აეროპორტში კოვიდ 19-ის ე.წ პასპორტის გარეშე წარსდგებიან. ადგილზე ტემპერატურა შეუმოწმდებათ და იმ შემთხვევაში, თუ ის 37-ს გადააჭარბებს, პისიარ ტესტი ადგილზე ჩაუტარდებათ. ადგილზე ტემპერატურა შეუმოწმდებათ და იმ შემთხვევაში, თუ ის 37-ს გადააჭარბებს, პისიარ ტესტი ადგილზე ჩაუტარდებათ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ქვეყანაში ჩამოსვლამდე, უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ფორმაც, სადაც მოგზაურობის ისტორიას მიუთითებენ - სად იმყოფებოდნენ საქართველოში ჩამოსვლამდე ორი კვირის განმავლობაში. განსხვავებული მიდგომაა საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით - თუ შვებულების გატარება საზღვარგარეთ გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ საქართველოში დაბრუნებისას ორ კვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა კვლავ მოგიწევთ. რატომ მოქმედებს ორმაგი სტანდარტით საქართველოს მთავრობა თავისივე მოქალაქეების მიმართ? ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც ოპოზიციაში მთავრობის მიმართ ჩნდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" დღევანდელი გადაწყვეტილება საზღვრების ნაწილობრივ გახსნის შესახებ, საზოგადოებრივი წნეხის შედეგია, თუმცა არსებობს არაერთი კითხვის ნიშანი, რასაც მმართველმა გუნდმა უნდა უპასუხოს. მთავარი მიზეზი, რის გამოც საზღვრები ნაწილობრივ იხსნება, ტურისტების ქვეყანაში შემოდინება და ტურისტული სექტორის ამუშავებაა. თუმცა, ეკონომისტებისთვის გაუგებარია, რატომ აირჩია მთავრობამ საზღვრების გახსნის პირველ ეტაპზე ის ქვეყნები, საიდანაც პროცენტულად საქართველოში ყველაზე ცოტა ტურისტი შემოდის. ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ მთავრობის ნაბიჯები არათანმიმდევრულია, რაც ტურისტულ სექტორს საქმიანობის დაგეგმვაში ხელს უშლის. ქვეყანა ნახევრად იხსნება,თუმცა პირველი რეგულარული ფრენის განხორციელების თარიღი ამ დრომდე უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფრენებს ამ ეტაპისთვის ერთი კომპანია "ლუფტანზა" განახორციელებს. ის კი, ვისაც მოგზაურობის ნოსტალგია აქვს, ბორტზე მდგომი გაურკვეველი ვადით ელოდება კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოდგომას და საზღვარგარეთ გაფრენას.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1
Link: 08.07.2020 - ტვ პირველი - დღის ამბები 22:00 ტვ 1
თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო ერთმანეთში არკვევენ უნდა გაიყიდოს თუ არა თბილისში პოლიკლინიკები. აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ამის შესახებ არაფერი იცის, კახა კალაძემ კი სამედიცინო დაწესებულების პრივატიზაცია მტავრობის სხდომაზე დღეს დაანონსა. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ პოლიკნინიკები მისი ნებართვის გარეშე ვერ გასხვისდება.
---
09.07.2020
მედია საშუალებები: რუსთავი 2 - კურიერი 09:00
Link: 09.07.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 09:00
საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შესაძლოა, კონდიციონერის ჩართვის უფლება მისცენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ღია ფანჯრების პირობებში ზოგიერთი კონდიციონერის გამოყენების რეკომენდაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც უნდა გავრცელდეს. საუბარია იმ ტიპის კონდიციონერებზე, რომლებიც ჰაერს შიგნით არ ატრიალებს და გარეთ გააქვს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ფეისბუქ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, სადაც უწყების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მედიისა და მოქალაქეების კითხვებს პასუხობდა. "ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის უახლესი გაიდლაინი დაიდო, სადაც ასე ვთქვათ ამ ეტაპზე წერტილი დაესვა იმას, რომ თუ კონდიციონერი ჩართულია, რომელიც შიგნით არ ატრიალებს ჰაერს და აქვს ოთახს გარეთ მიმოცვლა, ღია ფანჯრების ფონზე, საშიშროებას არ წარმოადგენს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ იგივე გავრცელდეს ტრანსპორტზე," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის თქმით, კონდიციონერის ფილტრები უნდა იყოს ახლად გამოცვლილი ან სათანადოდ დამუშავებული.
---
09.07.2020
მედია საშუალებები: I არხი - მოამბე 09:00
Link: 09.07.2020 - I არხი - მოამბე 09:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, გარე სისტემებზე მომუშავე კონდიციონერების ღია ფანჯარის პირობებში ჩართვა საფრთხეს არ წარმოადგენს. გამყრელიძის თქმით, სწორედ ამიტომ მიიღეს ეროვნულ გამოცდებზე კონდიციონერების ჩართვის გადაწყვეტილება. თუმცა, გამყრელიძის თქმით, სავალდებულოა, რომ კონდიციონერის ჩართვის დროს, ადამიანებს პირბადე ეკეთოთ. „ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის უახლესი გაიდლანი დაიდო, სადაც ასე ვთქვათ ამ ეტაპზე წერტილი დაესვა იმას, რომ თუ ჩართულია კონდიციონერი, რომელიც შიგნით არ ატრიალებს ჰაერს და აქვს ოთახს გარეთ მიმოცვლა, ღია ფანჯრების ფონზე, საშიშროებას არ წარმოადგენს. ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ეროვნულ გამოცდებთან მიმართებაში, რომ ღია ფანჯრების პირობებში კონდიციონერების ჩართვა შესაძლებელია. მხოლოდ, იმ პერიოდში აბიტურიენტებს და ყველას, ვინც იქ ბრძანდება, უნდა ეკეთოთ პირბადე. ჩვენ ვმუშაობთ, ალბათ იგივე უნდა გავრცელდეს ტრანსპორტზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.
---
09.07.2020
მედია საშუალებები: ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
Link: 09.07.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00
საზოგადოებრივ ტრანსპორტს შესაძლოა კონდიციონერების ჩართვის უფლება მისცენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ფეისბუკ ლაივში ისაუბრა. მისი განმარტებით, ღია ფანჯრების პირობებში ზოგიერთი კონდიციონერის გამოყენების რეკომენდაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც უნდა გავრცელდეს. გამყრელიძე ასევე აცხადებს რომ შეზღუდვების მოხსნა რისკს შეიცავს, თუმცა ქვეყანა ჩაკეტილი ვეღარ იქნება.
---
09.07.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 09.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ 5 ქვეყანასთან საზღვრის უპირობოდ გახსნის შემდეგ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, მიღებული გადაწყვეტილება გადაიხედება. „ჩვენ ყოველ კვირას დავაკვირდებით იმ მდგომარეობას, თუ რა შედეგები იქნება მიღებული და ევროკავშირის ქვეყნებთან განხილული იქნება თავიდან, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. აქედან გამომდინარე იქნება შეტანილი ცვლილებებიც იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც დღეს არის მიღებული", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
---
09.07.2020
მედია საშუალებები: ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
Link: 09.07.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1
"კოვიდ პასპორტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს"- ეს განმარტება თამარ გაბუნიამ გააკეთა. მისი განცხადებით, კოვიდ ტესტის პასუხი 72 საათის განმავლობაშ არის ვალიდური და უფრლო ადრე ჩატარებულ ტესტს დაცვის არანაირი გარანტია არ გააჩნია. მისი თქმით, უკეთესი დაცვა სიმპტომების მქონე პირების ტესტირება იქნება. 2. გუშნ საკანონმდებლო ორგანოში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ წამლის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ის პოტენციალი არ აქვს, რომ ფარმაცევტულ სფეროში რაიმე გააუარესოს, ან პრობლემები აღმოფხვრას. მისი განცხადებით,ერთიანი კომპლექსური რეფორმა არის სჭირო, რომელზეც მუშაობა მიმდიანრეობს.
---
09.07.2020
მედია საშუალებები: მაესტრო - ახალი ამბები 10:00
Link: 09.07.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00
ყველა შემსუბუქებას გარკვეული რისკი მოჰყვება. სისტემა უნდა იყოს მზად და ის მზად არის - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, რეგულაციების შემსუბუქებას რისკის თან ახლავს, თუმცა უნდა დამყარდეს ბალანსი ეკონომიკის გახსნასთან, თავისუფლებასა და ინფექციასთან. თენგიზ ცერცვაძის შეფასებით კი საზღვრების გახსნას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კარგად გაუმკლავდება.
---
ინტერნეტი
ჯანდაცვის სამინისტრომ ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა
08.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 08.07.2020 - ინფო9
ჯანდაცვის სამინისტრომ ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, ყველა ტიპის აუზზე შეზლონგებს შორის 2 მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო. ამასთან, შეზლონგი გამოყენებამდე და ყოველი გამოყენების შემდგომ უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. აღნიშნული ობიექტების ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სივრცეებში მომხმარებელი ნიღბის გარეშე არ დაიშვება. ამასთან, საცურაო აუზების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს წყლის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლი. აბანოებსა და საუნებში უნდა მოეწყოს საშხაპეები, რომელთა დეზინფექცია უნდა მოხდეს 2 საათში ერთხელ. ყველა შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია თანამშრომლები აღჭურვოს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 08.07.2020 - ბიემ.ჯი
"საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, თუ როგორ ხდება საზღვრებზე მონიტორინგი და გამოვლენა ყველა შემთხვევის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის მიერ დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რაც ევროპის ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნას ეხება. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. „მოლოდინი კვლავ არის ისეთი, რომ ჩვენ პროცესი გვექნება სრულად კონტროლზე აყვანილი და ეს არ იქნება საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და არ გვექნება მასობრივი შიდა გადაცემები, აქედან გამომდინარე, მივიღეთ ჩვენ სწორედ ის გადაწყვეტილება, რომ გარკვეულ ქვეყნებთან გვექნება ყველანაირად უპირობო მიმოსვლა“, - განაცხადა მინისტრმა. აქვე, მინისტრმა განმარტა, რა მოეთხოვებათ მგზავრებს, რომლებიც ზემოთ დასახელებული ხუთი ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსვლას დააპირებენ. „ის მგზავრები, რომლებიც იმგზავრებენ ამ 5 ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით, მათ ექნებათ ვალდებულება, შეავსონ გარკვეული მონაცემები, სადაც აღნიშნული იქნება ამ მგზავრების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ეს მგზავრი ბოლო 14 დღის განმავლობაში, შესაბამისად, ჩვენ გვექნება სრული ინფორმაცია ამ მგზავრების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს დაუფიქსირდება ტემპერატურა, უკვე აეროპორტშივე მოხდება ამ მგზავრზე PCR ტესტის აღება და ამის შემდეგ ჩვენ გავატარებთ იმ საჭირო ღონისძიებას, რომელსაც მგზავრის მდგომარეობა მოითხოვს", - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამ 5 ქვეყნაში იმოგზაურებენ, უკან დაბრუნებისას სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლიან.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი
Link: 08.07.2020 - ექსპრესნიუს.ჯი
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებული 252 ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. კომისიის სხდომა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. ამ ეტაპზე, თბილისში 212 სამოთახიანი და 40 ერთოთახიანი ბინა ნაწილდება. ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, წინასწარ განისაზღვრა თუ რამდენ ქულიანი დევნილი ოჯახები დაექვემდებარებოდნენ მონიტორინგს. დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა 853 ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს. მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. კომისია, რომლის შემადგენლობაში სამინისტროსა და დევნილთა სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აფხაზეთის მთავრობის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები შედიან, თითოეული დევნილი ოჯახის საკითხს განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილავს. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალეა და ღიაა ნებისმიერი მედია საშუალებისათვის. 252 დევნილი ოჯახი თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ მიიღებს.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 08.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი
კოვიდ–პასპორტს“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს, - განაცხადა ჯანდაცვის მონისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ და ამ კომენტარით საზღვრების მხოლოდ 5 ქვეყანისთვის გახსნის თაობაზე შენიშნვებს უპასუხა. როგორც გაბუნია განმარტავს, კოვიდ–ტესტის პასუხი 72 საათის განმავლობაშია ვალიდური და უფრო ადრე ჩატარებულ ტესტს დაცვის გარანტია არ გააჩნია. გაბუნია ამბობს, რომ უკეთესი დაცვა სიმპტომების მქონე პირების ტესტირება იქნება, რადგან ყველა მოგზაურს ტესტირებას ვერ ჩაუტარებენ. "რა თქმა უნდა, უპირობო საზღვრის გახსნა გარკვეულწილად რისკის მატარებელია, თუ ეს არ ემყარება ქვეყნების ეპიდსიტუაციის საფუძვლიან ანალიზს, რომელთანაც საზღვრის გახსნაზე იქნება საუბარი. რაც შეეხება კოვიდ პასპორტს, მას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ კოვიდთან დაკავშირებული სტატუსი და ტესტირების შედეგი ვალიდურია ძალიან მოკლე ხნის განმავლობაში, კერძოდ, 72 საათის მანძილზე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ უკვე ამას არანაირი გარანტიის და დაცვის საფუძველი აღარ აქვს. ამიტომ უკეთესი და მეტად მეცნიერულად დასაბუთებული დაცვა არის ტესტირება ნებისმიერი სიმპტომის მქონე პირის. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმის გააქტიურებაზე, არის ერთი ტაქტიკა, რომ საზღვარზე ხდებოდეს სკრინინგი და თერმოსკრონინგიც რჩება, ასევე იყოს მარტივად პისიარ ტესტირების შესაძლებლობა მაღალი რისკის მოგზაურებისთვის. რა თქმა უნდა, ყველასთვის პისიარ ტესტირების შეთავაზებას ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს. ეს არის ძალიან რესურსტევადი და ამის ეფექტურობა ზოგადად დაბალია,"- განაცხადა გაბუნიამ. კითხვაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თერმოკრინინგზე ეფექტური „კოვიდ–პასპორტი“ ხომ არ იქნება, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კოვიდ პასპორტი და სიცხის გაზომვა ერთმანეთს არ ცვლის. რაც შეეხება თერმოსკრინინგს, გაბუნიას თქმით, ყველაფერს შედარებითი მეტ- ნაკლები ეფექტურობა აქვს: "ყველაფერს შედარებით მეტ- ნაკლები ეფექტურობა აქვს და არანაირ ინტევენციასთან შედარებით თერნოსკრინინგი ეფექტურია. გახსოვთ, ბევრი შემთხვევა სწორედ ამის შედეგად გამოვლინდა. მაღალი რისკის ჯგუფებშია ტესტირება ეფექტური, რადგან ზოგადად, პოპულაციაში, ხედავთ, რომ შიგნით არ გაქვს. ამიტომ გამოიყოფა ის მოგზაურები, რომლებიც არიან მეტად მაღალი რისკის მატარებლები. გარკვეული ალგორითმი მომზადდება ამისთვის, იქ იქნება მოგზაურობის ისტორია, გადატანილი სტატუსიც და იდენტიფიცირდებიან ისინი, ვისაც შევთავაზებთ ტესტირებას. ეს არის მოდელი, რომელსაც განვიხილავთ, რასაც დამუშავება სჭირდება და დაიხვეწება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში". შეგახსენებთ, რომ საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 08.07.2020 - კვირა.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის შეფასებები, რომ წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები მედიკამენტების ფასებზე აისახება, არგუმენტს მოკლებულია. “ისტორიულად, 2009 წლიდან რაც ეს კანონი მოქმედებს, 5 და 7 დღეა რეგისტრაციის ვადები, თუმცა, წამლის ფასების ზრდა თვალსაჩინოა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც მარტივად მიუთითებს იმაზე, რომ მხოლოდ რეგისტრაციის ვადები წამლის ფასებს ვერც შეაკავებს და ვერც მათ ზრდაზე მოახდენს მნიშვნელოვან ზემოქმედებას, მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს ასეთ უმნიშვნელო მატებასთან. მეორე საკითხი რაც გასათვალისწინებელია, არის ის, რომ ძალიან ბევრი მედიკამენტი რეგისტრირდებოდა და შემდეგ მისი მცირე ნაწილი, დაახლოებით 20-30 პროცენტი შემოდის ქვეყანაში. ასე რომ, არგუმენტი, რომ მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანისას საბაჟოზე მისი დაყოვნების ვადა გახანგრძლივდება ამ ცვლილებების გამო, ესეც არგუმენტს მოკლებულია. ამდენად, აქ ერთადერთი მოტივაცია არის ის, რომ გაუმჯობესდეს პროცედურული წარმოება და მეტი გარანტია შექმნას მარეგულირებელმა მოსახლეობისთვის შედარებით ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდებისთვის. ზოგადად რამდენადმე გადაჭარბებულია ამ ცვლილებების პოტენციალის შეფასება წამლის ფასებსა და კონკურენციაზე ზეგავლენის თვალსაზრისით”,- განაცხადა გაბუნიამ. მან ასევე უპასუხა ოპოზიციის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს წამლების ფასის ზრდა სწორედ იმ დადგენილების შედეგია, რომლითაც წამლის რეგისტრაციის ვადა 30 დღემდე გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ფასის ზრდა არა ამ ფაქტორს, არამედ პანდემიის დროს ტრანსპორტირების პროცედურების გართულებას უკავშირდება.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 08.07.2020 - კვირა.ჯი
“ქვეყანაში დღეს არსებული სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარება საზღვარზე მკაცრ კონტროლთან არის დაკავშირებული”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, ვირუსის სეზონურობა მეცნიერულად, ჯერჯერობით, არ საბუთდება. „დღემდე მოქმედებს საკარანტინე ზონა. ყველა შემთხვევა, რომელიც საკარანტინე სივრცეში ხვდება, შემდეგ მოწმდება. ქვეყანაში დღეს არსებული სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარება საზღვარზე მკაცრ კონტროლთან არის დაკავშირებული. არ გვაქვს მეცნიერული დასაბუთება, რომ ვირუსი ნამდვილად უკავშირდება სეზონურობას. თუ გადავავლებთ თვალს მეზობელ ქვეყნებს, რომლებთანაც კლიმატური მდგომარეობა ძალიან მსგავსია ჩვენი კლიმატური მდგომარეობისა, იქ ნახავთ, რომ სურათი საკმაოდ დრამატულია. ამდენად, იმას, რომ ჩვენ შიდა გადაცემა დღეს არ გვაქვს, ცალსახად ვერ დავუკავშირებთ სეზონურობას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: ბიემ.ჯი
Link: 08.07.2020 - ბიემ.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ეპიდსიტუაციის დაკვირვების პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა ევროკავშირის რიგ ქვეყნებთან საზღვრების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას განაახლებს. "ჩვენ ყოველ კვირას დავაკვირდებით იმ მდგომარეობას, თუ რა შედეგები იქნება მიღებული და ევროკავშირის ქვეყნებთან განხილული იქნება თავიდან, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. აქედან გამომდინარე იქნება შეტანილი ცვლილებებიც იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც დღეს არის მიღებული. ჩვენ გვაქვს გარკვეული შუქნიშანი, სადაც მოცემულია სამი კომპონენტი - ქვეყანაში საწოლების რაოდენობა და მათი დატვირთვა, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი და ასევე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაფიქსირებული გავრცელება ქვეყანაში. ჩვენ ვაკვირდებით ამ შუქნიშანს და იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა მძიმდება, ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომ ან გავამკაცროთ, ან შევზღუდოთ გარკვეული ფრენები და ასევე, შიდა რეგულაციებიც გავამკაცროთ“, - განაცხადა ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ევროპის ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 08.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით ბაზარზე წამლის ფასი გაიზრდება. როგორც კობერიძემ პარლამენტის ჯანდაცვისა და ევროინტეგრაციის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, კანონით რთულდება და იზრდება ბარიერები, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციაში მეტი სუბიექტი შევიდეს. „ჩემი აზრით, ამ კანონპროექტის სულისკვეთება ახლა რაც ჩვენ გვაქვს, რამდენადაც არასასიამოვნო მოსამსენი არ უნდა იყოს, მიმართულია კონკურენციის შემცირებისკენ და ფასების აუცილებლად მოსალოდნელი ზრდისკენ, კანონის მიღების შემთხვევაში. თავის დროზე, როდესაც იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ მეტი კონკურენცია ყოფილიყო ფარმაცევტულ ბაზარზე, დაშვებული იქნა აღიარებითი ქვეყნებიდან ე.წ. პარალელური იმპორტი. როდესაც ხარისხიანი მწარმოებელი ქვეყანა სხვადასხვა სიხშირით, სხვადასხვა ბაზარზე აჩენს გაცილებით უფრო იაფად თავისსავე პროდუქციას, ამ დროს ჩვენი ტიპის ქვეყნის კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩავიდნენ და წამალი იყიდონ და ჩამოიტანონ. მსხვილმა იმპორტიორებმა საქართველოში ყოველთვის იცოდნენ, რომ თუ არაადეკვატურად მაღალ ფასს დააწესებდნენ, გამოჩნდებოდა პარალელური იმპორტი, რომელიც აიძულებდა მათ ფასები დაეწიათ. 5-7 დღე იყო ტრანსპორტირების ვადა, ყიდვიდან საქართველოში ტრანსპორტირებამდე. 2014 წლიდან დაიწყო ხელოვნური ბიუროკრატიის შექმნა იმ იმპორტიორებისთვის, რომლებსაც შემოჰქონდათ ასეთი ტიპის პროდუქცია. რამაც განაპირობა, რომ 5-7 დღეში ჩამოტანილი ხარისხიანი, იაფიანი მედიკამენტები დაყოვნდა საბაჟოზე. 2015 წელს 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია იყო გაჩერებული საბაჟოზე ამ დავების გამო და ვერ მოხვდა ბაზარზე. ეს ტენდენცია სამინისტროში გაგრძელდა და მიიღო ისეთი სახე, რომ დავები 2-3 წელი გაიწელა. 400-ზე მეტი ოპერატორი იყო და წლიდან წლამდე ეს მონაცემი მცირდება. თქვენ როდესაც ვადების გახანგრძლივებას ითხოვთ, მეწარმეები ამას არ ითხოვენ. ეს ცვლილება გამოიწვევს, რომ მოთამაშეების რაოდენობა, რომლებსაც იაფიანი მედიკამენტების შემოტანა უნდათ, შემცირდება. თქვენ თუ გინდათ მოქალაქეებზე იზრუნოთ ხარისხთან და ფასებთან მიმართებაში, ამ კანონპროექტს მხარი არ უნდა დაუჭიროთ. ამ კანონით ართულებთ და ზრდით ბარიერებს, რომ კონკურენციაში მეტი სუბიექტი შევიდეს. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე აუცილებლად მოიმატებს ფასები. ჩემი წინადადებაა დაბრუნდეს ის ვადები, რაც არის, 5-7 დღე და არა 30 და თუ გინდათ შევიტანოთ სააგენტოს მუშაობასთან დაკავშირებული დათქმა, რომ თუკი ცვლილებებია საჭირო ბიუჯეტში, ან სააგენტოს გაძლიერებასთან დაკავშირებით, მხარს დავუჭერ. თუ უხარისხო წამალთან გვაქვს საქმე ბაზარზე, მაშინ დასჯილი ადამიანები მაჩვენეთ, კომპანიები და საჯარო მოხელეები, ვინც ამას ხელი შეუწყო. მოსახლეობას აინტერესებს შედეგი, რაც გაზრდილი ფასები იქნება. ეს კანონი ხელს უშლის კონკურენციას, სადაც კონკურენცია არ არის ოლიგოპოლია, მონოპოლია და კონცენტრირებული ბაზარია“, - განაცხადა კობერიძემ. კობერიძის აღნიშნულ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია გამოეხაურა. როგორც გაბუნიამ თქვა, კანონპროექტს არ აქვს პოტენციალი, რომ დღეს გააუარესოს ან სრულად აღმოფხვრას ის პრობლემები, რაც ფარმაცევტულ ბაზარზეა. „ისტორიულად თუ შევხედავთ ფარმაცევტული ბაზრის განვითარების ტენდენციებს, მიუხედავად იმისა, რომ ვადები 5-7 დღე იყო, წამლის ფასის თავიდან აცილება ჩვენ ვერ შევძელით, ამიტომ არის ერთიანი კომპლექსური რეფორმა წამალთან მიმართებაში, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა. ვადების გახანგრძლივება უკავშირდება იმ პროცედურულ საკითხს, რომ დღეს ჩვენ წამლის ხარისხის უზრუნველყოფას ვახორციელებთ მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტური მიმოხილვის საფუძველზე. ანუ მარეგულირებელს უნდა ჰქონდეს დრო იმისთვის, რომ თავად იყოს დარწმუნებული მისი დოკუმენტური მიმოხილვის სისწორეში. იმ ქვეყნებში, საიდანაც წამლები საქართველოში შეიძლება მოხვდეს აღიარებითი რეჟიმით, მრავლად არის წამლის ფალსიფიცირების, ფარმაკოზედამხედველობით გამოვლენილი დარღვევების შემთხვევები. სწორედ ამის მოკვლევა უნდა მოახერხოს სააგენტომ, ვიდრე უპირობოდ გასცემს რეგისტრაციის ნებართვას ამა თუ იმ მედიკამენტზე. როდესაც გვექნება მეტად გამართული წამლის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, მაშინ საერთოდ მოიხსნება 15, 20 და 30 დღის თემა“, - განაცხადა გაბუნიამ.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 08.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 5 ქვეყანას შორის საფრანგეთის ჩასმა განაპირობა იმან, თუ როგორ მართავს ქვეყანა ვირუსს. ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, რატომ მოხვდა სიაში საფრანგეთი, სადაც რთული ვითარებაა და რატომ ვერ მოხვდა ევროპის სხვა რომელიმე ქვეყანა. „ვინაიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განისაზღვრება არამხოლოდ იმ პერიოდში არსებული მდგომარეობით, როდესაც ფიქსირდებოდა აღმავალი ინფექცია, არამედ როგორ მართავს ქვეყანა ვირუსს დღესდღეობით და როგორია ამ ქვეყანაში 100 000 სულ მოსახლეზე ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, ეს გვაძლევდა ჩვენ იმის საშუალებას, რომ საფრანგეთი ჩაგვესვა უპირობოდ შემომსვლელთა სიაში", - განაცხადა ტიკარაძემ. ცნობისთვის, 5 ქვეყანას შორის, რომელსაც საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის, გერმანიასთან, ლიეტუვასთან, ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად საფრანგეთიც არის. ოპოზიციის ნაწილისთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებით გაუხსნა საქართველომ საფრანგეთს საზღვარი უპირობოდ, როცა იქ პანდემია მძვინვარებდა და არ მოხვდა ქვეყნების ჩამონათვალში მაგალითად, მონტენეგრო, სადაც ვირუსის მხოლოდ ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: პროგრესნიუს.ჯი
Link: 08.07.2020 - პროგრესნიუს.ჯი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საბავშვო-გასართობი ცენტრების გახსნა რისკის მატარებელია. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ჯერ მიღებულია გადაწყვეტილება ფიტნეს ცენტრებისა და საცურაო აუზების გახსნაზე. „ბავშვთა გასართობი ცენტრი ცოტა რისკის მატარებელია, ვიდრე ნებისმიერი სხვა, რაც აქამდე გაიხსნა, ამიტომ უნდა დავიცადოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი
Link: 08.07.2020 - კომერსანტ.ჯი
რაც საზღვრის გახსნასა და ფრენებთან დაკავშირებით ხდება, არის უგუნურების სრული გამოვლინება და ქაოსი, - ასე აფასებს ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან კობერიძე ჟურნალისტებთან საზღვრის გახსნის თაობაზე მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება შეუძლებელია, რადგან ისინი საკუთარ "განცხადებებში არიან ახლართული". "ერთი თვის წინ მთავრობა უსაზღვრო პიარით იყო დაკავებული, რომ პირველი გახსნიდა საზღვრებს და ფრენებს. მაშინ ვსვამდით კითხვებს რისკებთან დაკავშირებით. გუშინ გააკეთა ქალბატონმა ტიკარაძემ განცხადება, რომ ნებისმიერი ზომის, ფორმის, სიძლიერის კოვიდ 19-ის ტალღებს გაუძლებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა. მაშინ, გაუგებარია, რატომ რჩება შეზღუდვები, რომელიც ემიგრანტების დაბრუნებას ხელს უშლის, ან აქედან სტუდენტები წავიდნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ სასწავლებლებს. თან ამბობენ, რომ "ვხსნით", თან არ ხსნიან. მერე ამბობენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რომ გახსნეს და თანახმა არიან მიგვიღონ, საქართველომ თქვა, რომ "ჩვენ ჯერ ჩაკეტილები უნდა ვიყოთ". მათი არც ერთი განცხადება არ არის სანდო და განჭვრეტადი. ადამიანები ვერ გეგმავენ მათი განცხადებებიდან გამომდინარე თავიანთ უახლოეს 2-3 კვირასაც კი. არ გამიკვირდება, ხვალ საპირისპირო რამ თქვან, თუ წინასაარჩევნო პერიოდისთვის ჩათვლიან საჭიროდ. ამიტომ მათი განცხადებების და ქმედებების სერიოზული შეფასება შეუძლებელია, თავისივე განცხადებებში არიან ახლართული,"- განაცხადა კობერიძემ. შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 08.07.2020 - ინფო9
მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ 117 000 სწრაფი ტესტი შეიძინა. ანტიგენის 50 000 ტესტი, კორეული კომპანია BIOSENSOR-ისგან, ხოლო ანტისხეულების 67 000 ტესტი კომპანია - Green lab/Biogene-ისგან. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თინათინ ხარძიანი განმარტავს აღნიშნული ტესტები საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლის მიზნებისთვის გამოყენება და ასევე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, პროტოკოლით გაწერილი კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფების გატესტვის მიზნით, გადანაწილდება. „COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, სამინისტროს მიერ შეძენილი იქნა კორეული წარმოების 50 000 ანტიგენ ტესტი, ხოლო „გრინლაბი“-ს მიერ რეგისტრირებული 67 000 ანტისხეულის ტესტი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტროს უსასყიდლოდ გადმოეცა კორეული კომპანია „BIOSENSOR“-ის მიერ 5000 ცალი ანტიგენ/ანტისხეულის ტესტი, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“, - აღნიშნა თინათინ ხარძიანმა. ქვეყანაში კორონავირუსი 963 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 841 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: ფორ.ჯი
Link: 08.07.2020 - ფორ.ჯი
თუ თავიდან PCR-ტესტირებას მხოლოდ ლუგარის ლაბორატორია ატარებდა, ახლა უკვე 19 ლაბორატორია ახორციელებს ტესტირებას და ივლისის ბოლოსთვის მათი რიცხვი 24-მდე გაიზრდება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადამირან გამყრელიძის თქმით, თებერვალში დღეში 70 ტესტირება ტარდებოდა, აპრილში მათი რიცხვი 470-მდე გაიზარდა, მაისში 1400-მდე, ივნისში 1700-მდე, ივლისის დასაწყისში ტესტების რაოდენობა 2400-2500-ის ფარგლებშია, თვის ბოლოს კი დღეში 3000-მდე გაიზრდება.ა.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი
Link: 08.07.2020 - აქცენტნიუს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მუშაობა მიდის გეგმაზე, რომ COVID-19–ს მეორე და მესამე ტალღის შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა მომზადებული შეხვდეს. „დღევანდელ ეტაპამდე ეპიდემიას ვაკონტროლებთ, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას. უკვე მესამე დღეა, ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. სიტუაცია სრულად მართვადია იქაც, დარწმუნებული ვარ, ინფექციის გავრცელების არავითარი მომატებული რისკი არ იქნება, იმდენად გათვლილია ყველა ეტაპი. ამჟამად სერიოზულად ვმუშაობთ გეგმაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერებისთვის, რომ თუ მეორე და მესამე ტალღა იქნება გვიან შემოდგომაზე, მას მომზადებული შევხვდეთ. ეს მზადება მრავალმხრივია, ხდება სამედიცინო პერსონალის მუდმივი გადამზადება, ეპიდემიოლოგების, ლაბორატორიული მუშაკების, ტესტირებების გაფართოება,“-აღნიშნა გამყრელიძემ.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი
Link: 08.07.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი
საქართველო ჩართულია "სოლიდარობის კვლევაში", მაგრამ კვლევა ჯერ არ დაწყებულა , - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, ჩაერთო თუ არა საქართველო სოლიდარობის კვლევაში. გამყრელიძის თქმით, კვლევა საქართველოში უახლოეს ხანებში უნდა დაიწყოს და მას კოორდინაციას ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო და კლინიკის ტექნიკური ჯგუფი გაუწევს. „ეს არის კლინიკური კვლევა, რომელიც არის მულტიცენტრული და მსოფლიოს ათეული ცენტრი მონაწილეობს. დიახ, საქართველო ჩართულია "სოლიდარობის კვლევაში", მაგრამ კვლევა ჯერ არ დაწყებულა, მოგეხსენებათ 4 წამლის სხვადასხვა კომბინაციაში გამოყენებაზე არის საუბარი, აქედან 2 წამალი ჯანმომ დაუშვა კვლევაში, შემდეგ ამოიღო. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ხაზს ვუსვამ, რომ საქართველო კვლევაში ჩართულია და ამ კვლევის ერთ-ერთი მონაწილეა. ამ წამლებიდან ქვეყანაში უმეტესობა შემოტანილია, ანუ დასტური იმისა, რომ ეს კლინიკური კვლევა საქართველოში ჩატარდება არის და ის უახლოეს ხანებში უნდა დაიწყოს. კოორდინირებას ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო და კლინიკის ტექნიკური ჯგუფი აწარმოებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 08.07.2020 - კვირა.ჯი
“რობოტი „პეპერის “ წარდგენა იყო ანონსი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი სახის იქნება სამომავლოდ ტელემედიცინა საქართველოში”, – ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას – შეუდგა თუ არა რობოტი „პეპერი“ მუშაობას. „რობოტ „პეპერის“ წარდგენა იყო ანონსი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი სახის იქნება სამომავლოდ ტელემედიცინა საქართველოში. აქედან გამომდინარე, ის ჯერ ელოდება იმ მფლობელს, რომელიც მას გამოიყენებს სხვა მიზნებისთვის“, – განმარტა მინისტრმა. შეგახსენებთ, 18 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე საზოგადოებას წარუდგინეს რობოტი „პეპერი“, რომელიც ქართველ მედიკოსებს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: კვირა.ჯი
Link: 08.07.2020 - კვირა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლები ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში ინფექციის შემოტანის მცდელობის ყველაზე ხშირი მიზეზია. მისივე თქმით, ყველა მათგანის დროული იდენტიფიცირება მოხდა. “სატვირთო ავტომანქანის მძღოლები ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე ხშირი მიზეზია ინფექციის შემოტანის მცდელობისა ქვეყანაში, მაგრამ, საბედნიეროდ, თითქის ყველა, 50-მდე გახლდათ ასეთი შემთხვევა, დროულად მოვახდინეთ მათი იდენტიფიცირება და იზოლირება მკურნალობის თვალსაზრისით და არ მივეცით ინფექციას გავრცელების საშუალება, რაც აქტიური ზედამხედველობიდან გამომდინარე ქვეყანაში ერთერთი მთავარი მიღწევაა”, – განაცხადა გამყრელიძემ.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: ნიუპოსტს.ჯი
Link: 08.07.2020 - ნიუპოსტს.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით მსოფლიო შავი ჭირის პანდემიური გავრცელების რისკის წინაშე არ დაგას. ხაზაშვილის თქმით, საქართველოში მღრღნელებში შავი ჭირის ბოლო შემთხვევა შარშანაც დააფიქსირეს, ადამიანის დაავადების შემთხვევა კი 1921 წლის შემდეგ არ გვქონია."ეს განკურნებადი დაავადებაა და ძალიან მაღალ რისკს ეპიდემიური ან პანდემიური გავრცელებისას არ მოიცავს. ყველაზე საშიში ფორმა შავი ჭირის არის ფილტვის ფორმა, ჩინეთში რეგისტრირებული შემთხვევა, როგორც ჩემთვის ცნობილია არის ბუბონური ფორმა, შესაბამისად ეპიდემიოლოგიური გავრცელების პოტენციალი არ აქვს. მართვადია და დიდ საშიშროებასა და რისკს ამის შემდგომ პანდემიური ან თუნდაც ფართო ეპიდემიოლოგიური გავრცელება, რეალურად დღეს მსოფლიოს არ ექმნება, ამიტომ შეგვიძლია ვიყოთ წყნარად", - თქვა ხათუნა ზახაშვილმა.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 08.07.2020 - პუბლიკა.ჯი
პარლამენტში შრომის რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის პირველი მოსმენით განხილვა წამყვან – ჯანდაცვის კომიტეტზე შეფერხდა. კანონპროექტის განხილვა აღნიშნულ კომიტეტზე 30 ივნისს დაიწყო, თუმცა იმავე დღეს საკითხი კენჭისყრაზე არ გასულა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, განხილვა მომდევნო დღეს, 1 ივლისს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, დღემდე განხილვა აღარ გაგრძელებულა და პროექტზე გადაწყვეტილება წამყან კომიტეტს არ მიუღია. ამის გამო კი ინიციატივა პლენარულ სესიაზე ვერ გადის, რიგგარე სესიებიც რამდენიმე კვირაში დასრულდება. კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე „პუბლიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ შეუთანხმებელია რიგი საკითხები და პროექტის განხილვის ჩანიშვნა კომიტეტზე ამ მიზეზით არ ხდება. „რაღაც შეუთანხმებელი საკითხებია და ამიტომ… ველოდებით შეთანხმებას და [რომ] ინიციატორი გაითვალისწინებს ჩვენს შენიშვნებს. პირადად მქონდა საუბარი ავტორთან და ველოდები პასუხს“, – ამბობს ხუნდაძე. ის „პუბლიკასთან“ არ აკონკრეტებს რას ეხება „შეუთანხმებელი საკითხები“. აღნიშნავს მხოლოდ იმას, რომ „ნაწილი ეხება დასაქმებულებს, ნაწილი დამსაქმებლებს“. შრომის რეფორმის კანონპროექტის ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი კი ამბობს, ახლა უკვე ჯერი მმართველ გუნდზეა და ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ პოზიციაზე, რა ფორმით და როგორ აპირებენ პროექტის მხარდაჭერას. „კი, გვქონდა ჩვენ შეხვედრა კომიტეტის მერეც და ვფიქრობ, რომ ახლა უკვე გადაწყვეტილებები არის მისაღები მმართველი გუნდის მიერ – ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ საბოლოოდ, რა ფორმით და როგორ აპირებენ მხარდაჭერას, იმისთვის, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. მე ველოდები, რომ მმართველი გუნდის შიგნით მოხდება გარკვეული ჩამოყალიბება იმ პოზიციაზე, როგორი ფორმით და რამდენად უნდათ ამ გადაწყვეტილებების მიღება და ამ რეფორმის განხორციელება.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 08.07.2020 - ინფო9
ჯერჯერობით არ არსებობს მყარი მტკიცებულება, შესაძლებელია თუ არა ვირუსგადატანილი ადამიანის ხელახლა ინფიცირება - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის რეაგირების სამმართველოს უფროსმა ანა კასრაძემ განცხადა. „გვჭირდება, გავიდეს გარკვეული პერიოდი და რეინფექციის შემთხვევები შევაფასოთ. ჯერჯერობით, მსოფლიოში არსებული კვლევებით ის შემთხვევები, რომლებიც დაუშვეს, რომ იყო რეინფექცია, აღმოჩნდა რომ იყო ნარჩენი ვირუსი, ანუ არ იყო ბოლომდე ვირუსის ელიმინაცია ორგანიზმიდან. შესაბამისად, რეინფექცია შესაძლებელია თუ არა, ამის შესახებ მტკიცებულება მყარი და საკმარისი რაოდენობით არ არსებობს. ვფიქრობ, ამაზე მეტი მტკიცებულება გარკვეული პერიოდის შემდეგ იქნება“, - აღნიშნა ანა კასრაძემ.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 08.07.2020 - ინფო9
vქართული საზოგადოება ალბათ, ყველაზე მზად აღმოჩნდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის დაეცვა ჰიგიენის რეკომენდაციები, რამაც მიგვიყვანა იქამდე სადაც დღეს ვართ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რომ არა მოსახლეობის მიერ რეკომენდაციების გათვალისწინება, დღევანდელი შედეგი არ იქნებოდა. „საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად უღრმესი პატივისცემის ღირსია და ჩვენ ეს ყველას კარგად გვაქვს შემეცნებული. არავის და არაფრის მუშაობა არ გამოდგებოდა ეფექტური, ადამიანებს ძალიან კარგად რომ არ შეემეცნებინათ და არ აეთვისებინათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც მათ მიეწოდებოდათ, ჩვენ ეს შედეგები ნამდვილად არ გვექნებოდა. სწორედ იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება ალბათ, ყველაზე მზად აღმოჩნდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის დაეცვა ჰიგიენის რეკომენდაციები. ის რომ ამ ადამიანებს ნამდვილად აქვთ უნარი დააფასონ ჯანმრთელობა,სწორად შეაფასონ რეალობა და შეასრულონ სწორი რეკომენდაციები, მიგვიყვანა იქამდე სადაც დღეს ვართ“, - განაცხადა ზახაშვილმა.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: ინფო9
Link: 08.07.2020 - ინფო9
PCR ტესტირების ფასი მერყეობს სხვადასხვა ლაბორატორიების ფასების მიხედვით, 150-180-250 ლარის ფარგლებში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა. „ტარიფი, რომლსაც დღეს სახელმწიფო PCR ტესტირებისთვის უხდის ლაბორატორიებს, გახლავთ 150 ლარი. მოგეხსენებათ დღეს სახელმწიფო პროგრამით ეს ადამიანებისთვის უფასოა, მათ შორის კარანტინში მყოფებისთვის, მძღოლებისთვის, ყველა კონტაქტირებულისთვის, ექიმებისთვის და ყველა იმ ჯგუფისთვის, რომელიც მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, სახელმწიფოს ტარიფი გახლავთ 150 ლარი, მაგრამ თუ ჩვენ ცენტრალიზებულად ნაყიდ რეაგენტებს ვაწვდით ლაბორატორიას, მაშინ მომსახურების ფასი არის 50 ლარი. ამაში არ შედის ე.წ. ნაცხის აღების ფასი, ასევე თუ სახლში მიდიან და უღებენ. ამიტომ ამ პრივატული ლაბორატორიების ფასი 150დან 250 ლარამდე განისაზღვრება“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: პუბლიკა.ჯი
Link: 08.07.2020 - პუბლიკა.ჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ლაბორატორიების მიხედვით, PCR ტესტის ღირებულება 150-250 ლარამდეა. მისი თქმით, კერძო ლაბორატორიებში ფასები განსხვავებულია. „PCR ტესტის ღირებულება მერყეობს 150, 180, 250 ლარის ფარგლებში. სახელმწიფო ტარიფი, რითაც დღეს ტესტირებას აფინანსებს სახელმწიფო და მოგეხსენებათ, სახელმწიფო პროგრამით ადამიანებისთვის ეს უფასოა კონტაქტირებულებისთვის, საკარანტინო სივრცეებში მყოფებისთვის, მძღოლებისთვის, ექიმებისთვის და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა ჯგუფებისთვის, სახელმწიფო ტარიფი გახლავთ 150 ლარი, მაგრამ თუ ჩვენ ცენტრალიზებულად ნაყიდ რეაგენტებს ლაბორატორიებს ვაწვდით, მაშინ ღირებულება 50 ლარია, თუმცა ამაში არ შედის ნაცხის აღების ან სახლში მისვლის შემთხვევაში საფასური“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
09.07.2020
მედია საშუალებები: პრესა.ჯი
Link: 09.07.2020 - პრესა.ჯი
საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შესაძლოა, კონდიციონერის ჩართვის უფლება მისცენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ღია ფანჯრების პირობებში ზოგიერთი კონდიციონერის გამოყენების რეკომენდაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც უნდა გავრცელდეს. საუბარია იმ ტიპის კონდიციონერებზე, რომლებიც ჰაერს შიგნით არ ატრიალებს და გარეთ გააქვს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ფეისბუქ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, სადაც უწყების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მედიისა და მოქალაქეების კითხვებს პასუხობდა. Advertisement "ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის უახლესი გაიდლაინი დაიდო, სადაც ასე ვთქვათ ამ ეტაპზე წერტილი დაესვა იმას, რომ თუ კონდიციონერი ჩართულია, რომელიც შიგნით არ ატრიალებს ჰაერს და აქვს ოთახს გარეთ მიმოცვლა, ღია ფანჯრების ფონზე, საშიშროებას არ წარმოადგენს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ იგივე გავრცელდეს ტრანსპორტზე," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის თქმით, კონდიციონერის ფილტრები უნდა იყოს ახლად გამოცვლილი ან სათანადოდ დამუშავებული.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: ამბები.ჯი
Link: 08.07.2020 - ამბები.ჯი
კოვიდი არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ და არც ამ წლის ბოლოს, ამიტომ ჩაკეტილი სიტემები, ჩაკეტილი ქვეყნები ვერ ვიქნებით , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ყველა შემსუბუქებას, საზღვრების გახსნას გარკვეული რისკი მოჰყვება, მაგრამ სისტემა მზად არის, რომ ეს რისკები მაქსიმალურად გაანეიტრალოს. „კოვიდპასპორტი ზოგიერთმა ქვეყანამ დაადგინა, ზოგიერთმა - არა. უნიფიცირებული მიდგომა ამაზე ჯანმოს ან NCDC-ის რეკომენდაციებით არ ყოფილა. ქვეყნების გადასაწყვეტია, ისინი კოვიდპასპორტს დაადგენენ თუ არა ქვეყანაში შემომსვლელებზე. რაც შეეხება იმას, არის თუ არა რისკი შეზღუდვების მოხსნაზე, რა თქმა უნდა, რაც ჩვენ ვამსუბუქებთ რეგულაციებს, გარკვეული რისკი ყოველთვის მატულობს. ამაზე ჩემი პასუხი გახლავთ ის, რომ კოვიდი არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ არც ამ წლის ბოლოს, ამიტომ ჩაკეტილი სიტემები, ჩაკეტილი ქვეყნები ვერ ვიქნებით. თანდათან ეს შემსუბუქებები მოიხსნა და ეკონომიკის ყველა სფერო ქვეყანაში ამუშავდა. რა თქა უნდა, ყველა შემსუბუქებას გარკვეული რისკი მოჰყვება ამიტომაც სისტემა მზად უნდა იყოს და მზად არის, რომ ეს რისკები მაქსიმალურად გავანეიტრალოთ. ანუ ბალანსი დავამყაროთ ეკონომიკის გახსნასთან, თავისუფლებასთან და ინფექციასთან“, - განაცხადა გამყრელიძემ.
---
08.07.2020
მედია საშუალებები: ამბები.ჯი
Link: 08.07.2020 - ამბები.ჯი
ცოტა განგაშის ზარი შემოსაკრავია იმიტომ, რომ ძაღლებში, ქუჩაში, თბილისში გამოჩნდა ცოფის შემთხვევები , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, იმის გამო, რომ ცოფი 100%-ით სასიკვდილო დაავადებაა, ერთი შემთხვევის დაფიქსირებაც კი საგანგაშო ხდება. "მოგეხსენებათ ცოფი არის 100%-ით სასიკვდილო დაავადება და მისი ერთი შემთხვევაც ჩვენთვის განგაშია ხოლმე. სამწუხაროდ, შარშან გვქონდა ერთი შემთხვევა ცოფის, რომელიც იყო ადამიანში, რომელიც იყო ჩვენ მიერ, სამწუხაროდ, არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან შემოტანილი შემთხვევა. შარშანწინ გვქონდა-2 შემთხვევა, იმის წინ - 2015, 2016, 2017 წლებში არც ერთი შემთხვევა არ გვქონია და ძალიან დიდი მიღწევა იყო და მადლობას ვუხდიდი ჩვენს კოლექტივს, NCDC-მ სერიოზული როლი ითამაშა მაშინ ამ საკითხში, ისევე როგორც რადიოლოგებმა და, რა თქმა უნდა, მთელმა სისტემამ. წელს ჯერჯერობით არც ერთი შემთხვევა ადამიანში ჰიდროფობიის არ გვაქვს, მაგრამ ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ ცოტა განგაშის ზარი შემოსაკრავია იმიტომ, რომ ძაღლებში, ქუჩაში, თბილისში გამოჩნდა ცოფის შემთხვევები. ახალი განკარგულება მოვამზადეთ ამისთვის ჩვენ, მთავრობის დადგენილება და იმედია, რომ მას მალე მიეცემა მსვლელობა, რათა სამმა მთავარმა უწყებამ - ჯანდაცვამ, ვეტერინარიის უწყებამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ვაკონტროლოთ ეს საკითხი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
---
პრესა
ამირან გამყრელიძე : " წინასაარჩევნო კამპანია დისტანციის დაცვით და ღია სირცეებში უნდა ჩატარდეს"
09.07.2020
მედია საშუალებები: ახალი თაობა
Link: 09.07.2020 - ახალი თაობა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი პირადი რჩევაა, რომ საარჩევნო კამპანია ღია სივრცეებში უნდა ჩატარდეს და ასევე, დაცული უნდა იყოს დისტანცია. უპასუხა კითხვას, როგორ მოუწევთ კანდიდატებს პანდემიის პირობებში საარჩევნო კამპა მისივე თქმით, ამჟამად აღნიშნულის თაობაზე მუშაობა მიმდინარეობს. _ მე, პირადად, როცა საარჩევნო კოდექსში ცვლი ლებები მიიღეს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირე ბით, ჩართული ვიყავი. ამჟამად ბევრი კანონქვემდებარე აქტი მუშავდება. ეს დაკონკრეტდება, მათ შორის, წინა საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით. ზოგადი რეკო მენდაციები იქნება, რასაც ხშირად ვსაუბრობთ _ დის ტანციის დაცვა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, იგივე პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა და თუ გარკვეული თავშეყრის ჯგუფი იქნება, იქ, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება პირბადეების ხმარება, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ეს ყველაფერი ახლა მუშავდება და ალბათ იქნება ცნობილი. ჩემი პირადი რჩევაა _ ყველაზე მთავარი წინასაარ ჩევნო კამპანიების დროს დისტანციის დაცვა და ღია სივრცეებში ამ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება, ნაკ ლებად _ დახურულ სივრცეებში, _ აცხადებს გამყრელიძე.
---
09.07.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 09.07.2020 - რეზონანსი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საბავშვო-გასართობი ცენტრების გახსნა რისკის მატარებელია. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ჯერ მიღებულია გადაწყვეტილება ფიტნეს ცენტრებისა და საცურაო აუზების გახსნაზე. „ბავშვთა გასართობი ცენტრი ცოტა რისკის მატარებელია, ვიდრე ნებისმიერი სხვა, რაც აქამდე გაიხსნა, ამიტომ უნდა დავიცადოთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
---
09.07.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 09.07.2020 - რეზონანსი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანას საზღვრებზე მონიტორინგთან და ინფიცირების შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. აქედან გამომდინარე, ტიკარაძის განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ პროცესი კონტროლქვეშ იქნება. „საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, თუ როგორ ხდება საზღვრებზე მონიტორინგი და ყველა შემთხვევის გამოვლენა. აქედან გამომდინარე, კვლავ არის ისეთი მოლოდინი, რომ ჩვენ პროცესი სრულად კონტროლზე გვექნება აყვანილი, ეს არ იქნება საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არ გვექნება მასობრივი შიდა გადაცემები. აქედან გამომდინარე მივიღეთ ჩვენ სწორედ ის გადაწყვეტილება, რომ გარკვეულ ქვეყნებთან გვექნება ყველანაირად უპირობო მიმოსვლა“, – განაცხადა ტიკარაძემ. ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირის ხუთი ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით იმგზავრებენ, ექნებათ ვალდებულება, გარკვეული მონაცემები შეავსონ. „მონაცემებში იქნება მგზავრების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ეს მგზავრი ბოლო 14 დღის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ გვექნება სრული ინფორმაცია ამ მგზავრების შესახებ. გარდა ამისა, მგზავრს ექნება საქართველოში ტემპერატურული კონტროლი. იმ შემთხვევაში, თუ დაუფიქსირდება ტემპერსტურა, უკვე აეროპორტშივე მოხდება ამ მგზავრზე „პისიარ“ ტესტის აღება და ამის შემდეგ ჩვენ გავატარებთ იმ საჭირო ღონისძიებას, რომელსაც მგზავრის მდგომაროება მოითხოვს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დასძინა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში იმოგზაურებენ, უკან დაბრუნებისას სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლიან.
---
09.07.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 09.07.2020 - რეზონანსი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით მსოფლიო შავი ჭირის პანდემიური გავრცელების რისკის წინაშე არ დგას. ხაზაშვილის თქმით, საქართველოში მღრღნელებში შავი ჭირის ბოლო შემთხვევა შარშანაც დააფიქსირეს, ადამიანის დაავადების შემთხვევა კი 1921 წლის შემდეგ არ გვქონია."ეს განკურნებადი დაავადებაა და ძალიან მაღალ რისკს ეპიდემიური ან პანდემიური გავრცელებისას არ მოიცავს. ყველაზე საშიში ფორმა შავი ჭირის არის ფილტვის ფორმა, ჩინეთში რეგისტრირებული შემთხვევა, როგორც ჩემთვის ცნობილია არის ბუბონური ფორმა, შესაბამისად ეპიდემიოლოგიური გავრცელების პოტენციალი არ აქვს. მართვადია და დიდ საშიშროებასა და რისკს ამის შემდგომ პანდემიური ან თუნდაც ფართო ეპიდემიოლოგიური გავრცელება, რეალურად დღეს მსოფლიოს არ ექმნება, ამიტომ შეგვიძლია ვიყოთ წყნარად", - თქვა ხათუნა ზახაშვილმა.
---
09.07.2020
მედია საშუალებები: რეზონანსი
Link: 09.07.2020 - რეზონანსი
ჯანდაცვის სამინისტრომ ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. რეგულაციების თანახმად, ყველა ტიპის აუზზე სავალდებულოა შეზლონგებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, გამოყენებამდე და ყოველი გამოყენების შემდეგ კი შეზლონგი სადეზინფექციო ხსნარით უნდა დამუშავდეს. ამასთან ერთად, ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოების ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სივრცეებში მომხმარებელი პირბადის გარეშე არ დაიშვება. საცურაო აუზების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს წყლის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლი. აბანოებსა და საუნებში უნდა მოეწყოს საშხაპეები, რომელთა დეზინფექციაც 2 საათში ერთხელ უნდა მოხდეს. ამასთან ერთად, ყველა ობიექტზე დამსაქმებელი ვალდებულია თანამშრომლები სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვოს.
---