From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : 8-9 ივნისი მედია მონიტორინგი
Cc : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; dtorua@moh.gov.ge; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; d.khundadze@yahoo.com; worknettbilisi1@gmail.com; Tea Sharashidze <tsharashidze@moh.gov.ge>; Natia Tevdorashvili <ntevdorashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; nchanadiri@ssa.gov.ge; Nini Talakhadze <ntalakhadze@moh.gov.ge>; ninomamukashvili@gmail.com; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; lgalumashvili@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge; mmatiashvili@yahoo.com; Nona Bendeliani <nbendeliani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Tinatin Gobronidze <tgobronidze@moh.gov.ge>; Nana Shashiashvili <NShashiashvili@moh.gov.ge>; Naili Shengelidze <nshengelidze@moh.gov.ge>; Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge>; Tamari Sarishvili <tsarishvili@moh.gov.ge>; tako.sarishvili@gmail.com; tatasturuaa@gmail.com; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 09.06.2020 09:41
Attachments :

მედია მონიტორინგი

8 ივნისი

ტელევიზია

კორონა ვირუსი

08.06.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 17:00

Link:    08.06.2020 - იმედი - ქრონიკა 17:00

დღეიდან საქალაქთაშორისო ავტობუსებით და მიკროავტობუსებით გადაადგილების შეზღუდვაც მოიხსნა, თუმცა ამ შემთხვევაშიც რეკომენდაციების დაცვაა აუცილებელი, მძღოლებისა და მგზავრებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, სატრანსპორტო კომპანიები კი ვალდებულნი არიან პრევენციის მიზნით ავტობუსებში მოაწყონ ბარიერები, გაანიავონ სალონი და ჩაატარონ დეზინფექცია. სწორედ ამ დამატებითი ხარჯების გამო რიგ შემთხვევებში მგზავრობის საფასური გაიზარდა. (2) პანდემიის გამო შეჩერებული სარკინიგზო მიმოსვლა კი 15 ივნისიდან აღდგება. მატარებლით გადაადგილებაც მხოლოდ რეკომენდაციების დაცვით იქნება შესაძლებელი.

პაატა იმნაძე - კორონავირუსის ვაქცინები რომ გაჩნდება, ნეტავ მას ეყოს, ვისაც აცრის სურვილი ექნება

08.06.2020

მედია საშუალებები:    პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

Link:    08.06.2020 - პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა ყველა ადმაიანისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. როგორც იმნაძემ განაცხადა, ვაქცინიის გაჩენის შემდეგ მას აქვს სურვილი რომ ვაქცინა მსურველებს მაინც ეყოთ და აღარ არის საუბარი თემაზე რომ შესაძლოა ვინმე ძალით აიცრას. მან ასევე ისაუბრა კლიმატისა და ვირუსის დამოკიდებულებაზე და აღნიშნა რომ საზოგადოება კლიმატის იმედზე ვერ იქნება. იმნაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია ყველა ხედავს საქართველოს მეზობელ ქვეყნებში რა ხდება და რა სიტუაციაა კორონავირუსის მიმართულებით.

დღეიდან ქვეყანაში დღეიდან შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი იწყება

08.06.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

Link:    08.06.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

დღეიდან ქვეყანაში დღეიდან შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი იწყება. ქვეყნის მასშტაბით მუშაობას განაახლებენ დახურული ტიპის კაფე-ბარები და რესტორნები, ამუშავდება სასტუმროები და გაიხსნება ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები, მომსახურების მისაღებად კი მოქალაქეებს სპეციალური წესების დაცვა მოუწევთ. დღეიდან მოქალაქეებს ასევე საქალაქთაშორიო ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება მიეცემათ, თუმცა მგზავრობის ფასი გაძვირებულია.

შეზღუდვების მოხსნა

08.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    08.06.2020 - I არხი - მოამბე 18:00

საქართველოში დღეიდან ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა. მუშაობა განაახლა საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა, ყველა სახის მომსახურება აღდგა კვების ობიექტებში, მათ შორის დახურულ სივრცეში. ასევე მუშაობის უფლება მიიღეს სასტუმროებმა, რომლებსაც აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ნებართვა. რამდენად მომზადებულები შეხვდნენ ბიზნესის წარმომადგენლები შეზღუდვების გაუქმების მორიგ ეტაპს და რამდენად მზად არიან კონკრეტული სუბიექტები არსებული რეკომენდაციების დასაცავად? "უკვე გადამოწმდა 300-მდე სასტუმრო, მუშაობის ნებართვა რამდენიმე ათეულს მიეცა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

08.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    08.06.2020 - I არხი - მოამბე 18:00

შეზღუდვების მოხსნის მორიგ ეტაპსა და ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე იმსჯელეს დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. პრემიერი აცხადებს, რომ მოსაზრება, თითქოს საქართველომ დაამარცხა კოვიდ 19, მცდარია. გიორგი გახარიას განცხადებით, ერთადერთი რაც შეიძლება გაკეთდეს პოზიტიური დინამიკის მართვაა. გამოსავალს მთავრობის მეთაურს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაში ხედავენ..

საკორდინაციო საბჭოს სხდომა - შეზღუდვების მოხსნა

08.06.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 18:00

ობიLink:    08.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

1. შეკვეთის მირებამე სავარაუოდპირბადის ტარებას მოგთხოვენ რესტორნის შიდა ნაწილში. დღეიდან საქარველოში მუშაობა გააგრძელა ყველა სახის რესტორნმა, მოძრაობა დაიწყო საქალაქათშორისო ტრანსპორტმა, გაიხსნა ყველა ის სასტუმრო, რომელმაც შრომის ინსპექციის შემოწმება გაიარა. ცხოვრება თანდათან ისევ ძველ რეჟიმს უბრუნდება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისევ კოვიდ 19თან ერთად ვცხოვრობთ. დღეს მინისტრებმა საკორდინაციო საბჭოს შემდეგ ისაუბრეს. გიორგი გახარია: ,,ჩვენ ხშირად გვესმის, რომ საქართველომ ვირუსი დაამარცხა, თუმცა ეს არის არასწორი კონსტრუქტი.

საქართველო სომხეთის დახმარებას სთხოვს

08.06.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    08.06.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

კრიზისია სომხეთში, მეზობელი ქვეყანა პანდემიას ვეღარ უმკლავდება. საავადმყოფოები პაციენტებს ვერ იტევს, მედიკოსების რაოდენობა არასაკმარისია. იზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ფაშინიანის განცხადებით ვირუსით სავარაუდოდ 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ბევრად ნაკლებია. ვირუსი ჰქონდა თავად ფაშინიანს და მისი ოჯახის წევრებსაც, თუმცა თავად ამბობს, რომ განკურნებულია. საქართველო სომხეთის დასახმარებლად მზად არის. რა სახის დახმარებას მიიღებს ოფიციალური ერევანი თბილისისგან ჯერ უცნობია.

ეპიდემისი შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვუბრუნდებითმ თუმცა რეკომენდაციების დაცვისკენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა.

08.06.2020

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

Link:    08.06.2020 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

ეპიდემისი შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვუბრუნდებითმ თუმცა რეკომენდაციების დაცვისკენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა. პაატა იმნაძემ პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის აუცილებლობაზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. სხდომის დასრულების შემდეგ, გაკეთდა განცხადებები, ეკონომიკსი გახსნის ,მორიგ ეტაპთან დაკავშრებითაც როგორც ითქვა, შემუშავებულია სპეციალური რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა იმუშავონ კონკრეტულმა ობიექტებმა.

ეპიდვითარებისა და რისკების კონტროლი

08.06.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    08.06.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

"ინფიცირების ერთეული შემთხვევები დამშვიდების საფუძველს არ იძლევა"-დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. პაატა იმნაძემ პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ოცლარიანი ჯარიმა პირბადის ტარების წესის დარღვევაზე

08.06.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    08.06.2020 - იმედი - ქრონიკა 20:00

20 ლარი 50-ის ნაცვლად. დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის ჯარიმა ფიზიკური პირისთვის ასე განისაზღვრა. იურიდიულს ხუთასი ლარის გადახდა მოუწევს, თუ მოქალაქეს მის ობიექტზე პირბადის გარეშე დაუშვებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას წესის დარღვევის გამო მძღოლი ან მგზავრი 20 ლარით დაჯარიმდება. ჯარიმის ცვლილების ინიციატივა სხდომაზე დიმიტრი ხუნდაძემ დააყენა, რაც საბოლოოდ პროექტშიც აისახა. დანარჩენი ჯარიმები კი უცვლელი რჩება. პირბადეებთან დაკავშირებით 16 წლამდე მოზარდები არ დაჯარიმდებიან. პირბადის გამოყენების აუცილებლობაზე დრეს ვრცლად ასევე ისაუბრა არჩილ თალაკვაძემაც.

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

08.06.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    08.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. წესების დარღვევა პირის 50-ის ნაცვლად 20 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. იურიდიულ პირს ფულადი სანქცია 500 ლარის ოდენობით დაეკისრება. ახალი რეგულაციების შესრულების ვალდებულება ექნებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეებსაც. ჯარიმა მგზავრთან ერთად მძღოლსაც დაეკისრება. პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის მომზადებული კანონპროექტი იურიდიულმა კომიტეტმა დღეს დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა. ახალი რეგულაციებით შესაძლოა დაიშვას გამონაკლისებიც - პირთა წრე, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამცავ საშუალებას ვერ ატარებს, შესაბამისი უწყების მხრიდან შემუშავებული რეკომენდაციებით იმოქმედებს.

ტემპერატურის მატება პანდემიის შემცირებისთვის ეფექტური არ აღმოჩნდა.

08.06.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    08.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

ტემპერატურის მატება პანდემიის შემცირებისთვის ეფექტური არ აღმოჩნდა. იყო მოლოდინი, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, როგორც სხვა რესპირატორული ვირუსი, COVID-19-ის შემთხვევები კლებას დაიწყებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სიცხე ვირუსზე გავლენას ვერ ახდენს. ბრაზილიაში ახალი შემთხვევების და სიკვდილიანობის სტატისტიკამ ამ კითხვას მკაფიო პასუხი გასცა. იმუნოლოგები ამბობენ, რომ ტენიანობას და ტემპერატურას ვირუსზე მინიმალური ზემოქმედების უნარი აქვს, თუმცა ეს იმდენად მცირეა, რომ ეპიდემიოლოგიურ სურათს ვერ ცვლის.

კორონავირუსი ვითარება სომხეთსა და საქართველოში

08.06.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    08.06.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

ბოლო 24 საათში კოროვარუსის195 შემთხვევა და კიდევ 11 გარდაცვლილი. სომხეთში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ ღებულობენ და მათი უმეტესობა საველე ჰოსპიტალებშია განთავსებული. სომხეთის საზღვრიდან კი ტვირთგადამზიდავები განსაკუთრებული კონტროლის გავლის შემდეგ შემოდიან ქვეყანაში.მგზავრთა მიმოსვლა აკრძალულია თუმცა ტვირთბრუნვა გრძელდება. საქართველო კი სომხეთის დასახმარებლად მზადაა.

დამარცხდა თუ არა ეპიდემია

08.06.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    08.06.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

საქართველოს პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა დღეს , რომ საქართველოს კორონავირუსი საბოლოოდ არ დაუმარცხებია , მაგრამ ფაქტია , რომ ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება. მისი აზრით , ამ ეტაპზე მტავარია ვირუსის კონტროლი. გამოჯანმრთლებულთა რაოდენობაც ნელ-ნელა 90%-ს უახლოვდება. დღეს ინციფირების მხოლოდ 3 ახალი შემთხვევაა და განკურნებულია 9 ადამიანი. პაატა იმნაძის თქმით კი კორონავირუსი ჯერ არსად არ გამქრალა.

ახალი ჯარიმები

08.06.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

Link:    08.06.2020 - მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00

პირბადის არ ტარებისთვის კერძო პირზე 20 ლარიანი ჯარიმა დაწესდება. იურიდიულისთვის კი 500 ლარი. კარანტინის წესების დარღვევისთვის რიგით მოქალაქეს 2000 , ხოლო იურიდიულ პირს კი 10 000 ლარის გადახდა მოუწევს. კანონპროექტი დღეს იურიდიულმა კომიტეტმა უკვე მოისმინდა . თუ პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს მომავალი კვირისთვის უკვე ახალი კანონი გვექნება. პირებს , რომლებსაც ჯანმრთელობის გამო არ შეუძლიათ პირბადის ტარება არ დაჯარიმდებიან . შესაბამის წესების ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს.

პირბადეები და ახალი ჯარიმა

08.06.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - პირველები 22:00

Link:    08.06.2020 - ტვ პირველი - პირველები 22:00

დახურულ სივრცეში პირბადის არ ტარებისთვის კერძო პირზე 20 ლარიანი ჯარიმა დაწესდება, ინიციატივა დიმიტრი ხუნდაძეს ეკუთვნის . კანონპროექტი დღეს იურიდიულმა კომიტეტმა უკვე მოისმინდა . თუ პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს მომავალი კვირისთვის უკვე ახალი კანონი გვექნება. მართველ გუნდში ფიქრობენ , რომ ჯარიმად 20 ლარის განსაზღვრა საკამრისი იქნება შედეგის მისაღწევად.

კორონავირუსი და საქართველო

08.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    08.06.2020 - I არხი - მოამბე 21:00

რეგულაციები ქვეყნაში თითქმის სრულად მოიხსნა. ჯანდაცვის მიერ ჩატარებული შემოწმება კი ბევრმა რესტორანმა ვერ გაიარა. შრომის ინსპექციის მთავარი მოთხოვნსა სასტუმროების შესასვლელში თერმოსკრინინგია. შიდა ტურიზმი და რკინიგზა 15 ივნისიდან ამოქმედდება. კორონავირუსის გავრცელება დაღმასვლისკენ მიდის. დღის ბოლოს „კოვიდ-19“ კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა და ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ორი ახალი შემთხვევა ამჯერად მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოს უკავშირდება, სადაც მანამდე კორონავირუსი საერთოდ არ დადასტურებულა. ბოლო დღეებში ახალი ფაქტები აღარ გამოვლენილა ბოლნისის ყველაზე სარისკო ზონებში, ასევე ახლადშექმნილ საბურთალოს კლასტერში, რაც სავარაუდოდ, ჯაჭვის გაწყვეტაზე მიუთითებს. დაავადების გავრცელების კლების მიუხედავად, ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს მოსალოდნელ რისკებზე აფრთხილებენ.

ის რომ საქართველომ კორონა ვირუსი დაამარცხა მცდარი ფორმულირებაა

08.06.2020

მედია საშუალებები:    კავკასია - დღეს 19:00

Link:    08.06.2020 - კავკასია - დღეს 19:00

ის რომ საქართველომ კორონა ვირუსი დაამარცხა მცდარი ფორმულირებაა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშრისი საბჭოს მორიგ სხდომაზე განაცხადა სადაც შეზღუდვების მოსხნის შემდგომი ეტაპი განიხილეს. გიორგი გახარია აცხადებს, რომ ვერცერთი ცალკე აღებული ქვეყანა გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს ამიტომ მთავარი ამოცანა პროცესების მართვა და ვირუსის გავრცელების კონტროლია. 15 ივნისიდან აღდგება შიდა ტურიზმის და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა.

პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება

08.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    08.06.2020 - I არხი - მოამბე 21:00

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ქვეყანაში ცალკეული შეზღუდვები მაინც შენარჩუნდება და საკანონმდებლო დონეზე აისახება. შესწორების შემდეგ მზად არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელმაც პარლამენტში უთანხმოება გამოიწვია. ამიტომ თავდაპირველი ვერსიის შეცვლა და მისი შერბილება გახდა საჭირო. მათ შორის პირბადეებთან დაკავშირებით. თუ მანამდე საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 50-ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული, ახლა სანქცია 20-ლარამდე შემცირდა.

 

 

 

9 ივნისი

ტელევიზია

 

ჯანდაცვის რეფორმა

09.06.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    09.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

რაც შეეხება ჯანდაცვაში რეფორმად წოდებულ პროცესებს, ამაზე ჩვენი მედიაპლატფორმა ყოველთვის ღია იქნება სამედიცინო კლინიკებისთვის, ზუსტად ისე როგორც ღია იყო პანდემიამდე, ცხადია, მათ შორის პროფილური უწყებებისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს სახით, რომელიც მაინც მდგრად მდუმარებას არჩევს. გასულ კვირას ნახეთ მინისტრის კომენტარები, რომელმაც სრულად გასცა პასუხი პრესკონფერენციაზე დასმულ ჩვენს შეკითხვებსაც. თემა სერიოზული მაქვს მოსაყოლი და თუ ეს ამბავი შედგა ეს იქნება მსოფლიო ბიზნესისა და ჯანდაცვის ისტორიაში უმსხვილესი ბიზნესგარიგება.

მთავრობა დაწესებულებებს შეამოწმებს

09.06.2020

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    09.06.2020 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

1. პარლამენტში განხილულ კიდევ ერთ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ და დავუთმოთ ყურადღება. მთავრობა საწარმოების, ოფისების, სასტუმროების, მოკლედ ბიზნესების შემოწმებას იწყებს. უსაფრთხოების მიზნით მათთვის საინტერესოა გაკონტროლებული იყოს ოფისებში და სხვადასხვა დაწესებულებებში სანიტარული დასვენებები, მაგალითად იზომავენ თუ არა სიცხეს დასაქმებულები და ა.შ. ოფისებსა და სერვისის მიმწოდებელ ობიექტებში რამდენიმე კითხვა დაისმება, ცხადია, კითხვები ეხება უსაფრთხოების ზომების შესრულებას.

უბედური შემთხვევა მარნეულში - მუშა, რომელიც მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

09.06.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

Link:    09.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

უბედური შემთხვევა მარნეულის ცენტრში - მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. 51 წლის მამაკაცი რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე მუშაობდა. გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ მამაკაცს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებიც მუშაობდნენ.

ნეპოტიზმი ჯანდაცვის სამინისტროში - შრომით ინსპექციაში ადამიანებს ახლობლობით ასაქმებენ

09.06.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

Link:    09.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 09:00

ნეპოტიზმი ჯანდაცვის სამინისტროში. შრომით ინსპექციაში ადამიანებს ნაცნობობით და ახლობლობით ასაქმებენ. ამის შესახებ ის მოქალაქეები საუბრობენ, რომლებმაც სამსახური ამ მიზეზით დაკარგეს. დავით გურგენიძე ამტკიცებს, რომ სამინისტრომ მათ გადამზადებაზე საკმაოდ დიდი რესურსი დახარჯა, თუმცა მოგვიანებით, ისინი საკუთარი ნათესავებით ჩაანაცვლეს. გურგენიძის თქმით, საკითხის გარკვევა მინისტრ ტიკარაძესთან და ინსპექციის უფროსთან, ბექა ფერაძესთან სურდა, თუმცა მცდელობის მიუხედავადმ მათთან შეხვედრა ვერ მოახერხა. "დაგვიძახეს სამჯერ ტრენინგებზე და ეს ორმოცდაათი კაცი ვიყავით და გვითხრეს ტრენინგების მსვლელობის დროს, რომ ახლა დასაქმდება პირველ ეტაპზე ოცდახუთი კაცი და შემდეგ ეტაპზე დასაქმდება დანარჩენი.

კორონავირუსის 818 დადასტურებული

09.06.2020

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 10:00

Link:    09.06.2020 - იმედი - ქრონიკა 10:00

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ტრერიტორიიდან მარინა ეზუგბაია გააკეთებს განცხადებას და მოგვაწვდის ბოლო ცნობებს კოვიდ ინფიცირებულთა შესახებ. ბოლო 24 საათში 8 ადამიანით გაიზარდა მონაცემები. აქედან სამი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია. "ჩვენი ქვეყნის დაავადებათა კონტროლი არის განსაკუთრებით საუკეთესო სამსახური, რომელმაც დღემდე მოიყვანა ქვეყანა ისე, რომ ზომიერად, კონტროლირებად ემატება დაავადებულები".

მარინა ეზუგბაია ბრიფინგი

09.06.2020

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი

Link:    09.06.2020 - რუსთავი 2 - კურიერი პირდაპირი

მარინა ეზუგბაია: "დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელებულია 3 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი ინფიცირებულების 84%-ია. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 119 ინფიცირებული მკურნალობს. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი ბოლნისის კონტაქტია, ორი მარნეულის კონტაქტი, ორი არის საკარანტინო სივრციდან იმპორტირებული შემთხვევა, ხოლო რვიდან სამი სამედიცინო პერსონალია, სამივე როგორც ვიცი ერთი კლინიკის წარმომადგენელია. ჩვენი ცენტრი 30 იანვრიდან მკურნალობს დადასტურებულ შემთხვევებს.

დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირები 20 ლარით დაჯარიმდებიან

09.06.2020

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

Link:    09.06.2020 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00

დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირები 20 ლარით დაჯარიმდებიან. იგივე ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსიში. „იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში უმძიმესი სოციალური კრიზისია და ვხედავთ, რომ ფაქტიურად, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება ყოველდღიურად მძიმდება იმიტომ, რომ ფასები იზრდება ყველაფერზე, ეს ჯარიმები, ალბათ, ბევრი ადამიანისთვის ძალიან მძიმე ტვირთი აღმოჩნდება.

კორონავირუსი

09.06.2020

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    09.06.2020 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

ამ წუთებში ინფექციურ საავადმყოფოში განცხადება კეთდება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების ზომიერი, კონტროლირებადი მატება შემთხვევითი არ არის და ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კარგი მუშაობის შედეგია. „ჩვ

საგადასახადო შეღავათები მოიჯარეებისთვის

09.06.2020

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 09:00

Link:    09.06.2020 - I არხი - მოამბე 09:00

ბათუმის ბულვარის სავაჭრო ჯიხურების მოიჯარეები 3 თვით გადასახადებისგან განთავისუფლდებიან. პრაქტიკულად, მთელ საკურორტო სეზონზე ისინი შეღავათით ისარგებლებენ. მთავრობის გადაწყვეტილება ჯიხურების მოიჯარეებს აჭარის მთავრობის თავჯდომრემ გააცნო. თორნიკე რიჟვაძემ მოიჯარეებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა და ესაუბრა შეღავათებზე, რომელიც რეგიონში მოიჯარეების მხარდასაჭერად ხორციელდება. შეხვედრაზე პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარება და არსებული გამოწვევები განიხილეს.

სამშენებლო ნორმების დარღვევის მორიგი ფაქტი

09.06.2020

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

Link:    09.06.2020 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

სამშენებლო ნორმების დარღვევის მორიგი ფაქტი - მარნეულში მშენებარე კორუსის მე-9 სართულიდან მუშა ჩამოვარდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები, ასევე სასწრაფო დახმარება იყო მობილიზებული, თუმცა 51 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ მამაკაცს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია და მომხდარს უსაფრთხოების ზომების დარღვევას უკავშირებენ.

8 ივნისი

ინტერნეტ სააგენტო

ბექა ფერაძის განცხადებით, ღია და დახურული ტიპის აუზებთან დაკავშირებით სპეციალური პროტოკოლი უახლოეს მომავალში იქნება შემუშავებული

08.06.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    08.06.2020 - ბიპიენ.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ღია და დახურული ტიპის აუზებთან დაკავშირებით სპეციალური პროტოკოლი უახლოეს მომავალში იქნება შემუშავებული. რაც შეეხება აუზებს, რომლებიც კონკრეტულ სასტუმროებშია განთავსებული, ფერაძის თქმით, თუ აღნიშნული სასტუმრო გაივლის შესაბამის შემოწმებას და მიიღებს ნებართვას, აუზს ფუნქციონირება ჩვეულებრივად შეეძლება. „სასტუმროებს ეძლევათ მუშაობის ნებართვა იმ შემთხვევაში, როდესაც შრომის ინსპექცია შეამოწმებს და ექნებათ დადებითი დასკვნა, რომ ისინი აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ სპორტდარბაზების გახსნა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებთან ადაპტირებას

08.06.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    08.06.2020 - ბიპიენ.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე აცხადებს, რომ სპორტდარბაზების გახსნა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებთან ადაპტირებას. „მიმდინარე კვირაში ბიზნესომბუდსმენთან ერთად დაგეგმილი გვაქვს , რომ სპორტული დარბაზების ხელმძღვანელებს შევხვდეთ. თუ რამდენად არიან ისინი მზად ადაპტირდნენ იმ მოთხოვნებთან, რომელიც განსაზღვრული იქნება ჩვენს მიერ, ამაზე იქნება გახსნის პროცესი დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ეპიდსიტუაციამ უნდა მოგვცეს ამის შესაძლებლობა. მოთხოვნების დამუშავება ახლა მიდის“,-აღნიშნა ფერაძემ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

პაატა იმნაძის განცხადებით, სომხეთისთვის საქართველოს მხრიდან დახმარების გაწევის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

08.06.2020

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    08.06.2020 - ბიპიენ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სომხეთისთვის საქართველოს მხრიდან დახმარების გაწევის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სომხეთისთვის შეთავაზება მოხდა. „მოლაპარაკებები ამაზე მიმდინარეობს. იცით, რომ შეთავაზება გაკეთებული იყო, ეს ყველაფერი იქნება მოლაპარაკების საგანი“,- განაცხადა იმნაძემ.

დღეიდან, ყველა სახის რესტორანი მუშაობას განაახლებს

08.06.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    08.06.2020 - აიპრეს.ჯი

1 ივნისიდან რესტორნებმა, რომლებსაც ღია სივრცე ჰქონდათ სტუმრების მისაღებად, მუშაობა განაახლეს. დღეიდან კი, ყველა სახის რესტორანი გაიხსნება, ასევე გაიხსნება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა.

კორონავირუსი წყლით არ გადადის, ამიტომ ზღვაში ბანაობა სახიფათო არ არის – პაატა იმნაძე

08.06.2020

მედია საშუალებები:    ოდიშინიუს.ჯი

Link:    08.06.2020 - ოდიშინიუს.ჯი

დღეს რაც არის მეცნიერული მტკიცებულებები – წყლით ეს ვირუსი არ გადადის. ფეკალიებთან ერთად ვირუსი გამოყოფა, მაგრამ ეს არის “ერენემის” ნაგლეჯები და არა თვითონ ცოცხალი ვირუსი. ამიტომ ზღვაში ბანაობა სახიფათო არ არის, ასევე, აუზზე ბანაობა საშიში არ არის, მითუმეტეს, იქლორება ყველა აუზი. მაგრამ უნდა ვიყოთ ფრთხილად გასახდელებთან, ასევე, პლაჟებსა და აუზთან არსებულ სივრცეებთან, სადაც დისტანცია უნდა იყოს დაცული გარუჯვის დროს” აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე

მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევას კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა

08.06.2020

მედია საშუალებები:    ოდიშინიუს.ჯი

Link:    08.06.2020 - ოდიშინიუს.ჯი

ბათუმში, მშენებარე ობიექტიდან სავარაუდოდ მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 28 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევა 7 ივნისს, დღის 3 საათამდე, ახალ ბულვარში მოხდა. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ახალგაზრდა კაცის დაღუპვის შესახებ, ადასტურებს შსს, სადაც ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საზოგადოებასლაიდერი პაატა იმნაძე: ის, რომ ბოლო დღეებში კორონავირუსის მხოლოდ თითო-ოროლა შემთხვევა ვლინდება ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს

08.06.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    08.06.2020 - კვირა.ჯი

“ის, რომ ბოლო დღეებში კორონავირუსის მხოლოდ თითო-ოროლა შემთხვევა ვლინდება ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან სამწუხაროდ, კორონა არსად გამქრალა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ნიღბის ტარება და ფიზიკური დისტანცირება კვლავ მნიშვნელოვანია. “მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებულები იმისათვის, რომ ყველანაირი რისკების სამართავად მზად ვიყოთ.

ბექა ფერაძის განცხადებით, ღია და დახურული ტიპის აუზებთან დაკავშირებით სპეციალური პროტოკოლი უახლოეს მომავალში იქნება შემუშავებული

08.06.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    08.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ღია და დახურული ტიპის აუზებთან დაკავშირებით სპეციალური პროტოკოლი უახლოეს მომავალში იქნება შემუშავებული. რაც შეეხება აუზებს, რომლებიც კონკრეტულ სასტუმროებშია განთავსებული, ფერაძის თქმით, თუ აღნიშნული სასტუმრო გაივლის შესაბამის შემოწმებას და მიიღებს ნებართვას, აუზს ფუნქციონირება ჩვეულებრივად შეეძლება. „სასტუმროებს ეძლევათ მუშაობის ნებართვა იმ შემთხვევაში, როდესაც შრომის ინსპექცია შეამოწმებს და ექნებათ დადებითი დასკვნა, რომ ისინი აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი - დღეს ჩვენი თანამშრომლები ამოწმებენ რკინიგზას, რკინიგზის მიმართულებით პროტოკოლებია შემუშავებული

08.06.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    08.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, საკინიგზო მიმოსვლის აღდგენისთვის რკინიგზას კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს. როგორც ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პირბადის ტარება მგზავრებისთვის სავალდებულო იქნება. „დღეს შრომის ინსპექციის თანამშრომლები საჩვენებელ ვიზიტზე არიან წასული და ამოწმებენ რკინიგზას.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი საზაფხულო ბაღებზე - სექტემბრამდე ასეთი ტიპის ობიექტების გახსნაზე საუბარი ნაადრევია

08.06.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    08.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

სექტემბრამდე ასეთი ტიპის ობიექტების გახსნაზე საუბარი ნაადრევია,- ამის შესახებ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ საზაფხულო ბაღების გახსნის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, იმის გამო, რომ ბაღებში აღსაზრდელების ერთ სივრცეში თავმოყრა ხდება, შესაძლოა, ბავშვები ოჯახში ინფექციის მიტანის წყარო გახდნენ.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების დროს 10 000-ზე მეტი კომპანია შემოწმდა

08.06.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    08.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის მხრიდან, საგანგებო სიტუაციების დროს 10 000-ზე მეტი კომპანია შემოწმდა. „ეკონომიკის გახსნის პროცესი მიმდინარეობს. რაც ჩვენ ამ პერიოდში განვახორციელეთ არის ის, რომ ფაქტობრივად საგანგებო სიტუაციების დროს 10 000-ზე მეტი კომპანია იქნა შემოწმებული ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის მხრიდან, რომელშიც ასევე ჩართული იყო მუნიციპალიტეტი, შრომითი სამსახური და სხვადასხვა უწყება.

"შრომის ინსპექციამ ეკონომიკის გახსნისთვის 10 000-ზე მეტი კომპანია შეამოწმა" - ბექა ფერაძე

08.06.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    08.06.2020 - ბიემ.ჯი

შრომის ინსპექციამ ეკონომიკის გახსნისთვის 10 000-ზე მეტი კომპანია შეამოწმა, - ამის შესახებ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკის გახსნის პროცესი მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ამ პერიოდში განხორციელდა, სწორედ კომპანიების შემოწმება იყო.

როდის გაიხსნება სპორტული დარბაზები? - ბექა ფერაძე

08.06.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    08.06.2020 - ბიემ.ჯი

სპორტული დარბაზების გახსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად არიან ისინი მზად ადაპტირდნენ მოთხოვნებთან, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

კორონავირუსის შემთხვევების მცირე რაოდენობა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა – იმნაძე

08.06.2020

მედია საშუალებები:    რეგინფო.ჯი

Link:    08.06.2020 - რეგინფო.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო დღეებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების სიმცირე დამშვიდების საფუძველი არ არის. „მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებული, რათა ყველანაირი რისკების სამართავად მზად ვიყო. რა თქმა უნდა, ის, რომ მხოლოდ თითოოროლა შემთხვევა ვლინდება ბოლო დღეებში, ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან „კორონა“, სამწუხაროდ, არსად არ გამქრალა, ისევ ჩვენს გვერდით არის.

რატომ არ იხსნება ღია საცურაო აუზები – პაატა იმნაძის პასუხი

08.06.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    08.06.2020 - აიპრეს.ჯი

გაიხსნება საცურაო აუზები, მაგრამ იქაც იქნება შესამუშავებელი გარკვეული წესები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. ” ყველაფერი ერთად ვერ გაიხსნება, ამაზე შევთანხმდეთ. უნდა იყოს დაცული რიგითობა, ისედაც ქვეყანაში საკმაოდ დაჩქარებული ტემპით მოხდა აქტივობების გახსნა სხვადასხვა ბიზნეს სექტორების.

პაატა იმნაძე: ნიღაბი უნდა ატაროს ყველამ, ამას პრაქტიკულად, ნულამდე დაყავს გადაცემის რისკი

08.06.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    08.06.2020 - აიპრეს.ჯი

ყველანი უნდა ვიყოთ ფრთხილად. ეს განსაკუთრებით ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ წესების დაცვას, რომელიც არის აუცილებელი. პირველ რიგში, ეს ეხება ნიღბების ტარებას და მაქსიმალურად, ფიზიკური დისტანციის დაცვას, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

covid19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი ძირითადი მოთხოვნები და რეკომენდაციები ავიასაწარმოებისთვის

08.06.2020

მედია საშუალებები:    აიპრეს.ჯი

Link:    08.06.2020 - აიპრეს.ჯი

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დღეს ის მოთხივნები და რეკომენდაციები გაავრცელა, რომლითაც ავიასაწარმოები მუიშაობის გაგრძლებას შეძლებენ. გაფრენის/მოფრენის ტერმინალში (დარბაზში): გაფრენისა და მოფრენის ტერმინალებში (დარბაზებში) მომსახურე პერსონალი დაიშვება მხოლოდ დამცავი ნიღბით.

პაატა იმნაძე - ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ზაფხულია და ცხელა, მიუხედავად ამისა, ვხედავთ რა ხდება, კლიმატის იმედზე ნუ ვიქნებით, წესების დაცვის იმედზე ვიყოთ

08.06.2020

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    08.06.2020 - ინფო9

კლიმატის იმედზე ნუ ვიქნებით, უფრო იმ წესების დაცვის იმედზე ვიყოთ, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კითხვას თუ რა როლი აქვს კორონავირუსის კონტროლი ს მიმართულებით კლიმატს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია ყველა ხედავს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში რა ხდება და რა სიტუაციაა კორონავირუსის მიმართულებით.

აკაკი ზოიძე: ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში არ მისვლა პოლიტიკური თემაა და კომენტარს არ გავაკეთებ

08.06.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    08.06.2020 - კომერსანტ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მესამე უარს, პარლამენტში არ მისვლაზე დამოუკიდებელი დეპუტატები, რეგლამენტის დარღვევად თვლიან. აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.როგორც მან „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა საკითხი პოლიტიკურია და შეფასებისგან თავს შეიკავებს. ჯანდაცვის ექსპერტი არც ლევან კობერიძის განცხადებას იზიარებს, იმის თაობაზე რომ ექსპერტები ჯანდაცვის მინისტრის პოლიტიკას მხარს უჭერენ და ატარებენ.

სომხეთს დახმარება უკვე შევთავაზეთ - იმნაძე

08.06.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    08.06.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე სომხეთისთვის დახმარების გაწევასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. იმნაძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით სომხეთის დახმარების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, შეთავაზება სომხეთისთვის უკვე გაკეთებულია. "მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იცით, რომ შეთავაზება იყო გაკეთებული, ეს ყველაფერი იქნება მოლაპარაკების საგანი", - აღნიშნა პაატა იმნაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველო

ნიღაბი უნდა ატაროს ყველამ - თუ უკეთია ავადმყოფსაც და ჯანმრთელსაც, ამას პრაქტიკულად, ნულამდე დაყავს გადაცემის რისკი - პაატა იმნაძე

08.06.2020

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    08.06.2020 - ჯიეიჩენ.ჯი

ყველანი უნდა ვიყოთ ფრთხილად. ეს განსაკუთრებით ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ წესების დაცვას, რომელიც არის აუცილებელი. პირველ რიგში, ეს ეხება ნიღბების ტარებას და მაქსიმალურად, ფიზიკური დისტანციის დაცვას, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

6 წესი, რომელიც ფრენისას უნდა დავიცვათ – ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები დაამტკიცა

08.06.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    08.06.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ჯანდაცვის სამინისტრომ აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები დაამტკიცა. რეკომენდაციებში საუბარია წესებზე, რომლებიც მგზავრებმა ფრენის დროს უნდა დაიცვან. გთავაზობთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს: გამგზავრების ტერმინალში და საჰაერო ხომალდიდან ჩამოსვლისას პერსონალს და მგზავრებს ტემპერატურას გაუზომავენ. თვალსაჩინო ადგილას განთავსდება განცხადებები (რამდენიმე ენაზე) COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ჯარიმა 50-ის ნაცვლად 20 ლარი იქნება - ოხანაშვილი

08.06.2020

მედია საშუალებები:    პუბლიკა.ჯი

Link:    08.06.2020 - პუბლიკა.ჯი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი წესების დარღვევისთვის ჯარიმებს განსაზღვრის კანონპროექტზე იმსჯელეს. როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, პროექტში დახურულ საჯარო სივრცეში ფიზიკური პირების მიერ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა 50 ლარის ნაცვლად 20 ლარით განისაზღვრება. თავდაპირველად, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდებოდა, ხოლო იურიდიული პირი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ფიზიკური პირის მხრიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესის დაცვას – 500 ლარით.

ბექა ფერაძე: სასტუმროებს კიდევ ერთკვირიანი ვადა აქვთ, რათა ინსპექტირება მოითხოვონ და შრომის ინსპექცია მათ მზაობას სრულიად უსასყიდლოდ შეამოწმებს

08.06.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    08.06.2020 - კვირა.ჯი

“სასტუმროებს აქვთ კიდევ ერთკვირიანი ვადა, რათა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე, მოითხოვონ ინსპექტირება და შრომის ინსპექცია მათ მზაობას სრულიად უსასყიდლოდ შეამოწმებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

ბექა ფერაძე: საგანგებო მდგომარეობის დროს 10 000-ზე მეტი კომპანია შემოწმდა

08.06.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    08.06.2020 - კვირა.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის დროს 10 000-ზე მეტი კომპანია შემოწმდა”,– ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. „ეკონომიკის გახსნის პროცესი მიმდინარეობს. რაც ჩვენ ამ პერიოდში განვახორციელეთ არის ის, რომ, ფაქტობრივად, საგანგებო მდგომარეობის დროს 10 000-ზე მეტი კომპანია იქნა შემოწმებული ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის მხრიდან, რომელშიც ასევე ჩართული იყო მუნიციპალიტეტი, შრომითი სამსახური და სხვადასხვა უწყება.

ბექა ფერაძე: ღია და დახურული ტიპის აუზებთან დაკავშირებით სპეციალური პროტოკოლი უახლოეს მომავალში იქნება შემუშავებული

08.06.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    08.06.2020 - კვირა.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, საცურაო აუზებს, რომლებიც სასტუმროებშია განთავსებული და მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, მუშაობის ნებართვა ეძლევათ. მისივე თქმით, ღია და დახურული ტიპის აუზებთან დაკავშირებით სპეციალური პროტოკოლი უახლოეს მომავალში იქნება შემუშავებული. „რაც შეეხება აუზებს – სასტუმროებს ეძლევათ მუშაობის ნებართვა იმ შემთხვევაში, როდესაც შრომის ინსპექცია შეამოწმებს და მათ ექნებათ დადებითი დასკვნა, რომ ისინი აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. შესაბამისად, აუზი, რომელიც განთავსებული იქნება ასეთი ტიპის სასტუმროში, შეესაბამება სტანდარტებს.

ბექა ფერაძე: სპეციალური პროტოკოლი იმ საცურაო აუზებისთვისაც გაიწერება, რომლებიც არ მდებარეობენ სასტუმროებში

08.06.2020

მედია საშუალებები:    რეპორტიორი.ჯი

Link:    08.06.2020 - რეპორტიორი.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, საცურაო აუზებს, რომლებიც სასტუმროებშია განთავსებული და აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, მუშაობის ნებართვა მიეცათ. როგორც ბექა ფერაძემ განმარტა, რაც შეეხება ღია და დახურული ტიპის აუზებს, რომლებიც არ მდებარეობენ სასტუმროებში, მიმდინარეობს მათთან ადაპტირებული მოთხოვნების შემუშავება.

ტარდება თუ არა სანიტარული შესვენება? გაგიზომეს თუ არა სიცხე? - მთავრობა ოფისებს შეამოწმებს

08.06.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    08.06.2020 - კომერსანტ.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა კითხვარები, რომლითაც მთავრობა დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომების შესრულებას გააკონტროლებს. კითხვარები მომზადებულია იმ სფეროებისთვის, რომლისთვისაც ჯანდაცვის სამინისტრომ უსაფრთხოების გაიდლაინები შეადგინა.

"მესმის საუბარი "დაჩიპვა" ვაქცინა... ვაქცინები რომ გაჩნდება, ვისაც აცრის დიდი სურვილი ექნება, ნეტავ, იმას ეყოს" - პაატა იმნაძე

08.06.2020

მედია საშუალებები:    ამბები.ჯი

Link:    08.06.2020 - ამბები.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოგონების შემდეგ შესაძლოა ყველა მსურველისთვისაც არ იყოს. იმნაძემ უპასუხა სკეპტიკურად განწყობილი მოსახლეობის ნაწილს, რომლებიც აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს. როგორც მან განმარტა, მთელი მსოფლიოს საწარმოო სიმძლავრეები არ ეყოფა იმას, რომ ვაქცინები ყველა მსურველისთვის დამზადდეს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, თვითმფრინავში მგზავრები დისტანციის დაცვით უნდა განლაგდნენ, ნიღბების გარეშე მგზავრები საჰაერო ხომალდზე არ დაიშვებიან

08.06.2020

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    08.06.2020 - კვირა.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, თვითმფრინავში მგზავრები დისტანციის დაცვით უნდა განლაგდნენ. ამასთან, მგზავრები საჰაერო ხომალდზე ნიღბების გარეშე არ დაიშვებიან. ჯანდაცვის სამინისტრომ აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, გამგზავრების ტერმინალში და საჰაერო ხომალდიდან ჩამოსვლისას პერსონალს და მგზავრებს ტემპერატურას გაუზომავენ. ამასთან, თვალსაჩინო ადგილას განთავსდება განცხადებები (რამდენიმე ენაზე) COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

იმნაძე ფიქრობს, რომ COVID 19-ის ვაქცინა ყველა მსურველს არ ეყოფა

08.06.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    08.06.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ვაქცინის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც მან განმარტა, მთელი მსოფლიოს საწარმოო სიმძლავრეები არ ეყოფა იმას, რომ ვაქცინები ყველა მსურველისთვის დამზადდეს. „მესმის „დაჩიპვა“ ვაქცინა, ამის დაკავშირება ერთმანეთთან. რა უნდა ვთქვა ამაზე? გარდა იმისა, რომ ვაქცინები რომ გაჩნდება, ვისაც ძალიან დიდი სურვილი ექნება რომ აიცრას, ნეტავ, იმას ეყოს. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენი მილიარდი ადამიანია დედამიწაზე?- მთელი მსოფლიოს საწარმოო სიმძლავრეები არ ეყოფა იმას, რომ ძალიან მალე დაამზადონ ეს ვაქცინები, ყველას ეყოს. ნეტავ, იმას ეყოს, ვისაც ძალიან მოუნდება რომ აიცრას“, – განაცხადა იმნაძემ.

ბექა ფერაძე - უკვე გადამოწმდა 300-მდე სასტუმრო, მუშაობის ნებართვა რამდენიმე ათეულს მიეცა

08.06.2020

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    08.06.2020 - კომერსანტ.ჯი

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე სასტუმროებს მოუწოდებს, ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე დარეგისტრირდნენ, რათა შემოწმდნენ და მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღონ მუშაობის განახლების ნებართვა. მისი თქმით, უკვე შეუძლიათ მუშაობა სასტუმროებს, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია და მათზე დადებითი დასკვნა გაიცა.

კლიმატის ნაცვლად, ვიყოთ იმ წესების დაცვის იმედზე, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა — იმნაძე

08.06.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    08.06.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საზოგადოება კორონავირუსთან დაკავშირებით კლიმატის ნაცვლად წესების დაცვის იმედზე უნდა იყოს. ამ თემაზე მან მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა. "მოდით ესე ვთქვათ, ახლა ზაფხულია, ხომ?! ცხელა, ჩვენ მეზობელ ქვეყნებშიც ზაფხულია და ცხელა, მიუხედავად ამისა, ვხედავთ რა ხდება, აქედან გამომდინარე, კლიმატის იმედზე ძალიან ნუ ვიქნებით და უფრო ვიყოთ იმ წესების დაცვის იმედზე, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა", — თქვა პაატა იმნაძემ.

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა

08.06.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    08.06.2020 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 მარნეულის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ ქირაჩ-მუნღალოში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს მარნეულის მერიაში დაუდასტურეს. მარნეულის მერის პირველი მოადგილის, ზაურ ტაბატაძის ინფორმაციით, ინფიცირებულები არიან აზერბაიჯანის საზღვართან, წითელ ხიდზე მომუშავე საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები.

9 ივნისი

ინტერნეტ სააგენტო

დღეს გახდება ცნობილი როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები

09.06.2020

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    09.06.2020 - პრაიმთაიმ.ჯი

ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღებისა და წესის განსაზღვრის შესახებ მთავრობის ადმინისტაციაში დაგეგმილია პრესკონფერენცია. პრესკონფერენციას გაუძღვებიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე. ყველა დეტალი და ინფორმაცია ცნობილი დღეს 14:00 საათზე იქნება.

შრომის ინსპექციამ 300-ზე მეტი სასტუმრო შეამოწმა - ვინ გაიხსნება და ვინ - არა?

09.06.2020

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    09.06.2020 - ბიემ.ჯი

8 ივნისიდან ყველა ტიპის სასტუმროს მუშაობის განახლების შესაძლებლობა მიეცა, თუმცა ეს მხოლოდ ის სასტუმროები არიან, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება გაიარეს. 5 ივნისს, იმერეთში, პრემიერმა რეგიონის ტურიზმის სექტორთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ შემოწმებული იყო 75 სასტუმრო, საიდანაც შემოწმებას მხოლოდ 15-მა "გაუძლო". Bm.ge განახლებული სტატისტიკით დაინტერესდა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.

მარნეულში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

09.06.2020

მედია საშუალებები:    პუბლიკა.ჯი

Link:    09.06.2020 - პუბლიკა.ჯი

შსს-ს ცნობით, მარნეულში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ „პუბლიკას” უწყებაში განუცხადეს. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამშენებლო საუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღისთვის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია და ქვეყანა ამისთვის სრულ მზადყოფნაშია

09.06.2020

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    09.06.2020 - ინტერპრესნიუს.ჯი

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღისთვის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია და ქვეყანა ამისთვის სრულ მზადყოფნაშია. როგორც კაკაურიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა, საბოლოო ჯამში, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 400 მილიონამდე იზრდება.

ყურსასმენების გადაცემა იკრძალება, ჟურნალების/ბუკლეტების გავრცელება იზღუდება – რა წესების დაცვა მოგიწევთ მატარებლებში

09.06.2020

მედია საშუალებები:    პროგრესნიუს.ჯი

Link:    09.06.2020 - პროგრესნიუს.ჯი

მთავრობის დადგენილების თანახმად, სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის.

2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი 15 923 800 ლარი იქნება

09.06.2020

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    09.06.2020 - ონ.ჯი

მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმის თანახმად, 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი 15 923 800 ლარი იქნება. დოკუმენტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ბიუჯეტში, შემოსავლის სახით, 1,8 მილიარდი ლარის კლებას პროგნოზირებენ.

პრესა

სომხეთიდან საქართველოში კორონავირუსით დაავადებულებს ჩამოიყვანენ?! - რას ამბობს პაატა იმნაძე

09.06.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    09.06.2020 - რეზონანსი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ცნობით, სომხეთის დახმარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. დახმარების ფარგლებში საქართველო სპეციალისტების გაგზავნის თუ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს საქართველოში ჩამოიყვანენ, ამის შესახებ იმნაძე პასუხობს, რომ ეს საკითხი ჯერ განხილვის საგანია. „ამ საკთხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, იცით რომ შეთავაზება გაკეთებული იყო. ეს ყველაფერი იქნება მოლაპარაკების საგანი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძე: ნიღაბი უნდა ატაროს ყველამ!

09.06.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    09.06.2020 - რეზონანსი

ველაფერი გვინდა იყოს ისე, რომ შეზღუდვები საზოგადოებისთვის არ იყოს შემაწუხებელი, მაგრამ გავიხედოთ რა ხდება მსოფლიოში და ნუ დავიმშვიდებთ თავს იმით, რომ ჩვენ ქვეყანაში მხოლოდ ერთეული შემთხვევებია, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსი არსად არ გამქრალა,ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაატა იმნაძის თქმით, პირბადის ტარება ძალიან ამცირებს ვირუსის გადადების რისკს და ამიტომაც დახურულ სივრცეში, ნიღაბი ყველამ უნდა ატაროს.

საქართველოში სამსახურს დაკარგავს დაახლოებით 300 000 ადამიანი

09.06.2020

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    09.06.2020 - რეზონანსი

კორონავირუსის გამო საქართველოში მოსალოდნელია, რომ უმუშევართა რაოდენობა 300 ათასით გაიზარდოს. მარტსა და აპრილში, ნაწილობრივ მაისშიც, ეკონომიკის დახურვამ ასეულ ათასობით ადამიანი უმუშევრად დატოვა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად სამუშაო ადგილს ბევრი დაუბრუნდა, მაგრამ ასევე ბევრია იმ მოქალაქეების რაოდენობაც, რომლებსაც დასაქმების არანაირი შანსი არ აქვთ.

რადიო

ბექა ფერაძე - ყველა სასტუმრო, რომელსაც ოპერირების გაგრძელება სურს, ვალდებულია, დარეგისტრირდეს, შრომის ინსპექციამ შეამოწმოს და დადებითი დასკვნის შემთვევაში განაახლებენ ოპერირებას

09.06.2020

მედია საშუალებები:    რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 11:00

Link:    09.06.2020 - რადიო კომერსანტი - რადიო კომერსანტი 11:00

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე სასტუმროებს მოუწოდებს, ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე დარეგისტრირდნენ, რათა შემოწმდნენ და მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღონ მუშაობის განახლების ნებართვა. მისი თქმით, უკვე შეუძლიათ მუშაობა სასტუმროებს, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია და მათზე დადებითი დასკვნა გაიცა. „ყველა სასტუმრო, რომელსაც ოპერირების გაგრძელება სურს, ვალდებულია, დარეგისტრირდეს, შრომის ინსპექციამ შეამოწმოს და დადებითი დასკვნის შემთვევაში განაახლებენ ოპერირებას.

​